BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260131T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260131T200000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20260129T125033Z
LAST-MODIFIED:20260129T125508Z
UID:10005930-1769871600-1769889600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია\, GREVIO-ს მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“
DESCRIPTION:31 იანვარს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკების სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია\, GREVIO-ის მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“. \nმას გაუძღვებიან ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები რინე ხერხეულიძე\, გოგა ხატიაშვილი და ლიკა ჯალაღანია. \nტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას შშმ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული ძალადობის პრევენციის საკითხებზე სამართლებრივი ცნობიერების გასაღრმავებლად. \nდღის წესრიგი: \n\n15:00 – 17:00 | სტამბოლის კონვენციის მიმოხილვა: მიზნები\, ძირითადი პრინციპები და სახელმწიფოს ვალდებულებები\n17:00 – 17:30 | სადილი\n17:30 – 18:30 | GREVIO-ის მანდატი და პროცედურები: მონიტორინგის ციკლი\, ანგარიშგების მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოების როლი\n18:30 – 19:45 | შშმ ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები\, სპეციფიკური ბარიერები და სტერეოტიპები; სექსუალური ძალადობის დეფინიცია და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების პროცესში\n19:45 – 20:00 | ტრენინგის შეჯამება\, კითხვა-პასუხი და სერტიფიკატების გადაცემა\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 იანვარი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/29-01-2026-treningi-stambolis-konventsia-grevio/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/treningi-samarthali-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251221T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251221T170000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20251215T094950Z
LAST-MODIFIED:20251215T095052Z
UID:10005890-1766329200-1766336400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. \nმონაწილეობის მსურველებმა 19 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge გუნდის ექვსივე წევრის მონაცემები (სახელი\, გვარი\, მობილური ნომერი). \nდრო: 21 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-intellectualgame/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/ra-sad-rodis-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251210T180000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20251117T125210Z
LAST-MODIFIED:20251117T125645Z
UID:10005860-1765382400-1765389600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“. \nილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე\, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს\, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს\, დაწერილი  ესეი გადმოგვცემს\, როგორ შეუძლიათ ჩვეულებრივ\, უძალო ადამიანებს წინააღმდეგობა გაუწიონ რეპრესიულ სისტემას სიმართლეში ცხოვრებით. \nჰაველის მთავარი იდეაა\, რომ სიმართლე თავად არის წინააღმდეგობის ფორმა – როდესაც პიროვნება უარს ამბობს ტყუილში მონაწილეობაზე\, ის ამხელს სისტემის სისუსტეს და გვიჩვენებს ინდივიდის როლს ავტორიტარულ სისტემებში. \nღონისძიება ახალგაზრდებს დაეხმარება\, გააანალიზონ: \n\nროგორ უწყობს ხელს დუმილი და კონფორმიზმი უსამართლობის გამყარებას;\nრატომ არის სიმართლის თქმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა;\nახალგაზრდების როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.\n\nღონისძიების ყველა მონაწილე დასაჩუქრდება ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნით „ძალა უძალოთა“. \nმომხსენებლები: პეტრ კუბერნატი\, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი; ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ნიკა გურინი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nმოდერატორი – თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-11-2025-lawschool/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/gabede-khmis-amogheba-NEW-1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251204T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251204T200000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20251117T130108Z
LAST-MODIFIED:20251120T075320Z
UID:10005861-1764874800-1764878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. \nღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში\, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს\, სტუდენტებს\, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. \nმომხსენებლები განიხილავენ საქართველოს ვალდებულებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით (სტამბოლის კონვენცია\, 2011) და გაეროს კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW\, 1979)\, იმსჯელებენ ანტიგენდერულ ნარატივებსა და წინააღმდეგობის სტრატეგიებზე\, გენდერული სამართლიანობისა და აკადემიური თავისუფლების მხარდასაჭერად. \n2025 წელს\, როცა გენდერული თანასწორობა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგას\, კამპანიის გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ დისკურსსა და განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს შორის კავშირი ნათელია – როცა უნივერსიტეტების ავტონომია ირღვევა\, გენდერული თანასწორობაც საფრთხეშია. \nმომხსენებლები: თამარ დეკანოსიძე\, იურისტი; გოგა ხატიაშვილი\, იურისტი; მარი მესხი და თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორები \nმოდერატორი – ნიკა გურინი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 4 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-11-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250708T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250711T170000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20250208T080850Z
LAST-MODIFIED:20250725T082700Z
UID:10005780-1751990400-1752253200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ილიაუნის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან
DESCRIPTION:8 ივლისს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის წარმატებული კურსდამთავრებულები\, მიხეილ წურწუმია\, ანა ებანოიძე და თეკლა ბრეგვაძე\, შეხვდებიან სტუდენტებს და გაუზიარებენ გამოცდილებას უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენების და კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე. \nშეხვედრას გაუძღვება ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა მეიშვილი. \nღონისძიებაზე სტუდენტები მიიღებენ რეკომენდაციებს საწყის ეტაპზე პროფესიული განვითარების პროცესთან დაკავშირებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 ივლისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-iliaunis-tsarmatebul-kursdamthavrebulebthan/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/samarthli-kursdamthavrebulebi-NEW.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250524T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250525T160000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20250521T115629Z
LAST-MODIFIED:20250725T082645Z
UID:10005757-1748098800-1748188800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იურისტ აიჰან ჰასანლის საჯარო ლექცია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“
DESCRIPTION:24 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება სოკრატეს კლუბის ორგანიზებით ორგანიზაცია „საფარსა“ და პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“. \nმომხსენებელია აიჰან ჰასანლი\, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრი\, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი და პლატფორმა „სალამის“ კაპიტანი. იგი განიხილავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრის – ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციის – სამართლებრივ\, სოციალურ\, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. ყურადღებას დაუთმობს კონკრეტულ შემთხვევებს\, მათ შორის 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეს. ეს საქმე სიმბოლურად ასახავს იმ მტკივნეულ რეალობას\, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები საქართველოში აწყდებიან. \nდისკუსიის მონაწილენი მიმოიხილავენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სოციალურ ბარიერებს\, მათ შორის განათლებასა და შრომით ბაზარზე წვდომის სირთულეებს\, რაც ხშირად მათ ეკონომიკურ დაუცველობასა და განვითარების შეზღუდულ შესაძლებლობებს განაპირობებს. \nლექციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს\, მკვლევრებს\, სამოქალაქო აქტივისტებსა და დისკუსიაში მონაწილეობის ყველა მსურველს\, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ქალთა უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/21-05-2025-publiclecure/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/web-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250507T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250507T210000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20250505T120132Z
LAST-MODIFIED:20250505T120132Z
UID:10005728-1746648000-1746651600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა
DESCRIPTION:7 მაისს\, 20:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დამსწრეთ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას\, რომელსაც შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებითა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-05-2025-studentproject/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/initsiativa_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T140000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20250410T090305Z
LAST-MODIFIED:20250411T041253Z
UID:10005700-1745931600-1745935200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 13:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. \nპროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი მუნოზი ასევე არის საარჩევნო სამართლის აღიარებული ექსპერტი და არაერთი სამართლებრივი კვლევის/ანგარიშის ავტორი. ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ლათინური ამერიკის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში\, მათ შორის ტორონტოს უნივერსიტეტში (University of Toronto (ICCS grant)\, ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ვაშინგტონის კოლეჯში (American University Washington College of Law (Fulbright-Schuman grant) და ოტავის უნივერსიტეტში (University of Ottawa). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/AXALI.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250327T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250327T190000
DTSTAMP:20260418T063507
CREATED:20250313T082708Z
LAST-MODIFIED:20250324T083743Z
UID:10005682-1743098400-1743102000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ − დოკუმენტური გადაცემა Dateline-ის ეპიზოდის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და კინოკლუბის ორგანიზებით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიური სატელევიზიო მაუწყებლობა SBS-ის ყოველკვირეული დოკუმენტური გადაცემის (“Dateline”) ეპიზოდის „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ (“Murder and Corruption in Malta”) ჩვენება და დისკუსია. \n„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ მოგვითხრობს მალტელი ქალი ჟურნალისტის\, მწერლის\, ბლოგერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის\, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისა და გამოძიების ისტორიას. \nმალტელი ქალი ჟურნალისტი მუშაობდა მალტის მთავრობის კორუფციული გარიგებების\, ფულის გათეთრების\, ნეპოტიზმის საქმეებზე\, ასევე აწარმოებდა გამოძიებას ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციების საერთაშორისო დანაშაულზე\, რომელიც „პანამის დოკუმენტების“ სახელით არის ცნობილი. მიუხედავად ზეწოლისა და დაშინების არაერთი მცდელობის\, მათ შორის\, მალტის პოლიციის მიერ ორჯერ დაკავების\, დაფნე გალიცია განაგრძობდა როგორც მალტის ხელისუფლებისთვის კრიტიკული სტატიების\, ასევე საკუთარი ბლოგის მეშვეობით კორუფციული გარიგებების შესახებ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. დაფნეს გამოძიების ობიექტებს წარმოადგენდნენ როგორც მალტის მთავრობის წევრები და მათ შორის\, პრემიერმინისტრი\, ასევე მალტელი ბიზნესმენები\, რაც გახდა მიზეზი\, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მისი მკვლელობა შეუკვეთეს − დაფნე საკუთარ ავტომობილშივე დამონტაჟებული ბომბით ააფეთქეს\, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დემოკრატიისა და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვისთვის ქალი ჟურნალისტის თავგანწირვას მოჰყვა როგორც საპროტესტო გამოსვლები მალტაში\, ასევე გამოხმაურებები საერთაშორისო დონეზე\, მათ შორის\, დაფნეს მიერ დაწყებული გამოძიების 45 ჟურნალისტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ დასრულება. ჟურნალისტების\, მამხილებლებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების დამცველებისთვის 2018 წელს დაწესდა ჯილდო\, რომელიც დაფნე გალიციას პატივსაცემად მის სახელს ატარებს. \nმომხსენებელი: ნესტან ცეცხლაძე − ჟურნალისტი\, გამოცემა „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი \nმოდერატორი: თედო ფხიკიძე − ილიაუნის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი \nდეტალური დღის წესრიგი: \n\n18:00  − ღონისძიების (ფილმის  ჩვენების) გახსნა\n18:10 − დოკუმენტური ფილმის ჩვენება (30 წთ)\n18:40 − დისკუსია\n\nდრო: 27 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-03-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-samar.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250214T200000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20250210T070151Z
LAST-MODIFIED:20250210T070151Z
UID:10005658-1739559600-1739563200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 თებერვალს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია. \nკვლევა ასახავს არასრულწლოვანთა ძალადობრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს\, სახელმწიფოს მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობას. მასში ასევე საუბარია პრაქტიკულ გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე. \nმომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: \n\nძალადობრივი ქცევის გამომწვევი სოციალური\, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები;\nსახელმწიფო უწყებების მოქმედი მექანიზმები და მათი ეფექტიანობა;\nუწყებათაშორისი თანამშრომლობის გამოწვევები;\nკვლევის რეკომენდაციები პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის.\n\nპანელის მომხსენებლები: \nანტონ (ტატო) ქელბაქიანი – კვლევის თანაავტორი\, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“; \nნატალია ცაგარელი – კვლევის თანაავტორი\, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“. \nდისკუსიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას  მოწვეული ექსპერტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. \nკვლევა განახორციელა ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-dzaladobrivi-qtsevis-problemebis-mqone-mozardebis-qtsevaze-reagirebis-meqanizmebi-prezentatsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/axali-web-samarthali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241209T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241209T203000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20241114T094800Z
LAST-MODIFIED:20241122T080012Z
UID:10005598-1733769000-1733776200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია: ფილმის „ფემინური\, მასკულინური“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში “The Why Foundation”-თან თანამშრომლობით გაიმართება ფილმის „ფემინური\, მასკულინური“ (“Feminin\, Masculin”) ჩვენება და დისკუსია. \nფილმი მოგვითხრობს ირანში ავტობუსის პირველი ქალი მძღოლის\, ფარაჰნაზ შირის (Farahnaz Shiri) ისტორიას\, რომელსაც თავის ავტობუსში ირანში არსებული სოციალურ-კულტურული წესებისგან განსხვავებული გარემო აქვს შექმნილი. \nმომხსენებელი –  აიჰან ჰასანლი\, იურისტი\, ორგანიზაცია „საფარი” \nმოდერატორი –   მარიამ ბიბილური\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი \nამავე დღეს\, 17:00 საათზე\, გაიმართება კონკურსში გამარჯვებული ესეების წარდგენა და დისკუსია. \n\nესეების კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/fE7N8\n9 დეკემბერს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/AIuzX\n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას\, რომლის მიზანია დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 9 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/genderuli-dzaladobis-aghmophkhvris-16-dghiani-kampania-philmis-pheminuri-maskulinuri-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/genderuli-philmis-chveneba.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241126T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241126T170000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20241121T105731Z
LAST-MODIFIED:20241121T105731Z
UID:10005619-1732636800-1732640400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქტუალური პრობლემები და მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება“
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქტუალური პრობლემები და მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება“. \nმომხსენებლები: ირაკლი ჩომახაშვილი\, გიორგი ჩიფჩიური \nმოდერატორი ზაზა მეიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-naphits-msajultha-sasamarthlos-aqtualuri-problemebi-da-mathi-konstitutsiur-samarthlebrivi-shephaseba/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/naphitsi-msajuleb_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T173000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20241009T090510Z
LAST-MODIFIED:20241009T090510Z
UID:10005554-1729096200-1729099800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენება და შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან საქართველოში
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და კინოკლუბი ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გამართავს ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენებასა და დისკუსიას. \nფილმის ჩვენების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან\, პეტრ კუბერნატთან გაიმართება შეხვედრა\, რომელსაც სიტყვით გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nდოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს საინფორმაციო ომსა და ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესაზე. ის Rappler-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია\, 2019 წელს მარია რესა დააპატიმრეს „კიბერცილისწამებისთვის“ მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებების გამო. 2021 წელს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. \nფილმი ქართულ ენაზე ევროკავშირის მხარდაჭერით ითარგმნა. \nმომხსენებლები: \n\nპეტრ კუბერნატი\, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;\nნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;\nნიკა გურინი\, ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი\, ილიაუნის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.\n\nმოდერატორი − თამარ ჩხიკვაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი \nდეტალური დღის წესრიგი: \n\n16:30 – 18:00 კინოჩვენება\n18:00 – 18:10 მისასალმებელი სიტყვა – ნინო დობორჯგინიძე\n18:10 – 18:30 დისკუსია პეტრ კუბერნატსა და ნიკა გურინთან\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 ოქტომბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-athasi-tchriloba-chveneba-da-shekhvedra-chekhethis-elchthan-saqarthveloshi/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/1000_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240428T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240428T150000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240429T122602Z
LAST-MODIFIED:20240429T122602Z
UID:10005436-1714305600-1714316400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანაზღაურებადი სტაჟირებები ევროპის 43 ქვეყანაში – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:28 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის წარმომადგენლები ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების შესახებ. \nშეხვედრაზე ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის პროფესიული განვითარების მიმართულების წევრი-მომხსენებლები დაესწრებიან\, დაესწრება ასევე ამავე აპარატის ვიცე-პრეზიდენტი ნაია სისაური. ისინი სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ევროპის 43 ქვეყნის წამყვან იურიდიულ ფირმებსა და უნივერსიტეტებში ანაზღაურებად სტაჟირებათა შესახებ. \nსტაჟირება ანაზღაურებადია და მაქსიმალურად მისადაგებული სტუდენტის გრაფიკსა და შესაძლებლობებზე. \nდამსაქმებელთა სიაში არიან მათ შორის წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო და საკონსულტაციო ორგანიზაციები. ელსას მსხვილი პარტნიორი მსგავსი პროექტების ნაწილში არის ევროპის საბჭო. \nპროგრამაში მონაწილეობა უფასოა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anazghaurebadi-stazhirebebi-evropis-43-qveqhanashi-evropis-iurist-studenttha-asotsiatsiis-sainphormatsio-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/3327c186c6e78ed83e83f4862c75b4ff_83220.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240421T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240421T170000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240417T084139Z
LAST-MODIFIED:20240417T084139Z
UID:10005424-1713711600-1713718800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება” – შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან
DESCRIPTION:21 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლისა და კომპანია „ენკომის“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან თემაზე  „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება”. \nმონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის  (ბაკალავრიატი\, მაგისტრატურა\, დოქტორანტურა) სტუდენტს. \nშეხვედრის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. \nდამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. \nრეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილის 22:00 საათამდე. \nდასწრებას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული პირები. მათ დაუკავშირდებიან სააპლიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში. \nრეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე: https://shorturl.at/tFP03 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jvaredini-dakithkhvis-khelovneba-shekhvedra-advokat-tariel-kakabadzesthan/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240412T200000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240411T100957Z
LAST-MODIFIED:20240411T104731Z
UID:10005417-1712948400-1712952000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საერთაშორისო დანაშაულებების თანამედროვე გამოწვევები" - ეკა ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა: აგრესიის დანაშაული\, გენოციდი\, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულები”. \nეკა ტყეშელაშვილს აქვს მართვის\, კანონის უზენაესობის\, კორუფციასთან ბრძოლისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ეკავა იუსტიციის მინისტრის\, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტები. \nმისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო განვითარების საკითხებს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უკრაინაში მოწინავე ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების“ ხელმძღვანელობისას იქ კორუფციასთან ბრძოლისა და საკვანძო ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. უფრო ადრე ეკა იყო ევროპული ანტიკორუფციული ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი\, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინაში ანტიკორუფციული მიმართულებით ევროპული კომისიის მიერ გაწეული მრავალმხრივი აქტივობის ხელმძღვანელობის კუთხით. \nეკა ტყეშელაშვილი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობასა და სწავლებაში. უკრაინაში მუშაობდა კიევის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის (CAPS) ლექტორად – ასწავლიდა კურსებს დემოკრატიის\, კარგი მმართველობის\, სახელმწიფოს აღმშენებლობის\, კანონის უზენაესობის ჭრილში ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციული ცვლილებების ურთიერთმიმართების შესახებ. ასევე იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით\, უძღვებოდა საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო პასუხისმგებლობის კურსებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-danashaulebebis-thanamedrove-gamotsvevebi-eka-tqheshelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/WEB-BANNER-samarthali-eka-tqheshelashvili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T170000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240318T095041Z
LAST-MODIFIED:20240318T095041Z
UID:10005387-1711728000-1711731600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „ერთი პატარძალი\, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:29 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული ფილმის „ერთი პატარძალი\, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენებასა და დისკუსიაზე. \nფილმი ეხება სუდანში\, ვიეტნამსა და ავღანეთში გოგოების იძულებით ქორწინებას. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის ჩვენებას გამართავს The Why Foundation-თან თანამშრომლობით. \nმომხსენებელი \nთამუნა გაბოძე\, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი \nმოდერატორი \nთამარ ჩხიკვაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის 1-ელი კურსის სტუდენტი \nსამუშაო ენა: ქართული \nთარიღი: 29 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-erthi-patardzali-shvidi-dzrokha-an-erthi-qhuthi-heroini-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,სამართლის სკოლა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/9dcda8215ca35d2e6a5bdd4ebda676bb_82844-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240322T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240322T180000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240318T094253Z
LAST-MODIFIED:20240318T094253Z
UID:10005385-1711123200-1711130400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოკრატეს კლუბის დისკუსია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ძალადობის მსხვერპლი ქალის თავშესაფრის უფლება
DESCRIPTION:22 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე\, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. \nსაქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა\, რომ თურქული წარმოშობის ქალზე\, რომელიც იძულებით გაათხოვეს\, ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. მისგან მომდინარე საფრთხისა და ძალადობისგან თავის დასაღწევად მან თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიმართა ბულგარეთს. ბულგარეთის სასამართლომ საქმის განხილვისას გადაწყვიტა\, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. \nამ საქმესთან მიმართებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა\, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფლება აქვთ\, მოითხოვონ თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში\, თუ მათ სამშობლოში დაბრუნებისას ემუქრებათ ფსიქოლოგიური\, ფიზიკური\, სექსუალური ან ოჯახში ძალადობა. სასამართლომ ასევე განმარტა\, რომ\, თუ ლტოლვილის სტატუსის პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული\, მათ შეუძლიათ მიიღონ დამატებითი დაცვის სტატუსი იმ შემთხვევაში\, თუ მათ ემუქრებათ სიცოცხლის მოსპობა ან ძალადობა. ერთიანობაში ხსენებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ჭრილში. \nსოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს\, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და მათზე სიღრმისეულ მსჯელობას. \nმომხსენებელი \nნინო ანდრიაშვილი\, იურისტი\, ორგანიზაცია „საფარი“ \nმოდერატორი \nქეთევან ბეჟანიშვილი\, სტუდენტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა \nსამუშაო ენა: ქართული \nთარიღი: 22 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sokrates-klubis-diskusia-evrokavshiris-marthlmsajulebis-sasamarthlos-gadatsqhvetilebaze-dzaladobis-mskhverpli-qalis-thavshesaphris-uphleba/
CATEGORIES:დისკუსიები,სამართლის სკოლა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/New-WEB-BANNER-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240314T190000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240313T100555Z
LAST-MODIFIED:20240313T100555Z
UID:10005383-1710439200-1710442800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:14 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. \nდოქტორი თიმ ბუნიევაცი\, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში\, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით\, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ. \nმან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში\, იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. დღემდე სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორია; აქვს პრაქტიკოსი იურისტის\, მინისტრის მრჩევლად და სასამართლო სისტემის კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebaze-orientirebuli-marthlmsajuleba-doqtor-thim-bunievatsis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/533379305670bb5a0c9c0f80143603ce_82777.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240314T190000
DTSTAMP:20260418T063508
CREATED:20240310T095533Z
LAST-MODIFIED:20240318T095728Z
UID:10005388-1710439200-1710442800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:14 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. \nდოქტორი თიმ ბუნიევაცი\, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში\, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით\, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ. \nმან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში\, იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. დღემდე სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორია; აქვს პრაქტიკოსი იურისტის\, მინისტრის მრჩევლად და სასამართლო სისტემის კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebaze-orientirebuli-marthlmsajuleba-doqtor-thim-bunievatsis-sajaro-leqtsia-2/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/533379305670bb5a0c9c0f80143603ce_82777-2.png
END:VEVENT
END:VCALENDAR