BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220413T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220413T160000
DTSTAMP:20260426T004137
CREATED:20220406T065613Z
LAST-MODIFIED:20240201T113343Z
UID:10000432-1649865600-1649865600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:13 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაციას. \nდამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, გაეცნოს 2021-2022 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ლექსიკოგრაფიის\, როგორც დარგის\, განვითარების მიმართულებით \n\nგანხორციელებულ ტექნოლოგიურ პროექტებს;\nგამოცემულ წიგნებსა და სახელმძღვანელოებს.\n\nღონისძიებაზე დაფუძნდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემია ლექსიკოგრაფიის დარგში\, რომლის კონცეფციასაც წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. \nღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ისე ონლაინ. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არა უგვიანეს 2022 წლის 11 აპრილისა. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3x93cjW \n\nგანრიგი \n16:00 – 16:05 – გახსნა \n16:05 – 16:15 – ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი: მიზნები და ამოცანები\, ხედვა და მისია (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n16:15 – 16:30 – ლექსიკოგრაფიის სწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n\n\n\nბაკალავრიატი: სალექციო კურსი „ლექსიკოგრაფიის შესავალი“ ფილოლოგიური მიმართულებების სტუდენტებისათვის; სახელმძღვანელოს „ლექსიკოგრაფიის შესავალი“ პრეზენტაცია;\nმაგისტრატურა: სამაგისტრო პროგრამა „ლექსიკოგრაფია\, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“. სამაგისტრო პროგრამის კავშირი ევროპულ სამაგისტრო პროგრამასთან ლექსიკოგრაფიაში (EMLex). EMLex-ის კონსორციუმის სრული წევრობა;\nდოქტორანტურა: სადოქტორო მოდული „ელექტრონული ლექსიკოგრაფია“.\n\n\n\n16:30 – 16:40 – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემიის დაარსება ლექსიკოგრაფიის დარგში. პრემიის კონცეფციის პრეზენტაცია (პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) \n16:40 – 16:50 – ლექსიკოგრაფიის დარგში საერთაშორისო კონფერენციის (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით) „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ დაარსება (პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) \n16:50 – 17:00 – „ინგლისურ-ქართული\, ქართულ-ინგლისური მანქანური თარგმნის“ პროექტის პრეზენტაცია. „ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი“ და მისი განვითარების პერსპექტივები (მკვლევარი ვახტანგ ელერდაშვილი\, პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n17:00 – 17:20 – წიგნების პრეზენტაცია \n\n\n\n„ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის უცნობი ფურცლები“ (სალომე ჭიღლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)\n„უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი“ (თინათინ მარგალიტაძე\, პროფესორი)\n\n\n\n17:20 – 17:30 – ლექსიკონის მართვის პროფესიული სისტემის დანერგვა ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის მუშაობაში: IDM ჯგუფის DPS (Dictionary Production System)\, პრეზენტაცია (მაია დავლიანიძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის რედაქტორი) \n17:30 – 17:40 – კონკურსი „შექმენი ქართული ტერმინი“. კონკურსის კონცეფციისა და ვებსაიტის პრეზენტაცია (სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ხელმძღვანელი) \n17:40 – 17:50 – ორენოვანი ლექსიკონების ციკლის პროექტის პრეზენტაცია: „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“ (გიორგი მელაძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი რედაქტორი; სოფიკო გოჯაევა\, ცენტრის მკვლევარი) \n17:50 – 18:00 – „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ მობილური აპლიკაცია. ლექსიკონის ახალი ონლაინვერსიის გამოქვეყნება ონლაინლექსიკონების საერთაშორისო საიტზე bab.la. (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n\nდრო: 13 აპრილი\, 16:00 – 18:00 \nფორმატი: ჰიბრიდული (შესაძლებელი იქნება დასწრება როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ისე ონლაინ Zoom-ის საშუალებით) \nღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3x93cjW \n2022 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-leqsikographiisa-da-enobrivi-teqnologiebis-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65125.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220418T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220418T140000
DTSTAMP:20260426T004137
CREATED:20220418T093000Z
LAST-MODIFIED:20240201T113338Z
UID:10000431-1650290400-1650290400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:15 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ. \nპროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების\, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. ამ მიზნების მისაღწევად პროგრამით დაგეგმილია მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება. \nშეხვედრაზე მსმენელები გაეცნენ საგრანტო კონკურსის პირობებს\, რომლებიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. \nშეხვედრაზე განხილული იყო შემდეგ საკითხები: \n\nმობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა\, მისი მიზნები და ამოცანები;\nკონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;\nკვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;\nსამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;\nგანაცხადების მიღების პროცესი;\nმოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებათა შესრულების ინდიკატორები.\n\n2022 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-mier-daphinansebuli-saqarthvelos-mkvlevartha-mkhardatcheris-programis-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65215.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220429T120900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220429T120900
DTSTAMP:20260426T004137
CREATED:20220429T080752Z
LAST-MODIFIED:20240201T113326Z
UID:10000430-1651234140-1651234140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი
DESCRIPTION:საქართველოში იწყება პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი\, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა. \nეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ)\, რეგიონული განვითარების სააგენტოს\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით. \nკონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას. \nსაქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. \nპროექტით დაგეგმილია ტრენინგები\, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს\, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. \nაღსანიშნავია\, რომ ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი პირველი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის მეწარმეობის მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებისა და ინოვაციურ მეწარმეობაში ინტერდისციპლინური მიდგომების შემუშავება-დანერგვაში. მისი მიზანია\, ხელი შეუწყოს ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას. \nვის შეუძლია მონაწილეობა: \n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს;\nმონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);\nჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.\n\nროგორ მიიღოთ მონაწილეობა? \nპირველ ეტაპზე საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3KFYbCV \nპრიზი \nკონკურსში გამარჯვებული გუნდი ერთი კვირით გაემგზავრება კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nპროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია! \nრეგისტრაციის საბოლოო ვადა: 4 მაისი \nსამუშაო ენა: ქართული \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge \n2022 წელი \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirveli-erovnuli-sauniversiteto-startapkonkursi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65359.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220429T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220429T170000
DTSTAMP:20260426T004137
CREATED:20220415T082402Z
LAST-MODIFIED:20240201T113323Z
UID:10000429-1651251600-1651251600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დებატები  უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით  ჩარიცხვის შესახებ
DESCRIPTION:29 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) ილიაუნისთან თანამშრომლობით საჯარო დებატებს გამართავს. \nსაქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE)\, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით\, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით\, მართავს საჯარო დებატებს. \nღონისძიება გაიმართება დებატების სკოლის ეგიდით და თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დებატკლუბების მოსწავლეების მონაწილეობით. დებატი წარიმართება განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე\, როგორიცაა\, უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით ჩარიცხვა. \nილიაუნის დებატების სკოლაში სისტემატური მეცადინეობები მიმდინარეობს. აქ ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება\, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს. \nპროექტის ფარგლებში უკვე 60 დებატკლუბი მუშაობს აქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით\, რომელთა მუდმივი სუპერვიზია და მონიტორინგი მიმდინარეობს. დებატკლუბები აქტიურად ფუნქციონირებს თბილისში\, აჭარაში\, სამეგრელოში\, სვანეთში\, მცხეთა-მთიანეთში\, ქვემო ქართლში\, შიდა ქართლში\, ზემო აჭარაში\, კახეთში\, რაჭასა და იმერეთში. \nპროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას\, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა\, არგუმენტაცია\, მასალების მოძიება\, ორატორობა\, გუნდურობა\, დროის მართვა\, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. \n2022 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-debatebi-umaghles-sastsavleblebshi-skolis-atestatis-nishnebith-charitskhvis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65237.png
END:VEVENT
END:VCALENDAR