BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240515T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240518T170000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240429T122417Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005435-1715760000-1716051600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ასტროლაბი“ – ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი საქართველოში მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:15-დან 18 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართება ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი „ასტროლაბი”. \nვორკშოპის მიზანია ასტროფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 4 დღის განმავლობაში შეუქმნას შესაბამისი კვლევითი გარემო\, სადაც ისინი არა მარტო მოისმენენ გამორჩეულ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციებს\, არამედ მათი დახმარებით თავად დაამუშავებენ კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებებს და შეძლებენ მათ ვიზუალიზაციას. \nმსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან საუბრის საშუალება მოსწავლეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს\, რამდენიმე დღით თავი ამ დარგის ნაწილად იგრძნონ. \nვორკშოპებს გაუძღვებიან: \n\nდოქტ. ადრიანა პირესი\, მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების ცენტრი\, ჩინეთის სამეცნიერო აკადემია\, (ჩინეთი) და პოტსდამის ასტროფიზიკის ლაიბნიცის ინსტიტუტი (გერმანია);\nპროფ. რობერტო ტუროლა\, პადოვის უნივერსიტეტი (იტალია);\nპროფ. ნინო ჩხეიძე\, პროფ. ანდრია როგავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;\nპროფ. ზაზა ოსმანოვი\, თავისუფალი უნივერსიტეტი.\n\nდოქტორი ადრიანა პირესი ერთ-ერთი წამყვანი დამკვირვებელია მაღალი ენერგიების მიმართულებით. მისი აღმოჩენილია იზოლირებული პულსარების ყველაზე უცნაური და გამორჩეული კლასის\, ე.წ. შესანიშნავი შვიდეულის\, რამდენიმე წყარო. \nპროფესორი რობერტო ტუროლა იკვლევს ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და შავ ხვრელებს და ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერია მსოფლიოში. \nქართველი პროფესორები – ზაზა ოსმანოვი\, ანდრია როგავა და ნინო ჩხეიძე – აწარმოებენ ნეიტრონული ვარსკვლავებისა და გიგანტური შავი ხვრელების კვლევებს. \nლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nვორკშოპის პრაქტიკულ ნაწილებში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9 და უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებს. \nღონისძიების დეტალური განრიგი იხ: https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/83239.pdf \nგთხოვთ\, 10 მაისის 24:00 საათამდე რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე https://forms.gle/DgHgaKSGE3iCgypu9 \nშერჩეული კანდიდატები მიიღებენ დასტურის მეილს. \nსამუშაო ენები: ინგლისური და ქართული \nვორკშოპი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/astrolabi-astrophizikis-pirveli-praqtikuli-vorkshopi-saqarthveloshi-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/1084807295cd275bb010537ea3b0a31e_83238.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240514T133000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240514T163000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240502T121822Z
LAST-MODIFIED:20240502T121909Z
UID:10005439-1715693400-1715704200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლელა ჩიტაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:14 მაისს\, 13:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლელა ჩიტაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები – კოგნინის\, მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულისა და Src კინაზას კომპლექსის ცვლილებების შესწავლა“ (“Molecular mechanisms of visual imprinting memory in chicks – study of Cognin\, mitochondrial NADH dehydrogenase subunit II and Src kinase complex changes”).
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-lela-chitadzis-sadisrtatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/chitadze_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240503T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240503T200000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240502T100238Z
LAST-MODIFIED:20240513T100414Z
UID:10005441-1714762800-1714766400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მზის მაგნიტური ციკლი - მეცნიერ მაუსუმი დიკპატის ონლაინლექცია
DESCRIPTION:3 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში ონლაინსემინარების ფარგლებში მეცნიერი მაუსუმი დიკპატი წაიკითხავს ონლაინლექციას „მზის მაგნიტური ციკლი“. \nმაუსუმი დიკპატი High Altitude Observatory-ის (აშშ) უფროსი მეცნიერი და მზის მაგნიტური დინამოს ცნობილი ექსპერტია. მას მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებსა და მკვლევრებთან. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nმზის მაგნიტური აქტიურობა იცვლება სხვადასხვა დროითი პერიოდებით. ყველაზე გამოკვეთილია 11-წლიანი ციკლი მზის ლაქების რიცხვის პერიოდული ცვლილებით. ციკლისთვის ასევე დამახასიათებელია ლაქების დრეიფი ეკვატორისკენ და პოლარული მაგნიტური სტრუქტურების გადაადგილება პოლუსებისკენ\, რაც აიხსნება დინამო თეორიიით. მზის აქტიურობაში ასევე დაიმზირება შედარებით მოკლე დროითი ცვლილებები – 5 თვიდან 2 წლამდე პერიოდებით. \nმომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული ციკლების მაგნიტოჰიდროდინამიკურ თვისებებზე\, ასევე დედამიწაზე მზის მაგნიტური აქტიურობის გავლენაზე კოსმოსური ამინდის საშუალებით. \nფორმატი: შეხვედრა გაიმართება ზუმში \n\n იხ. ბმული: https://uni-graz.zoom.us/j/6435542130?pwd=L3hiTlBIM2s3RnpLMDV1azhUUThtdz09\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 მაისი\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mzis-magnituri-tsikli-metsnier-mausumi-dikpatis-onlainleqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/f4f2ec6dd84b390ba82a0c5be3f706ea_83340.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240422T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240422T160000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240415T085028Z
LAST-MODIFIED:20240415T105153Z
UID:10005419-1713798000-1713801600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველოს დაცული ტერიტორიები" - ბიოლოგ ნატო სულთანიშვილის ლექცია
DESCRIPTION:22 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატო სულთანიშვილი წაიკითხავს ლექციას „საქართველოს დაცული ტერიტორიები“. \nნატო სულთანიშვილი ბიოლოგია\, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც სამეცნიერო\, ასევე სამინისტროს სტრუქტურაში. \n2008 წლიდან მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. \nნატო სულთანიშვილი 2017 წლიდან დღემდე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსია. \n2013-2017 წლებში იყო გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში\, 2008-2013 წლებში – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოგანათლებისა და ინტერპრეტაციის მთავარი სპეციალისტი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-datsuli-teritoriebi-biolog-nato-sulthanishvilis-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/davtsuli_web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240420T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240421T180000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240416T084238Z
LAST-MODIFIED:20240417T110317Z
UID:10005420-1713607200-1713722400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“
DESCRIPTION:20-21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“. \nდედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/)\, რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება\, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. \nფორუმზე საქართველოს წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებს\, მათ გავლენას ადამიანსა და გარემოზე\, იმსჯელებენ ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე. \nფორუმზე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შორის\, რომელთაც  კონკურსისთვის მოამზადეს პრეზენტაციები კლიმატის ცვლილების შესახებ\, გამოვლინდებიან გამარჯვებულები. \nფორუმის განრიგი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/aiKU9 \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდრო: 20-21 აპრილი\, 10:00 – 18:00
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saganmanathleblo-phorumi-klimatis-tsvlilebis-bunebrivi-kosmosuri-da-adamianuri-phaqtorebi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/WEB-BANNER-CENN-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240416T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240416T190000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240411T070425Z
LAST-MODIFIED:20240415T070559Z
UID:10005418-1713290400-1713294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“
DESCRIPTION:16 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის\, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას\, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათი აქვს გატარებული. მან შეისწავლა\, როგორ ყალიბდება მგლის ქცევა და გონივრული მოქმედების უნარი. \nსტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენა\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება იასონ ბადრიძის მიერ გადაღებული მგლების\, მათ შორის მისი გაზრდილი მგლის\, გაის\, ფოტოები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iason-badridzis-meore-sajaro-mokhseneba-mglis-qtsevis-ontogenezi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/b979c30f52f4316c70739040df8a3c71_83128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240408T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240408T110000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240327T094241Z
LAST-MODIFIED:20240327T094241Z
UID:10005399-1712570400-1712574000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში - დოქტორ მიხა ვერნერის სემინარი
DESCRIPTION:8 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში”. \nაკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის\, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე\, გვალვებსა და წყალდიდობებზე\, ასევე წყლის განაწილებასა და წყალსაცავის ექსპლუატაციაზე ფოკუსით. ამჟამად H2020 ევროპული მსხვილი კვლევითი პროექტის კოორდინატორი და მთავარი მკვლევარია\, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნას სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით\, კლიმატის ცვლილებასა და გვალვასთან ადაპტაციის მიზნით. ვერნერი  IHE Delft-ის წარმომადგენელია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გვალვის მართვის საერთაშორისო პროგრამაში (IDMP) და მუშაობს ნიდერლანდების მთავრობის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში მტკნარი წყლისა და გვალვის შესახებ. \nსემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს: \n\nშესავალი გვალვისა და წყლის დეფიციტის საკითხებში;\nგვალვის რისკის პოლიტიკის სამი კომპონენტი: გვალვის მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება; რისკის შეფასება და ადაპტაცია;\nკლიმატის სერვისები გვალვის მართვისა და ადრეული გაფრთხილების მხარდასაჭერად;\nსაქართველოში მდინარე ალაზნისა და იორის აუზებში სერვისის მომხმარებლებთან ერთად კლიმატის სერვისების თანამონაწილეობრივი შექმნა.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gvalvis-marthva-klimatis-tsvlilebis-pirobebshi-doqtor-mikha-verneris-seminari/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,სემინარები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-sabu.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T190000
DTSTAMP:20260418T113648
CREATED:20240326T123556Z
LAST-MODIFIED:20240327T093055Z
UID:10005398-1711562400-1711566000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მედიკამენტების ხელმისაწვდომობა – საჯარო დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. \nდანახარჯი მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ​მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის\, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% კიდევ უფრო ღარიბდება. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებით დიდი დანახარჯების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ფარმაცევტული პოლიტიკისა და რეგულირების მნიშვნელოვანი ხარვეზები\, რაც ხელს უწყობს მედიკამენტების ფასების უკონტროლო ზრდას და მათ არარაციონალურ მოხმარებას. \nპანელური დისკუსიის მონაწილე ექსპერტები – აკაკი ზოიძე\, თინა ტურძილაძე\, გიორგი გოცაძე და პრაქტიკოსი ექიმი ჯაბა ზარქუა – განიხილავენ შემდეგ საკითხებს: \n\nრა არის რეფერენტული ფასი და შეიძლება თუ არა მისი წამლის ფასის კონტროლის ეფექტურ მექანიზმად გამოყენება;\nრა არის გენერიკული მედიკამენტი და შეუძლია თუ არა მას ძვირადღირებული ბრენდული მედიკამენტის ჩანაცვლება. რა შემთხვევებში შეგვიძლია წამლების ჩანაცვლება;\nრა არის პოლიფარმაცია და როგორ აისახება ის ჩვენს ხარჯებსა და ჯანმრთელობაზე.\n\nიხ. ღონისძიების ბმული https://shorturl.at/mqwHX \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ავსტრიული ბიბლიოთეკა\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/medikamentebis-khelmisatsvdomoba-sajaro-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/medikamentebi_web_new-2.png
END:VEVENT
END:VCALENDAR