BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20130101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140113T120400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140113T120400
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20140113T080413Z
LAST-MODIFIED:20240202T081746Z
UID:10004216-1389614640-1389614640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამყაროს მოკლე ისტორია
DESCRIPTION:ორშაბათს 13 იანვარს 15:00 საათზე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106 აუდიტორიაში ჩატარდება ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულების კოლოქვიუმი\n„სამყაროს მოკლე ისტორია: შორეული წარსულიდან შორეულ მომავლამდე“ \nმოხსენებაში განვიხილავთ სამყაროს ისტორიას – სამყაროს დაბადებიდან დღემდე და სამყაროს შორეულ მომავალს. აგრეთვე\, ვისაუბრებთ იმ თანამედროვე ასტრონომიულ დაკვირვებებზე\, რომლებიც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ადრეული სამყაროს სურათი და გავითვალოთ სამყაროს მომავალი. სამყაროს დაბადება თანამედროვე კოსმოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოუხსნელი ამოცანაა და მოხსენების ფარგლებში ამ ამოცანის გადაჭრის სხვადასხვა მიდგომას შევეხებით. \nმომხსენებელი:  თინათინ კახნიაშვილი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samqharos-mokle-istoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140110T125400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140110T125400
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20140110T085428Z
LAST-MODIFIED:20240202T081748Z
UID:10004217-1389358440-1389358440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პრესკონფერენცია
DESCRIPTION:13 იანვარს\, 13 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის #34) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას\, რომელიც 2013 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნება. კვლევა\, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის  ცენტრმა წარმოადგინა ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 37 თეატრის (თბილისის\, დამოუკიდებელი\, რეგიონული) 2013 წლის მონაცემებს. \nპრესკონფერენციაზე გამოვლინდება წარმატებული თეატრები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:\n\n• პრემიერებით გამორჩეული თეატრები\,\n• საერთაშორისო გასტროლებით გამორჩეული თეატრები\,\n• ქვეყნის შიგნით ყველაზე ხშირად გასტროლიორი თეატრები\,\n• საუკეთესო მასპინძელი თეატრები\,\n• თანამედროვე ქართველი დრამატურგი\, რომლის პიესაც ყველაზე მეტჯერ იდგმება ქართულ სცენაზე\,\n• ფუნქციურად დატვირთული თეატრები\n• მაყურებლის აქტივობით გამორჩეული თეატრები\n• 2013 წლის ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები\, თეატრის მხატვრები\, მსახიობები. \nკვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.\nპრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  ლაშა ჩხარტიშვილი\, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წულუკიძე\, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე და კავშირის „კულტურა“ პრეზიდენტი მაკა ვასაძე. \nკვლევის შედეგების და სრული მონაცემების ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტ პორტალზე – www.georgiantheatre.ge \n2013 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები \n2013 წელი მნიშვნელოვანი\, წარმატებული და გარდამტეხი წელი იყო ქართული თეატრისათვის. საქართველოს თეატრებმა ფუნქციონირება დაიწყეს ახალი კანონის „პროფესიული თეატრების შესახებ“ შესაბამისად. 2013 წელს საქართველოს 50-მდე თეატრში დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შექმნაზე. \nწლის განმავლობაში 200-ზე მეტი ახალი სპექტაკლი დაიდგა საქართველოს 48 სახელმწიფო და კერძო თეატრში\, რაც შარშანდელ წელთან შედარებით 46%-ით მეტია.\nმნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა\, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის აზრით\, წელსაც რჩება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი\, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ აღდგენა და თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიალი\, გაიხსნა ახალი სათეატრო სივრცეები – „ახალი სცენა“ და „თეატრი ფაბრიკა“. \nწელს დიდი წარმატება ჰქონდა ქართულ თეატრს საერთაშორისო ასპარესზე. საქართველოს 10-ზე მეტი თეატრი საგასტროლოს იმყოფებოდა საქართველპოს ფარგლებს გარეთ\, რომელთაგან აღსანიშნავია მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე ევროპაში ლევან წულაძის სპექტაკლით „როგორც გენებოთ“\, სპექტაკლი წარმოდგენილი იყო მეორე მიწვევით შექსპირის თეატრში „გლობუსი“ ფესტივალის „მსოფლიო გლობუსში“ ფარგლებში.\nმნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის\, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლმა „ფეხმარდი ცხენი“ სლავური კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე  „ოქროს რაინდი“ გრან-პრი დაიმსახურა. გრი¬ბო¬ე¬დოვს თე¬ატრს მი¬ე¬ნი¬ჭა ასევე პრე¬მია „თე¬ატ¬რა¬ლის ვარ¬ს¬კ¬ვ¬ლა¬ვი“ ნო¬მი¬ნაცი¬ა¬ში „სა¬უ¬კე-თე¬სი რუ¬სუ¬ლი თე¬ატ¬რი საზღ¬ვარ¬გა¬რეთ“.\n2013 წელს განხორციელებულ დადგმებს  შორის სათეატრო კრიტიკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა: „ტროელი ქალები“ (სამეფო უბნის თეატრი\, რეჟისორი დათა თავაძე)\, „გრონჰოლმის მეთოდი“ (მარჯანიშვილის თეატრი\, რეჟისორი თემურ ჩხეიძე)\, „ზამთრის ზღაპარი“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი\, რეჟისორი დათა თავაძე)\, „კალასი“ (თეატრი ფაბრიკა\, რეჟისორი რობერტ სტურუა)\, „ტარტიუფი“ (მარჯანიშვილის თეატრი\, რეჟისორი ლევან წულაძე).\n2013 წლის განმავლობაში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ფოთის\, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრებში. ახალი წლიდან ეს თეატრები რეკონსტრუირებულ შენობებში გამართავენ პრემიერებს. \n2013 წელს ქართულმა თეატრმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი\, გურამ საღარაძე\, რეზო თავართქილაძე\, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე\, ლევან მირცხულავა\, სცენოგრაფი თემურ ნინუა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე. \nდაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 904041 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-theatris-kvlevis-tsentris-preskonpherentsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140109T111500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140109T111500
