25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“. შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე პროფესიული დისკუსიის გაღრმავება ამ სფეროში მეტი მეთოდოლოგიური სიცხადის ჩამოსაყალიბებლად, ენერგეტიკული პოლიტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე […]