BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20120101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130125T175700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130125T175700
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130125T135715Z
LAST-MODIFIED:20240202T083234Z
UID:10004455-1359136620-1359136620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დავით მალაზონიას უორქშოფი ილიაუნიში
DESCRIPTION:25 იანვარს\, ილიაუნის თეატრის სცენაზე\, ბრემენის „დიდი თეატრის“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა\, დავით მალაზონიამ  უორქშოფი გამართა. უორქშოფშ მონაწილეობა ილიაუნის თეატრალური ცენტრის სტუდენტებმა და კურსამთავრებულებმა მიიღეს. \nორი საათის განმავლობაში მათ ყურადღების და იმპროვიზაციის ის სავარჯიშოები შეასრულეს\, რომელსაც ბრემენის „დიდი თეატრის“ მსახიობები სპექტაკლამდე მოთელვის სახით გადიან. ასევე\, მათ იმღერეს დავით მალაზონიას აფრიკული ნანა –  „ენიმენი“\, სპექტაკლიდან „მომო“. \nდავით მალაზონია თხუთმეტი წელია გერმანიაში მოღვაწეობს და ცამეტი წელია ის ბრემენის „დიდი თეატრის“ მუსიკალური ხელმძღვანელია. მან დაწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის „პინოქიო“\, „მაუგლი“\,„იოსები და მისი ძმები“ „ჯადოსნური ფლეიტა“ და  „გომბეშოს მოგზაურობა“. უორქშოფის დასასრულს\, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ფრაგმენტები იხილეს ამ სპექტაკლებიდან. \nდავით მალაზონიასთან ერთად\, უორქშოფში მონაწილეობა მიიღეს მევიოლინე გუჯა გარდალეიშვილმა და „ანა-ბანას“ მონაწილე მანანიკო მურღულიამ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/davith-malazonias-uorqshophi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130125T173400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130125T173400
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130125T133425Z
LAST-MODIFIED:20240202T083237Z
UID:10004456-1359135240-1359135240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 1 თებერვალს: ”ტერმინალი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 1 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება სტივენ სპილბერგის ფილმი\, “ტერმინალი” (2004). მონაწილეობენ: ტომ ჰენქსი\, ქეთრინ ზეტა–ჯონსი\, დიეგო ლუნა და სხვები. თარგმანი: გიორგი ჩიკვილაძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-1-thebervals-terminali/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130125T103300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130125T103300
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130125T063305Z
LAST-MODIFIED:20240202T083239Z
UID:10004457-1359109980-1359109980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონტრაქტის შედგენის ტექნიკა და თავისებურებანი
DESCRIPTION:Mentorship-ის (Students to Students) ფორმატის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტები მირიან არიშვილი და ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესებულ პირებს ეპატიჟებიან შეხვედრაზე \,\,კონტრაქტის შედგენის ტექნიკა და თავისებურებანი’’ 26 იანვარს (შაბათი) 17:30 საათზე ა406 აუდიტორიაში. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kontraqtis-shedgenis-teqnika-da-thaviseburebani/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130123T131100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130123T131100
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130123T091131Z
LAST-MODIFIED:20240202T083242Z
UID:10004458-1358946660-1358946660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის ჩაბარების დღე
DESCRIPTION:25 იანვარს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს პროექტის \,\,უფროსი მეგობრის“  ფარგლებში  საქართველოს წითელი ჯვრისა და იაშვილის ბავშვთა კლინიკაში არსებული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  მოეწყობა  “სისხლის ჩაბარების დღე”. \nლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თვეში 21 ლიტრამდე სისხლის გადასხმა სჭირდებათ. გამომდინარე იქიდან\, რომ საქართველოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სისხლის მოპოვება\, აღნიშნული აქცია  დაეხმარება  წითელ ჯვარს დონორების მოძიებაში. \nსისხლის ჩასაბარებელი პუნქტები გახსნილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ჭავჭავაძის #32) 10:00–19:00 საათამდე. პროცედურა არის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და მას განახორციელებს იაშვილის ბავშვთა კლინიკა. \nთითოეულმა დონორმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:\nდონორი უნდა იყოს სრულწლოვანი:\nსისხლის ჩაბარებამდე 2 დღით ადრე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლური სასმელი;\nბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ტატუირება და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა;\nარ უნდა ჰქონდეს გადატანილი ბოტკინი\, არ უნდა იღებდეს მედიკამენტებს სისტემატურად;\nარ უნდა აწუხებდეს დაბალი წნევა;\nდონორის მინიმალური წონა უნდა იყოს 50 კგ\, მაქსიმალური ასაკი 56 წელი. \nთითოეული დონორის სისხლი გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და სისხლში არსებული რაიმე ცვლილების შემთხვევაში იაშვილის კლინიკა პირადად შეატყობინებს მათ. ინფორმაცია არის კონფიდენციალური!\nყველას\, ვინც 25 იანვარს გახდება  სისხლის  დონორი\,  კინოთეატრი რუსთაველი გადასცემს კინოთეატრის ბილეთს! \n“სისხლის ჩაბარების დღის” მხარდამჭერები არიან: საქართველოს გაეროს ასოციაცია\, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო\, საქართველოს წითელი ჯვარი\, იაშვილის ბავშვთა კლინიკა\, კინოთეატრი “რუსთაველი”\, ფოტოგრაფი გურამ მურადოვი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/siskhlis-chabarebis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130122T140400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130122T140400
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130122T100430Z
LAST-MODIFIED:20240202T083400Z
UID:10004470-1358863440-1358863440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კერძო სამართლის აქტუალური საკითხები
DESCRIPTION:როგორც მოგეხსენებათ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა სწავლების პროცესში დანერგა ე.წ. Mentorship-ის (Students to Students) ურთიერთობის ფორმატი\, რაც გულისხმობს დამამთავრებელი წლის სტუდენტების მიერ დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის სწავლის დროს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. \nგანხორციელებულმა შეხვედრებმა საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სტუდენტებში\, უფრო მეტიც 20 იანვარს ჩატარებულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც რაც მხოლოდ მისასალმებელია. \nსტუდენტთა თხოვნის საფუძველზე გადაწყდა\, კიდევ რამოდენიმე შეხვედრის გამართვა\, რომელიც შეეხება კერძო (სამოქალაქო) სამართლის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. \n ყველა მსურველს (დაინტერესებულ პირს\, არამხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი წლის სტუდენტებს) მიზნობრივ შეხვედრაზე – კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი რეგულირება საქართველოში\, პოზიტიურსამართლებრივირ რეგულირება\, არსებული პრობლემები და გამოწვევები გეპატიჟებით 27 იანვარს\, 13:00ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 307 აუდიტორიაში. \nშეხვედრის დროს დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობის განხორციელება\, მაგ.: კაზუსების ამოხსნა\, ჯგუფებში დავალებების შესრულება\, ინტელექტუალური თამაში კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულებით. \nშეხვედრას წარუძღვება სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტი – ვარლამ ჭიპაშვილი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kerdzo-samarthlis-aqtualuri-sakithkhebi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130121T121600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130121T121600
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130121T081626Z
LAST-MODIFIED:20240202T083402Z
UID:10004471-1358770560-1358770560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 25 იანვარს: ”ევერესტი - ორმაგი გასროლა”
DESCRIPTION:პარაკსევს\, 25 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება გია თორთლაძის ფილმი – „ევერესტი – ორმაგი გასროლა”. ფილმის ჩვენებამდე\, აღნიშნული ექსპედიციების შესახებ სტუდენტებს გაესაუბრება თავად ფილმის ავტორი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-25-ianvars-everesti-ormagi-gasrola/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130118T121100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130118T121100
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130118T081105Z
LAST-MODIFIED:20240202T083626Z
UID:10004496-1358511060-1358511060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კერძო სამართლის აქტუალური საკითხები
DESCRIPTION:როგორც მოგეხსენებათ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა სწავლების პროცესში დანერგა ე.წ. Mentorship-ის (Students to Students) ურთიერთობის ფორმატი\, რაც გულისხმობს დამამთავრებელი წლის სტუდენტების მიერ დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის სწავლის დროს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტები მიმდინარე წლის 20 იანვარს\, 13:00ზე\, A 307 აუდიტორიაში ეპატიჟებიან ყველა მსურველს (დაინტერესებულ პირს\, არამხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი წლის სტუდენტებს) მიზნობრივ შეხვედრაზე – კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი რეგულირება საქართველოში\, პოზიტიურსამართლებრივირ რეგულირება\, არსებული პრობლემები და გამოწვევები. \nშეხვედრის დროს დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობის განხორციელება\, მაგ.: კაზუსების ამოხსნა\, ჯგუფებში დავალებების შესრულება\, ინტელექტუალური თამაში კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულებით. \nშეხვედრას წარუძღვებიან დამამთავრებელი წლის სტუდენტები მირიან არიშვილი\, ვარლამ ჭიპაშვილი და ანა ვაშალომიძე.\nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kerdzo-samarthlis-aqtualuri-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130118T100800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130118T100800
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130118T060809Z
LAST-MODIFIED:20240202T083426Z
UID:10004474-1358503680-1358503680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კანადელი პროფესორი საქართველოში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით\, 21\, 22 და 23 იანვარს\, 19:00 საათზე\, G106-ში (გ.წერეთლის N2)\, ლექციებს (ინგლისურ ენაზე) წაიკითხავს კანადელი პროფესორი ფრენსის კოლბერი კულტურის მარკეტინგის თემაზე. \nფრენსის კოლბერი – პროფესორი მარკეტინგის სფეროში. არის: ხელოვნების მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარე მონტერეალის კარმელი და რემი მარკოუქსის უნივერსიტეტში\, საბაკალავრო ნაშრომებისა და მაგისტრების ხელმძღვანელი  კულტურის ორგანიზაციის მენეჯმენტში\, სადოქტორო პროგრამის ”ხელოვნების მარკეტინგი\, მენეჯმენტი და კულტურის ინდუსტრია” ხელმძღვანელი\, საერთაშორისო ჟურნალ „ხელოვნების მენეჯმენტის“ დამფუძნებელი რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი. \nფრენსის კოლბერი არის ქალაქის სარედაქციო საბჭოს\, სახელწოდებით „კულტურა და საზოგადოება“\, წევრი. \n2002 წლის მაისში დაჯილდოვდა კანადის ორდენით მიღწევებისა და ხელოვნების მენეჯმენტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2005 წელს გახდა კანადის სამეფოს საზოგადოების საბჭოს წევრი. 2006 წელს მიიღო ACE-ს ჯილდო კულტურის მოღვაწეთა ასოციაციის მიერ. \nპროფესორი კოლბერი 30 წელზე მეტია  ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეობს. ის ძირითადად მუშაობს საშემსრულებლო ხელოვნებაში\, სამუზეუმო და კინოს სექტორში. ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარებული აქვს არაერთი სასწავლო ტრეინინგი\, სემინარი. პროფესორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მარკეტინგსა და მენეჯმენტს კულტურის კონტექსტში. \nფრენსის კოლბერი იყო და არის 22 კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საბჭოს წევრი. 8 წლის განმავლობაში (2003 წლამდე) იყო კანადის ხელოვნების საბჭოს საპატიო თავმჯდომარე. ასევე\, იყო ისეთი დიდი ორგანიზაციების საბჭოს წევრი როგორებიცაა კანადის გრანდ ბალეტი\, კვებეკის რადიო და ა.შ. \nფ. კოლბერი ხელოვნების მენეჯმენტის სასწავლო კურსის ფარგლებში კითხულობს ორ საგანს: „კულტურის ორგანიზაციის მარკეტინგი“ და „კულტურის პოლიტიკა“. დოქტორანტებისთვის ატარებს სემინარს თემაზე „ხელოვნების მარკეტინგის საფუძვლები“. არის ავტორი წიგნისა „კულტურისა და ხელოვნების მარკეტინგი“ („Le Marketing des arts et de la culture“)\, რომელიც უკვე 9 ენაზე ითარგმნა და მესამედ გამოიცა. პროფესორი კოლბერი არის „ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის საერთაშორისო კონფერენციის“  (AIMAC) სამეცნიერო კომიტეტის დამფუძნებელი პრეზიდენტი და თანათავმჯდომარე. \nფ. კოლბერი არის 150-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მათ რიცხვშია სტატიები რეფერირებულ და არარეფერირებულ ჟურნალებში\, წიგნები\, ბიბლიოგრაფიები და კვლევითი მოხსენებები ხელოვნების მარკეტინგის შესახებ. ამის გარდა\, ჩატარებული აქვს უამრავი კონფერენცია\, სემინარი კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე კვებეკში\, კანადაში\, ავსტრალიაში\, ბელგიაში\, კოლუმბიაში\, საფრანგეთში\, გერმანიაში\, დიდ ბრიტანეთში\, იტალიაში\, რუსეთში\, შვედეთში\, ესპანეთსა და იაპონიაში. \nდაწვრილებითი ინფორმაცია პროფესორ ფრენსის კოლბერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ მისამართზე: http://www.gestiondesarts.com/index.php?id=34 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kanadeli-prophesori-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130116T170900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130116T170900
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130116T130920Z
LAST-MODIFIED:20240202T083430Z
UID:10004477-1358356140-1358356140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კავკასიის შვეიცარიული  ქსელის საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველო\, სომხეთი და აზერბაიჯანი პერსპექტივაში” 21-22 ივნისი\, 2013 თბილისი. \n”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველო\, სომხეთი და აზერბაიჯანი პერსპექტივაში” 21-22  ივნისი\, 2013 თბილისი საერთაშორისო კონფერენცია ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველო\, სომხეთი და აზერბაიჯანი პერსპექტივაში” ტარდება პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით და განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. \nმკვლევარებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებზე: \n\nმიგრაცია\, დიასპორა და სოციალური ჩართულობა;\nსამოქალაქო საზოგადოება\, სოციალური კაპიტალი და ნდობა;\nმედია\, სოციალური ქსელები და საჯარო სივრცე;\nსახელმწიფო სტრუქტურები\, რეჟიმები\, ელიტები და დემოკრატიზაცია;\nსახელმწიფო რეფორმები\, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა;\nნაციონალიზმი\, იდენტობები\, რელიგიური და კულტურული კაპიტალი;\nსოციალური ცვლილება(ახალგაზრდების იდენტობა\, ღირებულებათა სისტემები\, ახალგაზრდების დასაქმება\, ა.შ).\n\nკონფერენციის მიზანია:\nშესაძლებლობა მისცეს მკვლევარებს\, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ\, შეხვდნენ ერთმანეთს\, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი\, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები\, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე /კვლევის შედეგებზე. \nგანიხილონ ტრანსფორმაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და წინააღმდეგობები\, რომლის წინაშეც დგას სოციალური მეცნიერებები  საქართველოში. \nკონფერენციაში მონაწილეობის პირობები:\nკონფერენციის მონაწილეები უნდა იყვნენ დოქტორანტები ან დოქტორანტურის კურსდამთავრებულები\, რომლებსაც  2009 წელს და მას შემდგომ მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი. \nკვლევითი ნაშრომების თემატიკა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს\,სომხეთს ან აზერბაიჯანს. ასევე მიიღება ნაშრომები\, რომლებიც შედარებით ანალიზს მოიცავს. \nკონფერენციის ენა: ინგლისური\n\nდეტალური ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე და მასში  მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდი: http://ascn.ch/en/Events/Annual-Conference-2013.html \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kavkasiis-shveitsariuli-qselis-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130116T153800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130116T153800
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130116T113844Z
LAST-MODIFIED:20240202T083430Z
UID:10004476-1358350680-1358350680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 18 იანვარს: ”საქართველო\, ეული”
DESCRIPTION:პარასკევს\, 18 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის დოკუმენტური ფილმი\, „საქართველო\, ეული“ (1994). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-18-ianvars-saqarthvelo-euli/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130108T113400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130108T113400
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130108T073440Z
LAST-MODIFIED:20240202T083435Z
UID:10004480-1357644840-1357644840@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზოოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია
DESCRIPTION:10 იანვარს\,  13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  (S კორპუსი\, 101 – ე აუდიტორია\, გ. წერეთლის 3. ) გაიმართება  ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის  ინსტიტუტის  პროექტ ”აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხერხემლიან ცხოველთა ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობის”  დასკვნითი კონფერენცია.  კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში ყურადღება მიექცევა როგორც პროექტის გამოყენებით\, ასევე მის სამეცნიერო მნიშვნელობას. ასახული იქნება მისი სამომავალო პერსპექტივები. მომხსენებლები  ასევე წარმოადგენენ  სამეცნიერო შედეგებს\, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და მისი დაცვის საქმეში. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoologiis-institutis-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130108T111900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130108T111900
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20130108T071910Z
LAST-MODIFIED:20240202T083437Z
UID:10004481-1357643940-1357643940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:2012 თეატრალური წელი
DESCRIPTION:11 იანვარს\, 14:00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის 32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას\, სადაც გამოაქვეყნებს კვლევის „2012 თეატრალური წელი“ სტატისტიკური კვლევის შედეგებს. კვლევა ეყრდნობა საქართველოში მოქმედ 30-ზე მეტი თეატრის (სახელმწიფო\, დამოუკიდებელი\, რეგიონალური) 2012 წლის მონაცემებს. \nპრესკონფერენციაზე გამოვლინდება ის თეატრები\, რომლებმაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი სპექტაკლი დადგა\, ასევე დასახელდება ის რეჟისორები\, რომლებმაც ყველაზე მეტი დადგმა განახორციელეს და ის მსახიობები (ქალი\, მამაკაცი)\, რომლებმაც 2012 წელს ყველაზე მეტი ახალი როლი შექმნეს. ასევე თანამედროვე ქართველი დრამატურგი\, რომლის ყველაზე მეტი პიესა სწორედ გასულ წელს დაიდგა. კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ავლენს სპექტაკლების და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2012-theatraluri-tseli/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121228T171100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121228T171100
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121228T131114Z
LAST-MODIFIED:20240202T083439Z
UID:10004482-1356714660-1356714660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: "სამყარო წარსულსა და მომავალში"
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 9 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი 32) შედგება პროფესორ თინათინ კახნიაშვილის (ილიას სახელმწიფო უნი. & კარნეგი მელონის უნი.\, აშშ) საჯარო ლექცია: “სამყარო წარსულსა და მომავალში”. \nლექციაში განხილული იქნება სამყაროს ევოლუცია – დაწყებული შორეული წარსულიდან და იქნება მცდელობა იმის გააზრების\, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს სამყაროს. მიმოხილული იქნება ამჟამინდელი კოსმოლოგიური დაკვირვებები (დამზერადი მონაცემები) და აგრეთვე ახლო მომავლის პროექტები\, რომლებიც გარკვეულ ნათელს მოჰფენს ისეთ საკითხებს როგორიცაა ფარული ენერგია და ფარული მატერია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-samqharo-tsarsulsa-da-momavalshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121226T142200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121226T142200
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121226T102237Z
LAST-MODIFIED:20240202T083442Z
UID:10004484-1356531720-1356531720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სკოლის დაფინანსება\, პრობლემების ანალიზი
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, G106 – ე აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გრანტის ფარგლებში შესრულებული მონოგრაფიისა \,\,სკოლის დაფინანსება: პრობლემების ანალიზი  და მათი გადაჭრის გზები“ მონოგრაფია მომზადდა ასოცირებული პროფესორის\, შორენა მაღლაკელიძის (ხელმძღვანელი)\, ზურაბ გიორგობიანისა და ბერიკა შუკაკიძის მიერ. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/skolis-daphinanseba-problemebis-analizi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121226T104900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121226T104900
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121226T064903Z
LAST-MODIFIED:20240202T083444Z
UID:10004485-1356518940-1356518940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღე
DESCRIPTION:28 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედიაკომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრი აღნიშნავს მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღეს და  უძღვნის ერთდღიან ფესტივალს. \nფესტივალი გაიმართება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ჭავჭავაძის გამზ. 32\, დასაწყისი 13:30). ნაჩვენები იქნება ძმები ლუმიერების პირველი ფილმები: ჟორჟ მელიესის “მოგზაურობა მთვარეზე“\, „ადამიანი ორკესტრი“\, „ადამიანი რეზინის თავით“;მაქს ლინდერის „უიღბლობის შვიდი წელი“.ფესტივალს შესავალი სიტყვით გახსნის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი\, კინომცოდნე\, პროფესორი ნინო მხეიძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/msophlio-kinos-saerthashoriso-dghe/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121224T112800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121224T112800
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121224T072811Z
LAST-MODIFIED:20240202T083449Z
UID:10004486-1356348480-1356348480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წლიური  პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, 16.00 საათზე\, G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ინსტიტუტის მეცნიერები ასევე წარმოადგენენ მოხსენებებს ჩატარებული და მიმდინარე კვლევების შესახებ. \n2012 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია \nპროგრამა\n25 დეკემბერი\, 16:00 საათი. \n16:00 – 16:10   ნინო ჯავახიშვილი – ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ერთი წლის საქმიანობის  მიმოხილვა\, გამოცემების პრეზენტაცია: ფროიდი: ”კულტურით უკმაყოფილება”\, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სახელმძღვანელო.\n16:10- 16: 20  – ქეთევან თოდაძე – ”სტუდენტების ქცევა დასაქმების გასაუბრების დროს”\n16:20 – 16:40  – დარეჯან ჯავახიშვილი – „ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია საჯარო  სკოლაში“\n16:40- 17:00  – ნინო სხირტლაძე – „იდენტობის ფორმირება ახალგაზრდებში: გლობალიზაცია თუ ლოკალიზაცია“\n17:00 – 17:15  – ნათია კოჭლაშვილი – „ქართველ\, გერმანელ და იაპონელ სტუდენტთა   ეთნიკური დამოკიდებულებები.“\n17:15- 17:30  – ანა მაყაშვილი – „ქართველ\, გერმანელ და იაპონელ სტუდენტთა რელიგიური დამოკიდებულებები.“\n17:30- 17:50 – მაკა ლორთქიფანიძე – „სოციალური კაპიტალი ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში. ოჯახში ძალადობა“\n18:00  – ფურშეტი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G კორპუსი\, 106 აუდიტორია (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა\, გ. წერეთლის ქ. 1). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqologiis-institutis-tsliuri-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121221T163300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121221T163300
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121221T123335Z
LAST-MODIFIED:20240202T083452Z
UID:10004487-1356107580-1356107580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის და ”სილქნეტის” ერთობლივი ინიციატივა
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, 12:00  საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ.წერეთლის ქ. 1\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და კომპანია ”სილქნეტის”  გენერალური დირექტორი ზურაბ კოსტავა. \nგანათლების სფეროში თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდია  და ”სილკTV”  იმუშავებენ  ორი პროდუქტის – ვიდეო-ლექციების და ვიდეო-გაკვეთილების  შექმნაზე\, რომელიც დაემატება SilkTV-ის ინტერაქტიულ პაკეტს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტის\,ასევე სატელევიზიო ეთერის მეშვეობით. \nასევე მემორანდუმის ფარგლებში აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით მომზადდება ახალი სალექციო კურსები\, პროექტში ჩართულნი იქნებიან სტუდენტებიც\, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას კომპანია”სილქნეტში”. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-da-silqnetis-erthoblivi-initsiativa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121221T145700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121221T145700
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121221T105715Z
LAST-MODIFIED:20240202T083456Z
