4 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. ღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს, სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს […]