BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240502T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240502T170000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240501T120717Z
LAST-MODIFIED:20240501T120717Z
UID:10005438-1714662000-1714669200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო შეხვედრა „სტარტაპთა განვლილი გზა“
DESCRIPTION:2 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა სტარტაპერებსა და მცირე მეწარმეებთან. \nმომხსენებლები: \n\nსანდრო ლილუაშვილი\, „ტენეს“ დამფუძნებელი;\nთამთა მოსიაშვილი\, “WoodTiness”-ის დამფუძნებელი;\nსოფი მუხულიშვილი\, “Cosmo”-ს დამფუძნებელი.\n\nშეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები დამსწრეთ მოუყვებიან თავიანთი საქმიანობის\, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. \nშეხვედრის დრო: 2 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, 106 აუდიტორია \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-shekhvedra-startaptha-ganvlili-gza/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/2-maisiss-vebipng.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T180000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240429T114238Z
LAST-MODIFIED:20240429T114238Z
UID:10005432-1714150800-1714154400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში\, მსოფლიო გამოცდილება\, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“ - პროფესორ მურმან მარგველაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:26 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში\, მსოფლიო გამოცდილება\, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“. \nმსმენელს შესაძლებლობა ექნება\, მოისმინოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათი გამოყენებით მოქალაქეებმა\, ქვეყანამ და ჩვენმა უნივერსიტეტმა? რა უნდა გაკეთდეს ამ სარგებლის მისაღებად? \nმომხსენებელი ისაუბრებს ფინანსური ანალიზის მეთოდიკასა და შედეგებზე\, რითაც შესაძლებელი გახდება მომხმარებლის გადმოსახედიდან შედარდეს თბური ტუმბოებისა და ექვივანეტური გაზის სისტემების გამოყენება\, შეფასდება თბური ტუმბოების გამოყენების შესაძლო გავლენა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე\, ასევე განხილული იქნება პოლიტიკის შესაძლო ღონისძიებები\, რომლებიც თბური ტუმბოების დანერგვით მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thburi-tumboebis-gamoqheneba-gathboba-gagrilebashi-msophlio-gamotsdileba-sargeblianoba-da-perspeqtivebi-saqarthveloshi-prophesor-murman-margvelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/d157e1a57990dcde2a3153fb3c4ad0d6_83218.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T150000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240425T122106Z
LAST-MODIFIED:20240429T122218Z
UID:10005434-1714140000-1714143600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის\, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. \nსტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული  სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: \n\nდალილა ცატავა\, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი\, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი;\nგურამ ბაღდოშვილი – რესტორატორი და ბრენდშეფი\,  ტელესახე რესტორნისა  „ჩვენი“\, „ოვალი“\, „ტაი ტაი“;\nლევან კობიაშვილი   საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარე\, რესტორატორი\, ბრენდშეფი;\nკოტე გაბრიჭიძე – რესტორატორი\,  რესტორნების  „შტელცე“\, „ორი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ დამფუძნებელი;\nმიშა ავსჯანიშვილი – ტელეწამყვანი\, შეფი;\nმია  კუპრავა – საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საქართველო აღმასრულებელი დირექტორი;\nქეთი კვიჭიძე – გასტრონომიის მკვლევარი\, გასტრონომიის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი;\nშოთა ბურჯანაძე – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;\nმერიკო გუბელაძე – რესტორატორი\, შეფი\, ტელესახე რესტორნებისა: „შავი ლომი“\, „კაკლები“\, „ნინიას ბაღი“\, კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი;\nანდრია ქურასბედიანი – რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელი;\nეკატერინე ჯალაღონია – სარესტორნო ქსელის „მეგრული სახლი“ დამფუძნებელი.\n\nშეხვედრის მიზანია სტუდენტებმა უფრო ახლოს გაიცნონ ცნობილი რესტორატორები\, გაიგონ თუ რა მნიშვნელობა აქვს გასტრონომიულ ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს -გზამკვლევებს\, გასტრონომიულ კონგრესებს\, ფესტივალებსა და გამოფენებს\, სატელევიზიო შოუებს და ა.შ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-qarthuli-sarestorno-biznesi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/7b0537b203fd1c2c36e17ec2635d6378_83232.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240416T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240416T190000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240411T070425Z
LAST-MODIFIED:20240415T070559Z
UID:10005418-1713290400-1713294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“
DESCRIPTION:16 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის\, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას\, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათი აქვს გატარებული. მან შეისწავლა\, როგორ ყალიბდება მგლის ქცევა და გონივრული მოქმედების უნარი. \nსტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენა\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება იასონ ბადრიძის მიერ გადაღებული მგლების\, მათ შორის მისი გაზრდილი მგლის\, გაის\, ფოტოები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iason-badridzis-meore-sajaro-mokhseneba-mglis-qtsevis-ontogenezi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/b979c30f52f4316c70739040df8a3c71_83128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240412T200000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240411T100957Z
LAST-MODIFIED:20240411T104731Z
UID:10005417-1712948400-1712952000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საერთაშორისო დანაშაულებების თანამედროვე გამოწვევები" - ეკა ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა: აგრესიის დანაშაული\, გენოციდი\, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულები”. \nეკა ტყეშელაშვილს აქვს მართვის\, კანონის უზენაესობის\, კორუფციასთან ბრძოლისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ეკავა იუსტიციის მინისტრის\, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტები. \nმისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო განვითარების საკითხებს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უკრაინაში მოწინავე ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების“ ხელმძღვანელობისას იქ კორუფციასთან ბრძოლისა და საკვანძო ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. უფრო ადრე ეკა იყო ევროპული ანტიკორუფციული ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი\, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინაში ანტიკორუფციული მიმართულებით ევროპული კომისიის მიერ გაწეული მრავალმხრივი აქტივობის ხელმძღვანელობის კუთხით. \nეკა ტყეშელაშვილი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობასა და სწავლებაში. უკრაინაში მუშაობდა კიევის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის (CAPS) ლექტორად – ასწავლიდა კურსებს დემოკრატიის\, კარგი მმართველობის\, სახელმწიფოს აღმშენებლობის\, კანონის უზენაესობის ჭრილში ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციული ცვლილებების ურთიერთმიმართების შესახებ. ასევე იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით\, უძღვებოდა საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო პასუხისმგებლობის კურსებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-danashaulebebis-thanamedrove-gamotsvevebi-eka-tqheshelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/WEB-BANNER-samarthali-eka-tqheshelashvili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240411T210000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240319T115705Z
LAST-MODIFIED:20240319T115705Z
UID:10005391-1712862000-1712869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციების ციკლი „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით იწყებს საჯარო ლექციების მეორე ციკლს „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“. \nპროექტის მიზანია\, იმსჯელოს შემდეგ კითხვებზე: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართება ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აკისრია მას გლობალურ წესრიგში? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნება სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე? \nლექციების ციკლის ამოცანაა კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ ქართველ მკვლევართა მოხსენებების თავმოყრა. \nფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნის და შემაჯამებელი ღონისძიებები. \nციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის. \nდრო: 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nლექციების ციკლი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebis-tsikli-samarthlis-kritikuli-theoria-perspeqtiva-krizisis-shemdeg/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-samarthali-sajaro-leqtsiatha-tsikli2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240401T080421Z
LAST-MODIFIED:20240401T092944Z
UID:10005411-1712340000-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“ – ანი ჩერქეზიშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი\, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“. \nშეხვედრის მიზანია სტუდენტებს\, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება\, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში\, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა მეწარმეებისთვის საჭირო რჩევებს\, გაეცნობიან საქმიანობის წამოწყების ძლიერსა და სუსტ მხარეებს\, მთავარ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsarmeoba-swot-analizi-anu-ratom-ki-da-ratom-ara-ana-cherqezishvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/NEW-WEB-SIZE-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T150000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240313T095333Z
LAST-MODIFIED:20240313T095333Z
UID:10005379-1710853200-1710860400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“ – პროფესორ იასუიუკი ტოდოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:19 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nპროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლს იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში. იაპონური ფირმების მიწოდების ჯაჭვებს\, ცნობილს\, როგორც “keiretsu”\, ახასიათებს გრძელვადიანი ძლიერი კავშირები\, რომლებიც აღჭურვილია ნდობით და წვლილი შეაქვს ეფექტურ წარმოებასა და ინოვაციაში. თუმცა ბოლო დროს\, ბუნებრივი კატასტროფების გახშირებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მზარდი საკითხების გამო\, იაპონური ფირმების ქსელებს შესთავაზეს რეორგანიზაცია და დივერსიფიკაცია მდგრადობისა და ინოვაციის ხელშესაწყობად.  მომხსენებელი ისაუბრებს იაპონიის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებსა და შედეგებზე საქართველოსა და სომხეთში. \nმომხსენებლის შესახებ \nიასუიუკი ტოდოს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტში. ამჟამად ვასედას უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევითი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო ეკონომიკა\, ეკონომიკის განვითარება და გამოყენებითი მიკროეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 70 აკადემიური ნაშრომი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: Nature Sustainability\, the Journal of Industrial Economics\, the Journal of Regional Science\, Research Policy\, World Development\, and Ecological Economics და ა.შ. \nპროფესორი ტოდო Japanese Association for Development Economics და the Japanese Society of International Economics საბჭოს წევრია. ასევე ემსახურებოდა რამდენიმე საკონსულტაციო კომიტეტს როგორც ეროვნულ\, ასევე ადგილობრივ მთავრობების დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mitsodebis-jatchvebisa-da-phirmebis-tsodnis-qselebis-roli-iaponiis-ekonomikur-zrdasa-da-mdgradobashi-prophesor-iasuiuki-todos-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/23b0c66361c6203857e91c5ac6ecf3b4_82848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240314T190000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240310T095533Z
LAST-MODIFIED:20240318T095728Z
UID:10005388-1710439200-1710442800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:14 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. \nდოქტორი თიმ ბუნიევაცი\, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში\, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით\, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ. \nმან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში\, იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. დღემდე სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორია; აქვს პრაქტიკოსი იურისტის\, მინისტრის მრჩევლად და სასამართლო სისტემის კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebaze-orientirebuli-marthlmsajuleba-doqtor-thim-bunievatsis-sajaro-leqtsia-2/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/533379305670bb5a0c9c0f80143603ce_82777-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240304T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240304T210000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20240227T093528Z
LAST-MODIFIED:20240227T093528Z
UID:10005366-1709578800-1709586000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მგლის აზროვნების ფორმირება“ – იასონ ბადრიძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მეცნიერი ველური ბუნების დაცვის დღის აღსანიშნავად წაიკითხავს საჯარო ლექციას „მგლის აზროვნების ფორმირება“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ემერიტუს პროფესორი იასონ ბადრიძე დაიბადა 1944 წლის 26 იანვარს თბილისში. \nსამეცნიერო საქმიანობის დიდი ნაწილი მან მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას დაუთმო. ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათს იცხოვრა და შეისწავლა მათი ქცევის დამახასიათებელი ნიშნები\, გამოიკვლია\, როგორ ყალიბდება მათი ქცევა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 მარტს\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mglis-azrovnebis-phormireba-iason-badridzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/65fdf912878b9b238d543cfb781f307d_82503.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221031T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221031T190000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20221026T114613Z
LAST-MODIFIED:20240201T112850Z
UID:10000293-1667242800-1667242800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „კიბერუსაფრთხოება\, როგორც პროფესია“
DESCRIPTION:31 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, საქართველოს ეროვნული ბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „კიბერუსაფრთხოება\, როგორც პროფესია”. \nდამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას: რას ეხება კიბერუსაფრთხოება\, რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს\, გაიგონ მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დასვან შეკითხვები. \nღონისძიება გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“\, საბანკო ასოციაციის\, „თინეთისა” და ხუთი კომერციული ბანკის – საქართველოს ბანკის\, ვითიბი ბანკის\, ლიბერთი ბანკის\, ბაზისბანკისა და პროკრედიტ ბანკ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით. \nღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომერციული სექტორის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ექსპერტები. მომხსენებლები ისაუბრებენ კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის მნიშვნელობასა და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე. \n\nსპიკერები: \nდავით პაპუაშვილი\, სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე\, საქართველოს ეროვნული ბანკი \n\nმოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოება მარეგულირებლის ყოველდღიურ საქმიანობაში“\n\nზაზა გაბაშვილი\, ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების მენეჯერი\, TNET \n\nმოხსენების თემა: „ინტერნეტის საფრთხეები; როგორ დავიცვათ თავი მათგან“\n\nოთარ დანელია\, მონაცემთა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი\, საქართველოს ბანკი \n\nმოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოება\, როგორც სპეციალობა\, და დასაქმების შესაძლებლობები“\n\nინგა ქარჩავა\, საბანკო მიმართულების ანალიტიკოსი\, საქართველოს საბანკო ასოციაცია \n\nმოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და გამოწვევები დღეს – რატომ კიბერუსაფრთხოება?“\n\nპაატა შეთეკაური\, ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ოფიცერი\, პროკრედიტ ბანკი \n\nმოხსენების თემა: „კიბერუსაფრთხოების დაცვის სისტემები“\n\nრობერტ ჩილინგაროვი\, ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი\, ლიბერთი ბანკი \n\nმოხსენების თემა: „კიბერჰიგიენა“\n\nმოდერატორი – ნინი სიმონიშვილი\, საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი \n\nეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს უკვე მეორედ იწყებს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერში აღინიშნება. \nკამპანიის შესახებ ვრცლად https://bit.ly/3SLUgbK \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 დარბაზი\, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5 \nღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://bit.ly/3FivufV \n2022 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-kiberusaphrthkhoeba-rogorts-prophesia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70718.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181005T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181005T190000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20181004T110850Z
LAST-MODIFIED:20240202T053324Z
UID:10001763-1538766000-1538766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“
DESCRIPTION:5 ოქტომბერს\, 19:00 სააათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“. \nლექცია ორგანიზებულია გოეთეს ინსტიტუტის\, გამომცემლობა „საგას“ და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ. \nმომხსენებლები: ელენა ვოგმანი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი) \nგიორგი მაისურაძე (ილიას სახელემწიფო უნივერსიტეტი) \nსემინარზე ელენა ვოგმანი წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგში\, ნიკო მარის არქივში\, მოძიებულ დღემდე გამოუქვეყნებელ მასალებს მეცნიერის მიერ 1917-1918 წლებში ანისში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციიდან. საუბარი იქნება ნიკო მარის მოძღვრებათა პარალელებზე მის თანამედროვე ევროპულ სამეცნიერო თეორიებთან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-niko-mari-modernizmis-kulturis-konteqstshi/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48647.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181004T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181004T190000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20181001T132557Z
LAST-MODIFIED:20240202T053330Z
UID:10001765-1538679600-1538679600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“
DESCRIPTION:4 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ელენა ვოგმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“. \nღონისძიების ორგანიზატორია გოეთეს ინსტიტუტი გამომცემლობა „საგასთან“ ერთად. \nკარლ მარქსის „კაპიტალის“ ეიზენშტეინისეული ეკრანიზაცია\, მიუხედავად იმისა\, რომ ვერ განხორციელდა\, დღემდე არ ასვენებს კინემატოგრაფისტებს\, ისტორიკოსებსა და მწერლებს. მეტიც\, მისი პირველი „მატერიალური“ გამოვლინება ათგვერდიანი ფრაგმენტია რეჟისორის სამუშაო ჩანაწერებიდან. \nმომხსენებელი საუბრისას დაეყრდნობა „კაპიტალთან“ დაკავშირებულ ვრცელ საარქივო მასალას (500 გვერდამდე)\, რომელიც „დიალექტიკური მიდგომისა და სწავლის ნათელი ნიმუშია“\, როგორც მას თავად ეიზენშტეინი უწოდებდა\, ჩანახატებით\, ამონარიდებით\, დიაგრამებით სტატიების მონახაზებით\, ნეგატივებით (ფილმიდან „ოქტომბერი“)\, შენიშვნებითა და თეორიული ნააზრევით\, ასევე სხვადასხვა წყაროდან მოხმობილი ციტატებით და სხვ. \nმომხსენებლის შესახებ \nელენე ვოგმანი (ბერლინი) არის ლიტერატურათმცოდნე\, ავტორი და კურატორი კვლევით პროექტისა „რითმი და პროექცია“ (თავისუფალი უნივერსიტეტი\, ბერლინი). მისი დისერტაცია „ეროტიკული ფიქრი. ეიზენშტეინის ექსცენტრული მეთოდი“ გამოსცა გამომცემლობა diaphanes-მა; მისი საკვლევი თემებია: ვიზუალური ფიქრი\, რითმის ანთროპოლოგია\, ეთნოგრაფია და დოკუმენტური პრაქტიკები; მარი რებეჩისა და ტილ გათმანთან ერთად კურირებდა გამოფენას „სერგეი ეიზენშტეინი: რითმის ანთროპოლოგია“ (Nomas Foundation\, რომი); ელენე ვოგმანი ამჟამად მუშაობს მეორე წიგნზე ”Dance of Values. Eisenstein’s Capital Project”\, რომელშიც ეიზენშტეინის პროექტის „კაპიტალი“ გამოუქვეყნებელ მასალას\, გოეთეს მორფოლოგიის\, ჯოისის ულისესა და მარქსის ღირებულების მეტამორფოზების ახლებურ ინტერპრეტაციებს იძლევა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ghirebulebatha-metamorphozebi-da-eizenshteinis-kapitali/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48619.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180620T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180620T180000
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20180619T132445Z
LAST-MODIFIED:20240202T053655Z
UID:10001802-1529517600-1529517600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯეიმს ინგრამის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:20 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის\, პროფესორ ჯეიმს ინგრამის საჯარო ლექცია თემაზე: „არის თუ არა პოლიტიკა ლოგიკური?“. ინგრამის ლექცია იქნება სინთეზი მაქს ვებერის ცნობილი ლექციებისა – „მეცნიერება როგორც პროფესია“ და „პოლიტიკა როგორც პროფესია“. მომხსენებელი ისაუბრებს პოლიტიკის ლოგიკურობაზე\, იმაზე\, რომ  შესაძლებელია\, დაექვემდებაროს სამეცნიერო მეთოდს\, რაც საშუალებას მოგვცემს\, პოლიტიკამ იმ მიზნებისთვის იმუშაოს\, რომელთაც კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“( ი. ჭავჭავაძის გამზ.N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jeims-ingramis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47335.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180619T172700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180619T172700
DTSTAMP:20260418T215252
CREATED:20180619T132729Z
LAST-MODIFIED:20240202T053704Z
UID:10001805-1529429220-1529429220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Public lecture by Dr. James W. Ingram
DESCRIPTION:Public lecture “Is There a Logic to Politics?” will be delivered by the professor of Political Science Dr. James W. Ingram. “This lecture brings together Max Weber’s great and famous “Science as a Vocation” and “Politics as a Vocation” lectures into one synthesis. The lecture will contend that politics are logical\, and that they can thus be subjected to the scientific method\, enabling us to ensure that politics works toward the goals that humanity needs to accomplish” – says Dr Ingram. \nThe lecture will be delivered in English. \nBiography for James W. Ingram III \nIngram began his career at SDSU in spring 1993\, and has taught there continuously ever since. Ingram has taught over 200 different sections of Political Science and began his 16th new course at SDSU in spring 2018\, POLS 346 (Law and the Political System). Ingram has won many teaching awards over the years in recognition of his efforts on behalf of his students.\nIngram’s doctoral dissertation won the American Political Science Association’s Urban Politics Dissertation of the Year Award for 2008. His thesis focused on local constitutional reform. As part of his fieldwork he worked for charter commissions in Los Angeles and San Diego and participated in giving both cities strong-mayor charters patterned on the U.S. Constitution. He was a pro bono volunteer\, a paid staffer\, and a professional consultant on charter change for the cities of Los Angeles and San Diego\, as well as for the San Diego Citizen Commission. He has also consulted for the California cities of Fallbrook\, Pasadena and Sacramento on issues of charter reform.\nIngram has published monographs and articles on charter change\, and is the only scholar to both be asked to write and to have written a chapter for both volumes of The Development of Los Angeles City Government: an Institutional History\, 1850-2000. Ingram regularly comments on local\, state and national politics for NPR\, the local TV news stations in San Diego\, and journalists seeking material for their newspaper articles. He also regularly writes opinion pieces on politics and government for the San Diego Union Tribune newspaper. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/public-lecture-by-dr-james-w-ingram/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47336.png
END:VEVENT
END:VCALENDAR