22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობა“ წარდგენა. კვლევაში წარსულის მოვლენები შესწავლილია ყოველდღიურ პრაქტიკაზე, რიტუალზე, ერთი შეხედვით, ბანალურ მოვლენებსა თუ მიკროპროცესებზე დაკვირვებით. ამ გზით შესაძლებელია ისეთი გარემოებების აღმოჩენა, რომლებიც დიდი სტრუქტურების ანალიზისას ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყოველდღიურობის ისტორია, ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის ქვემოდან წაკითხვას, რომელშიც ელიტის, სამხედრო თუ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ამბების მიღმა […]
24 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თეოლოგიურ- საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემა ქრისტიანობა და ეკლესიის სოციალური პასუხიმგებლობის თეოლოგიაა. ჟურნალს წარადგენენ გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გრძელიძე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა მინდიაშვილი. პრეზენტაციაზე მოსული მკითხველი უფასოდ მიიღებს ჟურნალს. სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 დეკემბერი, 19:00 […]
25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მკვლევარი მოჰამად გოლშანი წაიკითხავს ლექციას „იუდევლურ-სპარსული, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა, ირანის ისტორიაში“. იუდევლურ-სპარსულად ხელმეორედ ჩაწერილი სამედიცინო ტექსტები იმ წყაროთა შორისაა, რომელთაც დღემდე სათანადო სამეცნიერო ყურადღება არ დათმობია. იუდევლურ-სპარსული ხელნაწერების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომლებიც წარმოადგენს შუა საუკუნეების სპარსული სამედიცინო […]