UID:10004488-1356101820-1356101820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. \nპრეზენტაციას დაესწრება ხიპ ჰაგორტი – უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით\, რომლის წიგნიც\, სახელწოდებით “კულტურის მენეჯმენტი\, ანტრეპრენიორული სტილი”\, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით\, სულ მალე ქართულ ენაზე გამოიცემა. \nხიპ ჰაგორტი – დაიბადა 1948 წელს. სწავლობდა უტრეხტის სამართლის უნივერსიტეტში. მიიღო ჰოლანდიის\, ნეინროდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოქტორის წოდება ეკონომიკის დარგში. \nუტრეხტის ხელოვნების სკოლის ხელოვნებისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი და ლექტორი უძღვება საერთაშორისო სწავლების პროექტების მენეჯმენტს. \nხიპ ჰაგორტი მონაწილეობს მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა (მაგალითად: იგორ ანსოფი\, პიტერ დრუკერი და ჰენრი მინცბერგი) სემინარებში და მიწვეული პროფესორის რანგში მუშაობს იაგელონიის (კრაკოვი)\, ვიცვატერლენდის (იოჰანსბურგი) და ნიუ იორკის (აშშ) უნივერსიტეტებში. მისი წიგნები და ნაშრომები ეძღვნება კულტურულ ანტერპრენიორობას\, კულტურის სტრატეგიის მენეჯმენტს\, კულტურულ პროექტებს და კულტურის პოლიტიკას. 1998 წელს\, მისი ინიციატივით\, უტრეხტის ხელოვნების სკოლაში შეიქმნა ხელოვნებისა და მედია მენეჯმენტის უნიკალური პროგრამა ევროპის კონტექსტსში. \nდასწრება თავისუფალია\, \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sagamomtsemlo-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T174300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T174300
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121219T134349Z
LAST-MODIFIED:20240202T083459Z
UID:10004489-1355938980-1355938980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:ა.წ. 21-22 დეკემბერს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (S კორპუსი\, 101 – ე აუდიტორია\, გ. წერეთლის 1). კონფერენციაზე ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ 2012 წლის სამეცნიერო მუშაობის შედეგებს. მოხსენებები მოიცავს ინსტიტუტის მუშაობის ყველა ძირითადი მიმართულების – ენათმეცნიერების\, ლიტერატურათმცოდნეობის\, საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიული და კულტურული ურთიერთობების\, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის – აქტუალურ საკითხებს. \nიხილეთ პროგრამა მიმაგრებულ დოკუმენტში>>> \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qhoveltsliuri-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T155100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T155100
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121219T115159Z
LAST-MODIFIED:20240202T083623Z
UID:10004495-1355932260-1355932260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციები კულტურის მენეჯმენტში
DESCRIPTION:20 და 21 დეკემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით\, ხიპ ჰაგორტი (ნიდერლანდები) – უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით\, ჩაატარებს ლექციებს კულტურის მენეჯმენტში. \n20 დეკემბერი\, კორპუსი A\, აუდ.101 / 19.00სთ\n21 დეკემბერი\, კორპუსი G\, აუდ.106 / 19.00სთ\n\nხიპ ჰაგორტი – დაიბადა 1948 წელს. სწავლობდა უტრეხტის სამართლის უნივერსიტეტში. მიიღო ჰოლანდიის\, ნეინროდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოქტორის წოდება ეკონომიკის დარგში. \nუტრეხტის ხელოვნების სკოლის ხელოვნებისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი და ლექტორი უძღვება საერთაშორისო სწავლების პროექტების მენეჯმენტს. \nხიპ ჰაგორტი მონაწილეობს მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა (მაგალითად: იგორ ანსოფი\, პიტერ დრუკერი და ჰენრი მინცბერგი) სემინარებში და მიწვეული პროფესორის რანგში მუშაობს იაგელონიის (კრაკოვი)\, ვიცვატერლენდის (იოჰანსბურგი) და ნიუ იორკის (აშშ) უნივერსიტეტებში. მისი წიგნები და ნაშრომები ეძღვნება კულტურულ ანტერპრენიორობას\, კულტურის სტრატეგიის მენეჯმენტს\, კულტურულ პროექტებს და კულტურის პოლიტიკას. 1998 წელს\, მისი ინიციატივით\, უტრეხტის ხელოვნების სკოლაში შეიქმნა ხელოვნებისა და მედია მენეჯმენტის უნიკალური პროგრამა ევროპის კონტექსტსში. \nპროფესორი არჩი კლეინგარტნერი (Archie kleingartner) ხიპ ჰაგორტის წიგნის\, სახელწოდებით „ხელოვნებო მენეჯმენტის ანტერპრენიორული სტილი“\, შესახებ აღნიშნავს: „შესანიშნავი დემონსტრაცია იმისა\, თუ როგორ შეიძლება შეიკრას მნიშვნელოვანი იდეები და მენეჯმენტის ლიტერატურის კვლევის შედეგები\, რათა დაეხმარონ ხელოვნებისა და კულტურის ორგანიზაციაში ლიდერობისა და მენეჯმენტის ნამდვილ გამოწვევებს“. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebi-kulturis-menejmentshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T125900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T125900
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121219T085932Z
LAST-MODIFIED:20240202T083629Z
UID:10004497-1355921940-1355921940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
DESCRIPTION:პარასკევს\, 21 დეკემბერს 17.00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება არასამთავრობო ანალიტიკური ჯგუფის GRASS-ის ერთერთი დამფუძნებლის\, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. საუბრის და შემდგომი დისკუსიის თემაა – ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არჩევნების შემდეგ”. \nდასწრება თავისუფალია.\nhttps://www.facebook.com/grassgroup\nhttp://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=132&lang_id=GEO \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ruseth-saqarthvelos-urthierthobebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121219T122300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121219T122300
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121219T082352Z
LAST-MODIFIED:20240202T083636Z
UID:10004499-1355919780-1355919780@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:2012 წლის\, 24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS\, EUROEAST და ALRAKIS II  საინფორმაციო შეხვედრა. \nშეგახსენებთ\, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტების\, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. \nპროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: \nhttp://www.alrakis.eu/\nhttp://www.alrakis2.eu/index.asp\nhttp://www.euroeast.polito.it/ \nდამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი F315\, ტელ.: 214 13 88\, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-sainphormatsio-shekhvedra-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121218T105900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121218T105900
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121218T065933Z
LAST-MODIFIED:20240202T083639Z
UID:10004500-1355828340-1355828340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\,  A101 აუდიტორიაში გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის სიახლეების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განხილული იქნება საერთაშორისო გამოცდები და  რაც მთავარია  საუბარი იქნება საუნივერსიტეტო ონლაინ კონკურსის შესახებ\, რომლის გამარჯვებული პრიზს მიიღებს.  \nპრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის ახალი შემოთავაზება სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის\, რომლის მიხედვითაც\, მათ ვინც  ჩაეწერება ნებისმიერი სამუშაო დღის 15:00 საათიან ჯგუფებში\, შეუძლიათ ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით. \nზამთრის სესიებისთვის რეგისტრაცია განხორციელდება 2012 წლის 10 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით\, მეცადინეობები დაიწყება 2013 წლის 14 იანვრიდან. \nსათანადო კურსის შესარჩევად საჭიროა მსურველებმა გაიარონ წინასწარი ტესტირება\, რომელიც გამოავლენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს\, რის მიხედვითაც შერჩეული იქნება ოპტიმალური სასწავლო კურსი. \nდეტალური ინფორმაციისთვის მობრძანდით პრეზენტაციაზე  და ან  იხილეთ: ვებ-გვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inglisuri-enis-sastsavlo-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121218T105500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121218T105500
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121218T065516Z
LAST-MODIFIED:20240202T083641Z
UID:10004501-1355828100-1355828100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მომავალ  ბანკირთა  კლუბი - კვლევის პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 14:00 საათზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (E 407 აუდიტორია\, ჩოლოყაშვილის  3/5) გაიმართება ”მომავალ ბანკირთა კლუბის” კვლევის პრეზენტაცია ბანკების მომსახურების ხარისხის შესახებ. \nკვლევის შედეგად გამოიკითხა ოთხი ბანკის: საქართველოს ბანკის\, ”თიბისი ბანკის”\, ”პროკრედიტ ბანკისა” და ”ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები. ისინი პასუხობდნენ შეკითხვებს\, თუ რა არ მოსწონთ იმ ბანკის მომსახურებაში\, რომლითაც სარგებლობენ\, ასევე\, რამდენად ენდობიან ამ ბანკს და რა ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევენ მის მომსახურებას. \nკვლევის შედეგად გამოვლინდა\, თუ რომელი ბანკები იმსახურებენ ნდობას კლიენტებში და რა  უნდა გამოსწორდეს კლიეტების აზრით ბანკების უკეთესი მომსახურებისთვის. კვლევის პრეზენტაციისას ასევე განხილული იქნება ის აქციები და სიახლეები\, რომლებსაც ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ. \n”მომავალ ბანკირთა კლუბი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული გაერთიანებაა\, რომელიც საბანკო საქმის შემსწავლელ სტუდენტებს აერთიანებს. მისი მიზანია ქართული და უცხოური საბანკო სექტორის შესწავლა და ამასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/momaval-bankirtha-klubi-kvlevis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121218T101700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121218T101700
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121218T061700Z
LAST-MODIFIED:20240202T083642Z
UID:10004502-1355825820-1355825820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დნმ-ის ზემაღალი სტრუქტურები
DESCRIPTION:შაბათს\, 22 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32) საჯარო ლექციას წაიკითხავს პროფესორი ჯამლეტ მონასელიძე (ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი) თემაზე: “სიცოცხლის მთავარი მოლეკულის (დნმ-ის) ზემაღალი სტრუქტურები და კანცეროგენეზი (თვითეული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თავისივე “კიბორჩხალა”)”. \nმოხსენაბში საუბარი შეეხება გენეტიკური ინფორმაციის მატარებლის\, სიცოცხლის მთავარი მოლეკულის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ)\, ფიზიკო-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს… უფრო ვრცლად ლექციის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: http://www.cepp.iliauni.edu.ge/GEO/ \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dnm-is-zemaghali-struqturebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T141200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T141200
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121217T101206Z
LAST-MODIFIED:20240202T083646Z
UID:10004503-1355753520-1355753520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დებატების დასკვნითი ღონისძიება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ხელშეწყობით  18 დეკემბერს 14:00  საათზე\,  #101 აუდიტორიაში გაიმართება “საჯარო დებატების” დასკვნითი ღონისძიება\, თემაზე: “ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს“ . ის ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.  ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების\, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარომადგენლები\, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლები საქართველოში\, არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისის სკოლების წარმომადგენლები. \nპროექტის მთავარი მიზანი\, არა  მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა\, არამედ თვითონ დებატების კულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. რაც ყველაზე მთავარია მოხდება დებატების პირდაპირი ინტერნეტ ჩვენება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში\, რაც  მოტივაციას ქმნის\, იმისათვის\, რომ დებატების კულტურა ყველგან განვითარდეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში. \nდებატებს გამართავენ: თბილისი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები\, მსაჯები კი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ტრენერებთან ერთად  იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატ-კლუბის სტუდენტებიც. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-debatebis-daskvnithi-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T133200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T133200
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121217T093241Z
LAST-MODIFIED:20240202T083650Z
UID:10004504-1355751120-1355751120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარიის ელჩი ილიაუნიში
DESCRIPTION:18 დეკემებრს\, 17:00 საათზე G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა\, გ. წერეთლის 2) გაიმართება შვეიცარიის ელჩის\, დოქტორი გიუნტერ ბეხლერის ლექცია “დემოკრატიზაცია და ეკონომიკური განვითარება: ნასწავლი გაკვეთილები”. \nლექციის ენა – ინგლისური. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsariis-elchi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T130100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T130100
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121217T090101Z
LAST-MODIFIED:20240202T083653Z
UID:10004505-1355749260-1355749260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გუსტავ კლიმტის  150 წლის იუბილე
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 20 დეკემბერს 17:00 სთ. ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი მართავს ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოხსენებას წაიკითხავს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ დვალიშვილი. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გუსტავ კლიმტისადმი მიძღვნილი გამოფენა და ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები მხატვრული ფილმიდან „კლიმტი“ (2006\, რეჟისორი: რაულ რუისი). \nდასწრება თავისუფალია. \nმისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5\, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი\, H-104. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gustav-klimtis-150-tslis-iubile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121217T115300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121217T115300
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121217T075341Z
LAST-MODIFIED:20240202T083659Z
UID:10004506-1355745180-1355745180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 21 დეკემბერს: ”პრინცესა მონონოკი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 21 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, ნაჩვენები იქნება ჰაიაო მიაზაკის ანიმაციური ფილმი ”პრინცესა მონონოკი”. \nდასწრება თავისუფალია. \nთარგმანი: ანნა კორიფაძე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-21-dekembers-printsesa-mononoki/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20121214T123300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20121214T123300
DTSTAMP:20260516T051302
CREATED:20121214T083329Z
LAST-MODIFIED:20240202T083703Z
UID:10004507-1355488380-1355488380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლეგ კაპანაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მკვლევარი\, კომპიუტერული ლინგვისტიკის პროფესორი\, ოლეგ კაპანაძე წაიკითხავს მოხსენებას: “პარალელური ქართულ–გერმანული ხეების ბანკი” \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, H 104 -ე აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/oleg-kapanadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR