BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240901T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240901T150000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240822T102940Z
LAST-MODIFIED:20240823T061828Z
UID:10005514-1725199200-1725202800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოანალიტიკოს იორამ ინსპექტორის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ელ სექტემბერს\, 14:00 საათზე\, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი იორამ ინსპექტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვინც უცოდველია თქვენ შორის\, პირველმა მან ესროლოს ქვა!“ (იოანე\, 8:7) –  ბოროტება იუნგიანური პერსპექტივიდან“. \n\nმომხსენებლის შესახებ: \nიორამ ინსპექტორი\, მედიცინის დოქტორი \nჰაროუ\, ინგლისი\, გაერთიანებული სამეფო \nმედიცინის დოქტორი იორამ ინსპექტორი კონსულტანტი ფსიქიატრი\, ფსიქოთერაპევტი და წმინდა მარკოზის საავადმყოფოს ფსიქოლოგიური მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელია\, განყოფილებისა\, რომელშიც მკურნალობენ და ეხმარებიან ადამიანებს\, რომელთაც სხვადასხვა გასტროენტეროლოგიურ დაავადებებთან და აშლილობებთან უწევთ გამკლავება. \nსამედიცინო განათლება ისრაელში\, ბენ გურიონისა და თელ-ავივის უნივერსიტეტებში\, მიიღო. მისი სადოქტორო ნაშრომი „სხვა ადამიანის გული“ ეძღვნება გულის გადანერგვის ფსიქიატრიულ ასპექტებს. ფსიქიატრიის სპეციალობის ტრენინგი\, რომელიც მოიცავს ზოგად ფსიქიატრიას\, მოკავშირე ფსიქიატრიასა და ფსიქოთერაპიას\, გაიარა ისრაელში\, შალვათას მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში\, რომელიც აფილირებულია თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის მედიცინის ფაკულტეტთან. \nიორამ ინსპექტორმა ასევე გაიარა ფსიქოთერაპიის საფუძვლიანი ტრენინგი; დაესწრო საკლერის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოანალიზზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიისა და ისრაელის იუნგიანური საზოგადოების ტრენინგებს\, რის შემდეგაც გახდა იუნგიანელი ანალიტიკოსი და საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოების წევრი. სწავლა განაგრძო ინგლისში\, ლონდონის ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოებაში. \n\nსამუშაო ენა: ქართული (თანიმდევრული თარგმანით) \nდრო: 1-ელო სექტემბერი\, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqoanalitikos-ioram-inspeqtoris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/08/WEB-tsignis-prezentatsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240910T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240913T170000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240607T112132Z
LAST-MODIFIED:20240607T112132Z
UID:10005465-1725955200-1726246800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში”
DESCRIPTION:10-13 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“. \nკონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. \nგვიანანტიკურობის ეპოქის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადრეული მოდერნულობის საქართველოს კათოლიკური მისიები თავიანთ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეყრდნობოდნენ ერთსა და იმავე ტექსტურ კორპუსს — ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს\, რომელთა პირველი ნიმუშები V საუკუნის ხელნაწერებით არის მოღწეული. \nგანსხვავებული კონფესიის ქრისტიანულ ეკლესიებში ერთიანი რელიგიური ტექსტური კორპუსის არსებობამ ფრაგმენტირებისა და დაკავშირებულობის საინტერესო მოდელი შექმნა\, განსაკუთრებით შუა საუკუნეებიდან მოდერნულობის ეპოქამდე გარდამავალ პერიოდში. განსხვავებული ეპოქების ლიტურგიკულმა პრაქტიკამ და საქართველოში რელიგიური ინკულტურაციის სხვადასხვა ეტაპმა უდიდესი როლი ითამაშა ქართული ენის ემანსიპაციის\, მისი სოციალური და საზოგადოებრივი ფუნქციების განვითარებაში. ფრაგმენტულობისა და დაკავშირებულობის ტენდენციებს გარკვეულ ელფერს სძენდა საქართველოს კათოლიკურ მისიებში ღვთისმსახურების სამი წესის თანაარსებობა\, ესენია: Rito Latino\, Rito Armenio Catolico\, Rito Georgiano Catolico. \nკონფერენციის ძირითადი თემები: \n\nაღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები\nმისიონერული ლინგვისტიკა და კათოლიკურ მისიათა ტექსტუალური მემკვიდრეობა\nკათოლიკური ინკულტურაციის პროცესები ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან\n\nკონფერენციაში მონაწილეობისთვის აბსტრაქტი (დაახლოებით 300 სიტყვა) და curriculum vitae გაგზავნეთ ელფოსტაზე: lecamiconference@iliauni.edu.ge \nაბსტრაქტების წარმოდგენის ვადა — 16 ივნისი \nაბსტრაქტების შერჩევის ვადა — 23 ივნისი \nკონფერენციის სამუშაო ენები — ქართული\, ინგლისური \nკონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. \nდამატებითი კითხვებისთვის: lecamiconference@iliauni.edu.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-katholikur-misiatha-memkvidreoba-religiuri-daqhopha-da-kavshirebi-xviii-xix-saukuneebis-saqarthveloshi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/73cdc53633b2dae92a331a2f2863449e_83585.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240912T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240913T180000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240904T050042Z
LAST-MODIFIED:20241122T110938Z
UID:10005515-1726131600-1726250400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“ სემინარი
DESCRIPTION:12-13 სექტემბერს\, 9:00 საათზე\, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“. \nსემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას\, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. ღონისძიების მონაწილე ისტორიკოსები და ანთროპოლოგები ისაუბრებენ ავსტრია-უნგრეთის\, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიათა ქალაქებში ეთნიკურ და რელიგიურ თემთა მრავალფეროვანი გამოცდილების შესახებ. \nგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დასახელებულ თემთა მიერ ურბანული ფუნქციონირებისთვის შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ისტორიას\, მათ ეთნიკურ და რელიგიურ ინფრასტრუქტურას\, სავაჭრო ფორმებსა და მათ რეპრეზენტაციას კერძო მეხსიერებაში. \nზოგიერთი პრეზენტაცია შეეხება იმ თემთა ისტორიას\, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ\, თუმცა თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ურბანულ ცხოვრებაში\, მათი კულტურული\, მხატვრული და არქიტექტურული მემკვიდრეობა კი დღემდე ფასობს და კონცეპტუალურ ინტერპრეტაციას პოვებს თანამედროვე მემკვიდრეებსა თუ გარე დამკვირვებლებში. \nიხილეთ დღის წესრიგი ბმულზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12-13 სექტემბერი\, 9:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, (S507) ავსტრიული ბიბლიოთეკა\, გიორგი წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/themtha-mravalpherovneba-imperiul-sivrtseebshi-da-mathi-natsnobi-da-utsnobi-istoriebi-mekhsiereba-da-thvithorganizatsia-aghmosavleth-evropisa-da-osmalur-imperiatha-urbanul-tsentrebshi-seminari/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/seminari_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240913T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240913T170000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240912T105452Z
LAST-MODIFIED:20240912T105452Z
UID:10005521-1726243200-1726246800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“ – პროფესორ ევსეი კოსმანის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 სექტემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E325 აუდიტორიაში მათემატიკოსი\, ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ევსეი კოსმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“. \nპროფ. ევსეი კოსმანი ეხმარება ბიოლოგებს მონაცემების ანალიზში\, წაიკითხავს ლექციას მეთოდოლოგიის შესახებ\, რომელსაც  იყენებს. წლების განმავლობაში კოსმანი იკვლევს რთულ ბიოლოგიურ სისტემებს\, როგორებიცაა: სქესობრივი და უსქესო გამრავლება\, პლოიდურობის გავლენა გენეტიკური მონაცემების ანალიზზე\, \nეკოსისტემების ფუნქციური ჯგუფების გამოყოფა\, ვირულენტობისა და რეზისტენტობის ანალიზი\, მცენარეების ადაპტაციები და სხვ. \nლექცია განკუთვნილია ბიოლოგებისთვის –  მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის\, ასევე მათემატიკოსებისთვის\, რომლებიც მუშაობენ გამოყენებით სფეროში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 სექტემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E325 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/struqturuli-tsvalebadoba-nairgvari-biologiuri-sistemebis-kvlevis-universaluri-logikuri-methodi-prophesor-evsei-kosmanis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/kosman_web_new_geo.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240920T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240920T170000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240911T095047Z
LAST-MODIFIED:20240911T095431Z
UID:10005518-1726826400-1726851600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამუშაო შეხვედრა „ჯანდაცვის სფეროს შრომის ბაზრის საჭიროებები: გამოწვევები და პერსპექტივები“
DESCRIPTION:20 სექტემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის ორგანიზებითა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება შეხვედრა „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში. \nშეხვედრაზე\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები\, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები\, საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები\, განიხილება ჯანდაცვის შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგები და გაიმართება დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს შორის პრიორიტეტული ინტერვენციებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 სექტემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/4gEoQiAsj3NGaG85A
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samushao-shekhvedra-jandatsvis-spheros-shromis-bazris-satchiroebebi-gamotsvevebi-da-perspeqtivebi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/WEB-sabunebismetqhvelo-jandatsva22.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240920T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240920T160000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240913T084900Z
LAST-MODIFIED:20240913T090636Z
UID:10005526-1726844400-1726848000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „La Géorgie à la croisée des cultures - საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 სექტემბერს\, 15:00 საათზე (პარიზის დროით)\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15\, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის ”La Géorgie à la croisée des cultures”  („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია. \nწიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში\, საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით\, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების კონფერენციის შემდეგ\, რომელშიც კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. \nკონფერენციის მასალები 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures დაიბეჭდა. \nნაშრომი\, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას\, უხვად არის ილუსტრირებული. გარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის  რუსუდან ფეტვიაშვილს\, წიგნშიც მის მიერ შესრულებული „ოთხთავის“ იშვიათი ხელნაწერის რვა და „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანის ერთი ილუსტრაციაა. \nგამოცემა საჩუქრად გადაეცემა საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსულ ფრანგულენოვან ხელოვანებს\, მეცნიერებს\, კულტურის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს\, დაეგზავნება ფრანგულენოვანი ქვეყნების ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს. \nწიგნის თანაავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო ჯავახიშვილი\, მანანა ჯავახიშვილი\, გიორგი სანიკიძე\, თამარ ცოფურაშვილი\, ავთანდილ ოქროსცვარიძე\, ნინო მხეიძე/ელისაბედ ალფაიძე\, თამაზ გაბისონია\, მზაღო დოხტურიშვილი და რომანული ფილოლოგიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული მარიამ ღლონტი. \nმსურველებს შეუძლიათ პრეზენტაციას დაესწრონ ონლაინ: \n\nhttps://us06web.zoom.us/j/82099913205?pwd=N3gZdzK3bu65h08I6XUzpvhFsellaf.1\n\nID de réunion: 820 9991 3205 \nCode secret: 458902
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-la-georgie-a-la-croisee-des-cultures-saqarthvelo-kulturatha-gzagasaqharze-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/prezentatsia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240923T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240923T160000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240918T105519Z
LAST-MODIFIED:20240918T143835Z
UID:10005529-1727100000-1727107200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:23 სექტემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობ ფოტოგამოფენას\, რომლის კურატორია ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. \nმინის ნეგატივები\, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა\, მე-20 საუკუნის დასაწყისის\, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის\, რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს. \nსაბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს 70 წლის არსებობის განმავლობაში ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ ადამიანებს\, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც\, რადგან ოფიციალურ პროპაგანდისტულ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა\, არატოტალიტარული ყოფის მეხსიერებიდან წაშლა. \nრუსული საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ამსახველ ფოტოებსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა როგორც „მტკიცებულება“. ამის გამო არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა\, მიუხედავად იმისა\, რომ ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი. \nგამქრალი მეხსიერების ნაწილობრივ შესავსებად ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის დღემდე უცნობი ფოტომემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა. \nნიკო ნიკოლაძე\, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე\, თავად იყო ფოტოგრაფიით გატაცებული და ეს ხელოვნება შვილებს – გიორგის\, თამარსა და რუსუდანს – შეასწავლა. გიორგი ნიკოლაძე\, ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის\, ინჟინერიის\, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი\, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული. ფოტოგრაფიით იყო გატაცებული მისი მამა\, ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე\, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე\, და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა. \nგამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია პროექტის „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“ (“The Memory Project: Face-based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) ფარგლებში\, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართული არიან ჰარვარდის უნივერსიტეტი\, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია\, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი\, ქართული ლიტერატურის მუზეუმი\, საქართველოს პენცენტრი\, ილიაუნის მეხსიერების კვლევების ცენტრი\, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. \nდრო: 23 სექტემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიე. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/me-20-saukunis-dasatsqhisis-unikaluri-photogamophena-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240924T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240924T170000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240905T074531Z
LAST-MODIFIED:20240909T065244Z
UID:10005516-1727172000-1727197200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“
DESCRIPTION:24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გერმანიის კონსტანცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (HTWG Konstanz) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“. \nკონფერენციის მიზანია მეცნიერთა\, მკვლევრების\, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკრება კვლევის შედეგებისა და შეხედულებათა გასაზიარებლად. \nაბსტრაქტების მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაცია \nკონფერენციაზე მოხსენების წარდგენის მსურველებს გთხოვთ\, გამოგზავნოთ აბსტრაქტები ტურიზმის\, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტის\, ასევე მათ შორის კავშირის შესახებ. \n\nმომხსენებლად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  მომხსენებელთა რეგისტრაცია\nმსმენელად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  დამსწრეთა რეგისტრაცია\n\nაბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა  2024 წლის 15 სექტემბერი. \nსამუშაო ენა:  ინგლისური \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-turizmis-potentsiali-kulturuli-memkvidreobisa-da-erovnuli-konphliqtebis-phonze/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/ht-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240927T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240927T160000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240919T102709Z
LAST-MODIFIED:20240919T102709Z
UID:10005531-1727449200-1727452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“
DESCRIPTION:27 სექტემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“. \nშეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ნესტორ ლაკობასა და მის შემდგომი აფხაზი ლიდერების მიერ „ორი ცენტრის“ გამოყენება მიზნების მისაღწევად\, განხვავებული რეაქცია თბილისსა და სოხუმში 1956 და 1978 წლების მოვლენებზე და რა გავლენა მოახდინა ამან დამოუკიდებლობისშემდგომ მოვლენათა განვითარებაზე. \nდისკუსიას გაუძღვებიან: \n\nქლერ კაიზერი\, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \n\nპროფესორი კაიზერი საქართველოს აკადემიური წრეებისათვის ცნობილია\, როგორც ავტორი წიგნისა  „ქართველი და საბჭოელი – ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“\, რომელიც ეძღვნება ნაკლებად გამოკვლეულ საბჭოთა პერიოდს მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. \nდისკუსიის მოდერატორი \n\nქეთი ეფაძე\, იდენტობისა და მეხსიერების მკვლევარი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 სექტემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-thbilisi-sokhumi-moskovi-sabtchotha-samkuthkhedi/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-thbilisi-sokhumi-moskovi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240928T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240928T160000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240927T102828Z
LAST-MODIFIED:20240927T104328Z
UID:10005540-1727517600-1727539200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“
DESCRIPTION:28 სექტემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის ”InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში” ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“. \nმისი მიზანია მედიცინის\, ბიომედიცინის\, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სფეროების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია\, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობით. \nსამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა მკვლევრები\, დოქტორანტები და მაგისტრანტები \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, შეუერთდეთ zoom-ის ბმულს: \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85308294798?pwd=LSgWqG9BEmV5BgzM1JJv9IXsIoinwA.1\n\nშეხვედრის ID: 853 0829 4798 \nპაროლი: 847179 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 სექტემბერი\, 10:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-meditsina-da-inovatsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/WEB-MEDICIN.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240928T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240928T170000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240913T084019Z
LAST-MODIFIED:20240913T135057Z
UID:10005524-1727524800-1727542800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024
DESCRIPTION:28 სექტემბერს\, 12:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024. \nსამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. \nილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები  ილიაუნის ეზოში  საინტერესო ექსპერიმენტებს\, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ. \nპიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს\, რომლებიც ხსნიან ფიზიკის\, ქიმიის\, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებათა მომხიბვლელ პრინციპებს. \nექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი\, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები\, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს\, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს. \nჩვენი სამეცნიერო პიკნიკი უფრო მეტია\, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაშები – ეს არის შესაძლებლობა\, წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-4 მიზნის (SDG 4) – „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის” –  შესრულებაში. \n რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის: \n\nპრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების\, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას;\nინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა  და  გამოცდილებისა.\nუწყვეტი სწავლების (lifelong learning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს\, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.\n\nსამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია. \nდრო: 28 სექტემბერი\, 12:00 -17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-pikniki-2024/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/pharda-picnic-2024.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240928T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240928T220000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240916T115404Z
LAST-MODIFIED:20240916T115404Z
UID:10005527-1727550000-1727560800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია - WELCOME PARTY 2024
DESCRIPTION:ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 28 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. \nღონისძიებას გახსნიან და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი\, ქეთევან დარახველიძე. \nტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ პირველკურსელებს. \nდაჯილდოების შემდეგ დაუკრავენ \n\nTape Visitors\nMORB\n\nგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით! \nდრო: 28 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-pirvelkurseltha-mighebis-tseremonia-welcome-party-2024/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/pharda.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240930T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240930T200000
DTSTAMP:20260419T070759
CREATED:20240926T122735Z
LAST-MODIFIED:20240926T122735Z
UID:10005538-1727712000-1727726400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2024. \nფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ბანგლადეშის\, ეგვიპტის\, ინდოეთის\, იორდანიის\, ირანის\, პალესტინის\, პარაგვაის\, საქართველოს\, სირიის\, სუდანისა და ტუნისის ტრადიციულ ტანისამოსს\, ეროვნულ ცეკვებს\, სიმღერებსა და კერძებს. \nსტუდენტების ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში\, ხნით მოხატვის კლასები და ა.შ. \nთარიღი: 30 სექტემბერი \nდრო: 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/18048/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/pharda-4.png
END:VEVENT
END:VCALENDAR