BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211101T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211101T190000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211021T071147Z
LAST-MODIFIED:20240201T113456Z
UID:10000488-1635793200-1635793200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:UNILAB CYBERTALKS: გრაფიკული დიზაინი
DESCRIPTION:1 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: გრაფიკული დიზაინი. \nგრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა. მისი საშუალებით შეძლებთ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატოთ\, რაც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით მიიღწევა. \nლექციაზე მოგიყვებით\, პრაქტიკაში როგორ ვიყენებთ ამ პროფესიას და ვისაუბრებთ უნილაბის სტაჟირების დროს შექმნილ პროექტებზე. \nშეხვედრის სპიკერები იქნებიან: \n\nნენე არაბული\, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორის ასისტენტი და ამავე მიმართულების სტაჟირების მენტორი;\nნიკა ინასარიძე\, კომპიუტერული დიზაინისა და დაზგური გრაფიკის სტუდენტი\, უნილაბის გრაფიკული დიზაინის კურსისა და სტაჟირების კურსდამთავრებული\, კომპანიის „მაქსინეიაი” ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი.\n\nთუ გრაფიკული დიზაინი შენთვის საინტერესო სფეროა\, შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე https://bit.ly/3lzTLnw \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilab-cybertalks-graphikuli-dizaini/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/10/62550.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211102T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211102T150500
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211102T110645Z
LAST-MODIFIED:20240201T113452Z
UID:10000487-1635865500-1635865500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია - www.21scon.org
DESCRIPTION:2022 წლის 18-19 მარტს ბრაზილიის ქიმიის საზოგადოებისა და სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química ორგანიზებით დაგეგმილია მრავალპროფილიანი სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე ამ საზოგადოებისა და ჟურნალის\, ასევე კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის წევრია. \nშესავალი \n2022 წლის სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის კონფერენცია კულტურული ღონისძიებაა\, ორგანიზებული სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química-სა და სხვა პარტნიორების მიერ ქიმიის სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალის თითქმის 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად. \nკონფერენციის მიზანია ავტორები უზრუნველყოს ისეთი სივრცით\, რომელშიც მათ შეეძლებათ წარდგნენ სამეცნიერო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით\, როგორებიცაა: პოსტერის პრეზენტაცია\, მთლიანი ნაშრომის\, ასევე გაფართოებული ამონარიდის გამოქვეყნება და წინასწარ ჩაწერილი პოსტერის პრეზენტაცია (დაახლოებით 5 წუთამდე). \nკონფერენციის სტრუქტურა ისეა შედგენილი\, რომ მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ავტორის ნაშრომს\, და არა მის ფინანსურ ინვესტიციას. შედეგად\, რაც უფრო დიდია ავტორის ჩართულობა კონფერენციაში\, მით ნაკლებია მისი ფინანსური ვალდებულება (მეტის სანახავად იხილეთ გადასახადებისა და ფასდაკლებების სექცია). \nკონფერენციის ვებგვერდი განახლების პროცესშია. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები\, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ველით თქვენს გამოხმაურებას. \nსამეცნიერო პროგრამა \nკონფერენცია დაიწყება პარასკევს\, 18 მარტს\, 10:00 საათზე\, გახსნის ცერემონიით და პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ\, 14:00-ზე\, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე კონფერენციებითა და მოწვეული ლექტორებით. ხუთშაბათს\, 15 დეკემბერს\, კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე ორი პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ\, 14:00 საათზე\, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე მოწვეული ლექტორების მონაწილეობითა და ზეპირი პოსტერების პრეზენტაციებით (ლექტორები დადასტურების პროცესში არიან). \nკონფერენციის დახურვა იგეგმება შაბათს\, 19 მარტს\, 16:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით და იმ ნაშრომების არჩევით\, რომლებიც ღია წვდომის ჟურნალში უფასოდ გამოქვეყნდება. \nმნიშვნელოვანია აღინიშნოს\, რომ კოვიდ 19 პანდემიის გამო კონფერენციის ვებგვერდი მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესების პროცესშია. \nვებგვერდი: https://bit.ly/3weO0j4 \nგაფართოებული რეფერატისა და პრეზენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 იანვარი \nკონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 18-19 მარტი \nსრული ხელნაწერის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 მარტი \nმთავარი თემები \n\nქიმიის კლასიკური დარგები (ანალიტიკური ქიმია\, ბიოლოგიური/ბიოქიმია\, ქიმიური ინჟინერია\, არაორგანული ქიმია\, ორგანული ქიმია\, ფიზიკური ქიმია)\nბირთვული ქიმია\, საწვავები\, ძრავა\, პროპულსია\, ენერგიის შენახვა\, ბატარეები\, ელექტროქიმია\nქიმიომეტრია\, სტატისტიკა\, მათემატიკა*\, ფიზიკა*\nინჟინერია*\, მასალების ქიმია\, სამრეწველო მეცნიერებები\, პეტროქიმია;\nსამედიცინო ქიმია\, ბიოორგანული ქიმია\, ბიოფიზიკური ქიმია\, ბიოლოგიური მეცნიერებები*\, ბიოორგანული ქიმია\, ოდონტოლოგია*\, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება\nგეოქიმია\, აგროქიმია\, მინერალოგია\nფარმაცევტული მეცნიერებები\, ფარმაკოლოგია\, წამლების აღმოჩენა\nსხვა თემები\, რომლებიც მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას\n\n*= ის შემთხვევები\, როცა კვლევა ეხება ქიმიურ მიდგომას \n\nსამართალი** (აქტუალური თემები)\nგარემოსდაცვითი კანონები. აუმჯობესებენ ისინი ადამიანის მდგომარეობას?\nკიბერნეტიკული სამართლიანობა. შეიძლება AI-ის ინტეგრირება უზენაეს სასამართლოში?\nგაკოტრების სამართალი + კოვიდ 19. არსებობს ამ საკითხის ანტიდოტი?\nსაგადასახადო სამართალი. როგორ შეუძლიათ დამარცხებულ სახელმწიფოებს ლაფერის მრუდის რეალობის გადალახვა?\nწყლის ფტორირება კანონმდებლობის აღსრულებით. სავარაუდო სარგებელი აჭარბებს გვერდით მოვლენებს\, მაგალითად\, როგორიცაა კოგნიტიური შესაძლებლობების სავარაუდო შემცირება? არის თუ არა დრო\, გადაიხედოს ბრაზილიური კანონი?\nფილოსოფია და მეცნიერების ისტორია**\n\n**ეს ორი სპეციალური სექცია გამოქვეყნდება სამართლის\, საჯარო პოლიტიკისა და ადამიანური მეცნიერებების ჟურნალში \n\nსამეცნიერო განათლება (ქიმია\, ფიზიკა\, მათემატიკა\, ინჟინერია\, ბიოლოგია…)\n\nშედეგები და დაჯილდოება \n\nდოქტორი იონესკუს ჯილდო (16 საუკეთესო ხელნაწერისათვის\, 2 ქეისი თითო ძირითად თემაზე. გაგზავნილი ფოსტის მიერ);\nდასწრების ციფრული სერტიფიკატი (სრული ნაშრომის მოდალობა. გაგზავნილი ი-მეილით);\nდასწრების ციფრული სერტიფიკატი (პოსტერის მოდალობა (PPT პრეზენტაცია) და Pitch წინასწარ ჩაწერილი პრეზენტაცია. გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით);\nსრული ნაშრომები გამოქვეყნებულია სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალში ქიმია;\n18 საუკეთესო ხელნაწერი გამოქვეყნდება Periódico Tchê Química- ში (1806-0374) ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ეს გაკეთდება შემდეგი გადანაწილების მიხედვით: 6 ნაშრომს აირჩევს საგამომცემლო კომისია\, 6 ნაშრომი შეირჩევა კენჭისყრით\, 6 ნაშრომი აირჩევა ბრაზილიის ფარგლებს გარეთ გამომცემლების მიერ. * სამართლისა და ფილოსოფიისა და მეცნიერების ისტორიის სპეციალური კატეგორიები ვერ მიიღებს ამ შესაძლებლობას\, ვინაიდან ისინი არ ეკუთვნის Periódico Tchê Química-ის თემატიკას.\nამონარიდებისა და პოსტერების წიგნი (ISBN-ის ჩათვლით). ციფრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ ჩამოსატვირთად. ბეჭდური ვერსია კი უნდა გამოიწეროთ.\nნაშრომების 100% გამოიცემა DOI-ის მითითებით.\n\n2021 წელი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-www-21scon-org/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62727.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211104T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211104T140000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211103T122316Z
LAST-MODIFIED:20240201T113450Z
UID:10000486-1636034400-1636034400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება „მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?“
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის\, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება თემაზე: \n(უცხოური ენის) მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა? \nმომხსენებლის შესახებ \nმიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება\, უცხოური ენის სწავლება\, მულტილინგვალიზმი\, ტრანსლინგვიზმი\, ინგლისური\, როგორც lingua franca\, საზღვარგარეთ სწავლა\, სოციალური ქსელების ანალიზი\, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში. \nამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition\, Instruction\, and Use. \nმოხსენების შესახებ \nმოკლე მოხსენებაში პროფესორი პარადოვსკი წარმოადგენს Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 6000 ენის შემსწავლელი და მასწავლებელი\, ასევე სტუდენტები\, რომლებსაც ძირითად სპეციალობად ლინგვისტიკა აქვთ არჩეული\, და 118 ქვეყნის ლექტორი. მომხსენებელი განიხილავს დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს\, ასევე მულტილინგვალიზმის როლს სტრესთან გამკლავებისთვის საჭირო ქცევებისა და განწყობების მართვაში. \nდრო: 4 ნოემბერი\, 14:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით \nშეხვედრაზე დასწრების მონაცემები  \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow \nMeeting ID: 834 7022 1812 \nPasscode: 333026 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mihal-b-paradovskis-mokhseneba-mastsavleblebi-da-studentebi-covid-19-is-pandemiis-pirobebshi-ra-phaqtorebma-sheutsqho-kheli-an-sheapherkha-sagangebo-distantsiur-stsavlebaze-gadasvla/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62929.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211104T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211104T143000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211103T142711Z
LAST-MODIFIED:20240201T113450Z
UID:10000485-1636036200-1636036200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება: კორპუსი\, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის\, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება თემაზე: „კორპუსი\, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის“. \nმომხსენებლის შესახებ \nმიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება\, უცხოური ენის სწავლება\, მულტილინგვალიზმი\, ტრანსლინგვიზმი\, ინგლისური\, როგორც lingua franca\, საზღვარგარეთ სწავლა\, სოციალური ქსელების ანალიზი\, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში.\nამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition\, Instruction\, and Use. \nმოხსენების შესახებ \nპროფესორ პარადოვსკის მოხსენება შეეხება კორპუსის ლინგვისტიკის მნიშვნელობას ენის სპეციალური მიზნებისთვის სწავლებისა და დარგობრივი ტექსტების თარგმნის სფეროში. ენის კორპუსების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ იგი წარმოადგენს მაგალითებს იურიდიული და კულინარიული თემატიკის ტექსტებიდან. \nდრო: 4 ნოემბერს\, 14:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით \nშეხვედრაზე დასწრების მონაცემები \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow \nMeeting ID: 834 7022 1812 \nPasscode: 333026 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mihal-b-paradovskis-mokhseneba-korpusi-rogorts-autsilebeli-resursi-mthargmnelisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62930.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211101T073829Z
LAST-MODIFIED:20240201T113445Z
UID:10000482-1636135200-1636135200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია: მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები. \nპროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“. \nჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია\, პოლიტიკის მეცნიერებები\, სოციოლოგია\, კულტურის კვლევები\, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ. \nშესრულებული კვლევების საფუძველზე მიმდინარე წელს დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey-ს სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დასაბეჭდად მზადდება ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული. \nსპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად\, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხების და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების\, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით\, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის\, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა. \nკონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wtc7e1 \nშეხვედრა ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმის მეშვეობით და მასზე დასწრებას შეძლებთ მისამართზე: https://bit.ly/3BA4Tp8 \nასევე უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტრანსლირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე\, მისამართზე: https://www.facebook.com/Iliauni \nკვლევების შესახებ \nკვლევებში გამოკვეთილია თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის წარმოქმნისა და დინამიკის გარდამტეხი მომენტები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. გენეალოგიური პერსპექტივა საშუალებას იძლევა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების ეტაპებს დავაკვირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში: \n\nსაქართველოში რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდში ქართული ნაციონალიზმის გენეზისის დროს (მე-19 ს. მეორე ნახევრიდან);\nპირველი რესპუბლიკის\, ერის სახელმწიფოს მშენებლობის მოკლე მონაკვეთში (1918-1921);\nსაბჭოთა პერიოდის რადიკალური და ხშირად ტრავმული ტრანსფორმაციების ხანაში (1921-1991);\nპოსტსაბჭოთა ეპოქაში\, როდესაც კოლექტიური მეხსიერების მორიგი\, ფუნდამენტური რეკონფიგურაციის ყოვლისმომცველი პროცესი დაიწყო.\n\nკონკრეტულად\, ავტორებისა და მომხსენებლების ფოკუსში მოექცა უმნიშვნელოვანესი მეხსიერების ადგილები\, რომლებიც განაპირობებენ ქართული საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებას და კოლექტიურ მეხსიერებას\, მათ შორის: \n\nილია ჭავჭავაძე\, როგორც სიმბოლური ფიგურა და მეხსიერების ადგილი;\nქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი;\nსტალინის ძეგლები\, როგორც კონფლიქტური მეხსიერების ადგილები;\nთბილისის\, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობისა და კულტურული მეხსიერების სიმბოლური არე;\nდავით IV აღმაშენებლის და დიდგორის ბრძოლის ნარატივი\, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ისტორიული წარმოდგენების წყარო;\nეროვნული იდენტობისა და მეხსიერების ადგილების კონსტრუირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ იმიგრანტებში.\n\nდრო: 5 ნოემბერი\, 18:00-20:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით მისამართზე https://bit.ly/3BA4Tp8 \n2021 წელი \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-saangarisho-konpherentsia-mekhsierebis-adgilebi-da-qarthuli-natsionaluri-identobis-simboluri-garemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211108T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211108T200000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211104T095202Z
LAST-MODIFIED:20240201T113443Z
UID:10000481-1636401600-1636401600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:UNILAB CYBERTALKS: ციფრული კომუნიკაციები
DESCRIPTION:თანამედროვე ტექნოლოგიებმა კომუნიკაციები ციფრულ რეალობაში გადმოანაცვლა და ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის წერტილად ინტერნეტსივრცე შეარჩია. \n8 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გამართულ ლაივშეხვედრაზე ამ სფეროთი დაინტერესებულთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გამოცდილი მენტორები ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხებენ. \nლექციაზე იმოგზაურებთ ციფრული კომუნიკაციების ლაბირინთებში და შეიტყობთ\, როგორ იპოვოთ მომხმარებლამდე მიმავალი გზა. \nმომხსენებლები გაგიზიარებენ\, რა უნარებსა და გამოცდილებას შეიძენ\, თუ ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების პროგრამას უნილაბში გაივლი და მოგიყვებიან აქამდე განხორციელებული პროექტების შესახებ. \nლექციის სპიკერები: \n\nმარიამ მიხანაშვილი\, უნილაბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი\, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების ხელმძღვანელის ასისტენტი;\nელენე ჯიქიძე\, უნილაბის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული\, ილიაუნის სოციალური მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი\, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების მენტორი;\nსალომე ნინაშვილი\, უნილაბის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული\, კომპიუტერული განვითარების კურსის ლექტორი\, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების მენტორი.\n\nშემოგვიერთდი\, თუ კიბერარმიაში შემობიჯებას გეგმავ და გადაწყვეტილების მიღებამდე კითხვებზე პასუხები გჭირდება. \nფეისბუქგვერდი:  https://bit.ly/3lzTLnw \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilab-cybertalks-tsiphruli-komunikatsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62736.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211108T060100Z
LAST-MODIFIED:20240201T113441Z
UID:10000480-1636657200-1636657200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-6 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში\, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. \nკვირეული 180-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 40 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება\, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. \n8-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებებს\, სემინარებსა და საჯარო ლექციებს\, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ გაიმართება. \nკვირეულის ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \nკვირეულის განრიგი: \n\nთემა: Tech Talk \nდრო: 11 ნოემბერი\, 19:00 საათი \nმომხსენებელი: არჩილ ლაზარიაშვილი\, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი \nადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი  \nვრცლად: https://bit.ly/3obbj9H \n\nთემა: startup night \nდრო: 12 ნოემბერი\, 19:00 საათი \nმომხსენებელი: გიორგი ჩუგოშვილი\, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი \nადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი \nვრცლად: https://bit.ly/3GRyHSj \n\nთემა: მდგრადი განვითარება მეწარმეობაში \nდრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nმომხსენებლები: \n\nმარიამ ფესვიანიძე\,პარკი არ მინდას დამფუძნებელი;\nსანდრო ლილუაშვილი\,კომპანია ტენეს დამფუძნებელი\n\nადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი \nვრცლად: https://bit.ly/3q3XQTG \n  \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62776.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211108T063800Z
LAST-MODIFIED:20240201T113439Z
UID:10000479-1636657200-1636657200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული: Tech Talk
DESCRIPTION:11 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას Tech Talk-ი. \nმომხსენებელი\, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი არჩილ ლაზარიაშვილი\, გაგვაცნობს ინფორმაციას კომპანიის შესახებ\, დეტალურად მოგვიყვება მისი საქმიანობის შესახებ – როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი\, ფოტოგრამეტრიული აეროგადაღება\, მონაცემთა დამუშავება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით. \nWeScan Georgia გვთავაზობს რეალობის ახალი განზომილებას 3D ფოტორეალისტური სკანირების საშუალებით\, თანამედროვე მეთოდით\, რომელიც გარშემო არსებული სინამდვილის ციფრულ სამყაროში გადატანას ემსახურება. \nშეხვედრის დრო: 11 ნოემბერი\, 19:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-tech-talk-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62807.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211112T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211112T120000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211108T064000Z
LAST-MODIFIED:20240201T113435Z
UID:10000478-1636718400-1636718400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული: startup night
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია “startup night”. \nშეხვედრის მომხსენებელი იქნება სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი\, რომელიც მოგიყვებათ საკუთარი წარმატების შესახებ\, ასევე კომპანიის სიახლეებსა და დაბრკოლებებზე. \n„Phubber“\, ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის\, მომხმარებელს საშუალებას აძლევს\, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა. \nაღნიშნული ქართული სტარტაპი მსოფლიოს უმსხვილესი აქსელერატორის 500 სტარტაპის ტოპ 5 საუკეთესო კომპანიაში მოხვდა. \nშეხვედრის დრო: 12 ნოემბერი\, 19:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი  \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-startup-night-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62805.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211112T122500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211112T122500
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211112T082400Z
LAST-MODIFIED:20240201T113431Z
UID:10000476-1636719900-1636719900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევიდან პრაქტიკამდე“ მონაწილეობის მისაღებად
DESCRIPTION:2022 წლის 29-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 47-ე ყოველწლიურ ჰიბრიდულ კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. \nკონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. \nკონფერენციის თემატიკა \nრა შეიძლება გავაკეთოთ\, რომ კარგმა პედაგოგიურმა კვლევამ სწავლება გააუმჯობესოს? რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის\, რომ პროცესის უწყვეტობა უზრუნველყოთ – აუდიტორიაში მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში იქნეს გამოყენებული და ამ პროცესმა ხელი შეუწყოს ახალი კვლევითი კითხვების ფორმირებას\, რომლებიც ახალი ინფორმაციის მოძიების საჭიროებას გააჩენს და ამგვარად შევძლებთ\, გავერკვეთ\, რა გვგონია\, რომ „ვიცით“\, რა მიმართულებები უნდა მიეცეს ახალ კვლევას\, რათა უკეთ ვემსახუროთ სტუდენტებსა და სწავლების პროცესში ჩართულ პირებს ყოველდღიური საქმიანობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ\, როგორ შეუძლია 21-ე საუკუნის კვლევას განაგრძოს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება. \nეს კითხვები გასდევს ლაიტმოტივად IUT კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. \nგანაცხადების მიღებასთან დაკავშირებული დეტალები \nკონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაგრძელდება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. \nგანაცხადები მიიღება სხვადასხვა ფორმატით – შესაძლებელია ჰქონდეს ნაშრომის\, პლაკატის\, დისკუს-პანელის\, სამუშაო შეხვედრისა და მრგვალი მაგიდის ფორმა. \nდეტალური ინფორმაცია განაცხადების მიღებასა და კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე: www.iutconference.com. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganatskhadebis-migheba-saerthashoriso-konpherentsiashi-kvlevidan-praqtikamde-monatsileobis-misaghebad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211113T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211113T160000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211105T104900Z
LAST-MODIFIED:20240201T113428Z
UID:10000474-1636819200-1636819200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკის ფედერალური მოსამართლის\, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ამერიკის ფედერალური მოსამართლის\, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექციაზე. \nლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით. \nლექციაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებმა საჭიროა წინასწარ გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 11 ნოემბრისა (23:59 საათი). \nრეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://tinyurl.com/3mh2v5fh \nგაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 რეგისტრირებული პირი\, რომლებსაც ადრე ექნებათ რეგისტრაცია გავლილი\, ამასთან აკმაყოფილებენ / დააკმაყოფილებენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქმედ მოთხოვნებს. * \nსაჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები 12 ნოემბერს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: \n\nშეხვედრის ბმულს დისტანციურ ფორმატში მონაწილეობისთვის;\nშეხვედრის ადგილს ფიზიკურად დასწრებისთვის.\n\nმომხსენებლის შესახებ \nმოსამართლე ვირჯინია ქოვინგთონი ფლორიდის შუა ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლედ 2004 წლის 7 სექტემბერს დაინიშნა. მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა თანამდებობაზე დაამტკიცა. ის გახდა პირველი ლათინო ამერიკული წარმოშობის მოსამართლე\, რომელმაც ფლორიდის შუაოლქში ეს თანამდებობა დაიკავა. ვირჯინია ქოვინგთონს აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა მოსამართლეებთან ლათინური ამერიკის ქვეყნებში\, ისეთ თემებზე\, როგორებიცაა სასამართლო ეთიკა და სასამართლო მენეჯმენტი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო\, მათ შორის – გამორჩეული სამსახურისა და მრავალწლიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. \nლექციის შესახებ \nსაზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ლექციაზე მოსამართლე ქოვინგთონთან ერთად ვისაუბრებთ დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე\, მიმოვიხილავთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიას და მოსამართლე უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. \nმოდერატორი \nთამარ გურჩიანი\, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 13 ნოემბერი\, 16:00 საათი \nფორმატი: ჰიბრიდული \n\n*ფიზიკურ სივრცეში ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები \nღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წინასწარ წარმოდგენილი ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აუცრელი პირები ლექციაზე დაიშვებიან ადგილზე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ტესტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ორგანიზატორი. საჭიროებისას სწრაფი ტესტირება ჩატარდება ორგანიზატორის ხარჯით. სწრაფი ტესტირების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ 15:30 საათზე გამოცხადდეთ უნივერსიტეტში\, მეილზე მიღებულ მისამართზე. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikis-phederaluri-mosamarthlis-virjinia-qovingthonis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62773.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211113T190000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211104T063506Z
LAST-MODIFIED:20240201T113422Z
UID:10000473-1636830000-1636830000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული: მდგრადი განვითარება მეწარმეობაში
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია „მდგრადი განვითარება მეწარმეობაში“. \nშეხვედრაზე წარმატებული ანტრეპრენერები მოგიყვებიან თავიანთი საქმიანობის\, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. \nშეხვედრის მომხსენებლები იქნებიან: პარკი არ მინდას დამფუძნებელი მარიამ ფესვიანიძე და ტენეს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი \nტენე კომპანია ჯინვენტორის მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი „მწვანე“ USB კაბელია\, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას. \nპარკი არ მინდა ეკოსაგანმანათლებლო პროექტია\, რომლის მიზანია შემოგთავაზოთ ყოვლისმომცველი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები საქართველოში ეკოლოგიურად უფრო სუფთა ცხოვრებისათვის. \nშეხვედრის დრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი  \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-mdgradi-ganvithareba-metsarmeobashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62808.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211122T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211122T170000
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211116T061700Z
LAST-MODIFIED:20240201T113420Z
UID:10000471-1637600400-1637600400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია: პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსის პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი\, შემუშავებული საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი მკვლევრების მონაწილეობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, USAID საქართველოსა და HICD-ის მხარდაჭერით. \nდეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3nivEKT \nპროფესიული გაერთიანება საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განიხილება მკვლევრისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული პასუხისმგებლობა და მოვალეობები\, პროფესიული ქცევის ზოგადი პრინციპები\, გამჟღავნების წესები საზოგადოებრივი აზრისა და თვისებრივი კვლევებისთვის\, ასევე Edison Research-ის მიერ საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლები\, როგორც მაღალეთიკური კვლევის მაგალითი. მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \nშეხვედრის მონაცემები \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3CbdtuY \nMeeting ID: 829 6668 5058 \nPasscode: 868897 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 ნოემბერი\, 17:00-19:00 \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის გამოყენებით; პირდაპირი ტრანსლაცია (ლაივი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-prophesiuli-ethikisa-da-qtsevis-kodeqsis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62853.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211130T120900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211130T120900
DTSTAMP:20260427T012528
CREATED:20211115T080800Z
LAST-MODIFIED:20240201T113418Z
UID:10000469-1638274140-1638274140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“
DESCRIPTION:არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის კვლევის ცენტრი“ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 30 ნოემბერს-1 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“. \nკონფერენციის შესახებ \nკონფერენცია ეძღვნება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკაში წარსულისა და აწმყოს კავშირების გაგებას და მიზნად ისახავს მოგონებებს\, ისტორიულ დისკურსებსა და სოციალურ პრაქტიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენას მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში და ასახავს რეგიონის მომავალს. \nკონფერენციაზე მრავალი სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერი შეაფასებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მრავალფეროვან პოლიტიკურ ტრაექტორიებს და გამოკვეთს ამ სახელმწიფოთა თანამედროვე პოსტსაბჭოთა მახასიათებლებს\, რომლებიც არცთუ ისე შორეული საერთო წარსულიდან გამომდინარეობს. \nკონფერენციის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/30XJo5I \nკონფერენციის ჩატარების ფორმატი და მონაწილეობა \nკონფერენცია ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nდასწრების მონაცემები \n\n30 ნოემბერი\, 2021 \nგახსნა: 09:00-10:00 \nკონფერენციის გახსნაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/30tW0Ba \n30 ნოემბერი\, 2021 \nკონფერენციის პირველი და მეორე პანელები: 15:30-19:15 \nკონფერენციის პირველ და მეორე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DhNROz \n\n1 დეკემბერი\, 2021 \nკონფერენციის მესამე\, მეოთხე და მეხუთე პანელები: 13:00-18:55 \nკონფერენციის მესამე\, მეოთხე და მეხუთე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DoZ9AE \n\nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-ra-aris-sabtchotha-postsabtchotha-sivrtseshi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62856.png
END:VEVENT
END:VCALENDAR