BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240217T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240217T200000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T131848Z
LAST-MODIFIED:20240226T131848Z
UID:10005362-1708192800-1708200000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:17 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის საკლავიშო ხელოვნების მიმართულების სტუდენტები გამართავენ საანგარიშო კონცერტს. \nიოჰან სებასტიან ბახის\, რობერტ შუმანის\, ფრანც შუბერტის\, ფრედერიკ შოპენის\, ერიკ სატისა და ნიკოლოზ შენგელიას ნაწარმოებებს შეასრულებენ პროფესორ ნინო მამრაძის კლასის სტუდენტები: რეზი წიტაიშვილი\, თამარ თარაევა\, სოფო ტარტარაშვილი\, ლუკა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ შენგელია. \nდრო: 17 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saphortepiano-musikis-kontserti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/8f9816d6ae558b35aac43742070ee1ef_82390.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240221T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240221T203000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T131434Z
LAST-MODIFIED:20240226T131434Z
UID:10005360-1708536600-1708547400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:KKAA-ის ფილოსოფია და შეხედულებები – არქიტექტორ ნიკოლას გეშარდის პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 თებერვალს\, 17:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში კომპანია Kengo Kuma And Associates-ის არქიტექტორი ნიკოლას გეშარდი გამართავს პრეზენტაციას KKAA-ის ფილოსოფიისა და შეხედულებების შესახებ. \nKKAA პროექტებს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. მისი ნიშაა ბუნებას\, ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობის შექმნა. \nმომხსენებელი ისაუბრებს კომპანიის ბოლო დროინდელ დასრულებულ პროექტებზე: H.C. ანდერსენის მუზეუმი\, Water Culture House Projectდა Ibsen Library კონკურსი. \nარქიტექტორი ნიკოლას გეშარდი\, Kengo Kuma And Associates-ის პროექტის მენეჯერი\, მუშაობდა ბევრი სააგენტოს სახელით\, მათ შორისაა: KKAA – Kengo Kuma and Associates-ის ტოკიოს ოფისი\, Agence Nicolas Michelin et Associés-ი\, პარიზი და Sou Fujimoto-ის ტოკიოს ოფისი. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში: H.C.Andersen Museum და Water Culture House დანიაში. ნორვეგიის იბსენის ბიბლიოთეკის კონკურსის გამარჯვებულია. \nკომპანია Kengo Kuma And Associates 1990 წელს დააარსა კენგო კუმამ. ის ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ემერიტუსია. ასწავლიდა კეიოსა და ტოკიოს უნივერსიტეტებში. \nძირითადი პუბლიკაციები: ზენ შიგოტო (კენგო კუმა – ნამუშევრების სრული კოლექცია\, Daiwa Shobo)\, Ten Sen Men („წერტილი\, ხაზი\, თვითმფრინავი“\, Iwanami Shoten)\, მაკერუ კენჩიკუ (დამარცხების არქიტექტურა\, ივანამი შოტენი)\, შიზენ ნა კენჩიკუ (ბუნებრივი არქიტექტურა\, Iwanami Shinsho)\, Chii-sana Kenchiku (მცირე არქიტექტურა\, Iwanami Shinsho) და სხვ. \nდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://kkaa.co.jp/en/ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 თებერვალი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kkaa-is-philosophia-da-shekhedulebebi-arqiteqtor-nikolas-geshardis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/0272048d86dc4f03d7e0e606a6d8e71c_82453.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240226T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240226T170000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T131606Z
LAST-MODIFIED:20240226T131606Z
UID:10005361-1708934400-1708966800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე - მედიცინის სკოლა
DESCRIPTION:27 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიცინის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. \nდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის კვალიფიციური მედიკოსის მომზადებას\, რომელიც კონკურენტული იქნება საერთაშორისო დონეზე და შეძლებს ეფექტურ მუშაობას ჯანდაცვის როგორც სახელმწიფო\, ასევე კერძო სექტორში. \nინგლისურენოვანი სასწავლო მასალით სტუდენტები და ლექტორები მაქსიმალურად იყენებენ თანამედროვე ინგლისურენოვან სასწავლო რესურსს\, ეზიარებიან დარგის უახლეს მიღწევებსა და გამოცდილებებს. \nპროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციას გაგიზიარებენ ილიაუნის მედიცინის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები\, გექნებათ შესაძლებლობა\, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები. \nმეტს გაიგებთ კეთილმოწყობილი აუდიტორიების\, კომპიუტერული კლასების\, კომპიუტერული სასწავლო პროგრამების\, სასწავლო ლაბორატორიების სამეცნიერო ბაზებისა და სხვა რესურსების შესახებ. \nდრო: 16:00 – 17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI \nღია კარის დღეზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე https://forms.gle/bhKEto1YvBBbMyx3A \nშენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-meditsinis-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/018af9a5b0eca054bcfe371e0282d1dc_82458.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240227T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240227T170000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T131157Z
LAST-MODIFIED:20240227T093736Z
UID:10005359-1709049600-1709053200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე - განათლების სკოლა
DESCRIPTION:27 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში დაწყებით საფეხურზე სწავლებით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა\, თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი\, გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას\, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მისი მიზანია ფართო ერუდიციის\, მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე მასწავლებლის მომზადება. \nშეხვედრაზე გაეცნობით მასწავლებლის მომზადების პროგრამას\, პროფესიული ცოდნის ათვისების თანამედროვე და ეფექტურ სტრატეგიებს\, აპრობირებულ პედაგოგიურ მიდგომებსა და სიახლეებს\, რომლებიც საშუალებას მოგცემთ\, ჩაერთოთ საერთაშორისო პროგრამებში და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიაროთ სასწავლო სემესტრი და პრაქტიკა. \nდამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებენ ილიაუნის მედიცინის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები. \nდრო: 16:00-17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nრეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/y16LshEVMw5PuLQw6 \nინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI \nშენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-ganathlebis-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/ganathlebis-skola-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240228T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240228T173000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T132221Z
LAST-MODIFIED:20240226T132318Z
UID:10005363-1709132400-1709141400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა...“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში)
DESCRIPTION:რა მნიშვნელობა აქვს რკინას ჩვენი სიცოცხლისთვის? \nსაჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა…“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში) უპასუხებს რკინის სასიცოცხლო მნიშვნელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. \nპროფესორი ქეთევან კუპატაძე განიხილავს რკინის\, აუცილებელი ქიმიური ელემენტის\, მნიშვნელობას ალქიმიკოსების\, ქიმიკოსებისა და მხატვრების საქმიანობაში. \nღონისძიება ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც – ჩატარდება ქიმიური ექსპერიმენტები\, რომლებიც დამსწრეთ ქიმიურ პროცესებზე დაკვირვებისა და კითხვები დასმის საშუალებას მისცემს\, რათა მეტი გაიგონ რკინის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. \nსამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები და მასწავლებლები \nდრო: 28 თებერვალი\, 15:00 საათი \nლექციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/bpW15
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-momklavs-me-ushenoba-anu-rkinis-saotsari-thavgadasavali-qimiur-samqharoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/b924571533edcd84e4523e4da947ecba_82222.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240229T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240229T160000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T130922Z
LAST-MODIFIED:20240226T130922Z
UID:10005358-1709200800-1709222400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
DESCRIPTION:29 თებერვალს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარის დღე. \nუფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს\, ვისაც გაინტერესებთ: \n\nქართული ფილოლოგია\, ლიტერატურათმცოდნეობა\nთავისუფალი მეცნიერებები\nარქეოლოგია\, ისტორია\nანგლისტიკა\, გამოყენებითი გერმანისტიკა\, საფრანგეთისმცოდნეობა\, რუსისტიკა\nსაერთაშორისო ურთიერთობები\, პოლიტიკის მეცნიერება\nფსიქოლოგია/სოციოლოგია/ფილოსოფია\nხელოვნებათმცოდნეობა\, კინომცოდნეობა\, მუსიკა\nგრაფიკის ხელოვნება\, გამოყენებითი ხელოვნება\n\nსაინფორმაციო შეხვედრაზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები  ამომწურავად გაგაცნობენ ფაკულტეტის პროგრამების სტრუქტურასა და შინაარსს\, ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსებისა და ხელმისაწვდომობის\, პროგრამაზე დაშვების პირობებისა და მიღების პროცედურების\, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. \nდრო: 10:00-16:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nრეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/sRZ2FWqV3uc73YUh8 \nინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI \nშენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-metsnierebatha-da-khelovnebis-phakulteti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/651513ce1233c58549d90f1c39fae945_82494-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240229T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240229T183000
DTSTAMP:20260422T114707
CREATED:20240226T132748Z
LAST-MODIFIED:20240226T132748Z
UID:10005364-1709226000-1709231400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“ – საჯარო ლექცია და დისკუსია
DESCRIPTION:29 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) ილიაუნის სამართლის სკოლის მხარდაჭერით გამართავს საჯარო ლექციასა და დისკუსიას „თვითმფრინავის ბიჭების საქმიდან დღემდე“. \nლექციას წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თორნიკე გოგისვანიძე და  მწერალი\, იურისტი ირაკლი არიშვილი. \nღონისძიებაზე აჩვენებენ ფილმის „თვითმფრინავის ბიჭები“ ფრაგმენტს\, რომელსაც განიხილავენ როგორც ლიტერატურული\, ისე სამართლებრივი კუთხით. მონაწილეები ჩაერთვებიან სიმულაციაში\, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციის თანხვედრის  განსაზღვრას. \nღონისძიების მიზანია სტუდენტთა ინფორმირებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. \n\nღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების\, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს / კურსდამთავრებულებს.\nმონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.\nშერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით ელექტრონული ფოსტით  ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე.\n\nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/intMS \nრეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 26 თებერვლის 18:00 საათამდე. \nელსა (European Law Students’ Association\, ELSA)\, მსოფლიოს უდიდესი აპოლიტიკური\, არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანება\, საქმიანობს როგორც საერთაშორისო და ეროვნულ\, ისე ლოკალურ დონეზე.  დღესდღეობით მოიცავს 43 ევროპულ სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე\, 394-მდე უმაღლეს სასწავლებელს მთელ ევროპაში\, 60000-მდე იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) საერთაშორისო ქსელის ლოკალური ჯგუფია. \nღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ \n\nთამარ ლომიძეს\,  ვიცე-პრეზიდენტს სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით\n\nელფოსტა: Seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org | 599 76 58 95 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 თებერვალი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thvithmphrinavis-bitchebis-saqmidan-dghemde-sajaro-leqtsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/65266e4db3a9037ee3ea31b5693072c4_82364.png
END:VEVENT
END:VCALENDAR