BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260529T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260529T170000
DTSTAMP:20260611T022807
CREATED:20260518T091103Z
LAST-MODIFIED:20260518T091103Z
UID:10006015-1780070400-1780074000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:29 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება ახლად დაფუძნებული გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია. \nგლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი კომპლექსურად შეისწავლის მყინვარებს\, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს. \nცენტრის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის მყინვარების სისტემური მონიტორინგი და გლაციოლოგიური საფრთხეების შეფასება. ცენტრის თაოსნობით განხორციელდება მრავალწლიანი კვლევითი პროგრამები\, საერთაშორისო პროექტები\, სტუდენტური და სადოქტორო ინიციატივები\, ასევე მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიებები. \nცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: \n\nთანამედროვე გლაციოლოგიური კვლევები;\nდისტანციური ზონდირება;\nსაველე ექსპედიციები;\nგეომორფოლოგიური ანალიზი;\nკლიმატური მოდელირება.\n\nდღეს\, როდესაც კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აჩქარებს მყინვარების დეგრადაციას და ზრდის ბუნებრივი საფრთხეების რისკს\, მსგავსი ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია როგორც მეცნიერების\, ისე ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით. ცენტრი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას\, ახალგაზრდა მკვლევართა განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ გლაციოლოგიურ კვლევით სივრცეში. \nპრეზენტაციას გაუძღვება ლევან ტიელიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიის მიმართულებით. ახლახან იგი აირჩიეს საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების (International Glaciological Society) მმართველობითი საბჭოს წევრად. 1936 წელს ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოება ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ორგანიზაციაა კრიოსფეროს კვლევის მიმართულებით და აერთიანებს მეცნიერებს\, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობენ თოვლსა და ყინულოვან სისტემებს. \nპროფესორი ტიელიძე გასულ კვირას აირჩიეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Remote Sensing-ის რედაქტორად. გამოცემა ეძღვნება მთის მყინვარებისა და ანტარქტიკის მყინვარული ფარების დინამიკის თანამედროვე კვლევებს. \nდრო: 29 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/glatsiologiis-kvlevithi-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/glats_akhalivebi.png
END:VEVENT
END:VCALENDAR