BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T170000
DTSTAMP:20260611T005636
CREATED:20260515T082514Z
LAST-MODIFIED:20260515T082600Z
UID:10006004-1779379200-1779382800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მუშეგ ღაჰრიანისა და არამ აბაჯიანის პროექტის „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“ წარდგენა
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და  არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“. \nსამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია\, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები\, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა\, რეგიონული კონფლიქტები\, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები\, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება. \nპროექტის მიზანია შეისწავლოს\, როგორ იმოქმედა რეგიონულმა კონფლიქტებმა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ევოლუციაზე. \nმომხსენებლები \nპროექტის ხელმძღვანელია მუშეგ ღაჰრიანი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური კვლევების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.  მისი სამეცნიერო ინტერესებია: არაბული ქვეყნების თანამედროვე ისტორია და საგარეო პოლიტიკა\, სომხეთის საგარეო პოლიტიკა და სომხურ-არაბული ურთიერთობები. მკვლევრის უახლეს პუბლიკაციებს შორისაა: “Building a Broad Partnership: The Evolution of Armenia–UAE Relations” (Contemporary Review of the Middle East\, 2025)\, “The Independence Referendum in Iraqi Kurdistan: Egypt’s Position and Coverage in Egyptian Online Media” (British Journal of Middle Eastern Studies\, 2024). \nარამ აბაჯიანი სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შანდონგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ჩინეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა\, ერთი სარტყლის გზის ინიციატივა\, მისი განხორციელება და პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში\, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ყურის თანამშრომლობის ორგანიზაცია. \nმოდერატორი – პროექტის კონსულტანტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე \nპროექტის მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის განათლების\, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი (პროექტის N 25YR-6A008). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musheg-ghahrianisa-da-aram-abajianis-proeqtis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/sanikidzis-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T180000
DTSTAMP:20260611T005637
CREATED:20260518T092504Z
LAST-MODIFIED:20260518T101815Z
UID:10006016-1779379200-1779386400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი დეკანოზიშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“. \nსოციალური რეალობა\, რომელშიც ვცხოვრობთ\, ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტისა და ობიექტის სიმრავლეს წარმოადგენს. ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს\, ზოგის არსებობა კი სწორედ ჩვენს შეთანხმებებზეა დამოკიდებული. ბუნებრივად არსებული ფიზიკური სამყარო განსხვავდება ნორმატიულად სტრუქტურირებული რეალობისგან\, რომელსაც ერთმანეთთან სხვადასხვაგვარ მიმართებაში მყოფი ინდივიდები კოლექტიურად ქმნიან. \nნორმატიულად სტრუქტურირებული სოციალური რეალობა ისტორიულად და კოლექტიურად ყალიბდება აღიარების ურთიერთობების მეშვეობით. ამ პერსპექტივაში სოციალური სამყარო ბუნების სფეროსგან განსხვავდება იმდენად\, რამდენადაც იგი დაფუძნებულია ინტერსუბიექტურ ნორმატიულ ურთიერთმიმართებებზე\, რომლებიც შესაძლებელს ხდის პიროვნებების\, ჯგუფების\, ინსტიტუტებისა და სოციალური ცხოვრების საზიარო ფორმების არსებობას.\nკოლექტიური ინტერნაციონალობის\, ინსტიტუციური რეალობისა და სოციალური აგენტობის ონტოლოგიური საფუძვლები ღრმად არის დაკავშირებული სოციალურ ონტოლოგიასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავება ინდივიდუალური პიროვნების კონსტიტუციასა და კოლექტიური აგენტებისა და ინსტიტუციური სტრუქტურების კონსტიტუციას შორის. თუ ჰეგელიანურ ტრადიციაზე დაფუძნებულ სოციალურ ფილოსოფიაში ძირითადი აქცენტი კეთდება აღიარების როლზე ინდივიდუალური სუბიექტურობის ფორმირებაში\, სოციალური ონტოლოგიის ანალიტიკური ტრადიცია ინტერესდება კოლექტიური იდენტობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მაფორმირებელი პრინციპებით. \nმოხსენების ცენტრალური თეზისია\, რომ აღიარება სოციალური რეალობის ფუნდამენტური\, ონტოლოგიური და მაკონსტიტუირებელი პირობაა. ურთიერთაღიარება არის პროცესი\, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები აყალიბებენ ნორმატიულ ურთიერთობებს\, კოორდინაციას უწევენ სოციალურ ინტერაქციებს და ქმნიან კოლექტიური არსებობის ფორმებს. ამგვარად\, აღიარება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ეთიკური დამოკიდებულება პიროვნებებს შორის\, არამედ როგორც სოციალური ონტოლოგიის საფუძველმდებარე პრინციპი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-irakli-dekanozishvilis-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-momkhsenebeli-irakli-dekanozishvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260522T200000
DTSTAMP:20260611T005637
CREATED:20260518T101547Z
LAST-MODIFIED:20260518T101628Z
UID:10006017-1779476400-1779480000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან
DESCRIPTION:22 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მერვე შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: თამარ ბასიაშვილი\, ლილი წიქარიშვილი და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი ნანა გადელია. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-shekhvedra-mtseral-nato-davithashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-shekhvedra-mtseral-nato-davithashvilthan-NEW1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR