16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
28 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“. ვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა. ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული, ლიტერატურული, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში […]