BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260527T210000
DTSTAMP:20260611T005636
CREATED:20260519T091152Z
LAST-MODIFIED:20260519T091252Z
UID:10006020-1779908400-1779915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ელისო“ – კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი – კინოჩვენება და თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“\, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“. \nნიკოლოზ შენგელაია\, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის\, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს\, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს\, სიტყვის „განივთებასა“ და „გაკინემატოგრაფებას“ (შალვა ალხაზიშვილი\, „კინოაპოლოგია“). \n„ელისო“\, სწორედ ამ პერიოდის კინოავანგარდის კლასიკური ნიმუში\, საბჭოთა ავანგარდის\, განსაკუთრებით კი ეიზენშტეინისეული რიტმული მონტაჟის\, ტრადიციას აგრძელებს. „პოეზიის მონტაჟით“ ის უბრალოდ სახიერად მეტყველ კინოს კი არ წარმოადგენს\, არამედ ბრძოლის\, დაუმორჩილებლობის\, ერთიანობისა და წინააღმდეგობის „კოლექტიური გმირის“ მანიფესტია. \nსხვადასხვა სარწმუნოების ჩეჩენი ელისოსა და ქართველი ვაჟიას სიყვარულის ისტორია ცარისტულ რუსეთთან ბრძოლაში მტრულად განწყობილი ხალხების გაერთიანების ისტორიად იკითხება. \nროგორც ცნობილი თეორეტიკოსი\, ვიქტორ შკლოვსკი წერდა „ეს ახალი სიუჟეტი აკავშირებს არა ორ-სამ ადამიანს\, არამედ ორგანიზებას უკეთებს მასას… ერთ-ერთი უხუცესთაგანი იწყებს ჩუმი ხმით სიმღერას. ფილმი უხმოა\, მაგრამ ჩვენ სიმღერას ვხედავთ. ეს საცეკვაო სიმღერაა. ტაშის შემოკვრა ცვლის განწყობას\, მოტირალთ ცრემლი შეაშრებათ\, იმედის ნაპერწკალი სასოწარკვეთას გამარჯვებად თუ არა\, საკუთარ თავში რწმენად გადააქცევს“. \nღონისძიების ორგანიზატორია კინოკლუბი “CINEMA CLUB” პროექტის “The Film Corner Clubs 2026–2028” ფარგლებში. \nინიციატივა ხორციელდება პროგრამა Creative Europe – MEDIA-ის ფინანსური მხარდაჭერით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eliso-kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia-OLD.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260528T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260528T180000
DTSTAMP:20260611T005636
CREATED:20260525T125944Z
LAST-MODIFIED:20260525T125944Z
UID:10006031-1779984000-1779991200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო\, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი\, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“
DESCRIPTION:28 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო\, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი\, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“. \nსულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ „სიტყვის კონად“ წოდებულ  „ქართულ ლექსიკონში“ თავმოყრილია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში შემუშავებული ფილოსოფიური ეთიკის არსებობის გამამართლებელი მეცნიერული სტატუსის მქონე ტერმინოლოგია. \nზნეობის პრობლემები მის მსოფლმხედველობაში განხილულია  ადამიანის რაობასთან მიმართებაში. ეს არის ადამიანის გონებისა თუ გრძნობადი უნარების მნიშვნელობის აღიარებისა და ნების თავისუფლების პრობლემა. ადამიანის რაობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. ამ თავისებურებას ყველაზე კარგად გამოხატავს ზნეობა. მასში ჩანს ადამიანის თავისუფლება\, დამოკიდებულება სიკეთესა და ბოროტებასთან. \nზნეობრივ ღირებულებებთან მიმართებაში ყალიბდება ინდივიდისა და ხალხის\, საზოგადოების ზნე-ჩვეულებები; სულხან-საბა ორბელიანი იძლევა პასუხებს ამ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ანტიკური\, შუა საუკუნეების და ნეოპლატონური ფილოსოფიიდან მიღებული ჭეშმარიტი და დამაჯერებელი ცოდნის საფუძველზე:  ჭეშმარიტებაში ყოფნა არის საკუთარ შინაგან ბუნებაში ჩაღრმავება – „იცან თავი შენი“\, „განვიცადოთ კაცად-კაცადმან სჳინიდისი თვისი“\, „ვიცვალოთ ზნენიცა ჩვეულებათა ჩვენთანი“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28  მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-meri-tsutsqiridzis-mokhseneba-aqa-dastchvriten-stsavlis-moqhvareno-vithar-dznel-ars-philosophostha-enani-aramed-gemoan-da-satsadel-sulkhan-saba-orbelianis-zneobis-philosophia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/anthropologia-mariam-darchiashvili-02-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR