BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260331T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260331T180000
DTSTAMP:20260417T230726
CREATED:20260326T144148Z
LAST-MODIFIED:20260330T115001Z
UID:10005959-1774976400-1774980000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კონრად შიეკიერსკის მოხსენება „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“
DESCRIPTION:31 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი კონრად შიეკიერსკი წაიკითხავს მოხსენებას „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“. \nმომხსენებელი  განიხილავს სომხური ქრისტიანული წიგნებისა და გრაგნილების სოციალურ ცხოვრებას. ისინი მოქმედებენ როგორც წმინდა საგნები-არსებები (thing-beings) და მიეწერებათ ზებუნებრივი ძალა და აგენტობა (agency)\, ასევე აქვთ საკუთარი ცხოვრების ისტორია. დოქტ. კონრად შიეკიერსკი მატერიალური რელიგიის შესახებ არსებულ ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მაგალითებზე დაყრდნობით უპასუხებს შეკითხვებს: რა არის ეს ტექსტები\, რას აკეთებს და როგორ უკავშირდება ისინი ადამიანებს. \nგანხილული იქნება ფენომენი „სახლის წმინდანებისა“\, რომელთაც პატივს სცემენ სომხეთის არაოფიციალურ სალოცავებსა და სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში. \nკვლევა ასევე შეეხება ერევანში მდებარე მატენადარანს (მესროპ მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერთა ინსტიტუტი)\, სადაც დაცული ზოგიერთი რელიგიური ტექსტი ინარჩუნებს ძლევამოსილ საგან-არსებათა ტრადიციულ როლს და\, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის ძვირფასი ნიმუში\, იზიდავს არა მხოლოდ ვიზიტორებს\, არამედ მომლოცველებსაც. \nკონრად შიეკიერსკის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯში (თეოლოგიისა და რელიგიური კვლევების დეპარტამენტი). არის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის თანარედაქტორი\, მათ შორისაა: „სომხეთი: თანამედროვე კულტურა ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან“ (2014)\, „სომხები პოსტსოციალისტურ ევროპაში“ (2016) და ჟურნალის Entangled Religions სპეციალური ნომერი „რელიგია და პანდემია“ (2022). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-konrad-shiekierskis-mokhseneba-sakraluri-teqstebis-agentoba-da-materialuroba-somkhur-qristianobashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/seminari-anthropologia-mariam-darchiashvili-02-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260402T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260402T180000
DTSTAMP:20260417T230726
CREATED:20260401T075150Z
LAST-MODIFIED:20260401T125401Z
UID:10005963-1775149200-1775152800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი − ანა ლომაძის მოხსენება „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“
DESCRIPTION:2 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“. \nმოხსენება ეხება XIII-XIV საუკუნეების სქოლასტიკოსის\, დუნს სკოტის მიხედვით გონების უმაღლეს გამოვლინებას\, ინტუიციურ აქტს. ამ დროს გონებას ობიექტი არა შუამავალი „ხატის“\, ფორმა-სახის (species intelligibilis)\, მეშვეობით\, არამედ პირდაპირ\, უშუალოდ უკავშირდება. ეს პროცესი უბრალოდ ცოდნის მიღება კი არა\, არამედ ყოფნის მოდუსია\, რომელიც ობიექტთან უშუალო მიმართებას და მასთან ერთად ყოფნას გულისხმობს. \nკვლევის მიზანია აჩვენოს\, რომ ამქვეყნად ადამიანის გონებას ასეთი პირდაპირი კავშირის დამყარება მხოლოდ თავის აზრებსა და სურვილებთან შეუძლია\, ნებისმიერი ცალკეული საგანი კი ადამიანური შემეცნების მიღმა რჩება. როცა გონება საგანთან უშუალო თანყოფნას ვერ ახერხებს\, ცოდნის შექმნა მხოლოდ „მეორად გამოსავლად“ გვევლინება. \nმომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე\, რომ\, მიუხედავად გონების შეზღუდულობისა\, ობიექტთან უშუალო კავშირი მაინც მიიღწევა ნებელობის მეშვეობით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 2 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507 აუდიტორია)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-ana-lomadzis-mokhseneba-ra-aris-gonebis-aqti-obieqtis-shemetsneba-thu-masthan-thanqhophna-duns-skoti-adamianis-gonebrivi-shesadzleblobebis-shesakheb/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/philosophiuri-seminari-ana-lomadzis-mokhseneba-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260403T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260403T180000
DTSTAMP:20260417T230726
CREATED:20260331T122802Z
LAST-MODIFIED:20260401T075613Z
UID:10005962-1775232000-1775239200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი სანიკიძისა და ასისტენტ-მკვლევარ ნიკო ქელბაქიანის მოხსენება „ირანის კრიზისი: მიზეზები\, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“
DESCRIPTION:3 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გაიმართება სხდომა თემაზე: „ირანის კრიზისი: მიზეზები\, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“. \nმოხსენებებს წაიკითხავენ გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, ილიაუნის დოქტორანტი ნიკო ქელბაქიანი. \nსემინარზე განხილული იქნება კრიზისის გამომწვევი მიზეზები\, ირანში ამჟამად არსებული სიტუაცია\, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სავარაუდო სცენარი. მომხსენებლები ისაუბრებენ მიმდინარე ომის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონული\, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. \nყურადღება გამახვილდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველობის სისტემის სპეციფიკასა და იმ ცვლილებებზე\, რომლებიც ომმა სისტემის შიგნით გამოიწვია. საუბარი შეეხება ასევე ირანის ოპოზიციურ ძალებსა და მათ პოლიტიკურ მიზნებს როგორც ქვეყნის შიგნით\, ისე მის გარეთ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-sanikidzisa-da-asistent-mkvlevar-niko-qelbaqianis-mokhseneba-iranis-krizisi-mizezebi-dapirispirebul-mkharetha-interesebi-da-movlenatha-ganvitharebis-savaraudo-stsenarebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/sanikidze-niusi-4572-35-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260403T200000
DTSTAMP:20260417T230726
CREATED:20260323T090353Z
LAST-MODIFIED:20260323T090507Z
UID:10005954-1775242800-1775246400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა თამთა მელაშვილთან
DESCRIPTION:3 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეორე შეხვედრა გაიმართება თამთა მელაშვილთან. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები – მაია ლომიძე\, ნინი მიქელაძე\, გვანცა თულაშვილი\, ამავე მიმართულების მაგისტრი მეკო მეტრეველი. თამთა მელაშვილის ტექსტებთან ერთად განხილული იქნება ქეთი ნიჟარაძის შემოქმედება. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nმოწვეული ავტორები საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ\, მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-thamtha-melashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/leqtsiebis-tsikli-shekhvedra-thamtha-melashvilthan-03-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR