BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260511T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260511T190000
DTSTAMP:20260611T113453
CREATED:20260504T085415Z
LAST-MODIFIED:20260504T085415Z
UID:10005990-1778522400-1778526000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კლემენს გიუნთერის წიგნის წარდგენა
DESCRIPTION:11 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature). \nმკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა. \nდოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა\, სამაგისტრო საფეხურზე კი აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით ბერლინის თავისუფალ და კოლუმბიის უნივერსიტეტებში (ნიუ-იორკი) განაგრძო სწავლა. 2019 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „მეტაისტორიული რევოლუცია. ისტორიის შემეცნების პრობლემატიზაცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“. \nამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში ასწავლის და საჰაბილიტაციო პროექტზე „კატასტროფის ბუნება. ეკოლოგიური პოეტიკა რუსულ რეალიზმში“ მუშაობს. \nკლემენს გიუნთერის კვლევითი ინტერესებია: ჟანრთა პოეტიკა (ისტორიული რომანი\, დოკუმენტალიზმი\, სამოგზაურო ლიტერატურა)\, ლიტერატურისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება (მეტეოროლოგია\, კლიმატოლოგია\, კიბერნეტიკა\, ისტორიის მეცნიერება)\, პოსტკოლონიალიზმი (წარმოსახვის ისტორია: ბაქო\, თურქმენეთი\, გლობალურობის საბჭოთა კონსტრუქციები)\, ეკოკრიტიკა (ბუნებრივი კატასტროფები\, ფიქციები კლიმატის ცვლილებების შესახებ\, ეკოციდი). \nმომხსენებლის დეტალურ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.oei.fu-berlin.de/en/kultur/team/guenther/index.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-klemens-giuntheris-tsignis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/doqtor-klemens-giuntheris-tsignis-tsardgena-mets.-da-khelovneba-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260514T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260514T170000
DTSTAMP:20260611T113453
CREATED:20260513T093546Z
LAST-MODIFIED:20260513T093546Z
UID:10006001-1778774400-1778778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“
DESCRIPTION:14 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ია გელიტაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“. \nმიუხედავად იმისა\, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული (დაფუძნებული ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებზე)\, სუვერენიტეტის ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან სიტუაციებში. ასეთია\, მაგალითად\, მასობრივი სისასტიკე ან ბაზისური უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევები. \nეს ფუნდამენტურ კითხვას ბადებს: შეიძლება თუ არა ინტერვენცია გამართლებული იყოს\, როდესაც ის ზიანის თავიდან აცილებას ან შემცირებას ემსახურება? \nსემინარზე განსახილველი მთავარი საკითხები: \n\nშესაძლებელია თუ არა ინტერვენციის გამართლება ყველა ადამიანისთვის კონტრაქტუალისტური ჩარჩოსა და „ზიანის“ პრინციპის მიხედვით?\nრა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ან მეტი ზიანი?\nროდის არის საზოგადოებისთვის (ან სახელმწიფოსთვის) თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური?\n\nმომხსენებელი განიხილავს ორ გავლენიან\, მაგრამ განსხვავებულ ნორმატიულ ჩარჩოს: \n„ჯონ სტიუარტ მილის ზიანის პრინციპს“\, რომელიც ინტერვენციის საშუალებას იძლევა ზიანის პრევენციის საფუძველზე; \n„თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმს“\, რომელიც აფასებს ქმედებების დასაშვებობას სხვებისთვის გამართლების თვალსაზრისით გონივრული უარყოფის პირობებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-sakhelmtsiphotha-shoris-interventsiis-moraluri-dilema-thomas-skanlonis-kontraqtualizmis-perspeqtivith/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-thatha-tsophurashvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260515T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260515T200000
DTSTAMP:20260611T113453
CREATED:20260511T124608Z
LAST-MODIFIED:20260511T124812Z
UID:10006000-1778871600-1778875200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან
DESCRIPTION:15 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეშვიდე შეხვედრა მწერალ  დავით გაბუნიასთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: გიორგი გუნჯუა\, ლალუკა გელაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი თინა ჯელია. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-mtseral-davith-gabuniasthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-shekhvedra-mtseral-davith-gabuniasthan-01-1-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR