BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260423T151947
CREATED:20240401T080421Z
LAST-MODIFIED:20240401T092944Z
UID:10005411-1712340000-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“ – ანი ჩერქეზიშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი\, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი\, ანუ რატომ კი და რატომ არა“. \nშეხვედრის მიზანია სტუდენტებს\, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება\, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში\, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა მეწარმეებისთვის საჭირო რჩევებს\, გაეცნობიან საქმიანობის წამოწყების ძლიერსა და სუსტ მხარეებს\, მთავარ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsarmeoba-swot-analizi-anu-ratom-ki-da-ratom-ara-ana-cherqezishvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/NEW-WEB-SIZE-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240411T210000
DTSTAMP:20260423T151947
CREATED:20240319T115705Z
LAST-MODIFIED:20240319T115705Z
UID:10005391-1712862000-1712869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციების ციკლი „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით იწყებს საჯარო ლექციების მეორე ციკლს „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“. \nპროექტის მიზანია\, იმსჯელოს შემდეგ კითხვებზე: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართება ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აკისრია მას გლობალურ წესრიგში? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნება სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე? \nლექციების ციკლის ამოცანაა კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ ქართველ მკვლევართა მოხსენებების თავმოყრა. \nფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნის და შემაჯამებელი ღონისძიებები. \nციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის. \nდრო: 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nლექციების ციკლი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebis-tsikli-samarthlis-kritikuli-theoria-perspeqtiva-krizisis-shemdeg/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-samarthali-sajaro-leqtsiatha-tsikli2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240412T200000
DTSTAMP:20260423T151947
CREATED:20240411T100957Z
LAST-MODIFIED:20240411T104731Z
UID:10005417-1712948400-1712952000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საერთაშორისო დანაშაულებების თანამედროვე გამოწვევები" - ეკა ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა: აგრესიის დანაშაული\, გენოციდი\, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულები”. \nეკა ტყეშელაშვილს აქვს მართვის\, კანონის უზენაესობის\, კორუფციასთან ბრძოლისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ეკავა იუსტიციის მინისტრის\, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტები. \nმისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო განვითარების საკითხებს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უკრაინაში მოწინავე ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების“ ხელმძღვანელობისას იქ კორუფციასთან ბრძოლისა და საკვანძო ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. უფრო ადრე ეკა იყო ევროპული ანტიკორუფციული ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი\, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინაში ანტიკორუფციული მიმართულებით ევროპული კომისიის მიერ გაწეული მრავალმხრივი აქტივობის ხელმძღვანელობის კუთხით. \nეკა ტყეშელაშვილი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობასა და სწავლებაში. უკრაინაში მუშაობდა კიევის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის (CAPS) ლექტორად – ასწავლიდა კურსებს დემოკრატიის\, კარგი მმართველობის\, სახელმწიფოს აღმშენებლობის\, კანონის უზენაესობის ჭრილში ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციული ცვლილებების ურთიერთმიმართების შესახებ. ასევე იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით\, უძღვებოდა საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო პასუხისმგებლობის კურსებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-danashaulebebis-thanamedrove-gamotsvevebi-eka-tqheshelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/WEB-BANNER-samarthali-eka-tqheshelashvili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240416T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240416T190000
DTSTAMP:20260423T151947
CREATED:20240411T070425Z
LAST-MODIFIED:20240415T070559Z
UID:10005418-1713290400-1713294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“
DESCRIPTION:16 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის\, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას\, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათი აქვს გატარებული. მან შეისწავლა\, როგორ ყალიბდება მგლის ქცევა და გონივრული მოქმედების უნარი. \nსტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენა\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება იასონ ბადრიძის მიერ გადაღებული მგლების\, მათ შორის მისი გაზრდილი მგლის\, გაის\, ფოტოები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iason-badridzis-meore-sajaro-mokhseneba-mglis-qtsevis-ontogenezi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/b979c30f52f4316c70739040df8a3c71_83128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T150000
DTSTAMP:20260423T151947
CREATED:20240425T122106Z
LAST-MODIFIED:20240429T122218Z
UID:10005434-1714140000-1714143600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის\, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. \nსტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული  სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: \n\nდალილა ცატავა\, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი\, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი;\nგურამ ბაღდოშვილი – რესტორატორი და ბრენდშეფი\,  ტელესახე რესტორნისა  „ჩვენი“\, „ოვალი“\, „ტაი ტაი“;\nლევან კობიაშვილი   საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარე\, რესტორატორი\, ბრენდშეფი;\nკოტე გაბრიჭიძე – რესტორატორი\,  რესტორნების  „შტელცე“\, „ორი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ დამფუძნებელი;\nმიშა ავსჯანიშვილი – ტელეწამყვანი\, შეფი;\nმია  კუპრავა – საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საქართველო აღმასრულებელი დირექტორი;\nქეთი კვიჭიძე – გასტრონომიის მკვლევარი\, გასტრონომიის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი;\nშოთა ბურჯანაძე – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;\nმერიკო გუბელაძე – რესტორატორი\, შეფი\, ტელესახე რესტორნებისა: „შავი ლომი“\, „კაკლები“\, „ნინიას ბაღი“\, კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი;\nანდრია ქურასბედიანი – რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელი;\nეკატერინე ჯალაღონია – სარესტორნო ქსელის „მეგრული სახლი“ დამფუძნებელი.\n\nშეხვედრის მიზანია სტუდენტებმა უფრო ახლოს გაიცნონ ცნობილი რესტორატორები\, გაიგონ თუ რა მნიშვნელობა აქვს გასტრონომიულ ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს -გზამკვლევებს\, გასტრონომიულ კონგრესებს\, ფესტივალებსა და გამოფენებს\, სატელევიზიო შოუებს და ა.შ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-qarthuli-sarestorno-biznesi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/7b0537b203fd1c2c36e17ec2635d6378_83232.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T180000
DTSTAMP:20260423T151947
CREATED:20240429T114238Z
LAST-MODIFIED:20240429T114238Z
UID:10005432-1714150800-1714154400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში\, მსოფლიო გამოცდილება\, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“ - პროფესორ მურმან მარგველაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:26 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში\, მსოფლიო გამოცდილება\, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“. \nმსმენელს შესაძლებლობა ექნება\, მოისმინოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათი გამოყენებით მოქალაქეებმა\, ქვეყანამ და ჩვენმა უნივერსიტეტმა? რა უნდა გაკეთდეს ამ სარგებლის მისაღებად? \nმომხსენებელი ისაუბრებს ფინანსური ანალიზის მეთოდიკასა და შედეგებზე\, რითაც შესაძლებელი გახდება მომხმარებლის გადმოსახედიდან შედარდეს თბური ტუმბოებისა და ექვივანეტური გაზის სისტემების გამოყენება\, შეფასდება თბური ტუმბოების გამოყენების შესაძლო გავლენა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე\, ასევე განხილული იქნება პოლიტიკის შესაძლო ღონისძიებები\, რომლებიც თბური ტუმბოების დანერგვით მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thburi-tumboebis-gamoqheneba-gathboba-gagrilebashi-msophlio-gamotsdileba-sargeblianoba-da-perspeqtivebi-saqarthveloshi-prophesor-murman-margvelashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/d157e1a57990dcde2a3153fb3c4ad0d6_83218.png
END:VEVENT
END:VCALENDAR