BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20130101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130417T174500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130417T174500
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130417T134554Z
LAST-MODIFIED:20240202T082903Z
UID:10004396-1366220700-1366220700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯეიმს ლ. ტორსონის   ლექცია
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” გაიმართება ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის დოქტორის\, ჯეიმს ლ. ტორსონის ლექცია და დისკუსია\, რომელიც შეეხება  კურტ ვონეგუტის ”სასაკლაო” – ნაწარმოებს და ნოდარ დუმბაძის „მე\, ბებია\, ილიკო და ილარიონი“ განხილვას. \nდოქტორმა ტორსონმა  ბაკალავრის ხარისხი  ნებრასკის უნივერსიტეტში მიიღო მათემატიკის ფაკულტეტზე\, ამავე უნივერსიტეტში 1961 წელს დაეუფლა მაგისტრის ხარისხს\, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის განხრით. დოქტორის ხარისხი კი 1966 წელს კორნელის უნივერსიტეტში მიიღო იმავე ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის განხრით. \nრაც შეეხება  დოქტორის პროფესიულ გამოცდილებას\, ის ასოცირებული პროფესორის\, პროფესორის და ემერიტუსის წოდებას  ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში დაეუფლა. იგი დღემდე ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობს როგორც ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ემერიტუსი პროფესორი.  იგი ასევე მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში\, ესენია: ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი\, მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი\, ბელარუსია\,  ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი\, ალბუკერკე.  იგი ავტორია 6 წიგნის  და 18 სტატიის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jeims-l-torsonis-leqtsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130416T114800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130416T114800
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130416T074801Z
LAST-MODIFIED:20240202T082901Z
UID:10004394-1366112880-1366112880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გაიღე სისხლი\, გადაარჩინე სიცოცხლე
DESCRIPTION:25 აპრილს\, 10:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A  კორპუსი\, 102 – ე აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ჩატარდება უანგარო დონორის აქცია. ამ აქციაში მონაწილეობით\, თქვენ მოგეცემათ საშუალება უანგაროდ ჩააბაროთ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ\, რომელთაც დახმარება ესაჭიროება. ანალოგიურ აქციაში სისტემატიურად სხვადასხა სამთავრობო და კერძო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას\, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი\, სამედიცინო აკადემია\, აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო\, აშშ საელჩო\, ნავთობისა და გაზის კორპორაცია\, გარემოს დაცვის სამინისტრო\, ბუნების დაცვის სააგენტო და სხვა.  მათი მხარდაჭერითა და სურვილით დეცენტრალიზებულად (ადგილზე გასვლით)\, ჩატარდა უანგარო დონორის აქციები და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ გაიღო სისხლი. \n შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია\, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. სისხლს ძირითადად აბარებენ ფასიანი დონორები\, რომელთა მოტივაცია სისხლის გაღების შემდეგ საკომპენსაციო თანხის აღებაა\, რის გამოც დონორმა შეიძლება დამალოს სარისკო ქცევა ან რაიმე დაავადება\, რაც საფრთხეს უქმნის სისხლის ვირუს უსაფრთხოებას. \nაქედან გამომდინარე სახელმწიფო დაკვეთაა ფასიანი დონორების ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო დონორებით\, რაც მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფის უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიაა. ჩვენი სისხლის ბანკი აქტიურად მუშაობს უანგარო დონორების მოზიდვისა და რეკრუტირების მიმართულებით.  შპს ‘’სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურში’’ ხდება ჯანმრთელი პოპულაციიდან დონაციის ჩატარება\, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადება\, აქვე ხდება დონორული სისხლის აპრობაცია\, დამზადებული სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლი\, შენახვა და სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა 24 სთ-იან რეჟიმში. \nდონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია; არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და C; შიდსი; სიფილისი; არ ხართ დაავადებული მალაარით; არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი. არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები. სისხლის ჩაბარების დღეს  უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ თბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისაგან. \nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gaighe-siskhli-gadaarchine-sitsotskhle/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130415T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130415T130000
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130415T090034Z
LAST-MODIFIED:20240202T082906Z
UID:10004397-1366030800-1366030800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A101 აუდიტორია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრი\,  კავშირი „საფარი“\,საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება\, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი და ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში \nგიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ნატალია ზაზაშვილის სახელობის კონფერენციაში „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  26   (10:30-17:00) და 27 აპრილს  (10:30 – 14:00). \nკონფერენციის ძირითადი თემებია: \n– ფსიქოტრავმა\, ფსიქოთერაპიული მკურნალობა და ფსიქოსოციალური ჩარევები\n– არასრულწლოვანთა ტრავმა და მათთან მუშაობის სპეციფიკა\n– ფსიქოტრავმის კვლევები; მათი ზეგავლენა მტკიცებულებაზე-დაფუძნებული სერვისების განვითარებაზე\n– სოციალური ტრავმა და თაობებზე ზემოქმედება \nკონფერენციის პლენარული მომხსენებლები არიან  ჯანა ჯავახიშვილი (საქართველო)  და  ბორის დროზდეკი (ნიდერლანდები).  მოხსენებებს წარადგენენ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრები და სხვა პროფესიონალები. \nკონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური (27 აპრილს). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-travma-da-sazogadoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130415T115100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130415T115100
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130415T075127Z
LAST-MODIFIED:20240202T082912Z
UID:10004399-1366026660-1366026660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 19 აპრილს: ”მკვდარი პოეტების საზოგადოება”
DESCRIPTION:პარასკევს\, 19 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება პიტერ უირის ფილმი\, ”მკვდარი პოეტების საზოგადოება”  (1989). მონაწილეობენ: რობინ უილიამსი\, ეთან ჰოუქი\, რობერტ შონ ლეონარდი\, ჯოშ ჩარლზი და სხვები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-19-aprils-mkvdari-poetebis-sazogadoeba/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130415T114900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130415T114900
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130415T074955Z
LAST-MODIFIED:20240202T082913Z
UID:10004400-1366026540-1366026540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში
DESCRIPTION:საქალაქო სემინარი ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში გაიმართება სამშაბათს\, 23 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის S101 დარბაზში (ყოფილი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა). \nმომხსენებელი: თინათინ კახნიაშვილი (ილიაუნი & კარნეგი მელონის უნი\, აშშ) http://ppc.iliauni.edu.ge/T_K/ \nთემა: “პლანკის შედეგები: კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი და კოსმოსური მაგნიტური ველები” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-elementarul-natsilaktha-phizikasa-da-kosmologiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130412T123600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130412T123600
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130412T083642Z
LAST-MODIFIED:20240202T082919Z
UID:10004402-1365770160-1365770160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული კინოს დღე
DESCRIPTION:15 აპრილს არის ქართული კინოს დღე. ამასთან დაკავშირებით\, ხელოვნების სამენცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედია კომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრი აწყობს ქართული ფილმების საღამოს\, რომელიც 15 აპრილს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება. \nქართული კინოს დღის აღნიშვნა დაიწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, კინომცოდნე ნინო მხეიძის შესავალი სიტყვით\, რომლის შემდეგაც ნახავთ: \n1.მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმშვანთე“ (50 წუთი\, 1929 წ.);\n2.მიხეილ კობახიძის „ქორწილი“ (30 წუთი\, 1964 წ.);\n3.გიო მგელაძის „არა მეგობარო“ (25 წუთი\, 1994); \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-kinos-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130411T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130411T150500
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130411T110514Z
LAST-MODIFIED:20240202T082922Z
UID:10004403-1365692700-1365692700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანგული პოეზიის საღამო
DESCRIPTION:12 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”  ”ფრანკოფონიის თვე 2013”-ის და ”პოეტების გაზაფხულის”  ფარგლებში\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით\, პოეზიის მოყვარულ ფრანკოფონთათვის  გაიმართება  ფრანგული პოეზიის საღამო.  პოეზიის საღამოზე ქალაქ რენის თეატრალური დასი ”ქარის  სახელოსნოები” ახლებურად წარმოადგენს ფრანგულ პოეზიას. საღამო იქნება ინტერაქტიული\, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, ჩაერთონ პერფორმანსში და გააცოცხლონ ფრანგული პოეზიის შედევრები როგორც ფრანგულ\, ასევე ქართულ ენაზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phranguli-poeziis-saghamo/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130411T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130411T103000
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130411T063022Z
LAST-MODIFIED:20240202T082926Z
UID:10004404-1365676200-1365676200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიტერატურულ-მუსიკალური შეხვედრა ილიაუნიში
DESCRIPTION:15 აპრილს\, 14:00 საათზე\,ილიაუნის A-კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის 32) გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ავსტრიელ მწერლებთან. ბოდო ჰელი და პეტერ გრუბერი წაიკითხავენ ნაწყვეტებს საკუთარი ნაწარმოებებიდან. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს პოპულარული ავსტრიელი გიტარისტი და მომღერალი იულია მალიშნიგი.\nღონისძიება ორგანიზებულია ავსტრიის საელჩოსა და ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის მიერ. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literaturul-musikaluri-shekhvedra-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130411T102900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130411T102900
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130411T062916Z
LAST-MODIFIED:20240202T082928Z
UID:10004405-1365676140-1365676140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი ავსტრიული კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:15 აპრილს\, ორშაბათს\, დილის 9 საათზე ილიაუნის H-კორპუსის 105-ე აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება ვორკშოპი თემაზე “შემოქმედებითი წერა”\, რომელსაც წარმართავენ ცნობილი ავსტრიელი მწერლები ბოდო ჰელი და პეტერ გრუბერი. ღონისძიებაზე დასასწრებად ვეპატიჟებით გერმანული ენით დაინტერესებულ ყველა სტუდენტსა და მასწავლებელს. \nღონისძიება ორგანიზებულია ავსტრიის საელჩოსა და ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის მიერ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-avstriuli-kulturis-tsentrshi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130410T132300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130410T132300
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130410T092337Z
LAST-MODIFIED:20240202T082932Z
UID:10004406-1365600180-1365600180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმაცია
DESCRIPTION:პარასკევს\, 12 აპრილს 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 (გ. წერეთლის 2\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) აუდიტორიაში შედგება შეხვედრა თემაზე – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმაცია. მომხსენებელი: გედევან ფოფხაძე. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politikur-samarthlebrivi-rephormatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130410T103800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130410T103800
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130410T063840Z
LAST-MODIFIED:20240202T082937Z
UID:10004407-1365590280-1365590280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საგაზაფხულო სკოლა
DESCRIPTION:2013 წლის 26\, 27 და 28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ატარებს სამ დღიან ტრენინგს ყაზბეგში\, თემაზე – “პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება”. \nმომხსენებლები: ქეთევან ჩომახაშვილი\, ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი. საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, სამართლის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებს. რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 8 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით.\nრეგისტრაციისათვის თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: miriani_arishvili@iliauni.edu.ge აპლიკანტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად\, ტესტირებისა და გასაუბრების გზით. \nდამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 598 33 44 43 – მირიანი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sagazaphkhulo-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130408T151100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130408T151100
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130408T111111Z
LAST-MODIFIED:20240202T082941Z
UID:10004408-1365433860-1365433860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 12 აპრილს: ”ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება”
DESCRIPTION:პარასკევს\, 12 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება მიშელ გონდრის ფილმი\, ”ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება”  (2004). მონაწილეობენ: ჯიმ ქერი\, ქეით უინსლეტი\, კირსტენ დანსტი\, ელაიჯა ვუდი და სხვები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-12-aprils-brtsqhinvale-gonebis-mudmivi-natheba/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130408T111700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130408T111700
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130408T071743Z
LAST-MODIFIED:20240202T082943Z
UID:10004410-1365419820-1365419820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რუსეთთან "დალაგების" პერსპექტივები: მითი და რეალობა“
DESCRIPTION:10 აპრილს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია – „რუსეთთან “დალაგების” პერსპექტივები: მითი და რეალობა“ \nდასაწყისი 17:00 საათზე\nმისამართი: თბილისი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ა) კორპუსი\, 101-ე აუდიტორია \nდისკუსიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „მედიაline დემოკრატიისათვის” და „ჩვენი თავისუფლება.“ \nეკა წამალაშვილი\, გოგი ქავთარაძე\, აჩიკო გულედანი (მოწვეულ სტუმრებთან ერთად) დამსწრე საზოგადოებას სადისკუსიოდ შესთავაზებენ დღევანდელი შიდაპოლიტიკური ბატალიებით გადაფარულ უმნიშვნელოვანეს თემებს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ruseththan-quot-dalagebis-quot-perspeqtivebi-mithi-da-realoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130404T222600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130404T222600
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130404T182619Z
LAST-MODIFIED:20240202T082947Z
UID:10004411-1365114360-1365114360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტ Telekritika.ge-ს პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში  გაიმართება პროექტ Telekritika.ge-ს პრეზენტაცია. პროექტი წარმოადგენს მედია მონიტორინგის უფასო ვებ-გვერდს\, სადაც გროვდება მონაცემები ქართული ტელეკომპანიების დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან. მონაცემებში შედის: სიუჟეტების გაუანალიზებელი მოკლე შინაარსები\, მათი თანმიმდევრობა საინფორმაციო გამოშვებაში\, ხანგრძლივობა და myvideo.ge-ს შესაბამისი ბმულები. პროექტის ავტორია ფონდი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. \nამ პროექტის საშუალებით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა\, შეადაროს\, თუ როგორ გაშუქდა ერთი და იგივე სიახლე სხვადასხვა არხზე და დატოვოს შეფასება კომენტარის სახით. ამ გზით Telekritika.ge ასრულებს სატელევიზიო ახალი ამბების შესახებ სადისკუსიო პლატფორმის როლს\, სადაც თამაშის ელემენტების საშუალებით მომხმარებელი თავისი აქტიურობით აგროვებს ქულებს და იძენს მედიაკრიტიკოსის სხვადასხვა სტატუსებს. \nამ დროისთვის ვებ-გვერდზე 10-მდე არხის ერთი წლის დაუმუშავებელი მასალაა დაგროვილი\, რაც მას მედია მონიტორინგის მნიშვნელოვან წყაროდ აქცევს. Telekritika.ge დიდი რაოდენობით რელევანტური და დაუმუშავებელი მასალის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqt-telekritika-ge-s-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130404T154800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130404T154800
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130404T114829Z
LAST-MODIFIED:20240202T082950Z
UID:10004412-1365090480-1365090480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარნეგის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2013 წლის\, 10 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის გამზ. #32) გაიმართება კარნეგის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია. \nსაერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებენ კონკურსს კარნეგის კვლევით სასტიპენდიო პროგრამაზე შეერთებულ შტატებში 2013-2014 აკადემიურ წელიწადზე. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევრებს\, მონაწილეობის უფლების მქონე  რეგიონებიდან შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი\, ინდივიდუალური კვლევისთვის გრანტის მოსაპოვებლად ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში. \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებს\, მკვლევრებს\, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარმატებულ სტუდენტებს\, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წარმომადგენლებს\, რომლებიც მუშაობენ თემაზე  სამხრეთი კავკასია: ცხოვრება გარდამავალ პერიოდში. \n განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი\, 2013. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karnegis-kvlevithi-sastipendio-programis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130403T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130403T150500
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130403T110506Z
LAST-MODIFIED:20240202T083055Z
UID:10004424-1365001500-1365001500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა საკუთრების უფლება
DESCRIPTION:4 აპრილს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია \,\,თანხმობასთან”. შეხვედრა  ჩატარდება  კამპანიის \,\,დავიცვათ ქალის საკუთრების უფლება“ ფარგლებში\, რომელიც თავის მხრივ  ხორციელდება რეგიონალური პროგრამის \,\,ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება  სამხრეთ კავკასიაში  მშვიდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში\, ევროკავშირის დაფინანსებით  და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით. \nშეხვედრაზე  განხილული იქნება  რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: ქორწინებისა და თანასაკუთრების რეგისტრაცია- პირობები და შედეგები; მემკვიდრეობის უფლება და მისი მიღების პირობები;  სად შეიძლება მიიღოთ უფასო იურიდიული დახმარება და სხვა. \n\,\,კანონით ქალები და კაცები საკუთრების ფლობაზე თანაბარი უფლებით სარგებლობენ\, თუმცა უმეტესწილად საკუთრება კაცებზეა დარეგისტრირებული და ქალები იშვიათად აცნობიერებენ\, რომ ოჯახის მამრობითი წევრების მსგავსად საკუთრების მემკვიდრეობით მიღების და ფლობის თანაბარი უფლება აქვთ”- აღნიშნავს თანხმობის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-sakuthrebis-uphleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130402T160900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130402T160900
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130402T120941Z
LAST-MODIFIED:20240202T083100Z
UID:10004415-1364918940-1364918940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თანამედროვე ლიტვური კინოს საღამოები
DESCRIPTION:4\, 5\, 8 და 10 აპრილს\, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭაჭავაძის N32) გაიმართება ლიტვური კინოს დღეები\, რომელსაც ლიტველი რეჟისორი და სცენარისტი – გიედრე ბიენორიუტე წარუძღვება. მისი საქართველოში ჩამობრძანება და კულტურული პროგრამის განხორციელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ლიტვის თეატრის\, მუსიკის\, კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. \nპროგრამა: \n4.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“\nთანამედროვე ლიტვური კინოს პრეზენტაცია\n1.„ბაბუა და ბებია“ (ანიმაცია\, 30 წუთი\, 2007 წელი);\n2. აივანი“ (მხატვრული\, 48 წუთი\, 2008 წელი);\nორივე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიედრე ბეინორიუტე \n5.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“ \n1.„როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ (დოკუმენტური\, 69 წუთი\, 2011 წელი\, ლიტვურ-ფრანგული პროდუქცია)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიედრე ჟიქიტი;\n2.„მაგიის სფერო“ (დოკუმენტური\, 62 წუთი\, 2011 წელი)\, რეჟისორი და ოპერატორი – მინდაუგას სარვილა; \n8.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“ \nსამი ერთში – მოკლლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა:\n1. „მიზეზი“ (29 წუთი\, 2011 წელი)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – ანდრიუს ბლაზევჩიუსი;\n2. „დროებით“ (28 წუთი\, 2011 წელი) – რეჟისორი – ჟურატე სამულიონიტე\, სცენარის ავტორი – მაია ქავთარაძე;\n3. „თაფლობის თვის ბოლო დღე“ (30 წუთი\, 2011 წელი)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – როკას ელტერმანასი; \n10:04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“ \n1.„გამაქრობელი ტალღები“ (სამეცნიერო მხატვრული რომანი)\, სცენარის ავტორი და რეჟისორი – კრისტინა ბუოზიტე და ბრუნო სამპერი. \nდასწრება თავისუფალია\, \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thanamedrove-litvuri-kinos-saghamoebi/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130402T134800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130402T134800
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130402T094856Z
LAST-MODIFIED:20240202T084413Z
UID:10004676-1364910480-1364910480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დარიო ფოს შემოქმედება
DESCRIPTION:თეატრის ისტორია დარიო ფოს შემოქმედების კვალდაკვალ. დარიო ფოს თეატრის პოლიტიკა.ლექციების კურსი\, დარიო ფოს შემოქმედების კვალდაკვალ\, წარმოაჩენს თეატრისა და მსოფლიო ისტორიის იმ მნიშვნელოვან მოვლენებს\, რომლებმაც გამოხმაურება ჰპოვა დარიო ფოს პოლიტიკურ თეატრში. \nსემინარის ხელმძღვანელი: მარიეტა ჩიხლაძე\, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი \nჩატარდება ოთხშაბათს\, 3 აპრილს\, 17:00 საათზე  იტალიურის კულტურის ცენტრში\nსემინარი ჩატარდება ქართულ ენაზე\nმის .: ჩოლოყაშვილის 3/5\, კორპუსი 3\, ოთახი H 109.\nტელ. : 2 23-09-25 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dario-phos-shemoqmedeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130402T101600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130402T101600
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130402T061600Z
LAST-MODIFIED:20240202T083235Z
UID:10004447-1364897760-1364897760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოტოხელოვნების სასწავლო კონფერენციის ფინალი
DESCRIPTION:3 აპრილს\, ოთხშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” (ჭავჭავაძის #32) გაიმართება ფოტოხელოვნების სასწავლო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის _ თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან (ილიაუნის საცხენოსნო ცენტრში) _ ფინალი. \n3 გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური გურამ წიბახაშვილი (თავმჯდომარე)\, ცირა ბარბაქაძე\, მამუკა კიკალიშვილი\, ზურაბ გურიელიძე\, იასონ ბადრიძე\, კახაბერ შარტავა\, მიშა გიორგაძე\, დათო ქორიძე. \nგამარჯვებულებს დიპლომებს და პრემიას გადასცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. \n1-ლი პრემია _ 500 ლარი\nმე-2 პრემია _ 300 ლარი\nმე-3 პრემია _ 200 ლარი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/photokhelovnebis-sastsavlo-konpherentsiis-phinali/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T170500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T170500
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130401T130542Z
LAST-MODIFIED:20240202T083004Z
UID:10004416-1364835900-1364835900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 5 აპრილს: ”ამადეუსი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება მილოშ ფორმანის ფილმი\, ”ამადეუსი” (1984). მონაწილეობენ: ფ. მიურეი აბრაჰამი\, ტომ ჰალსი\, ელიზაბეთ ბერიჯი\, საიმონ ქელოუ და სხვები. \nთარგმანი: სალომე მატკავა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-5-aprils-amadeusi/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T155200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T155200
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130401T115214Z
LAST-MODIFIED:20240202T083006Z
UID:10004417-1364831520-1364831520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემებზე "თავისუფალი არჩევანი"
DESCRIPTION:3 აპრილს\, 17:00 საათზე\, A 101 აუდიტორიაში მომავალ ანგლისტთა ასოციაციის კინო–კლუბი გიწვევთ ფილმის Mr. Nobody-s ჩვენებაზე.\nფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემებზე “თავისუფალი არჩევანი”\, “ბუნებრივი ფენომენი”\, “სამყაროს შექმნის პროცესი”. \nმისამართი: ჭავჭავაძის 32\nდასწრება თავისუფალია\nFacebook Event : https://www.facebook.com/events/443242485755968/ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themebze-quot-thavisuphali-archevani-quot/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2013/04/1291.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T140800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T140800
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130401T100821Z
LAST-MODIFIED:20240202T083010Z
UID:10004418-1364825280-1364825280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიწვევთ დისკუსიაზე
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და “National Geographic საქართველო” იწყებენ საინტერესო დისკუსიების ყოველთვიურ სერიას ჟურნალის მიერ გაშუქებულ სხვადასხვა სფეროში. \nსიამოვნებით გატყობინებთ\, რომ პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 4 აპრილს\, 15:00-დან 16:30-მდე\, \,\,ლიგამუსში”. \nშეხვედრაზე შემოგთავაზებთ ჟურნალ National Geographic საქართველოს აპრილის ნომრის მოკლე პრეზენტაციას და უფრო ვრცელ სადისკუსიო თემას: \nსამეცნიერო მიღწევები \,\,იურული პარკის” ამუშავებისთვის\, ანუ ვითამაშოთ \,\,ღმერთობანა”. \nდისკუსია არასპეციალიზირებულია\, რაც გულისხმობს\, რომ თემა გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისთვის. პოპულარულ ენაზე ვისაუბრებთ გადაშენებული სახეობის აღდგენის სამეცნიერო მიღწევებზე (მათ შორის კლონირებაზე)\, ხოლო დისკუსიის ძირითადი ნაწილი შეეხება ეთიკურ-რელიგიურ მოსაზრებებს\, ზოგად მიზანშეწონილობას\, საშიშროებებს და ა.შ. \nდასწრება თავისუფალია\, წინასწარ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის!\n——————————————————————————————-\nშენიშნვნა: სამომავლო სადისკუსიო თემები განისაზღვრება სტუდენტების მიერ Facebook-ის გამოკითხვისას გამოვლენილი ინტერესის მიხედვით\, ჟურნალის შემდეგ სფეროებში:\n• გეოპოლიტიკა\n• ხალხები და კულტურები\n• თავგადასავლები და ექსტრემალური ექსპედიციები\n• ისტორია/არქეოლოგია\n• რელიგიათმცოდნეობა\n• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები\n• ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gitsvevth-diskusiaze/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T110100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T110100
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130401T070110Z
LAST-MODIFIED:20240202T083012Z
UID:10004419-1364814060-1364814060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აუტიზმის საერთაშორისო დღე
DESCRIPTION:2 აპრილს\,12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) აუტიზმის საერთაშორისო დღესთანდაკავშირებით\, გაიმართება აუტიზმის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია.ფილმი მომზადდა “ფონდი-ღია საზოგადოება საქართველოს” დაფინანსებით.ფილმზე მუშაობდა  ილიას სახ.უნივერსიტეტის სატელევიზიო-სასწავლო ცენტრი\,ბატონ ზურაბ ოშხნელის ხელმძღვანელობით. \nაგრეთვე ამ დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ლიპარიშვილი  გამართავს მარიონეტების  სპექტაკლს აუტიზმის ცენტრის ბავშვებისათვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/autizmis-saerthashoriso-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T103600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T103600
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130401T063602Z
LAST-MODIFIED:20240202T083014Z
UID:10004420-1364812560-1364812560@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ლიტველ პროფესორთან
DESCRIPTION:2013 წლის 3 აპრილს\, 15:00 საათზე (E213)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უმასპინძლებს ვილნიუსის თეატრის\, მუსიკის\, კინო და  ტელევიზიის აკადემიის პროფესორს\, კინორეჟისორსa და კინოსცენარისტს – გიედრე ბეინორიუტეს. \nგიედრე ბეინორიუტე – რეჟისორი და სცენარისტი. დაიბადა 1976 წლის 23 აგვისტოს. 2002 წელს დაამთავრა ლიტვის თეატრის\, მუსიკის\, კინოს და ტელევიზიის აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტის  სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში. მას  გადაღებული და დაწერილი აქვს სცენარი 7 მხატვრული\, მოკლე და საშუალო მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის. მისი ფილმები აღიარებულია როგორც ლიტვაში\, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე მუშაობდა პროდიუსერად. ასწავლის სცენარის წერასა და რეჟისურას თეატრის\, მუსიკის\, კინოს და ტელევიზიის აკადემიაში. არის ლიტვის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. \nმასთან შეხვედრის მეორე დღიდან\, კერძოდ 4\,5\,8 და 10 აპრილს\, 18:00 საათზე\, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“\, პროფესორი გიედრე ბეინორიუტე\, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით\, გთავაზობთ თანამერდოვე ლიტვური კინოს საღამოებს. დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-litvel-prophesorthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130401T103200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130401T103200
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130401T063222Z
LAST-MODIFIED:20240202T083015Z
UID:10004421-1364812320-1364812320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ემად სალემის ლექცია
DESCRIPTION:3 აპრილს\, 19:00 საათზე (G 106)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გთავაზობთ ემად სალემის ლექციას „ხელოვნების ადმინისტრირება“. \nემად სალემი (საერთაშორისო პროგრამების დირექტორის მოადგილე) – წარმოშობით ეგვიპტიდან. დასს 2011 წლის ივნისიდან შეუერთდა და მას შემდეგ გეგმავს და ახორციელებს Dancing to Connect-ის პროგრამას ხუთი კონტინენტის 25-ზე მეტ ქვეყანაში. არის Battery Dance Company-ს ინსტიტუტის ლექტორია. მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ საქმიანობებს\, როგორიც არის: რჩევების მიცემა საჯარო დიპლომატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე\, არასამთავრობო და ფართო პროფილიანი ორგანიზაციებისთვის\, მთავრობისთვის. ასევე\, კონსულტაციების გაწევა უნარიანობის ამაღლებაზე\, განათლებასა და სასწავლო გეგმის გაუმჯობესებაზე\, გამოკვლევების მეთოდოლოგიაზე და სტრატეგიულ განვითარებაზე. ემად სალემის მიღებული აქვს  კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში\, ორმაგი ბაკალავრის დიპლომი ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლებასა და ეკონომიკაში. \nლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/emad-salemis-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130326T100900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130326T100900
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130326T060943Z
LAST-MODIFIED:20240202T083017Z
UID:10004422-1364292540-1364292540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიკინო 29 მარტს: ”ტუტსი”
DESCRIPTION:პარასკევს\, 29 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას უნივერსიტეტის A კორპუსში\, 101-ე აუდიტორიაში\, უნიკინოში ნაჩვენები იქნება სიდნი პოლაკის ფილმი\, “ტუტსი” (1982). მონაწილეობენ: დასტინ ჰოფმანი\, ბილ მიურეი\, ჩარლზ დერნინგი\, ჯესიკა ლანჟი და სხვები. \nთარგმანი: გიორგი ნუსხელაძე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unikino-29-marts-tutsi/
CATEGORIES:უნიკინოს აფიშა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130325T164700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130325T164700
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130325T124728Z
LAST-MODIFIED:20240202T083019Z
UID:10004423-1364230020-1364230020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე
DESCRIPTION:26 და 27 მარტს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის  H 105 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)  გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიება. სამშაბათს\, 26 მარტს\, 18:00 საათზე ფრანკოფონული სიახლეების პრეზენტაცია:საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ”ევროპა და კავკასია.რეგიონთშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა” ფრანგულ ენაზე გამოცემული მასალების კრებული;\nცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული რეგიონული სადოქტორო კოლეჯი ( CODFREURCOR) და მისი ვებ გვერდი; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტური ფრანკოფონული ფესტივალი”ფრანკოფონია გვაერთიანებს”. \nოთხშაბათს\, 27 მარტს\, 18:00 საათზე საქართველო და ფრანკოფონული ქვეყნები და საფრანგეთის რეგიონები -კულტურათა დიალოგი: ლანგედოკ-რუსიონი (ასოციაცია AFFLE/LEA); ბურგუნდია (პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი); ალზასი\, კანადა\, რუმინეთი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანკოფონი სტუდენტები). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrankophoniis-saerthashoriso-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130325T103300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130325T103300
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130325T063335Z
LAST-MODIFIED:20240202T082850Z
UID:10004388-1364207580-1364207580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვიდეოფესტივალი T+V
DESCRIPTION:27\, 28 და 29 მარტს (ოთხშაბათი\, ხუთშაბათი\, პარასკევი)\, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით\, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება თეატრალური ვიდეოფესტივალი – T+V\, რომელსაც საფუძველი 1997 წელს „კავკასიის საერთაშორისო ფონდის” ინიციატივით ჩაეყარა. წლების განმავლობაში ვიდეოფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოში ცნობილი თეატრალური დადგმების რეტროსპექტივა\, შემეცნებით-საგანმანათლებლოშეხვედრები\, თეატრალურ სფეროში სახელგანთქმული თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების მასტერკლასები და ვორქშოფები. \nწლევანდელი ვიდეოფესტივალი გაიხსნება 12:00 საათზე\, თეატრის საერთაშორისო დღის მილოცვით\, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ავრცელებს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი. წლევანდელი მილოცვის ავტორია იტალიელი დრამატურგი\, რეჟისორი და მსახიობი დარიო ფო. \nწელს პირველად მომზადდება ვიდეორგოლი\, რომელშიც დარიო ფოს მისალოც ტექსტს წაიკითხავენ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში გაწევრიანებული ქვეყნების ხელოვანები\, საქართველოდან – ზურა გეწაძე.\nაღნიშნული ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ დაიწყება ვიდეოფესტივალის პროგრამა: \n27 მარტი: \n13:00 – 13: 51 – „კალასი“ (რეჟ. რაინჰილდ ჰოფმანი\, გერმანია);\n14: 00 – 15:10 – „ფრანკენშტეინი“ (მსახიობი\, მეთოჯინე და რეჟისორი – ნევილ ტრანტერი. ნიდერლანდები) ; \n28 მარტი:\n12:00 – 13:16 – „H“ (რეჟ. იან კლატა\, პოლონეთი);\n14:00 – 15:00 – კლეზმერის ცირკის წარმოდგენა (რეჟ. ადრიან შვარცშტეინი\, ბარსელონა);\n15:10 – 16:30 – „პაგანინი“ (მუსიკალურ-ექსცენტრული წარმოდგენა\, ესპანეთი);\n\n29 მარტი:\n12:00 – 13:30 – „მეფე ლირი“ (რეჟისორი ტადაში სუძუკი\, იაპონია-რუსეთი);\n13:40 – 15:06 – „გზა დამასკოსკენ“ (რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი\, ლიტვა);\n15: 10 – 16:26 – „მუსიკალური მაგიდა“ (პოლონეთი); \nმაყურებელს ჩიათ გაუმასპინძლდება კომპანია “გურიელი”. \nდასწრება თავისუფალია\,\nგთხოვთ მობრძანდეთ!\nვებ-გვერდი: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=719\nFacebook გვერდი: ხელოვნების სამემეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი / Arts Research Institute \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/videophestivali-t-v/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130325T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130325T100000
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130325T060032Z
LAST-MODIFIED:20240202T082856Z
UID:10004392-1364205600-1364205600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 მარტს\, 13:00-დან 14:00 საათამდე\, „ლიგამუსში“ (II სართ.)\, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტრონული ჟურნალის\, სახელწოდებით „სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები“\, პრეზენტაცია. \nჟურნალის პირველ ნომერი\, რომელზეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა იმუშავეს\, შინაარსობრივად მრავალფეროვანია. მკითხველი გაეცნობა როგორც ცალკეულ კვლევებს\, ასევე თარგმანებს\, კონკრეტული თემისადმი მიძღვნილ „მრგვალ მაგიდას“ და ა.შ.\nვებ.გვერდი: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=719\nFacebook: ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/Arts Research Institute \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eleqtronuli-zhurnalis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20130325T095100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20130325T095100
DTSTAMP:20260514T001741
CREATED:20130325T055148Z
LAST-MODIFIED:20240202T082859Z
UID:10004393-1364205060-1364205060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მრგვალი მაგიდა „თანამედროვე სათეატრო სივრცე“
DESCRIPTION:25 მარტს\, 13:00-დან 16:00 საათამდე\, „ლიგამუსში“\,თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით\, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბიუროსთან და საქართველოს თეატრების რეგიონალურ ქსელთან (GRTN) თანამშრომლობით\, გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ თემაზე: „თანამედროვე სათეატრო სივრცე“\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თეატრის რეჟისორები\, მხატვრები\, მუსიკოსები\, დრამატურგები\, თეატრმცოდნეები\, კულტურის მენეჯერები. \nერთდროულად რამდენიმე მოდერატორთან ერთად\, დისკუსიაში ჩართვისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერს\, მით უფრო რომ „მრგვალ მაგიდაზე“ დასწრება თავისუფალია. \nაღნიშნული თემის განხილვისა და ვიდეოჩვენებების გარდა\, დისკუსიაში ლონდონიდან სკაიპით ჩაერთვება კომპოზიტორი გიორგი ჯანიაშვილი\, რომელიც ძმასთან\, მხატვარ დავით ჯანიაშვილთან ერთად\, საინტერესო პროექტებს ახორციელებს. \nვიდეოჩანაწერის გარდა\, დისკუსიის დასრულების შემდეგ\, ტექსტუალური მასალა გავრცელდება. \nვებ.გვერდი: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=719\nFacebook: ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/Arts Research Institute \nღონისძიების მენეჯმენტი:\nჯაბა ხორავა – (+995) 595 95 26 67\nქეთი ჩხიკვაძე – (+995) 577 38 56 55 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mrgvali-magida-thanamedrove-satheatro-sivrtse/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR