BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250108T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250108T200000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20241119T115251Z
LAST-MODIFIED:20241121T095410Z
UID:10005609-1736362800-1736366400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:1924 წლის აჯანყების გახსენება 100 წლის შემდეგ − სტუდენტური პანელური დისკუსია
DESCRIPTION:8 იანვარს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური პანელური დისკუსია. \nღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. \nმოდერაციას  გაუწევს ალექსანდრე მიქაბერიძე\, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ \n\nგიორგი ჭკადუა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული\, ილიაუნის დოქტორანტი;\nნინუცა ზაკალაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული\, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი;\nქეთევან ახობაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;\nმარიამ ჭინჭარაული\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/1924-tslis-ajanqhebis-gakhseneba-100-tslis-shemdeg-studenturi-paneluri-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/013-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250114T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250114T140000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250113T075522Z
LAST-MODIFIED:20250113T101444Z
UID:10005636-1736859600-1736863200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ივანე ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:14 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის \,\,ფილოსოფია“ დოქტორანტი ივანე ლომიძე დაიცავს  სადოქტორო ნაშრომს “Liberal Realism: Politics of Difference beyond Universalist-Contextualist Debate” („ლიბერალური რეალიზმი: განსხვავების პოლიტიკა უნივერსალიზმისა და კონტექსტუალიზმის დებატს მიღმა“). \nერთობლივი პროექტი დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nსადისერტაციო ნაშრომი შეეხება განსხვავების პრობლემას დემოკრატიის თეორიაში. ნაშრომში გაკრიტიკებულია\, ერთი მხრივ\, ლიბერალური უნივერსალიზმი\, ხოლო\, მეორე მხრივ\, რეალიზმის უუნარობა ნორმატიულად განსაჯოს „განსხვავებები“. პრაქტიკული რაციონალობის შესახებ მორალური პარტიკულარიზმის არგუმენტზე დაყრდნობით ნაშრომში განვითარებულია „პარტიკულარისტული პოლიტიკური პრინციპების“ იდეა\, რომელიც\, ავტორის მტკიცებით\, ჭრის როგორც ლიბერალიზმის\, ისე რეალიზმის პრობლემებს და გვთავაზობს ალტერნატიულ თეორიულ ჩარჩოს − ლიბერალურ რეალიზმს\, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განსხვავების პოლიტიკის წარმართვა თანამედროვე საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან: პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 იანვარი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-ivane-lomidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/web-new.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250116T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250116T123000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250113T110058Z
LAST-MODIFIED:20250113T110058Z
UID:10005638-1737027000-1737030600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თურქეთის საგრანტო პროგრამა - საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:16 იანვარს\, 11:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის საგრანტო პროგრამის შესახებ. \nთურქეთის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları არის ყოვლისმომცველი სასტიპენდიო პროგრამა\, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებსა და მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას\, თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thurqethis-sagranto-programa-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/tur-axali-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250116T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250116T170000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250114T073736Z
LAST-MODIFIED:20250114T073736Z
UID:10005639-1737043200-1737046800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ქეთევან კობაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:16 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი ქეთევან კობაიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სამოქალაქო ჩართულობის პიროვნული და სიტუაციური პრედიქტორები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი  – ნინო ჯავახიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nდრო: 16 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-qethevan-kobaidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/nweb.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250120T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250120T123000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250116T084304Z
LAST-MODIFIED:20250116T084304Z
UID:10005641-1737372600-1737376200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში
DESCRIPTION:კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship Program (Fall 2025) პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის\, ელექტრონული ინჟინერიისა და ფიზიკის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას. \nკორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას 20 იანვარს\, G106  აუდიტორიაში\, 11:30 საათზე სტიპენდიის პირობების შესახებ. \nდეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი. \nდრო: 20 იანავრი\, 11:30 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/srulad-daphinansebuli-samagistro-programebi-koreis-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/korea_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250123T180000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250115T104951Z
LAST-MODIFIED:20250120T094547Z
UID:10005640-1737648000-1737655200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ გიგა ხოსიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიგა ხოსიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში\, მსგავსების დეტექციის პროგრამის ადაპტაცია და პლაგიატის აღქმა აკადემიური პერსონალის მიერ“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი − თამარ ბრეგვაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-giga-khositashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/khositashvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250123T180000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250120T094922Z
LAST-MODIFIED:20250120T094922Z
UID:10005644-1737648000-1737655200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესწავლისთვის. წყარო\, რომელიც დღემდე უცნობი იყო ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის\, ქართულად თარგმნა თამარ ლეკვეიშვილმა. თარგმანს ერთვის გამოკვლევა და კომენტარები. \nთამარ ლეკვეიშვილი შეეხება წყაროს არაერთი მნიშვნელოვან\, დღემდე უცნობ ფაქტს\, რომლებიც შეჯერებული იქნება სხვა წყაროების მონაცემებთან (შაჰ აბას I-ის და მისი კარის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი აღმოსავლეთ საქართველოში\, ურთიერთობა სამეფო საგვარეულოსა და თავადაზნაურობასთან\, თანამშრომლობისა და დაპირისპირების განმაპირობებელი ფაქტორები\, ლაშქრობათა მიზეზები და შედეგები\, ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებთან სპეციფიკური ურთიერთობების განმაპირობებელი ფაქტორები\, იმ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მმართველობის სისტემის თავისებურებანი და სხვ.) \nსაჯარო ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (YS-22-209) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-thamar-lekveishvilis-sajaro-leqtsia-phazli-beg-khuzani-esphahanis-shah-abasis-mmarthvelobis-qronika-akhali-tsqharo-me-17-saukunis-pirveli-nakhevris-saqarthvelosa-da-saqarthvelo-iranis-urthier/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/lekveishvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T150000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250117T091447Z
LAST-MODIFIED:20250117T091447Z
UID:10005643-1737727200-1737730800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ელისაბედ კვერღელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:24 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 იანვარი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-elisabed-kverghelidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/akhali-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T180000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250121T075455Z
LAST-MODIFIED:20250121T075455Z
UID:10005645-1737738000-1737741600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლი იონგმინის საჯარო ლექცია „სტუდენტური ცხოვრება კორეაში“
DESCRIPTION:24 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის G106 აუდიტორიაში ილიაუნის კორეული კულტურის კლუბის ორგანიზებით ინჰას უნივერსიტეტის სტუდენტი ლი იონგმინი (Youngmin Lee) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსენებელი სტუდენტებს გააცნობს ინფორმაციას კორეელი სტუდენტების გამოცდილების შესახებ\, ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის მახასიათებლებს\, კორეის სტუდენტურ კლუბებსა და სტუდენტურ პროექტებს\, ასევე სირთულეებს\, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პროცესში აწყდებიან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/li-iongminis-sajaro-leqtsia-studenturi-tskhovreba-koreashi/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/axali-web-korea.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T190000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250122T061009Z
LAST-MODIFIED:20250122T061009Z
UID:10005647-1737741600-1737745200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია − გამარჯვებულის დაჯილდოება
DESCRIPTION:24 იანვარს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია. ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნატალი ჯაჯვანს\, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელს სვანეთის რეგიონიდან. \n2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის\, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. მისი ფოკუსი 2024 წელს სვანეთის რეგიონის მთების მრავალფეროვნება იყო. \nსტიპენდიის მოპოვებას ყოველწლიურად შეძლებენ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან. \nარჩილ ბადრიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა\, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით. \nარჩილი გამორჩეული ავტორია\, რომელმაც მსოფლიოს ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით. \nდრო: 24 იანვარი\, 18.00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/archil-badriashvilis-sakhelobis-stipendia-gamarjvebulis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/archil-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20250130
DTEND;VALUE=DATE:20250213
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250129T083125Z
LAST-MODIFIED:20250129T083125Z
UID:10005657-1738195200-1739404799@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“
DESCRIPTION:30 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“\, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. \nგამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. \nდამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში მცხოვრები შვაბი ემიგრანტების ჯერ კიდევ მხოლოდ ფრაგმენტულად შესწავლილ ყოველდღიური ცხოვრების ისტორიას. \nექსპოზიციაზე პირველად გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1941 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციამდე პერიოდის ხელნაწერი გერმანულენოვანი წყაროები. \nორენოვან ბანერებზე ასახულია გერმანელი კოლონისტების ყოველდღიური ცხოვრების მთელი ციკლი: დაბადება\, ნათლობა\, ახალგაზრდობა და სასკოლო განათლება\, ქორწინება და განქორწინება\, გარდაცვალება\, დაკრძალვა და სხვ. \nპროექტის ხელმძღვანელები: პროფესორი რაფაელა ავერკორნი\, პროფესორი ოლივერ რაისნერი \nპროექტის წევრები: ფლორიან კრიონერთი\, ფელიქს ლოდერმაიერი\, ივა მინდაძე\, მარი ანა შიობელი\, დავით ჯიშკარიანი \nპროექტის მენეჯერი\, დიზაინერი და რედაქტორი − ლალი კახიძე (ანდრეა ბენედეტოს მხარდაჭერით) \nდრო: 30 იანვარი – 12 თებერვალი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-globaluri-kavshirebi-germanelebi-saqarthveloshi-1817-1941-tsts/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/axali-web-111.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250130T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250130T113000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250127T120302Z
LAST-MODIFIED:20250128T082301Z
UID:10005652-1738229400-1738236600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა
DESCRIPTION:30 იანვარს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. \nსტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე\, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის\, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში\, ასევე ქვეყნის მასშტაბით. \nილიაუნი ადმინისტრირებას უწევს ორი მნიშვნელოვანი ვებგვერდის ფუნქციონირებას: \n\nფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის ვებგვერდი https://delegationrfengeorgie.iliauni.edu.ge\n\nვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების\, საჯარო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებათა შესახებ. \n\nცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში – CODFREURCOR ვებგვერდი https://codfreurcor.iliauni.edu.ge\n\nკოლეჯის ვებგვერდზე\, რომელიც აერთიანებს რეგიონის 15 უნივერსიტეტს\, ვრცელდება ინფორმაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში გამართულ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. კოლეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამართვა კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. კონფერენციის მასალები  იბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალენოვან ჟურნალში „ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (EISH) http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/issue/view/20. \n2014 წლიდან გამოცემულია 10 ნომერი. \nსამუშაო ენა: ფრანგული \nდრო: 30 იანვარი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/auf-is-tsentraluri-da-aghmosavleth-evropis-biuros-direqtor-lor-kastenthan-shekhvedra/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/new-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250131T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250131T140000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250128T075540Z
LAST-MODIFIED:20250128T075540Z
UID:10005653-1738328400-1738332000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:31 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში  ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nსადისერტაციო ნაშრომი შეეხება აღიარების ცნებას და მის მნიშვნელობას როგორც ეთიკაში\, ასევე პოლიტიკის ფილოსოფიაში. ნაშრომში შემოთავაზებულია აღიარების თეორიის ერთგვარი რეკონსტრუქცია\, რომელიც წარმოაჩენს ამ ცნების განსხვავებულ ასპექტებს და მას განიხილავს არსებითად მნიშვნელოვნად როგორც პიროვნების კონსტიტუციისთვის\, ასევე ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. აგრეთვე ყურადღება ეთმობა სხვადასხვა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პრობლემის განხილვას აღიარების თეორიის პერსპექტივიდან და იმის ჩვენებას\, როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება სრულფასოვანი და ადეკვატური აღიარების თეორიული მიმართებებით. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები:   \nმიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუტმანი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 იანვარი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-irakli-dekanozishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/dekanozishvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250131T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250131T170000
DTSTAMP:20260419T024908
CREATED:20250128T134836Z
LAST-MODIFIED:20250128T134929Z
UID:10005656-1738339200-1738342800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უმაღლესი განათლების სპეციალისტი\, როგორც პროფესია
DESCRIPTION:31 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  განათლების კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების სფეროს ტენდენციებისა და დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. \nამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უფრო მეტადაა განვითარებული\, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იზრდება უნივერსიტეტების ეფექტიანი მართვისა და უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზის მნიშვნელობა. \nHERI პროექტის „უმაღლესი განათლება\, კვლევა და ინოვაცია“ ფარგლებში ჩატარდა შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სექტორის სამომავალო ტენდენციების კვლევა\, რომელიც გვთავაზობს ზუსტ სურათს\, რა კომპეტენციებია მოთხოვნადი უმაღლესი განათლების სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და მიმდინარე და სამომავლო ამოცანებზე რეაგირებისთვის. \nკვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია\, სადაც მოხდება საქართველოში უმაღლესი განათლების სპეციალისტების კვალიფიკაციის პროფესიონალიზაციის საკითხის განხილვა და არსებული მდგომარეობის შეფასება. \nორგანიზატორი: განათლების კვლევების ცენტრი \nპროექტი „სამაგისტრო პროგრამა: უმაღლესი განათლება\, კვლევა და ინოვაცია“ \nპროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების\, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ინოვაციის\, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო  I2Q (IBRD)“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. \nდღის წესრიგი იხილეთ ბმულზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/umaghlesi-ganathlebis-spetsialisti-rogorts-prophesia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/akhali-.png
END:VEVENT
END:VCALENDAR