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20140109T071503Z
LAST-MODIFIED:20240202T081751Z
UID:10004218-1389266100-1389266100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მალხაზ თორიას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი – მალხაზ თორია\, ატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ”1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია და  2008 წლის აგვისტოს ომი – ისტორიული ანალოგია\, როგორც მეხსიერების პროექტი”.\n\nსაჯარო  ლექცია ჩატარდება 16 იანვარს\, 18:00 საათზე\,  A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. # 32\, პირველი სართული). \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/malkhaz-thorias-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131226T165600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131226T165600
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131226T125601Z
LAST-MODIFIED:20240202T081753Z
UID:10004219-1388076960-1388076960@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გია დვალის ლექცია-სემინარი ილიაუნიში
DESCRIPTION:30 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G-106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გია დვალის ლექცია-სემინარი თემაზე: \,\,შავი ხვრელებისა და კოსმოლოგიის კვანტური ფიზიკა”. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gia-dvalis-leqtsia-seminari-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131226T103200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131226T103200
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131226T063239Z
LAST-MODIFIED:20240202T081756Z
UID:10004220-1388053920-1388053920@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 26 დეკემბერს\, 18:30 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სალექციო პროგრამის ფარგლებში – “კონსტიტუცია და დემოკრატია”\, ჩატარდება რიგით მე-3 ლექცია თემაზე: “კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის”.\nლექციას წაიკითხავს გია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.\nჩატარების ადგილი:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\,  B 102\,  ი. ჭავჭავაძის გამზ.  N 32.\nხანგრძლივობა: 1:30 სთ.\nლექციას დაესწრებიან მხოლოდ პროგრამის ფარგლებში წინასწარ დარეგისტრირებული და შერჩეული მონაწილეები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konstitutsiis-mnishvneloba-demokratiis-ganvitharebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131224T212200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131224T212200
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131224T172225Z
LAST-MODIFIED:20240202T081757Z
UID:10004221-1387920120-1387920120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუკეთესო ქართული რომანი
DESCRIPTION:„საუკეთესო ქართული რომანი“ – 25 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის “ შუა დღის გადაცემაში  „დღის შოუ“ გამოვლინდება 2012 და 2013 წლების „საუკეთესო ქართული რომანი“. \n25 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის “ შუა დღის გადაცემაში „დღის შოუ“ გამოვლინდება 2012 და 2013 წლების „საუკეთესო ქართული რომანი“. \nწელს კონკურსში მონაწილეობა 30 ქართულმა რომანმა და ავტორმა მიიღო\, სწორედ მათგან შეირჩა ორი საუკეთესო. \nსპეციალური ჟიური\, რომელიც 11 წევრისგან შედგება (6 პროფესორი და 5 სტუდენტი)\, ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდა რომანებს. კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. იმარჯვებს ის რომანი\, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. \nშეგახსენებთ\, რომ „საუკეთესო ქართული რომანი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსია\, რომლის მიზანიც ქართული რომანის წერის სტიმულირება და პოპულარიზაციაა. „საუკეთესო ქართული რომანი“ 2010 წლიდან მოქმედებს.  2010 წლის პრემიის მფლობელი გახდა აკა მორჩილაძე\, 2011 წლის კი – ზაზა ბურჭულაძე.  2012 წელს კონკურსი რომანების სიმცირის გამო არ ჩატარდა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sauketheso-qarthuli-romani/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131224T101300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131224T101300
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131224T061348Z
LAST-MODIFIED:20240202T081800Z
UID:10004222-1387879980-1387879980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კოლოკვიუმი თემაზე-ჰიგსის აღმოჩენა და პერსპექტივა
DESCRIPTION:გაცნობებთ\, რომ 26 დეკემბერს\, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 დარბაზი) კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი\, ქეთი ქააძე ჩაატარებს კოლოკვიუმს თემაზე ჰიგსის აღმოჩენა და პერსპექტივა – ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ნაწილაკთა ფიზიკის უახლესი ფუნდამენტური მიღწევაა. ეს ბოზონი იწინასწარმეტყველეს 1964 წელს და ითვლებოდა\, რომ მისგან წარმოიქმნებოდა ატომების შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკები\, რომელთა გამო  სამყარო არის ისეთი\, როგორსაც ვხედავთ.  საყოველთაოდ ითვლება\, რომ ამ აღმოჩენას ფუნდამენტური ნაწილაკების და მათი ურთიერთქმედებების სტანდატრული მოდელი სისრულეში მოჰყავს. მიუხედავად ამისა\, მოდელი კვლავაც ვერ პასუხობს მრავალ კითხვას\, მათ შორის ფარული მასის წარმოშობის საკითხს\, იმას\, თუ რატომ არის მიზიდულობა სხვა ძალებზე ბევრად სუსტი და ბევრ სხვა საკითხს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე\, რომ უნდა ველოდოთ ახალ მოვლენებს. \nკოლოკვიუმზე საუბარი იქნება დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახალი ბოზონის აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ\, ასევე ჰიგსის ფიზიკის  CMS-ის (კომპაქტური მიუონური სოლენოიდის) ექსპერიმენტის უახლეს და შთამბეჭდავ შედეგებზე და სტადნარტული მოდელის მიღმა არსებულ ახალ  ფიზიკურ მოდელებზე. \nინფორმაცია მომხსენებელზე: \nქეთი ქააძე \nგანათლება:\n2005 ივ.ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი\n2010 კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის Ph.D \nპოზიცია:\n2010-2013 მკვლევარი CERN-ში (შვეიცარია)\n2013-დან პოსტდოქტორი\, ასოცირებული მკვლევარი ფერმის ეროვნულ ლაბორატორიაში (აშშ)\n2014-დან კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი \nკვლევის თემები:\nნეიტრალური ჰიგსის ბოზონის ტაუ ლეპტონების წყვილად დაშლა და სტანდარტული მოდელის მიღმა ფიზიკის ძიება ტაუ ლეპტონების მეშვეობით;\nელექტროსუსტი ვექტორული ბოზონების ფიზიკა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kolokviumi-themaze-higsis-aghmochena-da-perspeqtiva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131220T144900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131220T144900
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131220T104931Z
LAST-MODIFIED:20240202T081802Z
UID:10004223-1387550940-1387550940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა
DESCRIPTION:2013 წლის 24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსი” უმასპინძლებს შეხვედრას ერაზმუს მუნდუსის კურსდამთავრებულებთან. \nშეხვედრის მიზანია დისკუსიის გამართვა ისეთ საკითხებზე\, როგორიც არის: ძირითადი გამოწვევები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პროცესში და ერთობლივი მსჯელობა\, თუ როგორ შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას\, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი გაცვლითი პროექტებით მიმავალ სტუდენტებს როგორც მოსამზადებელ პერიოდში\, ისე შემდგომში. \nასევე გაიმართება ერაზმუს მუნდუსის კლუბის პრეზენტაცია\, რომლის ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობენ პროგრამის კურსდამთავრებულები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-kursdamthavrebulebthan-shekhvedra/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131219T145100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131219T145100
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131219T105133Z
LAST-MODIFIED:20240202T081805Z
UID:10004224-1387464660-1387464660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის  სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:2013 წლის 20–21 დეკემბერს ტარდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ქართულ–აღმოსავლური ენობრივი და ლიტერატურული კონტაქტების\, აღმოსავლური ლიტერატურის\, ხელოვნების\, ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ; შეჯამდება გასული წლის მანძილზე ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სამეცნიერო მუშაობა. \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, აკად. გ. წერეთლის ქ. 3\, ოთახი #104. \nკონფერენციის პროგრამა იხ. დანართში \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aghmosavlethmtsodneobis-institutis-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131218T151100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131218T151100
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131218T111130Z
LAST-MODIFIED:20240202T081807Z
UID:10004225-1387379460-1387379460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - ერაზმუს მუნდუსი
DESCRIPTION:მოგესალმებით და გაცნობებთ\, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს\, 16:00 საათზე\,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის 32) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS II\, EUROEAST\, ELECTRA საინფორმაციო შეხვედრა. \nშეგახსენებთ\, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების\,მაგისტრანტების\,დოქტორანტებoს\, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. \nკონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე\, პროგრამა ანაზღაურებს  მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს\, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს. \nგანაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად: \nALRAKIS II – http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744\nEUROEAST – https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EUROEAST\nELECTRA – https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=ELECTRA \nკონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე. \nგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა: \nALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.\nEUROEAST – 2014 წლის 3 თებერვალი.\nELECTRA –  2014 წლის 31  იანვარი. \nპროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე: \nALRAKIS II – http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733\nEUROEAST – http://www.euroeast.polito.it/\nELECTRA –  http://www.electra-project.eu/ \nდამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო  ურთიერთობების სამსახურს: \nმისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E105\nტელ: 214 13 88\nელ-ფოსტა:\nALRAKIS II – alrakis@iliauni.edu.ge\nEUROEAST – euroeast@iliauni.edu.ge\nELECTRA – electra@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erazmus-mundusi-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131218T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131218T150500
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131218T110556Z
LAST-MODIFIED:20240202T081810Z
UID:10004226-1387379100-1387379100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სადიპლომო პროექტების პრეზენტაცია
DESCRIPTION:შაბათს\, 21 დეკემბერს\, 15:00  საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (B კორპუსი\, ოთახი 202) გაიმართება გამოფენა\, სახელწოდებით: „ANIMAL  PLANET”. პროექტს წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის მილევადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები\, რომლების ხუთ სპეციალობაში ერთიანდებიან: \n•    დაზგური ფერწერა\n•    საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი)\n•    კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა\n•    ინტერიერის\, ექსტერიერის\, მონუმენტური მოხატვის\, კერამიკისა და ვიტრაჟის ხელოვნება.\n•    ძეგლთა და ცვა და რეაბილიტაცია (ნაგებობები\, ხატწერა\, ქვის\, ხისა და ლითონის დამუშავება) \nყველა კურსდამთავრებულმა შეასრულა ინდივიდუალური ნამუშევარი იმ კომპოზიციასა და მასალაში\, რომელიც გათვალისწინებული იყო შესაბამის პროგრამაში. ეს ნამუშევრები გაერთიანებულია საერთო კონცეფციით და ერთიანი კომპოზიციით. \nპროექტის შექმნის იდეა მომდინარეობს დღევანდელი რეალობიდან – ტექნიკური პროგრესის პირობებში ადამიანის მიერ მაქსიმალური კომფორტის ძიებისას საფრთხის წინაშე დადგა  ჩვენი პლანეტის ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება. Homo sapiens -ის გაუაზრებელი ქმედებით გადაშენდა ცხოველთა უამრავი სახეობა და კიდევ ბევრს ემუქრება გაქრობა\, ეს კი საბოლოოდ ჩვენივე განადგურების საწინდარია.\nპროექტით  „ANIMAL  PLANET” სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების დიპლომანტები შეეცადნენ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ კაცობრიობისთვის იმ უხილავი ჯაჭვის არსებობა\, რომელიც ჩვენ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ არსებას აკავშირებს ერთმანეთთან. სამყარო მთლიანი ორგანიზმია\, სადაც ყველას\, თუნდაც ყველაზე პატარა არსებასაც\, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ისინი\, თუნდაც იმიტომ\, რათა თავად მისი არსებობა ამ პლანეტაზე არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sadiplomo-proeqtebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131218T114600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131218T114600
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131218T074623Z
LAST-MODIFIED:20240202T081843Z
UID:10004227-1387367160-1387367160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარული კუთხის გახსნა ილიაუნიში
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა\, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრში (Österreich-Bibliothek) შვეიცარული კუთხის გახსნას. პროექტის ინიციატორები არიან ავსტრიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროები და შვეიცარიის კულტურის სახელმწიფო ფონდი Pro Helvetia.  შვეიცარიის ელჩის მოადგილე ბატონი ფლორიან გაბლერი უნივერსიტეტს გადასცემს ფონდის საჩუქარს\, თანამედროვე გერმანულენოვანი შვეიცარელი ავტორების წიგნებს და ისაუბრებს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsaruli-kuthkhis-gakhsna-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131217T123100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131217T123100
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131217T083159Z
LAST-MODIFIED:20240202T081846Z
UID:10004228-1387283460-1387283460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიოფიზიკის მიმართულების სემინარი
DESCRIPTION:20 დეკემბერს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106 აუდიტორიაში ჩატარდება ბიოფიზიკის მიმართულების სემინარი  ”დნმ-ს კვადრუპლექსების თერმოდინამიკა და კინეტიკა”.\nმოხსენება შეეხება დნმ-ს კუადრუპლექსების კვლევას. საუბარი იქნება ამ მიმართულებით განხორციელებულ კვლევით პროექტებზე: \n\nყულფის როლი დნმ-ს კვადრუპლექსის სტაბილურობაში\nერთ პრაიმერიანი ექსპონენციალური კვადრუპლექს პრაიმერის ამპლიფიკაცია  (QPA) .\n\nმომხსენებლები: დოქტორანტები ლევან ლომიძე და დავით გვარჯალაძე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biophizikis-mimarthulebis-seminari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131217T114200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131217T114200
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131217T074222Z
LAST-MODIFIED:20240202T081849Z
UID:10004229-1387280520-1387280520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეთიუ ლაითის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მასპინძლობს ტორონტოს უნივერსიტეტის  პროფესორს – მეთიუ ლაითს (http://criminology.utoronto.ca/home/matthew_light.html)\, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ”ოფიციალური პირების გასამართლება კანადასა და სხვა ქვეყნებში კორუფციისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისათვის”. \nსაჯარო  ლექცია ჩატარდება 20 დეკემბერს\, 18:00 საათზე\,  E 304 აუდიტორიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილისი გამზ. # 3/5\, მე-3 სართული). \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/methiu-laithis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131217T103400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131217T103400
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131217T063403Z
LAST-MODIFIED:20240202T081850Z
UID:10004230-1387276440-1387276440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონსტიტუცია და დემოკრატია
DESCRIPTION:პარასკევს\, 20 დეკემბერს\, 18:30 წუთზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ გამოცხადებული სალექციო პროგრამის ფარგლებში – “კონსტიტუცია და დემოკრატია”\, ჩატარდება რიგით მეორე ლექცია თემაზე:“კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია”.\nლექციას წაიკითხავს დავით აფრასიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი\, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.\nხანგრძლივობა:  1:30 სთ.\nჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, B102\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32.\nლექციას დაესწრებიან მხოლოდ პროგრამის ფარგლებში წინასწარ დარეგისტრირებული და შერჩეული მონაწილეები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konstitutsia-da-demokratia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131216T173700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131216T173700
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131216T133737Z
LAST-MODIFIED:20240202T081851Z
UID:10004231-1387215420-1387215420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 20 დეკემბერს: ”ლეგენდა 1900”
DESCRIPTION:პარასკევს\, 20 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე  აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება ჯუზეპე ტორნატორეს ფილმი „ლეგენდა 1900“  (1998). \nმონაწილეობენ:  ბილ ნანი\, ტიმ როტი\, ფრუით ტეილორ ვინსი\, მელანი ტირიერი\, კლარენს უილიამს III\,  პიტერ ვონი. \nთარგმანი : გიორგი ჩიკვაიძე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-20-dekembers-legenda-1900/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131216T145300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131216T145300
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131216T105327Z
LAST-MODIFIED:20240202T081853Z
UID:10004232-1387205580-1387205580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პიტერ კაბაჩნიკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მასპინძლობს Staten Island-ის კოლეჯის  პროფესორს – პიტერ კაბაჩნიკს (http://www.csi.cuny.edu/faculty/KABACHNIK_PETER.html)\, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: \n”Questions of Memory in Post-Soviet Space: The Multiple Meanings of Stalin in Georgia”. \nლექციაზე განხილული იქნება პოლიტიკური მეხსიერების\, სტალინისა და საბჭოთა პერიოდის ირგვლივ არსებული საკითხები\, მათ შორის: პოლიტიკური მეხსიერების გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეში\, პოლიტიკური მეხსიერების სიმბოლოების რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში; როგორ ხდება ამ მეხსიერების განხილვა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომაა მნიშვნელოვანი მისი არსის ცოდნა დებატების უკეთ გაგებისათვის. \nსაჯარო  ლექცია ჩატარდება 17 დეკემბერს\, 18:00 საათზე\,  A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. # 32\, პირველი სართული). \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-piter-kabachnikis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131216T123900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131216T123900
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131216T083913Z
LAST-MODIFIED:20240202T081857Z
UID:10004233-1387197540-1387197540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თარგმანების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი ოთხშაბათს\, 18 დეკემბერს 17:00 გიწვევთ წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (III სართული) თარგმანების კრებულის პრეზენტაციაზე ”ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან”. კრებულში შესულია უმბერტო ეკოს\, რენე ჟირარის\, იულია კრისტევას\, ჟაკ ლაკანის\, ჟაკ დერიდას\, ჰანს ბლუმენბერგის\, მარსელ ჰენაფის\, მორის ბლანშოს\, ალენ ბადიუს\, ჟან-ლიუკ ნანსის და ემანუელ ლევინასის ტექსტები ბიბლიური ტექსტისა და საკრალურის მნიშვნელობის გადააზრების შესახებ\, რომლებიც ქართულად პირველად ითარგმნა. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thargmanebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131216T123300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131216T123300
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131216T083312Z
LAST-MODIFIED:20240202T081900Z
UID:10004234-1387197180-1387197180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ცნობიერების ფილოსოფია. ქრესტომათია" - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე “ცნობიერების ფილოსოფია. ქრესტომათია”\, რომელიც მოამზადა და თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ცხადაძემ.\nპრეზენტაცია გაიმართება 19 დეკემბერს\, 17:00 წიგნის მაღაზია “ლიგამუსში”\, მესამე სართულზე. \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsnobierebis-philosophia-qrestomathia-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131213T155900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131213T155900
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131213T115945Z
LAST-MODIFIED:20240202T081902Z
UID:10004235-1386950340-1386950340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - ერაზმუს მუნდუსი
DESCRIPTION:მოგესალმებით და გაცნობებთ\, რომ 2013 წლის 16 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS II\, EUROEAST\, ELECTRA საინფორმაციო შეხვედრა. \nშეგახსენებთ\, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\,  დოქტორანტების\, პოსტ-დოქტორანტებისა დააკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის  მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. \nკონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია.  ამასთანავე\, პროგრამა ანაზღაურებს  მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს\,  ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს. \nგანაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად: \nALRAKIS II – http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744\nEUROEAST – https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EUROEAST\nELECTRA – https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=ELECTRA\n\nკონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე. \nგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა:\nALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.\nEUROEAST – 2014 წლის 3 თებერვალი.\nELECTRA –  2014 წლის 31  იანვარი. \nპროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე: \nALRAKIS II – http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733\nEUROEAST – http://www.euroeast.polito.it/\nELECTRA –  http://www.electra-project.eu/ \nდამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო  ურთიერთობების სამსახურს: \nმისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E105\nტელ: 214 13 88 \nელ-ფოსტა:\nALRAKIS II – alrakis@iliauni.edu.ge\nEUROEAST – euroeast@iliauni.edu.ge ~\nELECTRA – electra@iliauni.edu.ge\, \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erazmus-mundusi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131213T124000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131213T124000
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131213T084040Z
LAST-MODIFIED:20240202T081903Z
UID:10004236-1386938400-1386938400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონკურსი - ფოტო ამბები
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 15:00 საათზე\,  A კორპუსში\, 101  აუდიტორიაში გაიმართება  სემიოტიკის კვლევითი ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა კონკურსს  “ფოტო ამბები” დაკავშირებით. \nშეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან სტუდენტი-მწერლები და სტუდენტი-ფოტოგრაფები\, შეგიძლიათ მობრძანდეთ და აირჩიოთ ერთმანეთი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konkursi-photo-ambebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131212T141200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131212T141200
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131212T101242Z
LAST-MODIFIED:20240202T081905Z
UID:10004237-1386857520-1386857520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო სემინარი
DESCRIPTION:2013 წლის 16 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი. მოხსენებებს წაიკითხავენ მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების თანამშრომლები: \n1. მაია ახალკაცი – მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მიმართულებები.\n2. ნანა შაქარიშვილი – მცენარეთა რეპროდუქციის საკითხების შესწავლა.\n3. ევგენია ბაიაშვილი – თბილისის მიდამოების ეკონომიკური: სამკურნალო\, სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული მცენარეების ველური მონათესავე სახეობების (ხეები და ბუჩქები) შესწავლა.\n4. ლამარა მაზანიშვილი – კულტურულ მცენარეთა ხორბლის და ქერის კოლექციის გამრავლება-განახლება\n5. თამარ გირგვლიანი – ზემო სვანეთის მარცვლოვანი და სამარცვლე-პარკოსანი კულტურების მიმოხილვა.\n6. ნატალია ტოგონიძე – მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების ცვლილება ტყის ბუნებრივი აღდგენის მიმდინარეობისას.\n7. თამარ ბრაგვაძე\, ნათია ჩიხელიძე – ალერგიული მტვრის მონიტორინგის წლიური შედეგები. \nმისამართი: ბოტანიკური ქუჩა No 1\, ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის შენობის მე-2-ე სართული. დასაწყისი 15:00 საათზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-seminari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131211T102500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131211T102500
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131211T062521Z
LAST-MODIFIED:20240202T081910Z
UID:10004238-1386757500-1386757500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:hp-ს 3D ოთახის გახსნა
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, 17:00-ზე\, hp-ს 3D ოთახი ოფიციალურად გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. hp-ს 3D ოთახი აღჭურვილი იქნება უახლესი hp კომპიუტერებით. hp-ს ოთახის გახსნა კავკასიის რეგიონში პირველი პრეცედენტია. \nღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი წარადგენს თავის უახლეს სტრატეგიას: „3D-დან 4D-მდე“. სტრატეგიის მიხედვით საინჟინრო ფაკულტეტის ყველა პირველკურსელი გაივლის 3D მოდელირების კურსს. \nhp-ს 3D ოთახი გაწყობილი იქნება საინჟინრო ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამების კრეატიული და საინფორმაციო პოსტერებით.hp-ს 3D ოთახის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: ილიაუნის აკადემიური და ადმნისტრაციული პერსონალი\, სტუდენტები\, hp-ს ოფიციალური წარმომადგენლები\, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. \nღონისძიებაზე მოხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტის დაჯილდოვება hp-ს წარმომადგენლების მხრიდან. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hp-s-3d-othakhis-gakhsna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131210T160600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131210T160600
