20 იანვარს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს მეგრული ენის კორპუსს (MLC). მეგრული ენის კორპუსი (https://xmf.iliauni.edu.ge/) ტექსტების, აუდიო და ვიდეომასალის მულტიფუნქციური ციფრული რესურსია, რომლის მიზანია ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების ხელშეწყობა, ენობრივი მონაცემების სისტემატიზაცია და ტექსტებში ასახული კულტურული და სოციალური კონტექსტების სიღრმისეული შესწავლა. ღონისძიების […]
21 იანვარს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი მაკა ლორთქიფანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მსხვერპლი, როგორც პიროვნება და სოციალური მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ (The victim as a personality and social support against domestic violence). სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამუშაო […]
21 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის თამარ მახარობლიძის წიგნის „ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია“ პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. სამუშაო ენა: ქართული დრო: 21 იანვარი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 დასწრება თავისუფალია. 2026