26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების, ისე […]
11 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ქეთევან არჯევანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ადამიანის მორალური გაძლიერების ეთიკა“ (Ethics of Human Moral Bioenhancement). სამეცნიერო ხელმძღვანელები: მიუნსტერის უნივერსიტეტიტის პროფესორი თომას გუთმანი […]
12 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ დოქტორანტი თეონა გოცირიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების სარისკო ქცევების შესწავლა სოციალური ქსელების და ქცევის ცვლილების თეორიების ჭრილში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა საძაგლიშვილი თემის სათაური "The study of risk behaviors among street connected children within the theoretical […]