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131210T120614Z
LAST-MODIFIED:20240202T081914Z
UID:10004239-1386691560-1386691560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კომერციული - ბიზნეს – ხელშეკრულებების დადება
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, A101 აუდიტორიაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ატარებს მიზნობრივ ტრენინგს ადვოკატებისათვის და ილიაუნის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.  \nტრენინგის თემებია: \nსაერთაშორისო კომერციული – ბიზნეს – ხელშეკრულებების დადება;\nგამოსაყენებელი სამართალი (Choice of Law/Applicable Law);\nდავის განმხილველი სასამართლო (Choice of Jurisdiction/Dispute Settlement); \nდა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების (საქართველოში);\nცნობა და აღსრულება (Recognition and Enforcement). \nტრენინგის დღის წესრიგი იხილეთ აქ.\nტრენინგის დაწყებამდე ხელი მოწერება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-komertsiuli-biznes-khelshekrulebebis-dadeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131209T173500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131209T173500
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131209T133534Z
LAST-MODIFIED:20240202T081916Z
UID:10004240-1386610500-1386610500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი \,\,სერიალების შესახებ
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 17:00  საათზე\, G კორპუსის 106 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი \,\,სერიალების შესახებ”. \nსატელევიზიო სერიალები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა\, მაგრამ ყველა თანხმდება\, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მათი ხარისხი რადიკალურად შეიცვალა  უკეთესობისაკენ. შეიცვალა მაყურებლის დამოკიდებულებაც როგორც საქართველოში\, ისე დანარჩენ მსოფლიოში. თითქმის გაქრა სნობიზმი \,\,მასებზე გათვლილი ჟანრის” მიმართ; მისი ადგილი დაიკავა ესთეტიკურმა და ინტელექტუალურმა ინტერესმა. \nმიუხედავად ამ ინტერესისა\, თეორიული რეფლექსია სატელევიზიო სერიალზე\, როგორც ესთეტიკურ-სოციოლოგიურ თუ ესთეტიკურ-ისტორიულ მოვლენაზე\, ჯერ კიდევ ძალზე შეზღუდულია დასავლეთის აკადემიაში და სრულიად არარსებული – საქართველოში. სემინარი სწორედ ამ სიცარიელის ამოვსების  მცდელობა იქნება. მთავარ მოხსენებას \,\,სერიალების შესახებ: Brave New World” წაიკითხავს პროფ. გიგი თევზაძე. მეორე მოხსენებას \,\,სერიალის ფორმა: მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან თანამედროვე ტელევიზიამდე” გააკეთებს პროფ. გიგა ზედანია. \nდასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ამა წლის 12 დეკემბრამდე  pr@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-serialebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131209T111600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131209T111600
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131209T071619Z
LAST-MODIFIED:20240202T081920Z
UID:10004242-1386587760-1386587760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 13 დეკემბერს: ”ამოუცნობი კანი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 13 დეკემბერს \, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე  აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება გრეგ არაკის ფილმი ”ამოუცნობი კანი” (2004). \nმონაწილეობენ:  ჩეიზ ელისონი\, ჯორჯ უებსტერი\, რეიჩელ ნასტასია კრაფტი\, ლიზა ლონგი\, კრის მალკი\, ელიზაბეტ შუ. \nთარგმანი : დავით დოლიძე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-13-dekembers-amoutsnobi-kani/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131209T103500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131209T103500
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131209T063525Z
LAST-MODIFIED:20240202T081921Z
UID:10004243-1386585300-1386585300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარი
DESCRIPTION:2013 წლის 13 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი. მოხსენებებს წაიკითხავენ მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილების თანამშრომლები. \n1.გ. ბადრიძე – მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილების სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებები და ზოგიერთი ექსპერიმენტული მონაცემის განხილვა (ასკორბინის მჟავა\, ტოკოფეროლი და პროლინი).\n2.ნ. კაჭარავა –  კაროტინოიდები\, ანთოციანები და ხსნადი ფენოლები –  მცენარის ანტიოქსიდანტური სისტემის ელემენტები.\n3.ე. ჩხუბიანიშვილი – ანტიოქსიდანტური ფერმენტებისა და ხსნადი ცილების მონაწილეობა სტრესისადმი მცენარის გამძლეობაში\n4.მ. კიკვიძე – ფერმენტი ნიტრატრედუქტაზა და მისი პროტექტორული როლი მცენარეში.\n5.ლ. რაფავა – ხსნადი ნახშირწყლების როლი მცენარის ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქციონირებაში. \nმისამართი: ბოტანიკური ქუჩა No 1\,  ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის შენობის მე-2-ე სართული. დასაწყისი 15:00  საათზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/botanikis-institutis-sametsniero-seminari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131206T150900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131206T150900
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131206T110914Z
LAST-MODIFIED:20240202T081923Z
UID:10004244-1386342540-1386342540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაიკლ სპარერის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:ორშაბათს\, 9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკლ სპარერის საჯარო ლექცია „Obamacare” – რას გულისხმობს აშშ-ს ახალი ჯანდაცვის პოლიტიკა“. \nმისამართი: G 106\,  გ. წერეთლის 1\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nდამატებითი ინფორმაციისთვის\, დაგვიკავშირდით: \nტელ: + 995 3 22 10 28 96\nმეილი: mpa@iliauni.edu.ge \nშეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში\, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეგიდით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/maikl-spareris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131205T171800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131205T171800
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131205T131822Z
LAST-MODIFIED:20240202T080616Z
UID:10004023-1386263880-1386263880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი "ჩემი ფერადი სამყარო“ საზეიმო დახურვა
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 17:00-ზე\, წიგნის მაღაზიაში „ლიგამუსი“\, (ჭავჭავაძის გამზ\, N32) აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამის\, ჰიპოთერაპიის შედეგების შეფასება მოხდება. სერთიფიკატები გადაეცემა 15 მოხალისე სტუდენტს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილები იქნებიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების\, ფონდის  ”ღია საზოგადოება-საქართველო” წარმომადგენლები\, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. \nაუტიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა. აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა\, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური კომუნიკაციის დამყარების\, სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. \nაუტიზმის შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი რთული ამოცანაა. სწორედ იპოთერაპიის გამოყენება და  ცხოველებთან კონტაქტით მკურნალობა (ცხენებთან თამაში\, შეხება და სხვა) წარმოადგენს ერთ-ერთ ხელშემწყობ ინტერვენციას ამ მიმართულებით. \nმსოფლიო გამოცდილების თანახმად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო და უკვე აპრობირებული მეთოდი საცხენოსნო თერაპიაა (ჰიპოთერაპია).\nპროექტის “ჩემი ფერადი სამყარო“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის ნოემბერში მოეწყო ჰიპოთერაპიის ბანაკი აუტიზმის ცეტრის 3-10 წლის მოსწავლეებისათვის. პროექტში მონაწილეობა მიიღეს იმ ბავშვებმა (15 ბენეფიციარი)\, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ და იპო თერაპიის კურსი აქამდე გავლილი არ ქონდათ. \nჰიპოთერაპიის პროგრამა განხორციელდა დაბა წოდორეთში\, ილიაუნის თავლის ტერიტორიაზე. პროგრამამ მოიცვა 10 სამუშაო დღე\, 11-დან 16:00-მდე. პროექტში ჩართულები იყვნენ ფსიქო-თერაპევტები\, გამოცდილი ტრენერები და სპეციალისტები\, მოხალისე სტუდენტები\, ცხენების მომვლელები. \nპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იპოთერაპიის გამოყენებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-chemi-pheradi-samqharo-sazeimo-dakhurva/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20131204T160900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20131204T160900
DTSTAMP:20260512T024745
CREATED:20131204T120916Z
LAST-MODIFIED:20240202T080650Z
UID:10004039-1386173340-1386173340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - ერაზმუს მუნდუსი
DESCRIPTION:2013 წლის 6 დეკემბერს\,16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში(ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების MID\, ALRAKIS II\, EUROEAST საინფორმაციო შეხვედრა. \nშეგახსენებთ\, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტების\, პოსტ-დოქტორანტებისა დააკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. \nკონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე\, პროგრამა ანაზღაურებს  მგზავრობისა და მასთანდაკავშირებულ ხარჯებს\, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს. \nგანაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად:\nMID – https://ssl.utu.fi/apply/ema2/application.php?network=mid\nALRAKIS II – http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744\nEUROEAST – https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EUROEAST \nკონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე. \nგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა:\nMID –  2013 წლის 11 დეკემბერი\, ხოლო დანართების გაგზავნის ბოლო დღე – 2013 წლის 18 დეკემბერი.\nALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.\nEUROEAST – 2014 წლის 3 თებერვალი. \nპროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე:\nMID – http://www.utu.fi/en/sites/mid/Pages/home.aspx\nALRAKIS II – http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733\nEUROEAST – http://www.euroeast.polito.it/ \nდამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო  ურთიერთობების სამსახურს: \nმისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E105\nტელ: 214 13 88\nელ-ფოსტა:\nMID – mid@iliauni.edu.ge\,\nALRAKIS II – alrakis@iliauni.edu.ge\nEUROEAST – euroeast@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erazmus-mundusi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR