საორიენტაციო ონლაინშეხვედრა ილიაუნის ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალისთვის
საორიენტაციო ონლაინშეხვედრა ილიაუნის ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალისთვის
29 სექტემბერს, 13:00-დან 14:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის ონლაინ გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი. შეხვედრის მიზანია ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალის დროული ადაპტაცია საუნივერსიტეტო გარემოსთან, ასევე სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემებისა და საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა. ტრენერები − გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე) და ირინე ბაზღაძე (არგუსის მთავარი […]