BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240712T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240712T170000
DTSTAMP:20260423T030637
CREATED:20240703T172601Z
LAST-MODIFIED:20240705T115449Z
UID:10005489-1720796400-1720803600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში
DESCRIPTION:12 ივლისს\, 15:00-დან 18:00 საათამდე\, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. \nნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი\, რომელიც დაარსდა 1933 წელს\, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევასა და ინვენტარიზაციაში. \nღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს\, რომლებიც წარმოაჩენენ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან\, საინტერესო პროექტებს\, მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგით შექმნილ პროექტებსა და პროცესებს\, რომელთაც სამეცნიერო სამუშაოების დროს იყენებენ. \nსტუმრებს დახვდებათ: \n\nნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის კარავი – ჰერბარიუმის გამოფენა;\nკოსმოსური კვლევების ცენტრის კარავი –  პლანეტარიუმი და ტელესკოპით მზეზე დაკვირვება;\nგამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კარავი;\nეკოლოგიის ინსტიტუტი;\nქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის კარავი;\nტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი;\nდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი;\nSalis ლაბორატორიის და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავი;\nზოოლოგიის ინსტიტუტის კარავი და სხვ.\n\nღონისძიების დროს ასევე გაიმართება ბოტანიკურ პერსონაჟთა ილუსტრაციის ვორკშოპი. \nმისი მონაწილენი შეძლებთ პერსონაჟის გამოგონებასა და ილუსტრირებას ბოტანიკური ფორმების გამოყენებით\, ისწავლით მაგალითების მოძიებას\, ფორმების განცალკევებას\, მოხაზვას\, გამარტივებასა და შეერთებას\, გაეცნობით პერსონაჟის ილუსტრირების ძირითად პრინციპებს\, როგორებიცაა: სილუეტი\, ფერი და აქცენტები. ვორკშოპი არარსებული ბოტანიკური პერსონაჟის შექმნისა და გაცოცხლების საშუალებას მოგცემთ. დასასრულ მიიღებთ თქვენ მიერ შექმნილ უნიკალურ პერსონაჟს. \nასაკობრივი ზღვარი: 15+ \nცოდნის დონე: ნებისმიერი \nხანგრძლივობა: 2 საათი\, 10 წუთი შესვენება \nმონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო მასალებით – თაბახის ფურცლებით\, უბრალო ფანქრით\, შავ მელნიანი კალმით\, პერგამენტის ქაღალდებით\, გასაფერადებელი მასალებით (მარკერით\, ფერადი ფანქრებით). \nსურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თან იქონიოთ საკუთარი გრაფიკული პლანშეტი ან ლეპტოპი სახატავი აპლიკაციებით (Procreate App\, Photoshop\, Sketch). \nვორკშოპზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/XvvsFcWxiCuXGAeh9  \nგაითვალისწინეთ\, რომ შეზღუდული ადგილების გამო ვორკშოპში მონაწილეობას შეძლებს პირველი 20 რეგისტრირებული პირი. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 ივლისი\, 18:00 საათი. \nდრო: 12 ივლისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე \nდასწრება თავისუფალია. \n\nღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, ესტუმრონ საქართველოს ეროვნულ ჰერბარიუმს. \nჰერბარიუმის\, როგორც ეროვნული საგანძურის\, მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით: \nმცენარეებისა და სოკოების საჰერბარიუმო კოლექციები\, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 000 000-ს\, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისა და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის. \nსაქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაციაა\,  შექმნილი კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებულ მკვლევართა მიერ. \nტურზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/CgFwO \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი\, 18:00 საათი \nდრო: 12 ივლისი\, 16:00 და 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sabunebismetqhvelo-metsnierebis-popularizatsiis-ghia-karis-dghe-botanikur-baghshi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/4a5d6d7a2a4f76ecf437b23e76cad49b_84089.png
END:VEVENT
END:VCALENDAR