BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240110T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240110T203000
DTSTAMP:20260422T002344
CREATED:20231229T064150Z
LAST-MODIFIED:20240202T102019Z
UID:10001636-1704915000-1704918600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე
DESCRIPTION:2024 წლის 10 იანვარს Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout წარმოგიდგენთ შეხვედრას გიორგი ჩუგოშვილთან\, თემით “ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე”.  \nგაიგე\, როგორი გზა განვლო და რა გამოცდილება დააგროვა გიორგიმ და მისმა გუნდმა საქართველოს\, უკრაინისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მაგალითზე. \nPhubber: ციფრული პლატფორმა შოპინგისთვის\, მომხმარებელს საშუალებას აძლევს\, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა. \nRetain: უკუკავშირის ფორმა\, რომელსაც მარტივად მიაქვს მომხმარებლის ხმა სათაო ოფისამდე.  \nშეხვედრის დრო: 19:30 საათი 10 იანვარი\, 2024 წელი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, 106 აუდიტორია \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/dQXNGWmEYcmRL5GX8 \nსამუშაო ენა: ქართული \n2023 \n \n \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bazarze-gasvlis-strategiebi-phubber-isa-da-retain-is-magalithze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81892.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240115T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240115T180000
DTSTAMP:20260422T002344
CREATED:20240227T100547Z
LAST-MODIFIED:20240227T100547Z
UID:10005367-1705338000-1705341600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„პოლონეთი – წარმატების გასაღები” – შეხვედრა პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზ
DESCRIPTION:15 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S506) გაიმართება შეხვედრა „პოლონეთი – წარმატების გასაღები“. \nშეხვედრაზე ილიაუნის კურსდამთავრებულები ილაპარაკებენ პოლონური პროექტებისა და პოლონური ენის წყალობით პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე\, ასევე კარიერული წარმატების გამოცდილებაზე. \nშეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონური ენის მოწვეული მასწავლებელი მაგდალენა კნაპიკი\, რომელიც ისაუბრებს როგორც მიმდინარე\, ასევე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პოლონეთში სასწავლებლად გამგზავრების შესაძლებლობებზე. \nსამუშაო ენა: ქართული (შესაძლებელია ინგლისური თარგმანიც) \nდრო: 15 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, ოთახი S506\, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/polonethi-tsarmatebis-gasaghebi-shekhvedra-polonethshi-mushaobisa-da-stsavlis-shesadzleblobebz/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/15ab1ee48f8887ac22ee42131cae5ae2_81998-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240115T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240115T190000
DTSTAMP:20260422T002344
CREATED:20240110T101238Z
LAST-MODIFIED:20240227T101446Z
UID:10005368-1705341600-1705345200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში“- მანანა ჯავახიშვილის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:15 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში (ევროპული წყაროების მიხედვით)“. \nმოხსენება ეხება სასწაულების ანატომიას მედიევალურ ეპოქაში და წარმოგვიდგენს ევროპულ წყაროებში (სიმონ დე სენ-კანტენის\, ჰაიტონის\, რუბრუკის\, ბენედიქტ პოლონელის\, მარკო პოლოს\, ჯონ მანდევილის\, პლანო კარპინის\, მარინო სანუდოს და სხვათა ტექსტებში) საქართველოს შესახებ დაცულ ცნობებში მოთხრობილ სასწაულებს. \nთუ XI-XII საუკუნეებში ლათინურენოვანი წყაროები საქართველოზე საუბრისას მეტწილად მითებითა და ლეგენდებით იფარგლებოდა\, მონღოლთა ეპოქაში XIII-XIV სს-ში საქართველოზე თხრობისას საქართველოს ხატი რეალურ კონტურებს იძენს\, კონკრეტდება პოლიტიკური კონტექსტი\, ლანდშაფტი\, წეს-ჩვეულებები და სხვა კულტურულ-ანთროპოლოგიური ხასიათის ცნობები\, მათ შორისაა სასწაულების ამსახველი პასაჟებიც. \nკვლევის მიზანია გააანალიზოს\, რა ხასიათისაა დასავლურ წყაროებში საქართველოში მომხდარი სასწაულების შინაარსი და ხასიათი და რა ტიპის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გიორგი წერეთლის N3 \nდასწრება თავისუფალია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sastsaulebi-shua-saukuneebis-saqarthveloshi-manana-javakhishvilis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/11cdfb1175098341b409a25286d85e19_81975.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240116T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T160000
DTSTAMP:20260422T002344
CREATED:20240110T111646Z
LAST-MODIFIED:20240202T102147Z
UID:10001638-1705429800-1705593600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა"
DESCRIPTION:16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”. \nსაზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე – თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი\, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში\, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას\, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს\, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას\, ხოლო მესამე – თურქული ლეგენდის გადააზრებას. \nპოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი\, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი\, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის (‘ცოცხალი სურათის’) ესთეტიკაზე\, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს\, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას\, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია. \nკონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები – ჯეიმს სტეფენი\, პატრიკ კაზალი\, თეო ხატიაშვილი\, ქეთი შავგულიძე\, ვერონიკა ჟურავლიოვა\, გიორგი მაისურაძე\, ნიკოლოზ ნადირაშვილი\, ოლგა ბრიუხოვეცკა\, გოგი გვახარია\, ზაალ ანდრონიკაშვილი\, გიგა ზედანია – განიხილავენ ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს\, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა\, რომელიც მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nადგილმდებარეობა: \n16 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 უდიტორია\, გ. წერეთლის N1 \n17-18 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გიორგი წერეთლის N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-zghvrebis-gadakvetha/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81960.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240117T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240117T200000
DTSTAMP:20260422T002345
CREATED:20240115T101705Z
LAST-MODIFIED:20240227T102124Z
UID:10005369-1705518000-1705521600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“
DESCRIPTION:17 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ილიაუნის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით გამართავს სტუდენტურ კონფერენციას „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“. \nორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ ევროინტეგრაციის გზაზე სასამართლო სისტემის რეფორმის არსებულ მდგომარეობაზე. \nღონისძიების სპიკერები იქნებიან: \nნაზი ჯანეზაშვილი\, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი\, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი;\nანა ჩიქობავა\, მეგი შამათავა\, სალომე კვირიკაშვილი\, საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანალიტიკოსები. \nკონფერენციის მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ონლაინსერტიფიკატებს. \nღონისძიება ეწყობა პროექტის “CourtWatch.ge” ფარგლებში\, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. \nდრო: 17 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-evrokavshiris-tsevrobis-kandidatis-statusi-da-sasamarthlos-rephorma/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/bd5e1a01c05a0ec736f9f9e199f727c4_82030.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240118T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T190000
DTSTAMP:20260422T002345
CREATED:20240117T102215Z
LAST-MODIFIED:20240227T102438Z
UID:10005370-1705597200-1705604400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოკრატეს კლუბის დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე”
DESCRIPTION:18 იანვარს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში \,\,ლიგამუსი”\, გაიმართება სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის საქმეზე”. \nდისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება\, ოჯახში ძალადობის საქმეზე. \nსაქმის გარემოებებიდან ირკვევა\, რომ პირმა რამდენჯერმე იძალადა ოჯახის წევრებზე\, არასრულწლოვნების თანდასწრებით. ამ საქმეში პირი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის შესაბამისად\, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის\, უმწეო მდგომარეობაში მყოფის\, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ\, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას. \nსოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს\, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და სიღრმისეულ მსჯელობას. \nსაქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად ოჯახში ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის- ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია\, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით\, ასევე\, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით\, რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები\, სადაც დაზარალებულის ასაკის\, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა\, დაუსჯელი დარჩებოდა. \nდისკუსიაზე მიმოიხილება ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დეტალები\, გაიმართება მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე. \nმომხსენებლები: \nმადონა მაისურაძე\, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე\nშორენა ლოლაძე\, სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი\, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) \nმოდერატორი: \nსალომე მალძიგაშვილი- სტუდენტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა \nდისკუსიას მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშომლობით. \nსამუშაო ენა: ქართული \nთარიღი: 18 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sokrates-klubis-diskusia-saqarthvelos-uzenaesi-sasamarthlos-2023-tslis-11-ivlisis-gadatsqhvetilebaze/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/3d8133e82d83fbde2e54c47bccdafe7e_81854.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240122T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240122T150000
DTSTAMP:20260422T002345
CREATED:20240121T102514Z
LAST-MODIFIED:20240227T103415Z
UID:10005371-1705928400-1705935600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ალექსანდრე გაბელიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:22 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კულტურის კვლევები დოქტორანტი ალექსანდრე გაბელია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \nდრო: 22 იანვარი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-aleqsandre-gabelias-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/1fc6b767d35bdeb75a9e97c63ad68c31_82043.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240122T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240122T203000
DTSTAMP:20260422T002345
CREATED:20240116T094420Z
LAST-MODIFIED:20240227T100200Z
UID:10001637-1705951800-1705955400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”
DESCRIPTION:სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ\, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა\, რომელიც 22 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. „გლობალაიზის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და „აქსელის“ მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. \nმომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას\, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში ეხმარება\, Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს\, დაარსებულს 2021 წელს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ამ დროისათვის ორგანიზაცია 60-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს. \nშეხვედრა გაიმართება 22 იანვარს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1). \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/Sxt1VFMpwxoJBao78 \nშეხვედრის ორგანიზატორები: ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი\, Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainvestitsio-garemo-saqarthveloshi-da-mis-pharglebs-gareth/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/82016.png
END:VEVENT
END:VCALENDAR