BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250516T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250516T140000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20250513T101236Z
LAST-MODIFIED:20250513T101236Z
UID:10005739-1747400400-1747404000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ივა ლომიძის საჯარო ლექცია „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“
DESCRIPTION:16 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით ივა ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“. \nმომხსენებელი განიხილავს თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესაძლო დასასრულს. როგორ ეჯახება ლიბერალური იდეალები გლობალური პოლიტიკის რეალობას\, როგორ მოქმედებს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის ლოგიკა საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება თუ არა აშშ-ის უახლესი საგარეო პოლიტიკური ქცევა სისტემური ძალების შედეგად მივიჩნიოთ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/lomidze_web_new-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250513T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250513T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20250513T063223Z
LAST-MODIFIED:20250513T063731Z
UID:10005738-1747159200-1747162800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ აქსელ გოსრის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:13 და 15 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity\, 2023). \nლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს\, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით ინტერესებთან\, შეუძლიათ გამოგზავნონ ერთგვერდიანი ინგლისურენოვანი აბსტრაქტი თავიანთი კვლევის შესახებ. ისინი მიიღებენ უკუკავშირს პროფესორ გოსრისგან. \nდაინტერესების შემთხვევაში წერილი გაუგზავნეთ თამაზ თოხაძეს. \nპროფესორ გოსრის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი სამართალში (B.A. St. Louis and Louvain)\, ასევე გარემოს დაცვის სამართალსა (LL.M.\, University of London\, 1996) და ფილოსოფიაში (PhD.\, 2000\, Louvain\, Dopp Prize 2001). მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია პოლიტიკის ფილოსოფია და ეკონომიკური და სოციალური ეთიკა.  იგი არის სამი წიგნის ავტორი\, მათ შორისაა: “What is Intergenerational Justice?“ (Polity\, 2023)\, “La justice climatique“ (PUF\, 2024\, თანაავტორი P. André) და ხუთი წიგნის რედაქტორი\, მათ შორისაა: “Ageing without Ageism?“ (OUP\, 2023\, თანაავტორი G. Bognar)\, “Institutions for Future Generations“ (OUP\, 2016\, თანაავტორი I. Gonzalez-Ricoy). \nპუბლიკაციების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის  გვერდს Google Scholar-ზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13\, 15 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-06-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/gosri_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250313T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250313T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20250311T115420Z
LAST-MODIFIED:20250311T122407Z
UID:10005679-1741878000-1741885200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „როგორ განვავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად და შედეგიანად“
DESCRIPTION:13 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის “Level UP” ფარგლებში პირველ ლექციას წაიკითხავს ილიაუნის ლექტორი\, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი\, კარიერისა და HR ბრენდინგის ექსპერტი და ტრენერი ნატალია ვართანოვა. \nლექციის თემები: \nშეფასება: როგორ გავაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები და როგორ მივმართოთ სწორად კარიერული განვითარებისკენ \nუნარ–ჩვევები: შრომის ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელი უნარების განვითარება \nლექციაზე დასწრების მსურველები გთხოვთ\, დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/Z1kbo3T7Y269LvUBA \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 13 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-public-lectures/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20250121T075455Z
LAST-MODIFIED:20250121T075455Z
UID:10005645-1737738000-1737741600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლი იონგმინის საჯარო ლექცია „სტუდენტური ცხოვრება კორეაში“
DESCRIPTION:24 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის G106 აუდიტორიაში ილიაუნის კორეული კულტურის კლუბის ორგანიზებით ინჰას უნივერსიტეტის სტუდენტი ლი იონგმინი (Youngmin Lee) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსენებელი სტუდენტებს გააცნობს ინფორმაციას კორეელი სტუდენტების გამოცდილების შესახებ\, ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის მახასიათებლებს\, კორეის სტუდენტურ კლუბებსა და სტუდენტურ პროექტებს\, ასევე სირთულეებს\, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პროცესში აწყდებიან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/li-iongminis-sajaro-leqtsia-studenturi-tskhovreba-koreashi/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/axali-web-korea.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250123T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20250120T094922Z
LAST-MODIFIED:20250120T094922Z
UID:10005644-1737648000-1737655200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესწავლისთვის. წყარო\, რომელიც დღემდე უცნობი იყო ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის\, ქართულად თარგმნა თამარ ლეკვეიშვილმა. თარგმანს ერთვის გამოკვლევა და კომენტარები. \nთამარ ლეკვეიშვილი შეეხება წყაროს არაერთი მნიშვნელოვან\, დღემდე უცნობ ფაქტს\, რომლებიც შეჯერებული იქნება სხვა წყაროების მონაცემებთან (შაჰ აბას I-ის და მისი კარის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი აღმოსავლეთ საქართველოში\, ურთიერთობა სამეფო საგვარეულოსა და თავადაზნაურობასთან\, თანამშრომლობისა და დაპირისპირების განმაპირობებელი ფაქტორები\, ლაშქრობათა მიზეზები და შედეგები\, ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებთან სპეციფიკური ურთიერთობების განმაპირობებელი ფაქტორები\, იმ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მმართველობის სისტემის თავისებურებანი და სხვ.) \nსაჯარო ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (YS-22-209) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-thamar-lekveishvilis-sajaro-leqtsia-phazli-beg-khuzani-esphahanis-shah-abasis-mmarthvelobis-qronika-akhali-tsqharo-me-17-saukunis-pirveli-nakhevris-saqarthvelosa-da-saqarthvelo-iranis-urthier/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/lekveishvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241129T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241129T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20241120T090503Z
LAST-MODIFIED:20241127T102657Z
UID:10005612-1732896000-1732899600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯაო იანის საჯარო ლექცია "Transparent conductive oxide thin film and its applications in lasers"
DESCRIPTION:29 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში შანხაის ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტის პროფესორი ჯაო იანი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Transparent conductive oxide thin film and its applications in lasers”. \nილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორის\, ავთანდილ თავხელიძის ინიციატივით ნოემბრის ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ჩინელ მეცნიერთა ჯგუფი\, რომლის მიზანია ილიაუნის მკვლევრების გაცნობა\, ლაბორატორიების დათვალიერება და თანამშრომლობის გაღრმავება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jao-ianis-sajaro-leqtsia-transparent-conductive-oxide-thin-film-and-its-applications-in-lasers/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/tech-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241126T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241126T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20241121T105731Z
LAST-MODIFIED:20241121T105731Z
UID:10005619-1732636800-1732640400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქტუალური პრობლემები და მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება“
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქტუალური პრობლემები და მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება“. \nმომხსენებლები: ირაკლი ჩომახაშვილი\, გიორგი ჩიფჩიური \nმოდერატორი ზაზა მეიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-naphits-msajultha-sasamarthlos-aqtualuri-problemebi-da-mathi-konstitutsiur-samarthlebrivi-shephaseba/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/naphitsi-msajuleb_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241122T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241122T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20241111T074742Z
LAST-MODIFIED:20241122T083430Z
UID:10005585-1732298400-1732302000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილიპ მერფის საჯარო ლექცია „ვირუსების მიერ იმუნური აცილების სტრატეგიები“
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის (LMI) ხელმძღვანელი ფილიპ მერფი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ვირუსების მიერ იმუნური აცილების სტრატეგიები“. \nმომხსენებელი განიხილავს მექანიზმებს\, რომლებსაც ვირუსები იყენებენ გადარჩენისთვის და იმუნური სისტემის მიერ მათი აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად\, ფოკუსირებული იქნება კლინიკური მნიშვნელობის მქონე ადამიანის პათოგენებზე. \nმომხსენებლის შესახებ \nფილიპ მერფი ბეთესდის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის  (NIAID) უფროსი მკვლევარი და მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის (LMI) ხელმძღვანელია. \nდოქტორი მერფი სწავლობს WHIM სინდრომს\, პირველადი იმუნოდეფიციტის იშვიათ დარღვევას\, გამოწვეულს ქემოკინის CXCR4 რეცეპტორის მუტაციით\, პათოგენეზის უკეთ შესასწავლად  და როგორც ფარმაკოლოგიური თერაპიის\, ასევე გენეტიკური განკურნების სტრატეგიების განსავითარებლად. \nდოქტ. მერფის გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი რეცენზირებული სტატია\, ძირითადად იმუნორეგულაციასა და ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებულ საბაზისო\, ტრანსლაციურ და კლინიკურ კვლევებზე; მიღებული აქვს არაერთი პატენტი და ჯილდო\, მათ შორის NIAID წლის მენტორის ჯილდო\, NIH დირექტორის ჯილდო (ორჯერ)\, “Journal of Immunology”-ის Pillars of Immunology ჯილდო\, ასევე ლეიკოციტების ბიოლოგიის საზოგადოების Dolph Adams და Bonazinga ჯილდოები. \nმისი 2 პუბლიკაცია შერჩეულია\, როგორც ჟურნალ Science-ის კლასიკა. \nდოქტ. მერფი არის ამერიკელ ექიმთა ასოციაციის\, კლინიკური გამოკვლევების ამერიკული საზოგადოების\, მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების\, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების და ჰენრი კუნკელის საზოგადოების წევრი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philip-merphis-sajaro-leqtsia-virusebis-mier-imunuri-atsilebis-strategiebi/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/sab.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240924T094847Z
LAST-MODIFIED:20240924T094847Z
UID:10005534-1728410400-1728414000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ემერიტუს პროფესორ მაიკლ ლედერმანის საჯარო ლექცია „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ქეის ვესტერნ რესერვ უნივერსიტეტისა (Case Western Reserve University) და კლივლენდის სამედიცინო ცენტრის (Cleveland Medical Center) ემერიტუს პროფესორი მაიკლ ლედერმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“. \nმომხსენებელი განიხილავს იმ მექანიზმებს\, რომლებიც განსაზღვრავს\, როგორ იჭრება ადამიანის ორგანიზმში პათოგენი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მაგალითზე\, ასევე იმუნური სისტემის იმ თავისებურებებს\, რომლებიც განაპირობებს ზოგიერთი ადამიანის დაცვას; განმარტავს\, იმუნური სისტემა რატომ მარცხდება ზოგიერთ შემთხვევაში\, როგორ შეიძლება ინფექცია ეფექტურად და არაეფექტურად იქნეს აღკვეთილი და როგორია ამ ცოდნის გამოყენების სამომავლო შესაძლებლობები. \nმომხსენებლის შესახებ  \nმაიკლ ლედერმანი (ემერიტუსი) Case Western Reserve უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების/ კლივლენდის სამედიცინო ცენტრის მედიცინის ემერიტუს პროფესორი და პათოლოგიის\, მიკრობიოლოგიის/მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ეთიკის პროფესორია. სამედიცინო ხარისხი მიენიჭა Mt. Sinai-ის მედიცინის სკოლაში; გაიარა ტრენინგი შინაგანი მედიცინის მიმართულებით Case Western Reserve University-ში\, კლივლენდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებსა და VA სამედიცინო ცენტრში. მან დაასრულა ინფექციური დაავადებების სასტიპენდიო ტრენინგი\, დოქტორ ჯეროლდ ელნერის ლაბორატორიაში უჯრედულ იმუნოლოგიაში დაიცვა დისერტაცია და 1980 წელს შეუერთდა CWRU ფაკულტეტს. პროფ. ლედერმანი 1982 წლიდან ჩართულია აივ/შიდსის კვლევაში. მისი კვლევა ეხება იმ მექანიზმებს\, რომლებითაც აივინფექცია იწვევს იმუნურ დისფუნქციას და მისი გამოსწორებისა და პრევენციის სტრატეგიებს. 1985 წელს დააარსა იმუნოლოგიის სპეციალური განყოფილება (აივ კლინიკა) CWRU-ში\, 1987 წელს კი – NIH დაფინანსებული შიდსის კლინიკური კვლევების განყოფილება CWRU-ში. ავტორია 450-ზე მეტი რეცენზირებული კვლევის პუბლიკაციისა. იგი არჩეულია ამერიკელ ექიმთა ასოციაციაში (AAP)\, არის მეცნიერების განვითარების ამერიკული აკადემიის (AAAS)\, მიკრობიოლოგიის ამერიკული აკადემიისა და ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების (IDSA) წევრი\, ასევე ჟურნალის Pathogens and Immunity მთავარი რედაქტორი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/emeritus-prophesor-maikl-ledermanis-sajaro-leqtsia-pandemiuri-inpheqtsiis-pathogenezis-diseqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-sabun-maikl-ledermani.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20241003T082707Z
LAST-MODIFIED:20241004T092055Z
UID:10005545-1728403200-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“ – დოქტორ ვლადიმირ პარპურას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი\, დოქტორი ვლადიმირ პარპურა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“. \nმომხსენებელი ლექციაზე მოიყვანს მონაცემებს ტვინის გლიური უჯრედების ერთ-ერთი სუბტიპის\, ასტროციტების\, მიერ გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის შესახებ\, ისაუბრებს\, როგორ რეგულირდება გამოყოფა. განიხილავს ასტროციტებში გლუტამატის გამოყოფის განმაპირობებელი ვეზიკულური შერწყმის სივრცობრივ-დროებით მახასიათებლებს\, ასევე წარმოადგენს ტრანსლაციურ პროექტს\, როგორ შეიძლება გლუტამატის გამოყოფის ამ გზის რეგულაცია გამოყენებულ იქნეს ასტროციტომა IV-ის (სხვა სახელწოდება გლიობლასტომა მულტიფორმა IV)\, ტვინის ყველაზე მძიმე სიმსივნის\, სამკურნალოდ. \nმომხსენებლის შესახებ \nვლადიმირ პარპურა მედიცინის (ზაგრები\, 1989) და ნეირომეცნიერებებისა და ზოოლოგიის ფილოსოფიის დოქტორია (აიოვას უნივერსიტეტი\, აშშ\, 1993). მუშაობდა აიოვას\, ალაბამის\, კალიფორნიისა და ხორვატიის რიეკის უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტზე. ამჟამად ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (ჰანგჯოუ\, ჩინეთი) დირექტორია. \nიგი არის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი. 2021 წელს მის პატივსაცემად გამოიცა Journal Neurochemical Research-ის სპეციალური ნომერი. \nდოქტორმა პარპურამ აღმოაჩინა ასტროციტებიდან ნეირონებზე გლუტამატის მოქმედების სასიგნალო გზა\, ე.წ. გლიოტრანსმისია\, ჩამოაყალიბა სამკომპონენტიანი სინაფსის ინოვაციური კონცეფცია. მისი კვლევები ნანომეცნიერების/ნანოტექნოლოგიების\, ნეიროქიმიის\, სინთეზური ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიჯნაზეა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/astrotsitebis-mier-glutamatis-regulirebadi-gamoqhopha-janmrthelobisa-da-daavadebebis-dros-doqtor-vladimir-parpuras-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/web-sabun1111.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240901T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240901T150000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240822T102940Z
LAST-MODIFIED:20240823T061828Z
UID:10005514-1725199200-1725202800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოანალიტიკოს იორამ ინსპექტორის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ელ სექტემბერს\, 14:00 საათზე\, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი იორამ ინსპექტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვინც უცოდველია თქვენ შორის\, პირველმა მან ესროლოს ქვა!“ (იოანე\, 8:7) –  ბოროტება იუნგიანური პერსპექტივიდან“. \n\nმომხსენებლის შესახებ: \nიორამ ინსპექტორი\, მედიცინის დოქტორი \nჰაროუ\, ინგლისი\, გაერთიანებული სამეფო \nმედიცინის დოქტორი იორამ ინსპექტორი კონსულტანტი ფსიქიატრი\, ფსიქოთერაპევტი და წმინდა მარკოზის საავადმყოფოს ფსიქოლოგიური მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელია\, განყოფილებისა\, რომელშიც მკურნალობენ და ეხმარებიან ადამიანებს\, რომელთაც სხვადასხვა გასტროენტეროლოგიურ დაავადებებთან და აშლილობებთან უწევთ გამკლავება. \nსამედიცინო განათლება ისრაელში\, ბენ გურიონისა და თელ-ავივის უნივერსიტეტებში\, მიიღო. მისი სადოქტორო ნაშრომი „სხვა ადამიანის გული“ ეძღვნება გულის გადანერგვის ფსიქიატრიულ ასპექტებს. ფსიქიატრიის სპეციალობის ტრენინგი\, რომელიც მოიცავს ზოგად ფსიქიატრიას\, მოკავშირე ფსიქიატრიასა და ფსიქოთერაპიას\, გაიარა ისრაელში\, შალვათას მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში\, რომელიც აფილირებულია თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის მედიცინის ფაკულტეტთან. \nიორამ ინსპექტორმა ასევე გაიარა ფსიქოთერაპიის საფუძვლიანი ტრენინგი; დაესწრო საკლერის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოანალიზზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიისა და ისრაელის იუნგიანური საზოგადოების ტრენინგებს\, რის შემდეგაც გახდა იუნგიანელი ანალიტიკოსი და საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოების წევრი. სწავლა განაგრძო ინგლისში\, ლონდონის ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოებაში. \n\nსამუშაო ენა: ქართული (თანიმდევრული თარგმანით) \nდრო: 1-ელო სექტემბერი\, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqoanalitikos-ioram-inspeqtoris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/08/WEB-tsignis-prezentatsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240705T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240705T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240704T143736Z
LAST-MODIFIED:20240704T143736Z
UID:10005491-1720198800-1720202400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორის\, ია კუპატაძისა და ასისტენტ-პროფესორ ნანა ზაზანაშვილის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე და ასისტენტ-პროფესორი ნანა ზაზანაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს. \n\n17:00 საათი  – „თბილისი\, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე – პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენა“\n\nტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე \nსემინარზე წარმოდგენილი იქნება  პროექტის „თბილისი\, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში ია კუპატაძისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაო. თბილისი მოსახლეობის მრავალფეროვნებით\, ისტორიით\, მოგონებებით\, ურბანული ქსოვილით ქმნიდა ქალაქის მრავალშრიან სურათს – ანსამბლს\, რომელიც საბჭოთა პერიოდის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება\, საბჭოთა ქალაქის განვითარების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება და  ამ სისტემის იდეოლოგიის ერთ-ერთ მატარებელ ორგანიზმად გადაიქცევა. \nსემინარზე განხილული იქნება თბილისის განვითარების ეტაპები\, კონცეფციები და რეალურად განხორციელებული ცვლილებები საბჭოთა ურბანიზმის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. \n\n17:40 საათი – „თბილისის ურბანული გამოწვევები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაგალითზე“\n\nტექნოლოგიის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ნანა ზაზანაშვილი \nსემინარზე წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები –  მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული განვითარების ტენდენციების მიმოხილვა\,  საკვლევ არეალში დაგეგმილი მშენებლობების შეფასება და მათი ზეგავლენა კულტურული მემკვიდრეობის\, მიწათსარგებლობისა და მობილობის კუთხით. \nკვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი) მხარდაჭერით. \nკვლევის ავტორები: თამარ ამაშუკელი\, ნანა ზაზანაშვილი\, ანა ხუროძე\, ელენე ხუნდაძე\, ვიზუალური მასალა: პავლე მაისურაძე\, გიორგი მუზაშვილი\, მიხეილ ჭინჭარაული \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiis-skolis-asotsirebuli-prophesoris-ia-kupatadzisa-da-asistent-prophesor-nana-zazanashvilis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/seminari_web4.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240628T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240628T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240627T110946Z
LAST-MODIFIED:20240628T093052Z
UID:10005485-1719594000-1719601200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს
DESCRIPTION:28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. \n17:00 საათზე პროფესორი ზურაბ რატიანი – ლექციას „კვანტური კომპიუტერების ფიზიკური მოდელები“. \n\nგანიხილავს კვანტური კომპიუტერის კომპონენტების ერთ-ერთი შესაძლო ფიზიკურ- რეალიზაციას.\n\n17:40 საათზე პროფესორი ელინა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მონიტორინგი და გამოწვევები”. \n\nმსმენელი გაეცნობა ინფორმაციას საქართველოში გარემოს (წყლის\, ჰაერის\, ნიადაგის) დაბინძურების მონიტორინგის შესახებ.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28 ივნისი\, 17:00 საათი\, 17:40 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/teqnologiis-skolis-asotsirebuli-prophesorebi-zurab-ratiani-da-elina-baqradze-tsaikithkhaven-sajaro-leqtsiebs/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/ad6547fb0ae70dccc4cc15920eb96323_83913.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240628T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240628T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240626T072113Z
LAST-MODIFIED:20240626T133900Z
UID:10005481-1719590400-1719597600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მიხაილ ზილმბერმინტის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:28 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წამყვანი ენდოკრინოლოგი\, პროფესორი მიხაილ ზილმბერმინტი წაიკითხავს საჯარო ლექციებს: \n\nენდოკრინული ჰოსპიტალისტი: დიაბეტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესება;\n\n\nჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დიაბეტის მართვა (გასაკვირად მარტივად).\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 ივნისი\, 16:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mikhail-zilmbermintis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/web-sabun-spikeriani.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240627T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240627T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240626T065143Z
LAST-MODIFIED:20240626T065143Z
UID:10005480-1719507600-1719511200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები“ – პროფესორ მარია ტრიფონოვას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:27 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მოწვევით სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, დოქტორი მარია ტრიფონოვა წაიკითხავს ლექციას „გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები”. \nმომხსენებელი ისაუბრებს ნახშირბადის ფასების მექანიზმის სირთულეებსა და ამ კუთხით ევროკავშირის გამოცდილებასა და გაკვეთილებზე\, განიხილავს ნახშირბადის ფასის დადგენის ფუნდამენტურ საკითხებს\, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (EU ETS) ეკონომიკურ ეფექტებს\, ნახშირბადით ვაჭრობის სამომავლო პერსპექტივას ევროკავშირში\, ასევე ნახშირბადის საზღვრის რეგულირების მექანიზმს (CBAM) და ეროვნულ პოლიტიკასა და მარეგულირებელ ჩარჩოს ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებში მონიტორინგის\, ანგარიშგებისა და გადამოწმების (MRV) სისტემების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისთვის. \nსემინარი დასრულდება დისკუსიით საქართველოსთვის ამ მექანიზმების გამოყენებისა და მათი შესაძლო ეკონომიკური ეფექტების შესახებ. \nგანსახილველი თემები: \n\nნახშირბადის ბაზრის პრინციპები და ეკონომიკური შედეგები;\nნახშირბადის ბაზრის ევროპული მოდელი და მისი შესაძლო გამოყენება სხვა რეგიონებში;\nენერგეტიკული გაერთიანების MRV სისტემის ოპერაციული ასპექტები;\nსაქართველოში ნახშირბადის ბაზრის დანერგვის პერსპექტივები.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 ივნისი\, 17:00 \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/garemos-gathvalistsineba-ekonomikur-analizshi-evrokavshiris-nakhshirbadis-bazris-gakvethilebi-prophesor-maria-triphonovas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/6c59c962d7ae98eb5d5ebad9944d9d84_83890.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240612T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240612T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240607T105700Z
LAST-MODIFIED:20240607T105736Z
UID:10005461-1718208000-1718211600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ტექნოლოგიური რისკების მართვა“ – დოქტორ ანდრეი-ტიტუს რადოვიჩის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორიაში დოქტორი ანდრეი-ტიტუს რადოვიჩი (ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი\, რუმინეთი) წაიკითხავს ლექციას „ტექნოლოგიური რისკების მართვა“. \nმომხსენებელი შეეხება რუმინეთში ტექნოლოგიური რისკების შეფასებისას სივრცული გეგმარების როლს\, განიხილავს საუკეთესო გამოცდილებას\, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. \nმომხსენებლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://enviro.ubbcluj.ro/en/staff/asistent-cercetare-andrei-titus-radovici-3/ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/teqnologiuri-riskebis-marthva-doqtor-andrei-titus-radovichis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/2d922e805772e00e87900044bd9e9819_83605.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240607T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240607T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240606T104704Z
LAST-MODIFIED:20240606T104704Z
UID:10005458-1717779600-1717786800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ასოცირებული პროფესორის\, მურმან მარგველაშვილისა და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორის\, დავით ჩხაიძის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. \n17:00 საათზე ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე წყალბადი\, მისი როლი გლობალურ ენერგეტიკულ გადასვლაში და საქართველოს პერსპექტივები“. \nმომხსენებელი განიხილავს მწვანე წყალბადის შესაძლო როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევაში\, წყალბადის წარმოებისა და მოხმარების თანამედროვე ტექნოლოგიების ტექნიკურსა და ეკონომიკურ მახასიათებლებს\, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს\, რეგულირების ასპექტებს\, ასევე საქართველოში წყალბადისა და მისი წარმოებულების გამომუშავებისა და მოხმარების პერსპექტივებს. \n17:40 საათზე ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას “SDTx – Software-defined RF transmitter“. \nსემინარზე წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიის სკოლის მიერ შექმნილი რადიოკომუნიკაციის ახალი მოწყობილობა: STDx – პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული რადიოგადამცემები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ივნისი\, 17:00 საათი\, 17:40 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-asotsirebuli-prophesoris-murman-margvelashvilisa-da-teqnologiis-skolis-motsveuli-leqtoris-davith-chkhaidzis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/17bf708c29c9901d751dd1ea074df413_83609.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240531T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240531T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240530T080716Z
LAST-MODIFIED:20240603T080746Z
UID:10005455-1717174800-1717178400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სულხან მუხიგულაშვილისა და ასისტენტ-პროფესორ მარიამ მანჯიკაშვილის საჯარო მოხსენებები
DESCRIPTION:31 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი და ასისტენტ-პროფესორი მარიამ მანჯიკაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს. \n\n17:00 საათზე პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „პერიოდული ამოცანა მაღალი რიგის გადახრილ არგუმენტებიანი დიფერენციალური განტოლებებისთვის“.\n\n\n18:00 საათზე ასისტენტ-პროფესორი მარიამ მანჯიკაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „არაოსცილაციურობის აუცილებელი და საკმარისი პირობები მეოთხე რიგის წრფივი ჩვეულებრი დიფერენციალური განტოლებებისთვის“.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 მაისი\, 17:00 და 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-sulkhan-mukhigulashvilisa-da-asistent-prophesor-mariam-manjikashvilis-sajaro-mokhsenebebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/507e5292a48a1eda03c8f0440a9145f3_83581.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240528T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240528T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240524T091310Z
LAST-MODIFIED:20240524T091310Z
UID:10005454-1716908400-1716915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“ - საჯარო ლექცია
DESCRIPTION:28 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკაში პროფესორ ფილიპ კიმის ორგანიზებით გაიმართება აქცია „წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“. \nლექციაზე ამერიკელი პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ჩვევებსა და ფილოსოფიას\, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. \nდისკუსია გაიმართება „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების“ ფორმატში\, სადაც სპიკერები განლაგდებიან 4 მაგიდასთან (თითოეულ მაგიდასთან – 2 სპიკერი). დისკუსიის მონაწილეები კი შეიკრიბებიან თითოეული მაგიდის ირგვლივ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში მოუსმენენ სპიკერების საინტერესო პრეზენტაციებს\, დაუსვამენ მათ კითხვებს ან გაუზიარებენ კომენტარებს. ამის შემდეგ დისკუსიის მონაწილეები გადაინაცვლებენ მომდევნო მაგიდასთან. მრგვალი “მაგიდის/მუსიკალური სკამების” დისკუსიისთვის განკუთვნილი იქნება 60-90 წუთი\, ხოლო დარჩენილი 30 წუთი კითხვა-პასუხის ნაწილს დაეთმობა. \nსპიკერები: \n\nანჰუა ჩენი ბოსტონი დოქტორობის კანდიდატი\, ჰარვარდის უნივერსიტეტი\nენი შენ ჰუანგი ბოსტონი დოქტორობის კანდიდატი\, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; ფულბრაიტის სტიპენდიანტი\nბამჯუნ პარკი ვაშინგტონი მერილენდის უნივერსიტეტი\, სტომატოლოგია\nჩერისა შანგი ბოსტონი ჰარვარდის უნივერსიტეტი\nჯეი ჰონგ ჩუ ბოსტონი ჰარვარდის უნივერსიტეტი\nჯეს ჩი ფილადელფია ჰარვარდის უნივერსიტეტი\, ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი\nჯონ ვუ ვაშინგტონი დოქტორი\, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი\nლიდია ჰე ვაშინგტონი დოქტორი\, მერილენდის უნივერსიტეტი\nფილიპ კიმი ფილადელფია ჰარვარდი\, ოქსფორდი\, პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 მაისი\, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsarmatebuli-adamianebis-8-chveva-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/web-8-rcheva.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240518T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240518T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240513T100147Z
LAST-MODIFIED:20240513T100147Z
UID:10005440-1716040800-1716051600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:\,\,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა" - დალი კეკელიძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:18 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გარემოს ჯანმრთელობის კურსის მოწვეული ლექტორი დალი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას \,\,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა”. \nშეხვედრის მიზანია სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთიერთობის შესახებ. \nლექციაზე განხილული იქნება\, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები – ჰაერის დაბინძურება\, წყლის ხარისხი\, კლიმატის ცვლილება – ადამიანის ჯანმრთელობაზე ინდივიდუალურ\, საზოგადოებრივ და გლობალურ დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/garemo-da-adamianis-janmrtheloba-dali-kekelidzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/836323f8c0f58de5b2b228c50b90d6ec_83346.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240502T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240502T170000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240501T120717Z
LAST-MODIFIED:20240501T120717Z
UID:10005438-1714662000-1714669200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო შეხვედრა „სტარტაპთა განვლილი გზა“
DESCRIPTION:2 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა სტარტაპერებსა და მცირე მეწარმეებთან. \nმომხსენებლები: \n\nსანდრო ლილუაშვილი\, „ტენეს“ დამფუძნებელი;\nთამთა მოსიაშვილი\, “WoodTiness”-ის დამფუძნებელი;\nსოფი მუხულიშვილი\, “Cosmo”-ს დამფუძნებელი.\n\nშეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები დამსწრეთ მოუყვებიან თავიანთი საქმიანობის\, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. \nშეხვედრის დრო: 2 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, 106 აუდიტორია \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-shekhvedra-startaptha-ganvlili-gza/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/2-maisiss-vebipng.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T180000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240429T114238Z
LAST-MODIFIED:20240429T114238Z
UID:10005432-1714150800-1714154400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში\, მსოფლიო გამოცდილება\, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“ - პროფესორ მურმან მარგველაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:26 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში\, მსოფლიო გამოცდილება\, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“. \nმსმენელს შესაძლებლობა ექნება\, მოისმინოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათი გამოყენებით მოქალაქეებმა\, ქვეყანამ და ჩვენმა უნივერსიტეტმა? რა უნდა გაკეთდეს ამ სარგებლის მისაღებად? \nმომხსენებელი ისაუბრებს ფინანსური ანალიზის მეთოდიკასა და შედეგებზე\, რითაც შესაძლებელი გახდება მომხმარებლის გადმოსახედიდან შედარდეს თბური ტუმბოებისა და ექვივანეტური გაზის სისტემების გამოყენება\, შეფასდება თბური ტუმბოების გამოყენების შესაძლო გავლენა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე\, ასევე განხილული იქნება პოლიტიკის შესაძლო ღონისძიებები\, რომლებიც თბური ტუმბოების დანერგვით მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thburi-tumboebis-gamoqheneba-gathboba-gagrilebashi-msophlio-gamotsdileba-sargeblianoba-da-perspeqtivebi-saqarthveloshi-prophesor-murman-margvelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/d157e1a57990dcde2a3153fb3c4ad0d6_83218.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T150000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240425T122106Z
LAST-MODIFIED:20240429T122218Z
UID:10005434-1714140000-1714143600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის\, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. \nსტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული  სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: \n\nდალილა ცატავა\, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი\, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი;\nგურამ ბაღდოშვილი – რესტორატორი და ბრენდშეფი\,  ტელესახე რესტორნისა  „ჩვენი“\, „ოვალი“\, „ტაი ტაი“;\nლევან კობიაშვილი   საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარე\, რესტორატორი\, ბრენდშეფი;\nკოტე გაბრიჭიძე – რესტორატორი\,  რესტორნების  „შტელცე“\, „ორი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ დამფუძნებელი;\nმიშა ავსჯანიშვილი – ტელეწამყვანი\, შეფი;\nმია  კუპრავა – საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საქართველო აღმასრულებელი დირექტორი;\nქეთი კვიჭიძე – გასტრონომიის მკვლევარი\, გასტრონომიის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი;\nშოთა ბურჯანაძე – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;\nმერიკო გუბელაძე – რესტორატორი\, შეფი\, ტელესახე რესტორნებისა: „შავი ლომი“\, „კაკლები“\, „ნინიას ბაღი“\, კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი;\nანდრია ქურასბედიანი – რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელი;\nეკატერინე ჯალაღონია – სარესტორნო ქსელის „მეგრული სახლი“ დამფუძნებელი.\n\nშეხვედრის მიზანია სტუდენტებმა უფრო ახლოს გაიცნონ ცნობილი რესტორატორები\, გაიგონ თუ რა მნიშვნელობა აქვს გასტრონომიულ ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს -გზამკვლევებს\, გასტრონომიულ კონგრესებს\, ფესტივალებსა და გამოფენებს\, სატელევიზიო შოუებს და ა.შ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-qarthuli-sarestorno-biznesi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/7b0537b203fd1c2c36e17ec2635d6378_83232.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240416T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240416T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240411T070425Z
LAST-MODIFIED:20240415T070559Z
UID:10005418-1713290400-1713294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“
DESCRIPTION:16 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის\, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას\, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათი აქვს გატარებული. მან შეისწავლა\, როგორ ყალიბდება მგლის ქცევა და გონივრული მოქმედების უნარი. \nსტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენა\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება იასონ ბადრიძის მიერ გადაღებული მგლების\, მათ შორის მისი გაზრდილი მგლის\, გაის\, ფოტოები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iason-badridzis-meore-sajaro-mokhseneba-mglis-qtsevis-ontogenezi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/b979c30f52f4316c70739040df8a3c71_83128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240412T200000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240411T100957Z
LAST-MODIFIED:20240411T104731Z
UID:10005417-1712948400-1712952000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საერთაშორისო დანაშაულებების თანამედროვე გამოწვევები" - ეკა ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა: აგრესიის დანაშაული\, გენოციდი\, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულები”. \nეკა ტყეშელაშვილს აქვს მართვის\, კანონის უზენაესობის\, კორუფციასთან ბრძოლისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ეკავა იუსტიციის მინისტრის\, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტები. \nმისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო განვითარების საკითხებს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უკრაინაში მოწინავე ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების“ ხელმძღვანელობისას იქ კორუფციასთან ბრძოლისა და საკვანძო ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. უფრო ადრე ეკა იყო ევროპული ანტიკორუფციული ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი\, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინაში ანტიკორუფციული მიმართულებით ევროპული კომისიის მიერ გაწეული მრავალმხრივი აქტივობის ხელმძღვანელობის კუთხით. \nეკა ტყეშელაშვილი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობასა და სწავლებაში. უკრაინაში მუშაობდა კიევის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის (CAPS) ლექტორად – ასწავლიდა კურსებს დემოკრატიის\, კარგი მმართველობის\, სახელმწიფოს აღმშენებლობის\, კანონის უზენაესობის ჭრილში ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციული ცვლილებების ურთიერთმიმართების შესახებ. ასევე იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით\, უძღვებოდა საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო პასუხისმგებლობის კურსებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-danashaulebebis-thanamedrove-gamotsvevebi-eka-tqheshelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/WEB-BANNER-samarthali-eka-tqheshelashvili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240411T210000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240319T115705Z
LAST-MODIFIED:20240319T115705Z
UID:10005391-1712862000-1712869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციების ციკლი „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით იწყებს საჯარო ლექციების მეორე ციკლს „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“. \nპროექტის მიზანია\, იმსჯელოს შემდეგ კითხვებზე: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართება ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აკისრია მას გლობალურ წესრიგში? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნება სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე? \nლექციების ციკლის ამოცანაა კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ ქართველ მკვლევართა მოხსენებების თავმოყრა. \nფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნის და შემაჯამებელი ღონისძიებები. \nციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის. \nდრო: 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nლექციების ციკლი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebis-tsikli-samarthlis-kritikuli-theoria-perspeqtiva-krizisis-shemdeg/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-samarthali-sajaro-leqtsiatha-tsikli2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240401T080421Z
LAST-MODIFIED:20240401T092944Z
UID:10005411-1712340000-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“ – ანი ჩერქეზიშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი\, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“. \nშეხვედრის მიზანია სტუდენტებს\, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება\, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში\, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა მეწარმეებისთვის საჭირო რჩევებს\, გაეცნობიან საქმიანობის წამოწყების ძლიერსა და სუსტ მხარეებს\, მთავარ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsarmeoba-swot-analizi-anu-ratom-ki-da-ratom-ara-ana-cherqezishvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/NEW-WEB-SIZE-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T150000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240313T095333Z
LAST-MODIFIED:20240313T095333Z
UID:10005379-1710853200-1710860400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“ – პროფესორ იასუიუკი ტოდოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:19 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nპროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლს იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში. იაპონური ფირმების მიწოდების ჯაჭვებს\, ცნობილს\, როგორც “keiretsu”\, ახასიათებს გრძელვადიანი ძლიერი კავშირები\, რომლებიც აღჭურვილია ნდობით და წვლილი შეაქვს ეფექტურ წარმოებასა და ინოვაციაში. თუმცა ბოლო დროს\, ბუნებრივი კატასტროფების გახშირებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მზარდი საკითხების გამო\, იაპონური ფირმების ქსელებს შესთავაზეს რეორგანიზაცია და დივერსიფიკაცია მდგრადობისა და ინოვაციის ხელშესაწყობად.  მომხსენებელი ისაუბრებს იაპონიის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებსა და შედეგებზე საქართველოსა და სომხეთში. \nმომხსენებლის შესახებ \nიასუიუკი ტოდოს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტში. ამჟამად ვასედას უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევითი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო ეკონომიკა\, ეკონომიკის განვითარება და გამოყენებითი მიკროეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 70 აკადემიური ნაშრომი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: Nature Sustainability\, the Journal of Industrial Economics\, the Journal of Regional Science\, Research Policy\, World Development\, and Ecological Economics და ა.შ. \nპროფესორი ტოდო Japanese Association for Development Economics და the Japanese Society of International Economics საბჭოს წევრია. ასევე ემსახურებოდა რამდენიმე საკონსულტაციო კომიტეტს როგორც ეროვნულ\, ასევე ადგილობრივ მთავრობების დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mitsodebis-jatchvebisa-da-phirmebis-tsodnis-qselebis-roli-iaponiis-ekonomikur-zrdasa-da-mdgradobashi-prophesor-iasuiuki-todos-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/23b0c66361c6203857e91c5ac6ecf3b4_82848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240314T190000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240310T095533Z
LAST-MODIFIED:20240318T095728Z
UID:10005388-1710439200-1710442800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:14 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. \nდოქტორი თიმ ბუნიევაცი\, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში\, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით\, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ. \nმან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში\, იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. დღემდე სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორია; აქვს პრაქტიკოსი იურისტის\, მინისტრის მრჩევლად და სასამართლო სისტემის კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebaze-orientirebuli-marthlmsajuleba-doqtor-thim-bunievatsis-sajaro-leqtsia-2/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/533379305670bb5a0c9c0f80143603ce_82777-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240304T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240304T210000
DTSTAMP:20260418T101550
CREATED:20240227T093528Z
LAST-MODIFIED:20240227T093528Z
UID:10005366-1709578800-1709586000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მგლის აზროვნების ფორმირება“ – იასონ ბადრიძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მეცნიერი ველური ბუნების დაცვის დღის აღსანიშნავად წაიკითხავს საჯარო ლექციას „მგლის აზროვნების ფორმირება“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ემერიტუს პროფესორი იასონ ბადრიძე დაიბადა 1944 წლის 26 იანვარს თბილისში. \nსამეცნიერო საქმიანობის დიდი ნაწილი მან მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას დაუთმო. ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათს იცხოვრა და შეისწავლა მათი ქცევის დამახასიათებელი ნიშნები\, გამოიკვლია\, როგორ ყალიბდება მათი ქცევა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 მარტს\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mglis-azrovnebis-phormireba-iason-badridzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/65fdf912878b9b238d543cfb781f307d_82503.png
END:VEVENT
END:VCALENDAR