BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250919T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250919T170000
DTSTAMP:20260418T145632
CREATED:20250917T074648Z
LAST-MODIFIED:20250917T095814Z
UID:10005810-1758297600-1758301200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სუდიპ ჯანას სემინარი „სინათლე ნეიტრინოებიდან”
DESCRIPTION:19 სექტემბერს\, 16:00 სათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ჰარიშ ჩანდრას კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი სუდიპ ჯანა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „სინათლე ნეიტრინოებიდან”. \nმომხსენებელი ნეიტრინოს არასტანდარტულ ურთიერთქმედებათა შესახებ შესავლის შემდეგ ყურადღებას გაამახვილებს ნეიტრინოს ელექტრომაგნიტურ თვისებებსა და კავშირზე მაგნიტურ მომენტსა და ნეიტრინოს მასის წარმოქმნის მექანიზმს შორის. ასევე განიხილავს მოდელებს\, რომელთა ჩარჩოებშიც ნეიტრინობს გააჩნიათ დიდი მაგნიტური მომენტი და მცირე მასები. ასევე წინასწარმეტყველებენ დამუხტულ ლეპტონთა ანომალურ მაგნიტურ მომენტს. ასევე განხილულ იქნება მომავალ ექსპერიმენტებში ნეიტრინოს არასტანდარტული ურთიერთქმედებებისა და ელექტრომაგნიტური თვისებების შესწავლის პერსპექტივები როგორც ლაბორატორიებში\, ასევე ასტროფიზიკურ დაკვირვებებში. მოხსენება ეფუძნება შრომებში –hep-ph 2303.13572\, 22001950\, 2104.03291\, 2407.06251 და 2007.04291– გამოქვეყნებულ შედეგებს. \nსუდიპ ჯანას დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD) მიენიჭა აშშ-ში\, ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019–2024 წლებში იგი მუშაობდა მკვლევრად \nჰეიდელბერგის მაქს პლანკის ინსტიტუტში (გერმანია). 2024 წლიდან არის ასისტენტ პროფესორი ჰარიშ ჩანდრას კვლევით ინსტიტუტში\, ინდოეთში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 სექტემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-09-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/sinathle-neitrinoebidan-prophesor-sudip-janas-sajaro-leqtsia-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250922T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250922T170000
DTSTAMP:20260418T145632
CREATED:20250919T122159Z
LAST-MODIFIED:20250919T122250Z
UID:10005812-1758556800-1758560400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფლორა რიზადტინოვას სემინარი “ჰიგსის ბოზონის პრეცეზიული შესწავლა და ახალი ფიზიკის ძიებები ატლასის ექსპერიმენტში“
DESCRIPTION:22 სექტემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორა რიზადტინოვა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას “ჰიგსის ბოზონის პრეცეზიული შესწავლა და ახალი ფიზიკის ძიებები ატლასის ექსპერიმენტში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ჰიგსის ბოზონის ძირითად თვისებებსა და უახლეს პრეციზიულ გაზომვებზე\, რომლებიც ეყრდნობა პროტონ-პროტონთა გაფანტვის სრულ მონაცემებს √s = 13 ტევ და 13.6 ტევის ენერგიებზე.  ეს შედეგები მიღწეულ იქნა LHC-ის ATLAS-ის ექსპერიმენტებში მე-2 და მე-3 ეტაპების (Run 2 & Run 3) პერიოდში. ასევე განიხილავს   ჰიგსის გაფანტვის კვეთებს\, ურთიერთქმედებებსა და ჰიგსის წყვილურ დაბადებებს. ამას გარდა\,  ახალი ფიზიკის ძიება სტანდარტულ მოდელს მიღმა წარმოადგენს კიდევ ერთი ძირითადი მამოძრავებელ ძალას LHC-ის ფიზიკის ანალიზში. \nტრადიციულად\, ფიზიკოსები სტანდარტულ მოდელს მიღმა აყალიბებენ თეორიულ მოდელს და ეძებენ ამ მოდელის შესაბამის ექსპერიმენტულ სიგნალებს. არასუპერვიზიური მანქანური სწავლება ამ პარადიგმის რადიკალურ ცვლილებას გვთავაზობს\, ნაცვლად იმისა\, რომ ერთი თეორიული მოდელის ძიება განვახორციელოთ\,  ვახდენთ ნეირონული ქსელის ისეთ სწავლებას რომ გაირჩეს რას წარმოადგენს „ნორმალური“ LHC ხდომილება და შემდეგ მოვიძიოთ  ამ ხდომილებიდან გადახრების ძიება.  პროფ. რიზადტინოვა განიხილავს  ატლასის ექსპერიმენტის ანალიზებს\, რომლებიც იყენებენ ავტოინკოდერებს\, რათა ვეძებოთ ახალი ფენომენი ორსხეულოვან ინვარიანტულ მასათა განაწილებებში. ახალი ფენომენების საძიებლად ორსხეულოვან ინვარიანტულ მასათა განაწილებაში. \nმომხსენებლის შესახებ \nფლერა რიზატდინოვა ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორის (PhD) ხარისხის მინიჭების შემდეგ აქტიურად განაგრძობდა კვლევებს ექსპერიმენტული მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით ჯერ  ATLAS-ის ექსპერიმენტში\, შემდეგ კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ) – D0 ექსპერიმენტში.  მას შემდეგ\, რაც ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა დაიკავა (აშშ)\,  კვლავ დაუბრუნდა ATLAS-ის ექსპერიმენტს. ამჟამად იგი არის პროფესორი და ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტის\,სტილვოტერის პროფესორი და ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მუშაობდა  ისეთ  თემებზე\, როგორებიცაა: ტევატრონი: ტოპ კარკის ფიზიკა\, b-ტაგირება\, სილიკონის დეტექტორის შექმნა; დიდი ჰადრონული კოლაიდერი: ჰიგსის ბოზონის ძიება და შესწავლა\, პიქსელური დეტექტორი და მანქანური სწავლება მაღალი ენერგიების ფიზიკაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 სექტემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/19-09-2025-seminar/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/prophesor-phlora-rizadtinovas-seminari-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250923T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250923T170000
DTSTAMP:20260418T145632
CREATED:20250922T114949Z
LAST-MODIFIED:20250922T114949Z
UID:10005813-1758632400-1758646800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსების შესახებ. \n23 სექტემბერი\, 13:00 საათი \n26 სექტემბერი\, 11:00 საათი \n29 სექტემბერი\, 12:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nგამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-09-2025-erasmus/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/akhali-vebi-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250929T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250929T140000
DTSTAMP:20260418T145632
CREATED:20250923T090053Z
LAST-MODIFIED:20250923T110409Z
UID:10005814-1759150800-1759154400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საორიენტაციო ონლაინშეხვედრა ილიაუნის ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალისთვის
DESCRIPTION:29 სექტემბერს\, 13:00-დან 14:30 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის  ონლაინ გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი. \nშეხვედრის მიზანია ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალის დროული ადაპტაცია საუნივერსიტეტო გარემოსთან\, ასევე სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემებისა და საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა. \nტრენერები − გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე) და ირინე ბაზღაძე (არგუსის მთავარი ადმინისტრატორი) − მსმენელებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: \n\nგანვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების საქმიანობასა და შესაძლებლობებს;\nარგუსის და სასწავლო პროცესის მართვას;\nპლაგიატის პოლიტიკას\, ელექტრონული სწავლების პორტალს და საბიბლიოთეკო სერვისებს.\n\nრეგისტრაციისთვის იხ. ბმული.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-09-2025-onlinemeeting/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250930T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250930T200000
DTSTAMP:20260418T145632
CREATED:20250923T120311Z
LAST-MODIFIED:20250924T091834Z
UID:10005815-1759258800-1759262400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ანდრეას ლეხნერის საჯარო ონლაინლექცია „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია განაგრძობს კვლევით პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“\, რომელიც მიზნად ისახავს საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შესწავლას მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე\, აგრეთვე საბინაო მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებებისა და სივრცითი ტიპოლოგიების გაანალიზებას. \nპროექტით დაგეგმილია ოთხი საერთაშორისო სემინარი\, რომელთა მიზანია თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში მიმდინარე პროცესების გააზრება და კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში ჩართვა. \n30 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Graz) არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ანდრეას ლეხნერი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“. \nპროფ. ლეხნერი განიხილავს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – შენობების შემცირების\, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების იმპერატივს\, რომელიც სვამს ფუნდამენტურ შეკითხვას: ვის ეკუთვნის შენობის ავტორობის უფლება? და წარმოადგენს ხედვას არქიტექტურული ტიპების\, ტიპოლოგიისა და ტრანსფორმაციის სტრატეგიებს შორის არსებულ შუალედურ ურთიერთობებზე. მისი არგუმენტაცია ეფუძნება ახლად გამოცემულ ნაშრომს “Architectural Affordances – Typologies of Umbau” (2025). \nპროფ. ლეხნერის მიერ შემოთავაზებული Umbau-ს ცნება (გერმ. „ტრანსფორმაცია“) სცილდება შენობების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური განახლების ტრადიციულ ჩარჩოს და გვთავაზობს უფრო ნიუანსურ დიალოგს ტიპოლოგიასთან\, ისტორიულ განგრძობითობასა და მატერიალურ არტიკულირებასთან მიმართებით. ამ მიდგომით არქიტექტურული ტრანსფორმაცია აღიქმება არა როგორც ნიშური პრაქტიკა\, არამედ როგორც დისციპლინის ბირთვი\, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ პრაქსისსა და შემოქმედებით ძალისხმევას. \nპროფესორი ანდრეას ლეხნერი არის არქიტექტორი\, მკვლევარი და მწერალი\, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია კონტექსტზე ორიენტირებულ და კვლევაზე დამყარებულ დიზაინზე. იგი მუშაობს ავსტრიაში\, TU Graz-ში\, სადაც დაიცვა დისერტაცია და დაამთავრა მაგისტრატურა. არის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და კვლევითი ჯგუფის Counterintuitive Typologies ხელმძღვანელი. \nანდრეას ლეხნერი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომისა\, მათ შორის “Thinking Design: Blueprint for an Architecture of Typology” (2021) და თანარედაქტორი GAM – გრაცის არქიტექტურული ჟურნალისა და The Journal of Architecture-ის სპეციალური ნომრებისა. \nფორმატი: ონლაინ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 30 სექტემბერი\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-09-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/tipologiebi-akhali.png
END:VEVENT
END:VCALENDAR