BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210305T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210305T200000
DTSTAMP:20260429T102143
CREATED:20210304T200354Z
LAST-MODIFIED:20240201T114208Z
UID:10000643-1614974400-1614974400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო შეხვედრა კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის შესახებ
DESCRIPTION:5 მარტს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში\, ზუმის პლატფორმაზე\, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის შესახებ. \nმომავალ პროფესიაზე\, პროგრამების სტრუქტურაზე\, სწავლების მეთოდოლოგიაზე\, დაფინანსების მოპოვების\, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: \n\n ერეკლე მაღრაძე\, კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი;\n შოთა ცისკარიძე\, პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი\, ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;\n რევაზ ტატიშვილი\, მონაცემთა ინჟინერი ”DHL ჯგუფში”\, გერმანია;\n გვანცა მჭედლიძე\, ატლას ექსპერიმენტი\, ცერნი;\n ლევან ცინაძე\, MaxinAI-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი;\n ნიკა ხვედელიძე\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.\n\nგექნებათ შესაძლებლობა\, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. \nგელოდებით ყველას\, ვინც დაინტერესებული ხართ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განათლების მიღებით\, მთელი საქართველოდან 5 მარტს\, 20:00 საათზე\, ფეისბუქლაივში. \nდაინტერესებულ აბიტურიენტებს\, მშობლებს\, მასწავლებლებს შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე –’ https://bit.ly/37Qev3d \nდრო: 5 მარტი\, 20:00 საათი \nადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/teqnologiebis-skolis-saorientatsio-shekhvedra-kompiuteruli-metsnierebebis-programis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59236.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210310T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210310T170000
DTSTAMP:20260429T102143
CREATED:20210305T093212Z
LAST-MODIFIED:20240201T114205Z
UID:10000641-1615395600-1615395600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვებინარების ციკლი  „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარებისათვის“: ჰიდროენერგეტიკის სტრატეგიული და ენერგეტიკული საკითხები
DESCRIPTION:10 მარტს\, WEG\, ილიას უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად\, იწყებს ვებინარების ციკლს – ჰიდროენერგეტიკა და მდგრადი განვითარება. სემინარებზე განხილული იქნება ჰიდროენერგეტიკის აქტუალური თემები\, მათ შორის: \n\nჰიდროელექტროსადგურების სტრატეგიული\, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა\, ენერგეტიკული უსაფრთხოება და  ჰესების ალტერნატივები;\nჰიდროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური ასპექტები\, შედეგები ქვეყნისთვის და ინვესტორისთვის;\nპროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენა და მათი შერბილება/კომპენსაცია.\nპროექტების განხორციელების ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;\nჰესების მშენებლობა და მის გარშემო მიმდინარე პროცესი: ინვესტორებთან ურთიერთობის პრინციპები\, ხარისხის მართვა და გამჭვირვალობა\n\nვებინარებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები. ძირითადი დრო დაეთმობა საზოგადოების მიერ დასმული მწვავე საკითხების განხილვას. \nვებინარების ფორმატი მოიცავს  ძირითადი მოხსენებას და პანელურ განხილვას დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.  გამოყოფილი იქნება კითხვა პასუხისა და დისკუსიის დრო. \nპირველი ვებინარი ჩატარდება 10 მარტს 17:00-19:00სთ. განვიხილავთ ჰიდროსადგურების სტრატეგიული და ტექნიკური მიზანშეწონილობის საკითხებს და მის გარშემო საზოგადოებაში დასმულ კითვებს. (იხ. დღის წესრიგი). \nჰიდროელექტროსადგურების სტრატეგიული\, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა\nდღის წესრიგი\n10 მარტი\n17:00-19:00 სთ \n17:00 – 17:10 \nშესავალი \nმურმან მარგველაშვილი (WEG\, ილიას უნივერსიტეტი) \n\nროგორ მივაღწიოთ ჰიდროენერგეტიკის მდგრად განვითარებას?\n როგორ ჩამოვაყალიბოთ კონსტრუქციული პროცესი?\n\n17:10- 17:50 \nჰიდროენერგეტიკა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება \nმურმან მარგველაშვილი (WEG\, ილიას უნივერსიტეტი) \n\nენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა.\nსაქართველოს გამოწვევები\nრა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ ჰესებმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?\n ენერგიის მოხმარების და მიწოდების გრძელვადიანი პროგნოზირება\n ჰესების ალტერნატივები (მზის და ქარის ენერგია) – როგორია მათი შესაძლო როლი?\n როგორ უნდა შეფასდეს სხვადასხვა ალტერნატივა და მოხდეს არჩევანის გაკეთება?\n\n17:50- 18:00  კითხვა-პასუხი \n18:00- 18:40 \nპანელური დისკუსია – ჰესების სტრატეგიულ და ენერგეტიკულ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასმული კითხვების განხილვა \nსექტორის სპეციალისტები: გიორგი აბულაშვილი\, არჩილ კოხტაშვილი\, დავით მირცხულავა \n\nარსებული ჰესების ფუნქციონირება და შედეგები;\nგანახლებადი წყაროების ინტეგრირება ქსელში;\n მიმდინარე პროექტები – თბო\, მზე\, ქარი და მათი შესაძლო\n წვლილი;\nენერგოეფექტიანობა და ენერგიის მოთხოვნის პროგნოზი;\nიმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობები.\n\n18:40 – 18:50 შეჯამება \nზუმის შეხვედრის ლინკი: http://bit.ly/388Tr8c \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vebinarebis-tsikli-hidroenergetikis-mdgradi-ganvitharebisathvis-hidroenergetikis-strategiuli-da-energetikuli-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59246.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210315T113100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210315T113100
DTSTAMP:20260429T102143
CREATED:20210315T073000Z
LAST-MODIFIED:20240201T114204Z
UID:10000639-1615807860-1615807860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში
DESCRIPTION:ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრთან და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით. \nაკადემიური წერის დარგში თანამშრომლობით პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს\, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები\, ვისაც ინგლისურ ენაში აქვს მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის გაერთიანებული საერთაშორისო აუდიტორია: აკადემიურ წერაში პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება \nრას გულისხმობს აკადემიურ წერაში პარტნიორობა? \nერთი სემესტრის განმავლობაში\, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი\, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე და და სხვადასხვა დისციპლინის შემსწავლელი 2-4 სტუდენტი ერთობლივად მუშაობს ჯგუფის მიერვე შერჩეულ აკადემიური წერის პროექტზე. დასაშვებია მუშაობა როგორც აკადემიურ ესეიზე\, ისე სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე\, მაგალითად ანგარიშზე ან აკადემიურ ბლოგზე. 2021 წლის ზაფხულის სემესტრში დაგეგმილია გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) სტუდენტების ერთობლივი მუშაობა დისტანციური თანამშრომლობითი ინტერკულტურული სასწავლო (Collaborative Online Intercultural Leaning/ COIL) აქტივობის ფარგლებში. \nრას ისწავლით? \nთქვენს პარტნიორებთან ერთად გაეცნობით აკადემიური წერის სასარგებლო ტექნიკებს. საერთო წერით პროექტზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ მეტი შეიტყოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე\, ტექსტის აგებაზე\, სტილზე\, ლიტერატურის მითითებასა და პარაფრაზირებაზე. წერის პროცესის ყველა ეტაპზე დაგეხმარებიან ტუტორები. \nასევე გაიცნობთ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებს\, რომლებთან ერთად მუშაობის დროსაც შეძლებთ რეფლექსირებას თქვენს საკუთარ გამოცდილებაზე. ეს დაგეხმარებათ კულტურათშორისი უნარ-ჩვევების განვითარებაში. \nამასთანავე\, უფრო ღრმად გაიაზრებთ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წერითი ტრადიციებს. თუმცა\, უპირველეს ყოვლისა\, ეს აქტივობა საკუთარ წერის პროცესზე რეფლექსირებასა და მის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს\, რომელშიც მითითებული იქნება თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო და გამომუშავებული უნარები. \nროგორ დაიწყებთ მუშაობას? \nპირველი ორი დისტანციური სამუშაო შეხვედრა\, რომლებიც 2021 წლის აპრილში ჩატარდება\, ერთმანეთის გაცნობაში\, პარტნიორების არჩევასა და ტექსტის თემის შერჩევაში დაგეხმარებათ. ამ სემესტრის ზოგადი თემაა: \,\,ცხოვრება ახალი კორონავირუსის შემდგომ სამყაროში: საით მივდივართ?“\, მაგრამ შეგიძლიათ სხვა თემებიც აირჩიოთ. სამუშაო შეხვედრებზე მიიღებთ ცოდნას წერის პროცესის\, მისი ორგანიზებისა და პროცესზე რეფლექსირების შესახებ. \nროგორ განაგრძობთ მუშაობას? \nსაწყისი შეხვედრების შემდეგ\, წერითი პროექტის დასასრულებლად ორთვიანი პერიოდი გაქვთ. ამ დროის განმავლობაში მოსაზრებებს გაუზიარებთ პარტნიორებს და მიიღებთ უკუკავშირს მათგან.  უკუკავშირს წინასწარ ჩანიშნული დისტანციური შეხვედრების დროს ასევე მიიღებთ ტუტორებისგან. \nროგორია მუშაობის გრაფიკი? \n10-15 აპრილი: წინასწარ მუშაობა ინდივიდუალურ დავალებებზე \n17 აპრილი\, 13.00-17.00: პირველი\, საწყისი სამუშაო შეხვედრა \n18-22 აპრილი: წერითი პროექტის პირველ ვარიანტზე მუშაობა \n24 აპრილი\, 13.00-17.00: მეორე საწყისი შეხვედრა \n25 აპრილი-18 ივნისი: თანამშრომლობითი მუშაობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში; ორ კვირაში ერთხელ რეგულარული დისტანციური შეხვედრები ტუტორებთან. \n19 ივნისი\, 13.00 – 17.00: დამასრულებელი დისტანციური სამუშაო შეხვედრა \nრა მოეთხოვებათ მონაწილეებს? \nროგორც პროექტის მონაწილეს\, მოგეთხოვებათ: \nა) დავალების მომზადება პირველ საწყის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე; \nბ) მინიმუმ სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა; \nგ) სემესტრის განმავლობაში თქვენს ჯგუფთან მუშაობა (ჯგუფთან და ტუტორთან ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა)\, წერითი პროექტის (წინასწარი) ვარიანტების რეგულარულად წარდგენა. \nროგორ მივიღო მონაწილეობა? \nდაინტერესების შემთხვევაში\, გადადით ამ ბმულზე და დარეგისტრირდით   2021 წლის 10 აპრილამდე. ამის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებსა და პირველ დავალებას. \nინფორმაცია ინსტრუქტორების/ტუტორების შესახებ\, რომლებიც გაუძღვებიან კურსს: \nდოქტ. ელა გრისჰამერი  2008 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერას. ამჟამად იგი გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიას (International Writing Lab) ხელმძღვანელობს. \nდოქტ. მელანი ბრინკშულტე 2001 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერასა და გამოყენებით ლინგვისტიკას. იგი გოტინგენტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიაში ძირითადი კომპეტენციებისა და კულტურათშორისი ინტერაქციის მიმართულებას\, კულტურათშორის სწავლებასა და გერმანულის\, როგორც უცხო/მეორე ენის დეპარტამენტს უძღვება. \nანეტ მუდო (M.A.) გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიის მასწავლებელი და კონსულტანტია. 2012 წლიდან ერთობლივი აკადემიური წერის დარგში  იგი შერეული სწავლისა და სწავლის მართვის სისტემებს  (LMS) იყენებს. \nარ გამოტოვოთ შესაძლებლობა\, მიიღოთ კულტურათშორისი გამოცდილება\, რომელსაც  აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტი გთავაზობთ! \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetisa-da-gotingenis-universitetis-erthoblivi-saerthashoriso-kursi-akademiuri-tseris-gamotsdileba-distantsiur-phormatshi/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59732.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210318T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210318T190000
DTSTAMP:20260429T102143
CREATED:20210305T075117Z
LAST-MODIFIED:20240201T114200Z
UID:10000636-1616094000-1616094000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა ისტორიის თვე 2021
DESCRIPTION:ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება დამისი მიზანი ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის\, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათამიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების შესახებ ონლაინ- კამპანიითა და სხვადასხვა ღონისძიებით. \nტელესერიალის„დაუჯერებელი“ განმეორებითი ჩვენება და დისტანციური დისკუსია \nქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი მინი ტელესერიალის „დაუჯერებელის” განმეორებითი ჩვენებითა და დისტანციური დისკუსიით შეუერთდება. \nდისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/25x9j2ba \nდისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/36h8e7v3 \nბოლო წლებში საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პოლიტიკა გაუმჯობესდა\, თუმცა სექსუალური ძალადობის მიმართულებით მიდგომა პრაქტიკულად უცვლელია. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გამოვლენილმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა ცხადყო სქესობრივი დანაშაულების შესახებ არსებული კანონმდებლობის და მისი იმპლემენტაციის ხარვეზები. \nმინი ტელესერიალი „დაუჯერებელი“ ნამდვილ ამბავზეა აგებული და სერიული გაუპატიურების შემთხვევათა გამოძიებაზე მოგვითხრობს. სერიალი კარგად აჩვენებს\, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი\, როცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა და საზოგადოება მას სათანადოდ არ ეპყრობა. \nმომხსენებელები: \nთამარ დეკანოსიძე\, ორგანიზაცია Equality Now-ის ევრაზიის კონსულტანტი; \nგოგა ხატიაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი \nმოდერატორი: \nმარიამ გორგოშაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nდრო: 18 მარტი\, 19:00 საათი \n___________________________________________________________________________________________________ \nფილმის „მონა ლიზას ღიმილი“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია \nფილმი „მონა ლიზას ღიმილი“ მოგვითხრობს კეტრინ ანა უოტსონის ისტორიას. იგი კალიფორნიიდან მასაჩუსეტსის შტატში მიემგზავრება ველესლის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მასწავლებლად. ფილმი ასახავს1950-იანი წლების ამერიკელი ქალების ცხოვრებას და მათ როლს საზოგადოებაში. \nახალგაზრდა მასწავლებელმა ქალმა\, ანამ უნდა შეძლოს და დაეხმაროს მოსწავლეებს მკაცრ საზოგადოებრივ ნორმებსა და ინტელექტუალურ თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთებაში. \nდისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/25x9j2ba \nდისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/4dfk9fsy \nმომხსენებელები: \nმანანა კაპეტივაძე\, ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი\, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატი (2018 წ.) \nლადო აფხაზავა\, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი\, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატი (2017 წ.) \nმოდერატორი: \nმარიამ ხარებაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-istoriis-thve-2021/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59245.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210320T190000
DTSTAMP:20260429T102143
CREATED:20210317T102521Z
LAST-MODIFIED:20240201T114200Z
UID:10000634-1616266800-1616266800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეროვნული ფესტივალი „SCIENCE ON STAGE“ – მეორე საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:20 მარტს\, შაბათს\, 19.00 საათზე\, გაიმართება „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“) მეორე საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ვიწვევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს. გაგაცნობთ სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ\, რომელიც 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები საფესტივალო პროექტებისა და ფესტივალის ორგანიზაციული საკითხების შესახებ. \nფესტივალის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. \nშეხვედრა ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით.\nშეხვედრის ბმული: http://bit.ly/30QmucH \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erovnuli-phestivali-science-on-stage-meore-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59312.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210330T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210330T170000
DTSTAMP:20260429T102143
CREATED:20210326T065155Z
LAST-MODIFIED:20240201T114155Z
UID:10000632-1617123600-1617123600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:30 მარტს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში გამართავს ქართველ პოეტ ქალთა ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაციას. წიგნი საფრანგეთში გამომცემლობა L’Inventaire-მა გამოსცა. მისი მთარგმნელია ბაჩანა ჩაბრაძე\, საფრანგეთში მოღვაწე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. \nეს არის ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემა\, რომელიც მხოლოდ ქალებს ეთმობა. ანთოლოგიაში შევიდა ლია სტურუას\, მაია სარიშვილის\, ელა გოჩიაშვილის\, რუსუდან კაიშაურის\, დიანა ანფიმიადის\, ეკა ქევანიშვილის\, ლია ლიქოკელის\, ლელა ცუცქირიძის\, ირმა შიოლაშვილის\, კატო ჯავახიშვილის\, ლელა სამნიაშვილის\, მარიამ წიკლაურის\, ნატო ინგოროყვას\, ნინო სადღობელაშვილისა და თეა თოფურიას ლექსები. \nწიგნი გამოიცა მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ხელშეწყობით. \n„ისინი თხუთმეტნი არიან\, თხუთმეტი ქალი\, დაბადებული პატარა საქართველოში\, არც ისე კარგად ცნობილ\, მაგრამ უძველესი ცივილიზაციების ქვეყანაში. ისინი არიან ჟურნალისტები\, მწერლები\, მასწავლებლები\, მთარგმნელები\, მხატვრები\, დრამატურგები და წარმოადგენენ მრავალ თაობას (ყველაზე ასაკოვანი 1939 წელს არის დაბადებული\, ყველაზე ახალგაზრდა კი 1986 წელს). რამდენიმე მათგანი პროზაული ტექსტებით\, წერილებითა და ესეებითაცაა ცნობილი. მათი ლექსები მათ ცხოვრებას ეძღვნება\, მათ ქვეყანას\, მათ ზღვას და მთებს\, უნივერსალურ მითებს\, რომლებიც ხშირად მათთან განუყრელ კავშირშია: განა საქართველოში არ გვეგულება ოქროს საწმისი?! ეს ავტორები წერენ ომზეც\, ჭრილობებზეც\, ცრემლებზეც\, სიკვდილზეც\, მაგრამ ასევე ნუგეშზე\, „გიჟებსა” და „ნორმალულებზე“\, სიჩუმის ხმაზე\, სიყვარულსა და მის არარსებობაზე. და თუ საქართველო ასე შორს გვეჩვენება\, სამაგიეროდ\, იგი ოდნავადაც არ არის მოწყვეტილი (პირიქით) ევროპულსა და ანტიკურ კულტურას\, რაც მუდმივად გამოსჭვივის ამ კრებულის ლექსებიდან. ცხადია\, ჩვენი პოეტები სიტყვებზე ლაპარაკობენ\, უპირველესად სიტყვებზე\, სიტყვათა გამოძახილზე\, ყველა სიტყვაზე\, „ნაპოვნსა თუ დაკარგულზე“\, – ნათქვამია კრებულის ანოტაციაში. \nდრო: 2021 წლის 30 მარტი\, 17:00 საათი \nღონისძიებაზე დასასწრებად\, გთხოვთ\, ეწვიოთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს: https://bit.ly/3ctqKpj \nMeeting ID: 821 7548 6280 \nPasscode: 253173 \n  \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthologiis-me-bevri-var-15-qarthveli-poeti-qali-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59646.png
END:VEVENT
END:VCALENDAR