BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240606T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240606T140000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240523T094901Z
LAST-MODIFIED:20240523T095559Z
UID:10005449-1717675200-1717682400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბაღი და მშობლები” - ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“
DESCRIPTION:6 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მესამე შეხვედრა თემაზე „ბაღი და მშობლები”. \nისაუბრებენ \n\nმირანდა სურმანიძე\, ბათუმის N21 საბავშვო ბაღის მეთოდისტი\nნინო თურმანიძე\, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი\n\nშეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/baghi-da-mshoblebi-vebinarebis-tsikli-sauketheso-praqtika/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/shekhvedra3_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240529T200000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240523T095502Z
LAST-MODIFIED:20240523T095502Z
UID:10005450-1716836400-1717012800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები გაიმართება
DESCRIPTION:27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის  პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები. \nსემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის\, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. \n\n27 მაისი\, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“)\n\nმნიშვნელოვანია\, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ წაკითხული რომან იაკობსონის ტექსტი: \n\nhttps://drive.google.com/file/d/1MLNjDdFvUsivAIviCULJxLFBPMKbqc3x/view?usp=sharing\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \n\n29 მაისი\, 19:00 საათი – „Werther in aller Welt. Goethes Roman als Modell für eine transnationale Perspektive auf Literatur“ („ვერთერი მთელს მსოფლიოში. გოეთეს რომანი ტრანსნაციონალური პერსპექტივიდან“)\n\nსამუშაო ენა: გერმანული \n\nმარკ-გეორგ დერმანი გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (ბერლინი). მისი კვლევის სფეროებია ეპოსის ისტორია\, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ურთიერთმიმართებები\, ლიტერატურა და ისტორია\, ანტიკურობის რეცეფცია ლიტერატურაში\, კულტურის ტრანსფერი ინგლისსა და გერმანიას შორის. \nმომხსენებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Prof. Dr. Mark-Georg Dehrmann — Institut für deutsche Literatur (hu-berlin.de) \nსამუშაო ენები: ინგლისური\, გერმანული \nდრო: 27 მაისი\, 29 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\,  გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-avstriul-bibliothekashi-prophesor-mark-georg-dermanis-sajaro-seminarebi-gaimartheba/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/8b433b9f27c97abe2296934ab1499642_83459-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240515T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240518T170000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240429T122417Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005435-1715760000-1716051600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ასტროლაბი“ – ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი საქართველოში მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:15-დან 18 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართება ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი „ასტროლაბი”. \nვორკშოპის მიზანია ასტროფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 4 დღის განმავლობაში შეუქმნას შესაბამისი კვლევითი გარემო\, სადაც ისინი არა მარტო მოისმენენ გამორჩეულ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციებს\, არამედ მათი დახმარებით თავად დაამუშავებენ კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებებს და შეძლებენ მათ ვიზუალიზაციას. \nმსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან საუბრის საშუალება მოსწავლეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს\, რამდენიმე დღით თავი ამ დარგის ნაწილად იგრძნონ. \nვორკშოპებს გაუძღვებიან: \n\nდოქტ. ადრიანა პირესი\, მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების ცენტრი\, ჩინეთის სამეცნიერო აკადემია\, (ჩინეთი) და პოტსდამის ასტროფიზიკის ლაიბნიცის ინსტიტუტი (გერმანია);\nპროფ. რობერტო ტუროლა\, პადოვის უნივერსიტეტი (იტალია);\nპროფ. ნინო ჩხეიძე\, პროფ. ანდრია როგავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;\nპროფ. ზაზა ოსმანოვი\, თავისუფალი უნივერსიტეტი.\n\nდოქტორი ადრიანა პირესი ერთ-ერთი წამყვანი დამკვირვებელია მაღალი ენერგიების მიმართულებით. მისი აღმოჩენილია იზოლირებული პულსარების ყველაზე უცნაური და გამორჩეული კლასის\, ე.წ. შესანიშნავი შვიდეულის\, რამდენიმე წყარო. \nპროფესორი რობერტო ტუროლა იკვლევს ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და შავ ხვრელებს და ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერია მსოფლიოში. \nქართველი პროფესორები – ზაზა ოსმანოვი\, ანდრია როგავა და ნინო ჩხეიძე – აწარმოებენ ნეიტრონული ვარსკვლავებისა და გიგანტური შავი ხვრელების კვლევებს. \nლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nვორკშოპის პრაქტიკულ ნაწილებში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9 და უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებს. \nღონისძიების დეტალური განრიგი იხ: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/83239.pdf \nგთხოვთ\, 10 მაისის 24:00 საათამდე რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე https://forms.gle/DgHgaKSGE3iCgypu9 \nშერჩეული კანდიდატები მიიღებენ დასტურის მეილს. \nსამუშაო ენები: ინგლისური და ქართული \nვორკშოპი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/astrolabi-astrophizikis-pirveli-praqtikuli-vorkshopi-saqarthveloshi-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/1084807295cd275bb010537ea3b0a31e_83238.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240429T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240430T180000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240429T111756Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005429-1714410000-1714500000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“ – საერთაშორისო ვორკშოპი/ტრენინგი
DESCRIPTION:29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“. \nმარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და  ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის\, ტერასის საექთნო სკოლისა და ოკუპაციური კვლევითი ცენტრის პროფესორია (UAB Escola Universitària d’Infermeria i Teràpia Ocupacional de Terrassa\, EUIT/UAB). \nსალვადორ სიმო\, UVic-UCC კატალონიის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი\, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური ინოვაციების კვლევითი გუნდის კოორდინატორია. მისი კვლევითი სფეროებია: სოციალური ინოვაცია და მეწარმეობა\, ოკუპაციური მეცნიერება/თერაპია და ფსიქიკური ჯანმრთელობა\, ჯანსაღი და ინკლუზიური თემის შექმნა და კვლევითი პროექტების განვითარება. \nვორკშოპები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიებში და მათ დაესწრება პროექტში ჩართული გუნდი\, მათ შორის სტუდენტები და ლაბორატორიებში მხარდაჭერით დასაქმებული პირები. \nმონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები. \n29 და 30 აპრილსა და 1 მაისს\, 17:00-დან 20:00 საათამდე\, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექციები/ტრენინგი ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.  იხილეთ პროგრამა. \nსაერთაშორისო ვორკშოპი ტარდება საქართველო I2Q – ინოვაცია\, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს (CIF-2023-04) ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით. \nპროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის” მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/ მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) შექმნა\, რომელიც გამოყენებული იქნება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის პრაქტიკის სივრცედ. ჰაბის ფარგლებში გაანალიზდება შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაო\, განისაზღვრება შშმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 29-30 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/monatsileoba-da-aghdgena-dasaqmebis-khelshetsqhobith-samushaos-mkhardatcheris-strategiebi-da-sotsialuri-metsarmeoba-saerthashoriso-vorkshopi-treningi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/ac45c1e577359810d2609bf396a32835_83195-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240419T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240419T200000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240416T124338Z
LAST-MODIFIED:20240416T124338Z
UID:10005422-1713553200-1713556800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„შეხვდით ავსტრიელებს\, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი\, კულტურა და მდგრადობა - რა თემაზე ვსაუბრობთ?“ – ინტერაქციული ვორკშოპი
DESCRIPTION:19 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქციული ვორკშოპი „შეხვდით ავსტრიელებს\, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი\, კულტურა და მდგრადობა – რა თემაზე ვსაუბრობთ?“. \nვორკშოპის შესახებ \n\nრა გვამოძრავებს დღეს ჩვენ ავსტრიასა და საქართველოში?\nრა გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემო ბიზნესზე?\nრა გავლენას ახდენს კულტურული განსხვავება ბიზნესზე?\nრა უნდა გავითვალისწინოთ კორპორაციულ კონტექსტში ინტერკულტურულ ურთიერთობებში ჩართვისას?\nროგორია ავსტრიული მიდგომა? რას ფიქრობენ ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოში?\n\nმომხსენებლები \nალექსანდრე ბურკა\, პროფესორი\, დოქტორი\, ხელოვნების მაგისტრი\, ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციის დარგში; ავტორი კურსებისა – საერთაშორისო კომპეტენციები\, ინტერკულტურული მენეჯმენტი და რუსული როგორც უცხო ენა. მას აქვს 60 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საწარმოებში\, სხვადასხვა დარგში\, 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება. \nკლაუდია მაილერი\, ხელოვნების ბაკალავრი\, ხელოვნების მაგისტრი\, ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების (ავსტრია) უნივერსიტეტის ლექტორი. უძღვება ლექციების კურსს მარკეტინგში\, მენეჯმენტის კვლევის მეთოდებსა და მრავალფეროვნებაში. იგი ხელმძღვანელობს ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის გენდერისა და მრავალფეროვნების სექტორს და ორგანიზაციის მასშტაბით ინკლუზიური სამუშაო გარემოს ადვოკატია. მისი კვლევის სფეროა: სოციალური საკითხები\, მრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილების თემებსა და ენერგიის გარდაქმნის საკითხებში ჩართულობის მეთოდები ავსტრიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvdith-avstrielebs-shekhvdith-qarthvelebs-biznesi-kultura-da-mdgradoba-ra-themaze-vsaubrobth-interaqtsiuli-vorkshopi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/vorqshopi_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240418T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240418T200000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240416T121851Z
LAST-MODIFIED:20240416T121851Z
UID:10005421-1713466800-1713470400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია მასალები – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“
DESCRIPTION:18 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინარების ციკლის მეორე შეხვედრა „ღია მასალები”. \nისაუბრებენ: \n\nლუიზა ბერიძე\, ბათუმის N34 საბავშვო ბაღის აღმზრდელი\nხატია კონცელიძე\, ბათუმის N35 საბავშვო ბაღის პეც. პედაგოგი\n\nშეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-masalebi-vebinarebis-tsikli-sauketheso-praqtika/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/shekhvedra2_web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240408T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240408T110000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240327T094241Z
LAST-MODIFIED:20240327T094241Z
UID:10005399-1712570400-1712574000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში - დოქტორ მიხა ვერნერის სემინარი
DESCRIPTION:8 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში”. \nაკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის\, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე\, გვალვებსა და წყალდიდობებზე\, ასევე წყლის განაწილებასა და წყალსაცავის ექსპლუატაციაზე ფოკუსით. ამჟამად H2020 ევროპული მსხვილი კვლევითი პროექტის კოორდინატორი და მთავარი მკვლევარია\, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნას სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით\, კლიმატის ცვლილებასა და გვალვასთან ადაპტაციის მიზნით. ვერნერი  IHE Delft-ის წარმომადგენელია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გვალვის მართვის საერთაშორისო პროგრამაში (IDMP) და მუშაობს ნიდერლანდების მთავრობის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში მტკნარი წყლისა და გვალვის შესახებ. \nსემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს: \n\nშესავალი გვალვისა და წყლის დეფიციტის საკითხებში;\nგვალვის რისკის პოლიტიკის სამი კომპონენტი: გვალვის მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება; რისკის შეფასება და ადაპტაცია;\nკლიმატის სერვისები გვალვის მართვისა და ადრეული გაფრთხილების მხარდასაჭერად;\nსაქართველოში მდინარე ალაზნისა და იორის აუზებში სერვისის მომხმარებლებთან ერთად კლიმატის სერვისების თანამონაწილეობრივი შექმნა.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gvalvis-marthva-klimatis-tsvlilebis-pirobebshi-doqtor-mikha-verneris-seminari/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,სემინარები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-sabu.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240403T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T150000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240327T105638Z
LAST-MODIFIED:20240327T111831Z
UID:10005400-1712156400-1712329200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ – ონლაინტრენინგი
DESCRIPTION:3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ. \nტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების\, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა. \n\nგანრიგი და განსახილველი საკითხები: \n3 აპრილი\, 15:00 საათი – „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება: ევროპული და ინსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩო“ \n\nთეონა დიასამიძე\, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი\n\n4 აპრილი\, 14:00 საათი – „აკადემიური გადაცდომების თავიდან აცილება და მართვა კვლევით სფეროში“ \n\nნინო რჩეულიშვილი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი\n\n4 აპრილი\, 16:00 საათი – „პუბლიკაციის გამოქვეყნების და საავტორო ეთიკა – პოლიტიკის განსაზღვრა“ \n\nთამარ ბასიშვილი\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი\n\n5 აპრილი\, 15:00 საათი – „კეთილსინდისიერების პრინციპები კვლევაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები“ \n\nგიგა ხოსიტაშვილი\, ბიზნესის\, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი\n\nშესაძლებელია როგორც ერთ\, ასევე რამდენიმე შეხვედრაზე დასწრება. \n\nშეხვედრები გაიმართება ონლაინ და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციაბმულზე https://shorturl.at/tBL69 \nდეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-ethika-da-kethilsindisiereba-onlaintreningi/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/ethika_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240401T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240401T190000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240326T072232Z
LAST-MODIFIED:20240326T072232Z
UID:10005394-1711990800-1711998000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში" - ეკა ჭყოიძის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:1-ელ აპრილს\, 17:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში”. \nათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის\, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის მონასტრის სატრაპეზოში. \nფრესკას ახლავს შესაბამისი წარწერები\, რომლებიც ქართული სამეცნიერო წრეებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. \nმოხსენებაში განხილული იქნება ეს ფრესკა\, მისი წარწერები და მათი მნიშვნელობა\, კახეთის სამეფოს მნიშვნელობა საერთაშორისო კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1-ელი აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-kakhtha-mephis-1518-20-1574-saqtitoro-tsartserebi-athonis-philotheosis-monastershi-eka-tchqhoidzis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/kakhtha-mephe-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240318T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240318T180000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20240307T094453Z
LAST-MODIFIED:20240312T070234Z
UID:10005377-1710781200-1710784800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ – პროფესორ რამონ ოლივერის ონლაინმოხსენება
DESCRIPTION:8 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver). \nმომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე\, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია\, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ მოდელს სითბოს მიღებისა და კარგვის წევრთა გათვალისწინებით\,ამ მოდელის გათვალისწინებით კი აღწერს სითბურ არამდგრადობას\, რომელიც იწვევს ცივი ნივთიერების წარმოქმნას. დასასრულ ერთმანეთთან დააკავშირებს კორონულ წვიმასა და სითბურ არამდგრადობას. \nმომხსენებლის შესახებ \nრამონ ოლივერი ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის (ესპანეთი) ფიზიკის ფაკულტეტის სრული პროფესორი და მზის ჯგუფის ხელმძღვანელია. მას მრავალწლიანი მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებთან. იგი არის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ახალი პროექტის (მაგნიტური ჯეტები მზის ატმოსფეროში) უცხოელი კონსულტანტი. \nფორმატი: ონლაინ\, შეხვედრა ზუმში \nბმული: https://uni-graz.zoom.us/j/6435542130?pwd=L3hiTlBIM2s3RnpLMDV1azhUUThtdz09 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 მარტი\, 17:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sithburi-aramdgradobidan-koronul-tsvimamde-prophesor-ramon-oliveris-onlainmokhseneba/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/3e47b5d3bf87e66b3308e9663f809216_82742.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210127T132400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210127T132400
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20210125T092327Z
LAST-MODIFIED:20240201T114221Z
UID:10000649-1611753840-1611753840@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის სემინარი პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების  აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის განაგრძობს სემინარების ციკლს\, რომლის მორიგი სესიები გაიმართება 27-29 იანვარს\, 20:00-22:00 საათზე. \nსემინარზე პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გაეცნობიან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო\, საინჟინრო და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს . \nSTEM-ის დარგებში (მეცნიერება\, ტექნოლოგიები\, ინჟინერია\, მათემატიკა)  კვლევისა და სამაგისტრო და სადოქტორო განათლების ხელშეწყობა საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი \n27-29 იანვარი\, 2021\, 20:00 – 22:20 p.m. (GST GMT+4) \n27 იანვარი:\nმინი-კურსი IIIA — სან დიეგოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა STEM-ში — მეცნიერება \nZoom\nრეგისტრაციის ბმული:https://bit.ly/2NALhy3\nშეხვედრის ID: 867 7300 3859\nშესასვლელი კოდი: 992055 \n28 იანვარი: \nმინი-კურსი IIIB — გამოთვლითი და საინჟინრო მეცნიერებები \nZoom\nრეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3oo1401\nშეხვედრის ID: 861 6763 8255\nშესასვლელი კოდი: 335871 \n29 იანვარი\n\nმინი-კურსი IIIC— სან-დიეგოს უნივერსიტეტის (SDSU) განათლებისა და ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამები \nZoom\nრეგისტრაციის ბმული :https://bit.ly/2Mj9Fnk\nშეხვედრის ID: 891 0745 1172\nშესასვლელი კოდი: 008600 \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/san-diegos-sakhelmtsipho-universitetis-kaliphorniis-kampusis-seminari-partniori-universitetebis-akademiuri-personalisa-da-studentebisthvis/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/01/58831.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201222T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201222T170000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20201217T123357Z
LAST-MODIFIED:20240201T114245Z
UID:10000663-1608656400-1608656400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერდისციპლინური სემინარების ციკლი: მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი
DESCRIPTION:22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინტერდისციპლინური სემინარების ციკლის „ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი სემინარი: „მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი“. \nსემინარის შესახებ \nმწვანე წყალბადის წარმოება და მოხმარება კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ბოლო წლების პოპულარული გლობალური ტენდენციაა. წყალბადისგანახლებადი ენერგიის შენახვის და დაბალანსებისთვის გამოყენება საშუალებას იძლევა მკვეთრად გაიზარდოს განახლებადი ელექტრობის წილი\, ჩანაცვლდეს წიაღისეული რესურსების გამოყენება და შესაბამისი გაფრქვევები. ევროკავშირს და ბევრ ქვეყანას შემუშავებული აქვთ კომპლექსური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები\, რომლებზეც უდიდესი ფინანსური რესურსი გამოიყოფა\, რაც მოიცავს ტექნოლოგიური კვლევის და განვითარების\, პოლიტიკისა და ბიზნესპროცესების შემუშავების საკითხებს. ერთგვარი საერთაშორისო რბოლაა გამართული ამ მიმართულებით ლიდერობის დასამკვიდრებლად. \nსემინარი დაეთმობა ე.წ. მწვანე წყალბადის თემატიკის განხილვას. კერძოდ\, თანამედროვე წყაროებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ ბოლოდროინდელ ტენდენციებზე და პრეზენტაციები ძირითადად დაეყრდნობა ბოლოდროინდელი წყაროების მიმოხილვას: \n\nწყალბადის წარმოების\, შენახვის\, ტრანსპორტირების და მოხმარების ტექნოლოგიები;\nწყალბადის გამოყენება ტრანსპორტში\, ინდუსტრიაში\, ენერგეტიკაში;\nმწვანე წყალბადი და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა;\nპრეზენტაცია ძირითადად დაეყრდნობა ბოლოდროინდელი წყაროების მიმოხილვას;\nმწვანე წყალბადის განვითარების საერთაშორისო პროცესები და ტენდენციები;\nწყალბადის პერსპექტივები საქართველოსთვის – შესაძლო როლი ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების გაზრდაში\n\nმომხსენებლების შესახებ  \n\nგიორგი ჩიქოვანი\, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი\nდავით ოთარიშვილი (H2exagOn (საფრანგეთი))\, მმართველი პარტნიორი\nმურმან მარგველაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული კვლევების მიმართულებით\, ინსტიტუტის დირექტორი\nდავით ჯოგიაშვილი\, ილიაუნის მაგისტრანტი და WEG უმცროსი მკვლევარი\n\n\nხანგრძლივობა: 1.5 საათი\nსამუშაო ენა: ქართული\nფორმატი: სემინარი ჩატარდება დისტანციურად\, პლატფორმა ზუმის გამოყენებით. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბმულით: https://us02web.zoom.us/j/84798789891\nსემინარი ითვალისწინებს მოხსენებებსა და დისკუსია-განხილვის ფორმატს.\nდრო: 22 დეკემბერი\, 17:00 – 18:30 \n2020 წელი \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interdistsiplinuri-seminarebis-tsikli-mtsvane-tsqhalbadi-mdgradi-energetikis-momavali/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/12/58630.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201212T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201212T140000
DTSTAMP:20260418T061905
CREATED:20201209T114755Z
LAST-MODIFIED:20240201T114256Z
UID:10000673-1607781600-1607781600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კოტლინის კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google დეველოპერების კლუბი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო ანდროიდის 5-კვირიან პროგრამულ ონლაინკურსს. \nყველა სასწავლო მასალა მოწოდებულია Google-გან. \nპირველი სესია გაიმართება 2020 წლის 12 დეკემბერს\, 14:00 საათზე. \nვისთვის არის ეს სასწავლო კურსი? \nკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. \nშენიშვნა: კურსს არ აქვს წინაპირობა და მასში მონაწილეობა გამოცდილების არმქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ. \nრატომ უნდა ვისწავლო ანდროიდი? \nანდროიდის პროგრამირება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა\, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობასაც. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ მარტივი ანდროიდაპლიკაციის შექმნას. \nროგორი იქნება სასწავლო მიმართულება?\n\nსტუდენტები შეისწავლიან ანდროიდს Kotlin-ის გამოყენებით\, რომელიც 100%-იან კონკურენციას უწევს Java პროგრამულ ენას. \nვრცლად სასწავლო კურსის შესახებ: \n\nკურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება Google-ის მიერ ოფიციალურად მოწოდებული 5 განსხვავებული რესურსი;\n ეს იქნება სასწავლო ინტერაქციული კურსი\, რომლის მონაწილეები მასალებს მიიღებენ და განაგრძობენ ინდივიდუალურად მუშაობას. მუშაობის პროცესი სუპერვაიზორის მეთვალყურეობით მიმდინარეობს\, რაც ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.\n\nქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეხვედრები გაიმართება Zoom-ის ონლაინპლატფორმაზე. \nრეგისტრაცია\nკურსზე რეგისტრაციის მსურველებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://forms.gle/MkMbVjSz3g9tz3Mr8 \nრეგისტრაციის ვადა: 11 დეკემბერი\, 18:00 საათი \nროგორ გახდეს მასალები ხელმისაწვდომი?\nდარეგისტრირების შემდეგ მონაწილეები ყოველკვირეულად მიიღებენ მასალას და ექნებათ წვდომა Google-ის დეველოპერების პლატფორმასთან. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 12 დეკემბერი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: Zoom-ის ონლაინ პლატფორმა \n2020 წელი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kotlinis-kursi-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/12/58514.png
END:VEVENT
END:VCALENDAR