10 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, დაწერილი […]