BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20120101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T174300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T174300
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121219T134349Z
LAST-MODIFIED:20240202T083459Z
UID:10004489-1355938980-1355938980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:ა.წ. 21-22 დეკემბერს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (S კორპუსი\, 101 – ე აუდიტორია\, გ. წერეთლის 1). კონფერენციაზე ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ 2012 წლის სამეცნიერო მუშაობის შედეგებს. მოხსენებები მოიცავს ინსტიტუტის მუშაობის ყველა ძირითადი მიმართულების – ენათმეცნიერების\, ლიტერატურათმცოდნეობის\, საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიული და კულტურული ურთიერთობების\, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის – აქტუალურ საკითხებს. \nიხილეთ პროგრამა მიმაგრებულ დოკუმენტში>>> \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qhoveltsliuri-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T155100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T155100
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121219T115159Z
LAST-MODIFIED:20240202T083623Z
UID:10004495-1355932260-1355932260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციები კულტურის მენეჯმენტში
DESCRIPTION:20 და 21 დეკემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით\, ხიპ ჰაგორტი (ნიდერლანდები) – უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით\, ჩაატარებს ლექციებს კულტურის მენეჯმენტში. \n20 დეკემბერი\, კორპუსი A\, აუდ.101 / 19.00სთ\n21 დეკემბერი\, კორპუსი G\, აუდ.106 / 19.00სთ\n\nხიპ ჰაგორტი – დაიბადა 1948 წელს. სწავლობდა უტრეხტის სამართლის უნივერსიტეტში. მიიღო ჰოლანდიის\, ნეინროდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოქტორის წოდება ეკონომიკის დარგში. \nუტრეხტის ხელოვნების სკოლის ხელოვნებისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი და ლექტორი უძღვება საერთაშორისო სწავლების პროექტების მენეჯმენტს. \nხიპ ჰაგორტი მონაწილეობს მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა (მაგალითად: იგორ ანსოფი\, პიტერ დრუკერი და ჰენრი მინცბერგი) სემინარებში და მიწვეული პროფესორის რანგში მუშაობს იაგელონიის (კრაკოვი)\, ვიცვატერლენდის (იოჰანსბურგი) და ნიუ იორკის (აშშ) უნივერსიტეტებში. მისი წიგნები და ნაშრომები ეძღვნება კულტურულ ანტერპრენიორობას\, კულტურის სტრატეგიის მენეჯმენტს\, კულტურულ პროექტებს და კულტურის პოლიტიკას. 1998 წელს\, მისი ინიციატივით\, უტრეხტის ხელოვნების სკოლაში შეიქმნა ხელოვნებისა და მედია მენეჯმენტის უნიკალური პროგრამა ევროპის კონტექსტსში. \nპროფესორი არჩი კლეინგარტნერი (Archie kleingartner) ხიპ ჰაგორტის წიგნის\, სახელწოდებით „ხელოვნებო მენეჯმენტის ანტერპრენიორული სტილი“\, შესახებ აღნიშნავს: „შესანიშნავი დემონსტრაცია იმისა\, თუ როგორ შეიძლება შეიკრას მნიშვნელოვანი იდეები და მენეჯმენტის ლიტერატურის კვლევის შედეგები\, რათა დაეხმარონ ხელოვნებისა და კულტურის ორგანიზაციაში ლიდერობისა და მენეჯმენტის ნამდვილ გამოწვევებს“. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebi-kulturis-menejmentshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T125900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T125900
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121219T085932Z
LAST-MODIFIED:20240202T083629Z
UID:10004497-1355921940-1355921940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
DESCRIPTION:პარასკევს\, 21 დეკემბერს 17.00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება არასამთავრობო ანალიტიკური ჯგუფის GRASS-ის ერთერთი დამფუძნებლის\, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. საუბრის და შემდგომი დისკუსიის თემაა – ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არჩევნების შემდეგ”. \nდასწრება თავისუფალია.\nhttps://www.facebook.com/grassgroup\nhttp://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=132&lang_id=GEO \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ruseth-saqarthvelos-urthierthobebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T122300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T122300
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121219T082352Z
LAST-MODIFIED:20240202T083636Z
UID:10004499-1355919780-1355919780@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:2012 წლის\, 24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS\, EUROEAST და ALRAKIS II  საინფორმაციო შეხვედრა. \nშეგახსენებთ\, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტების\, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. \nპროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: \nhttp://www.alrakis.eu/\nhttp://www.alrakis2.eu/index.asp\nhttp://www.euroeast.polito.it/ \nდამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი F315\, ტელ.: 214 13 88\, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-sainphormatsio-shekhvedra-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121218T105900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121218T105900
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121218T065933Z
LAST-MODIFIED:20240202T083639Z
UID:10004500-1355828340-1355828340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\,  A101 აუდიტორიაში გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის სიახლეების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განხილული იქნება საერთაშორისო გამოცდები და  რაც მთავარია  საუბარი იქნება საუნივერსიტეტო ონლაინ კონკურსის შესახებ\, რომლის გამარჯვებული პრიზს მიიღებს.  \nპრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის ახალი შემოთავაზება სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის\, რომლის მიხედვითაც\, მათ ვინც  ჩაეწერება ნებისმიერი სამუშაო დღის 15:00 საათიან ჯგუფებში\, შეუძლიათ ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით. \nზამთრის სესიებისთვის რეგისტრაცია განხორციელდება 2012 წლის 10 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით\, მეცადინეობები დაიწყება 2013 წლის 14 იანვრიდან. \nსათანადო კურსის შესარჩევად საჭიროა მსურველებმა გაიარონ წინასწარი ტესტირება\, რომელიც გამოავლენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს\, რის მიხედვითაც შერჩეული იქნება ოპტიმალური სასწავლო კურსი. \nდეტალური ინფორმაციისთვის მობრძანდით პრეზენტაციაზე  და ან  იხილეთ: ვებ-გვერდი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inglisuri-enis-sastsavlo-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121218T105500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121218T105500
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121218T065516Z
LAST-MODIFIED:20240202T083641Z
UID:10004501-1355828100-1355828100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მომავალ  ბანკირთა  კლუბი - კვლევის პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 14:00 საათზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (E 407 აუდიტორია\, ჩოლოყაშვილის  3/5) გაიმართება ”მომავალ ბანკირთა კლუბის” კვლევის პრეზენტაცია ბანკების მომსახურების ხარისხის შესახებ. \nკვლევის შედეგად გამოიკითხა ოთხი ბანკის: საქართველოს ბანკის\, ”თიბისი ბანკის”\, ”პროკრედიტ ბანკისა” და ”ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები. ისინი პასუხობდნენ შეკითხვებს\, თუ რა არ მოსწონთ იმ ბანკის მომსახურებაში\, რომლითაც სარგებლობენ\, ასევე\, რამდენად ენდობიან ამ ბანკს და რა ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევენ მის მომსახურებას. \nკვლევის შედეგად გამოვლინდა\, თუ რომელი ბანკები იმსახურებენ ნდობას კლიენტებში და რა  უნდა გამოსწორდეს კლიეტების აზრით ბანკების უკეთესი მომსახურებისთვის. კვლევის პრეზენტაციისას ასევე განხილული იქნება ის აქციები და სიახლეები\, რომლებსაც ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ. \n”მომავალ ბანკირთა კლუბი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული გაერთიანებაა\, რომელიც საბანკო საქმის შემსწავლელ სტუდენტებს აერთიანებს. მისი მიზანია ქართული და უცხოური საბანკო სექტორის შესწავლა და ამასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/momaval-bankirtha-klubi-kvlevis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121218T101700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121218T101700
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121218T061700Z
LAST-MODIFIED:20240202T083642Z
UID:10004502-1355825820-1355825820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დნმ-ის ზემაღალი სტრუქტურები
DESCRIPTION:შაბათს\, 22 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32) საჯარო ლექციას წაიკითხავს პროფესორი ჯამლეტ მონასელიძე (ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი) თემაზე: “სიცოცხლის მთავარი მოლეკულის (დნმ-ის) ზემაღალი სტრუქტურები და კანცეროგენეზი (თვითეული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თავისივე “კიბორჩხალა”)”. \nმოხსენაბში საუბარი შეეხება გენეტიკური ინფორმაციის მატარებლის\, სიცოცხლის მთავარი მოლეკულის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ)\, ფიზიკო-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს… უფრო ვრცლად ლექციის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: http://www.cepp.iliauni.edu.ge/GEO/ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dnm-is-zemaghali-struqturebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T141200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T141200
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121217T101206Z
LAST-MODIFIED:20240202T083646Z
UID:10004503-1355753520-1355753520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დებატების დასკვნითი ღონისძიება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ხელშეწყობით  18 დეკემბერს 14:00  საათზე\,  #101 აუდიტორიაში გაიმართება “საჯარო დებატების” დასკვნითი ღონისძიება\, თემაზე: “ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს“ . ის ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.  ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების\, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარომადგენლები\, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლები საქართველოში\, არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისის სკოლების წარმომადგენლები. \nპროექტის მთავარი მიზანი\, არა  მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა\, არამედ თვითონ დებატების კულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. რაც ყველაზე მთავარია მოხდება დებატების პირდაპირი ინტერნეტ ჩვენება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში\, რაც  მოტივაციას ქმნის\, იმისათვის\, რომ დებატების კულტურა ყველგან განვითარდეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში. \nდებატებს გამართავენ: თბილისი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები\, მსაჯები კი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ტრენერებთან ერთად  იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატ-კლუბის სტუდენტებიც. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-debatebis-daskvnithi-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T133200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T133200
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121217T093241Z
LAST-MODIFIED:20240202T083650Z
UID:10004504-1355751120-1355751120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარიის ელჩი ილიაუნიში
DESCRIPTION:18 დეკემებრს\, 17:00 საათზე G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა\, გ. წერეთლის 2) გაიმართება შვეიცარიის ელჩის\, დოქტორი გიუნტერ ბეხლერის ლექცია “დემოკრატიზაცია და ეკონომიკური განვითარება: ნასწავლი გაკვეთილები”. \nლექციის ენა – ინგლისური. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsariis-elchi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T130100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T130100
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121217T090101Z
LAST-MODIFIED:20240202T083653Z
UID:10004505-1355749260-1355749260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გუსტავ კლიმტის  150 წლის იუბილე
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 20 დეკემბერს 17:00 სთ. ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი მართავს ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოხსენებას წაიკითხავს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ დვალიშვილი. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გუსტავ კლიმტისადმი მიძღვნილი გამოფენა და ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები მხატვრული ფილმიდან „კლიმტი“ (2006\, რეჟისორი: რაულ რუისი). \nდასწრება თავისუფალია. \nმისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5\, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი\, H-104. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gustav-klimtis-150-tslis-iubile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T115300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T115300
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121217T075341Z
LAST-MODIFIED:20240202T083659Z
UID:10004506-1355745180-1355745180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 21 დეკემბერს: ”პრინცესა მონონოკი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 21 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, ნაჩვენები იქნება ჰაიაო მიაზაკის ანიმაციური ფილმი ”პრინცესა მონონოკი”. \nდასწრება თავისუფალია. \nთარგმანი: ანნა კორიფაძე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-21-dekembers-printsesa-mononoki/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121214T123300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121214T123300
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121214T083329Z
LAST-MODIFIED:20240202T083703Z
UID:10004507-1355488380-1355488380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლეგ კაპანაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მკვლევარი\, კომპიუტერული ლინგვისტიკის პროფესორი\, ოლეგ კაპანაძე წაიკითხავს მოხსენებას: “პარალელური ქართულ–გერმანული ხეების ბანკი” \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, H 104 -ე აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/oleg-kapanadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121213T102000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121213T102000
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121213T062031Z
LAST-MODIFIED:20240202T083708Z
UID:10004510-1355394000-1355394000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის  პროექტების გახსნითი ღონისძიება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS\, ELECTRA გახსნით ღონისძიებაზე. \nპრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 17 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (ყოფილი „ენციკლოპედიის“ შენობა\, გ. წერეთლის 2). \nერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში\, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. \nპროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების\, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. \nდამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი F315\, ტელ.: 214 13 88\, ელ-ფოსტა: development@iliauni.edu.ge). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-proeqtebis-gakhsnithi-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121211T132700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121211T132700
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121211T092757Z
LAST-MODIFIED:20240202T083714Z
UID:10004514-1355232420-1355232420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იურა ზოიფერის  იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
DESCRIPTION:პარასკევს\, 14 დეკემბერს\, 17.00 სთ. ილიას სახელმწიფო უნივერსსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გიწვევთ ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და პუბლიცისტის იურა ზოიფერის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოხსენებას წაიკითხავს გერმანისტი და მთარგმნელი\, პროფ. ზურაბ აბაშიძე. \nღონისძიების ფარგლებში გაიმართება ი. ზოიფერის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა\, ასევე\, წარმოდგენილი იქნება მისი რჩეული ნაწარმოებების კრებული ქართულ ენაზე. \nდასწრება თავისუფალია. \nმისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5\, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი\, H-104 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iura-zoipheris-iubilesadmi-midzghvnili-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121211T131400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121211T131400
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121211T091403Z
LAST-MODIFIED:20240202T083717Z
UID:10004517-1355231640-1355231640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს იუსტიციის სისტემის რეფორმა
DESCRIPTION:2012 წლის 13 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A-101 აუდიტორიაში\, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ჩაატარებს მორიგ საჯარო შეხვედრას\, თემაზე – საქართველოს იუსტიციის სისტემის რეფორმა. \nმომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე\, ბატონი დავით ჯანდიერი. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-iustitsiis-sistemis-rephorma/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121211T124500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121211T124500
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121211T084506Z
LAST-MODIFIED:20240202T083722Z
UID:10004520-1355229900-1355229900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანტიკორუფციული კვირეული 2012
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 13 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ყველა დაინტერესებულ სტუდენტს იწვევს შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის 32\, 101-ე აუდიტორია). შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება და ისაუბრებს Jobs.Ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი ლექსო ხუბულავა. \nღონისძიებაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სტუდენტებს გააცნობს საქართველოში კორუფციის კუთხით მისი საქმიანობის ძირითად მიგნებებს და წარუდგენს თავის ახალ სტუდენტურ პროექტს\, რომელში ჩართვაც ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია. \nკორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აწყობს ანტიკორუფციულ კვირეულს\, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პრეზენტაციები და განხილვები ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე\, როგორიცაა ანგარიშვალდებულება და კორუფციის აღმოფხვრა ყველა დონეზე. \nკვირეულის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://transparency.ge/anti-corruption-week-2012. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/antikoruphtsiuli-kvireuli-2012/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121210T142600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121210T142600
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121210T102651Z
LAST-MODIFIED:20240202T083726Z
UID:10004522-1355149560-1355149560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ როდრიკ კოლვინის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 13 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (G კორპუსი\, გ. წერეთლის ქ. 1) გაიმართება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯონ-ჯეი კოლეჯის პროფესორის\, დოქტორ როდრიკ კოლვინის საჯარო ლექცია თემაზე: ”Human Resource Management in the Public and Private Sector: Age-old Challenges in Modern Times”.\n\nდასწრება თავისუფალია. \nროდრიკ კოლვინი საჯარო ადმინისტრირების\, ადამიანური რესურსების მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროფესორია  ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯონ ჯეის კოლეჯში. წამყვან საერთაშორისო გამოცემებში\, მას გამოქვეყნებული აქვს უამრავი სტატია დასაქმების პოლიტიკაზე\, უმცირესობათა უფლებებზე\, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პოლიტიკაზე და ა.შ. იგი გახლდათ ნიუ იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა საშტატო ასოციაციის ბორდის წევრი და ამჟამად არის ამერიკის პოლიტიკური ასოციაციის წევრი. ის ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს სიეტლის უნივერსიტეტიდან და დოქტორის ხარისხს – ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან. \nშეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში\, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის – „საჯარო პოლიტიკის\, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ ეგიდით. \nდამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:\nტელ.: 577 720013\nელ. ფოსტა: archil.sumbadze@iliauni.edu.ge\nარჩილ სუმბაძე – საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-rodrik-kolvinis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121210T130300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121210T130300
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121210T090331Z
LAST-MODIFIED:20240202T083731Z
UID:10004523-1355144580-1355144580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სკოლებისათვის
DESCRIPTION:13 დეკემბერს 15.00 საათზე\, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ამერიკელი ეკოლოგის და გარემოსდცვითი პოლიტიკის ექსპერტის\, შერი ლ. უილსონის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. მისი მოხსენების და შემდგომი დისკუსიის თემა იქნება ”გარემოს დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სკოლებისათვის: სტუდენტების სწავლების დონის ამაღლება\, მდგრადობის ხელშეწყობა”. შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. დასწრება თავისუფალია\, გათვალიწინებულია თანმიმდევრული თარგმანი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saganmanathleblo-programa-saqarthvelos-skolebisathvis/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121210T110600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121210T110600
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121210T070659Z
LAST-MODIFIED:20240202T083734Z
UID:10004524-1355137560-1355137560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 14  დეკემბერს: ”ჩვენი მამების დროშები”
DESCRIPTION:პარასკევს\, 14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება კლინტ ისტვუდის ფილმი\, “ჩვენი მამების დროშები” (2006)  მონაწილეობენ: რაიან  ფილიპი\, ჯემი ბელი\, ჯესი ბრედფორდი და სხვები. \nთარგმანი: ანნა კორიფაძე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-14-dekembers-chveni-mamebis-droshebi/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121210T101800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121210T101800
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121210T061822Z
LAST-MODIFIED:20240202T083738Z
UID:10004525-1355134680-1355134680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკელი სენატორი ილიაუნიში
DESCRIPTION:სამშაბათს\, 11 დეკემბერს 17.00 საათზე G კორპუსის 106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება ამერიკელი სენატორი კრის სტეინეგერი. თავის გამოსვლაში ის მთავრობის გამჭვირვალეობის საკითხზე ისაუბრებს. \nკანზასის სენატორი კრის სტეინეგერი უკვე მეოთხე ვადითაა არჩეული კანსაზის შტატის წარმომადგენლად კონკგრესში. სამართლებრივი კომიტეტი\, სადაც ის მოღვაწეობს მუშაობს განათლების\, გადასახადების\, ფინანსური ინსტიტუტების და დაზღვევის კანონპროექტების სამართლებრივ საკითხებზე. \nკრის სტეინეგერს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამერიკის მმართველობის როგორც ადგილობრივ\, ასევე შტატის და ფედერალურ დონეზე მუშაობის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikeli-senatori-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121206T171600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121206T171600
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121206T131655Z
LAST-MODIFIED:20240202T083741Z
UID:10004526-1354814160-1354814160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"პოსტ / კლასიკა"  წიგნების ახალი სერიის გამოშვება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტმა დაიწყო წიგნების ახალი სერიის გამოშვება. სერიის სახელწოდებაა “პოსტ / კლასიკა” და მის ფარგლებში ითარგმნება და გამოიცემა როგორც კლასიკური\, ისე თანამედროვე მოკლე ტექსტები\, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თეორიული აზროვნების განვითარებაზე. სერიის პირველ წიგნს წარმოადგენს იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს ტექსტების თარგმანი\, რომლებიც ცდილობენ\, პასუხი გასცენ შეკითხვას: “რა არის განმანათლებლობა?” ამ ტექსტების მნიშვნელობა განმარტებულია გიგი თევზაძის წერილში\, რომელიც წიგნის შესავალს წარმოადგენს. \nპრეზენტაცია ჩატარდება პარასკევს\, 7 დეკემბერს\, 17.00 საათზე\, წიგნის მაღაზია  “ლიგამუსში”. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/post-klasika-tsignebis-akhali-seriis-gamoshveba/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121206T134100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121206T134100
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121206T094119Z
LAST-MODIFIED:20240202T083745Z
UID:10004527-1354801260-1354801260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დურუჯისპირა ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორების და სტუდენტების ჯგუფი წარმოადგენს მათ მიერ ყვარლის რაიონში ახლახან აღმოჩენილი დურუჯისპირა (“დოლოჭოპის”) ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგებს. ძირითადი მომხსენებელია ექსპედიციის ხელმძღვანელი\, პროფესორი ნოდარ ბახტაძე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/durujispira-bazilikis-arqeologiuri-kvleva/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121206T001400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121206T001400
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121205T201450Z
LAST-MODIFIED:20240202T083752Z
UID:10004528-1354752840-1354752840@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია EMINENCE
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ერაზმუს მუნდუსის პროექტ EMINENCE-ის სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლითი პროგრმების პრეზენტაცია. \nპროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს ორგანიზაცია ”საერთაშორისო სტუდენტთა კავშირი”. \nპრეზენტაცია გაიმართება G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა). \nდამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ტელ.: 214 13 88). \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gatsvlithi-programis-prezentatsia-eminence/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121205T140900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121205T140900
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121205T100947Z
LAST-MODIFIED:20240202T083757Z
UID:10004529-1354716540-1354716540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 5 დეკემბერს\, 20:00 საათზე\, კინოთეატრ “რუსთაველის” მეხუთე დარბაზში\, მეცამეტე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება 1920-30-იანი წლების მოკლემეტრაჟიანი “მუნჯი” ფილმების ჩვენება. ჩვენებაში მონაწილეობს ანსამბლი “კონსილია”\, რომელიც ფილმებს მუსიკალურად გააფორმებს. ანსამბლი შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრისა და კონსერვატორიის სტუდენტებისგან: \n\nრეზო კიკნაძე (კონსერვატორია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – საქსაფონი\, ლეპტოპი\nქუჯი დავითულიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ლეპტოპი\nმიხეილ მირზაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ლეპტოპი\nანრი ღუდუშაური (კონსერვატორია) – კონტრაბასი (კონსერვატორია)\nალექსანდრე (ბაჩო) ხოხიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)- დასარტყამი ინსტრუმენტები\nნაზი ჭავჭავაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ჩელო\nსოსო გელოვანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ბას გიტარა\nპაატა ბერიძე (კონსერვატორია) – საყვირი\n\nბილეთის ფასი – 2 ლარი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/moklemetrazhiani-philmebis-chveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121204T140100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121204T140100
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121204T100112Z
LAST-MODIFIED:20240202T083805Z
UID:10004530-1354629660-1354629660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია”ლიგამუსში” „თავისუფალი დისკუსიების“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილთან. \nთემა: განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები. \nდასწრება თავისუფალია.\nდეტალებისთვის ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს:\nhttp://www.facebook.com/pages/თავისუფალი-დისკუსიები/303308563108670?ref=ts&fref=ts \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganathlebis-sistemashi-dagegmili-rephormebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121204T113500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121204T113500
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121204T073556Z
LAST-MODIFIED:20240202T083810Z
UID:10004531-1354620900-1354620900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 7 დეკემბერს: ”ომენი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 7 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება რიჩარდ დონერის ფილმი\, ”ომენი” (1976). მონაწილეობენ: დევის უორნერი\, გრეგორი პეკი\, მარტინ ბენსონი\, ბილი უაითლოუ და სხვები.  თარგმანი: სალომე მატკავა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-7-dekembers-omeni/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121203T173600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121203T173600
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121203T133630Z
LAST-MODIFIED:20240202T083815Z
UID:10004533-1354556160-1354556160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი gsscode.ge / ‘GSS ვებ კოდექსი’ პრეზენტაცია
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, სამშაბათს 17:00 საათზე\, A101 აუდიტორიაში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის შპს ‘ქართული პროგრამული სისტემები’  ატარებს gsscode.ge / ‘GSS ვებ კოდექსი‘ პროექტის პრეზენტაციას.\n\ngsscode.ge / ‘GSS ვებ კოდექსი‘ მოგცემთ საშუალებას ინტერნეტის მეშვეობით გქონდეთ შეუზღუდავი წვდომა მუდმივად განახლებად 100 000 მდე ნორმატიულ აქტზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. \nშედეგად\, აღარ იქნება საჭირო იურიდიული ლიტერატურის შეძენა ან/და ქსეროასლების დამზადება.\ngsscode.ge / ‘GSS ვებ კოდექსი‘ – ასევე მოიცავს იურიდიული ლექსიკონის და გამოწერის სერვისებს\, რაც პრეზენტაციაზე დაწვრილებით იქნება განხილული. \nპროექტში ჩართული სტუდენტები და ლექტორები მიიღებენ 80%-იან ფასდაკლებას ‘GSS ვებ კოდექსის’ სრულ მომსახურებაზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-gsscode-ge-gss-veb-kodeqsi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121203T123800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121203T123800
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121203T083856Z
LAST-MODIFIED:20240202T083820Z
UID:10004535-1354538280-1354538280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს პერსპექტივები ნატოში
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 17.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება შეხვედრა ექსპერტ ელენე ხოშტარიასთან და დისკუსია თემაზე ”საქართველოს პერსპექტივები ნატოში არჩევნების შემდეგ. დეკემბრის მინისტერიალი”. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-perspeqtivebi-natoshi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121203T111500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121203T111500
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121203T071541Z
LAST-MODIFIED:20240202T083827Z
UID:10004538-1354533300-1354533300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რეფლექსიები კარლ იუნგის „წითელ წიგნზე”
DESCRIPTION:8 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის   G 106 აუდიტორიაში\, გაიმართება  ფილოსოფიის დოქტორის\, ფსიქოანალიტიკოსისა და პედაგოგის\, ჯონ ჰილის საჯარო ლექცია თემაზე: ღვთაებრივის ფსიქოლოგიური ხატი: რეფლექსიები კ. გ. იუნგის „წითელ წიგნზე“. \nწითელი წიგნი\, ასევე ცნობილი სახელწოდებით \,\,ახალი წიგნი“ (ლათ. Liber Novus ) წარმოადგენს    გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქიატრის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის\, კარლ გუსტავ იუნგის  205-გვერდიან  ილუსტრირებულ ნაშრომს\, რომელიც მან 1914 -1930 წლებში დაწერა. მისი გამოქვეყნება მოხერხდა  მხოლოდ  2009 წელს. \nჯონ ჰილმა ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტებში მოიპოვა\, აგრეთვე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრენინგ-ანალიტიკოსია. ციურიხში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კულტურ მითზე\, ჯეიმს ჯოისზე\, ქრისტიანულ მისტიციზმზე\, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე\, სიზმრებზე და სხვ. \nჯონ ჰილი:  „ამ ლექციაში შევეცდები გადმოგცეთ ფსიქოლოგიური მიდგომა იუნგის „წითელი წიგნის“ შესახებ. ლექციის საგანი ნაკლებად იქნება წიგნის ინტერპრეტაცია. უფრო მეტად ვისაუბრებ პროცესზე\, რომელიც მთლიანად მოიცავს პიროვნებას\, რომელიც მზადაა სააშკარაოზე გამოიტანოს ადამიანური არსებობის ის სამყარო\, რომელიც ჩვენთვის უცნობი საიდუმლოს საბურველშია გახვეული. \nამგვარი მიდგომა შესაძლოა ამბივალენტური\, ფრთხილი და გაურკვეველიც იყოს\, მაგრამ იგი ერთგვარი ავანტურაა\, ადამიანის სულში აღმოაჩინოს ღვთაებრივის მყოფობის ახალი ჰორიზონტები. ეს ფსიქოლოგიური მიდგომა\, რომელიც თავის თავში ტრანსპერსონალურ ძალას მოიცავს\, შესანიშნავ შეფასებას აძლევს წიგნში დაუნჯებულ ოთხ საჩუქარს. იუნგი შთამომავლობას ლამაზად გაფორმებულ ხელნაწერს უტოვებს\, მას ეჭვი შეაქვს სამოთხის მარადიული კურთხევის და ჯოჯოხეთის მარადიული წყევლის ტრადიციულ გაგებაში\, სულის კარნახისადმი მისეული მორჩილება ამხნევებს ადამიანებს\, რათა შექმნან ტრანსცედენტულის ახალი ხატები\, და ბოლოს\, იგი მისაწვდომს ხდის  იმ სიბრძნეს\, რომელიც უზრუნველყოფს სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში მისი უნიკალური წვლილის საფუძვლებს.“ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rephleqsiebi-karl-iungis-tsithel-tsignze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121130T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121130T160000
DTSTAMP:20260516T121559
CREATED:20121130T120019Z
LAST-MODIFIED:20240202T083832Z
UID:10004540-1354291200-1354291200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აუტიზმის ცენტრის სპექტაკლი ”ზამთრის სიზმარი”escort bayan -
DESCRIPTION:შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჩატარდა. 28 ნოემბერს ილიაუნის თეატრის  მაყურებლებით სავსე დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის აღსაზრდელებმა სპექტაკლი”ზამთრის სიზმარი” წარმოადგინეს. ეს დადგმა ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განცხორციელდა. \nსპექტაკლში აუტიზმის ცენტრის 12 სასკოლო ასაკის მოსწავლესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ  მათი კლასელები და ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები. \nპიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული თიკო მუზაშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი 2010 წლის მაისში გაიხსნა. მისი მიზანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირების საბაზისო უნარების ჩამოყალიბება და სკოლაში ინკლუზია. ცენტრი ემსახურება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს. ცენტრში  მუშაობა მიმდინარეობს გამოყენებითი ქცევის ანალიზის მეთოდით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/autizmis-tsentris-speqtakli-zamthris-sizmari-marquee-style-position-absolute-width-0px-span-u-h3-a-title-escort-bayan-target-_blank-href-http-www-escortistanbultr-org-escort-bayan-span-a-a-href-http-w/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR