BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240412T200000
DTSTAMP:20260423T151901
CREATED:20240411T100957Z
LAST-MODIFIED:20240411T104731Z
UID:10005417-1712948400-1712952000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საერთაშორისო დანაშაულებების თანამედროვე გამოწვევები" - ეკა ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა: აგრესიის დანაშაული\, გენოციდი\, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულები”. \nეკა ტყეშელაშვილს აქვს მართვის\, კანონის უზენაესობის\, კორუფციასთან ბრძოლისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ეკავა იუსტიციის მინისტრის\, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტები. \nმისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო განვითარების საკითხებს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უკრაინაში მოწინავე ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების“ ხელმძღვანელობისას იქ კორუფციასთან ბრძოლისა და საკვანძო ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. უფრო ადრე ეკა იყო ევროპული ანტიკორუფციული ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი\, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინაში ანტიკორუფციული მიმართულებით ევროპული კომისიის მიერ გაწეული მრავალმხრივი აქტივობის ხელმძღვანელობის კუთხით. \nეკა ტყეშელაშვილი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობასა და სწავლებაში. უკრაინაში მუშაობდა კიევის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის (CAPS) ლექტორად – ასწავლიდა კურსებს დემოკრატიის\, კარგი მმართველობის\, სახელმწიფოს აღმშენებლობის\, კანონის უზენაესობის ჭრილში ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციული ცვლილებების ურთიერთმიმართების შესახებ. ასევე იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით\, უძღვებოდა საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო პასუხისმგებლობის კურსებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-danashaulebebis-thanamedrove-gamotsvevebi-eka-tqheshelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/WEB-BANNER-samarthali-eka-tqheshelashvili.png
END:VEVENT
END:VCALENDAR