16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლობით ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი ედით სეპი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“. ედით სეპი ისაუბრებს ესტონური კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე, გაიხსენებს ყველაზე მნიშვნელოვან სახელებს, აჩვენებს ნაწყვეტებს ცნობილი ფილმებიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. ედით სეპი კინოინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან მუშაობდა რეჟისორად, […]
8 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება წიგნის „ომი, ომამდე, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია. კრებულში თავმოყრილია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ზეპირი ისტორიები ომამდე ცხოვრების, ომის პერიოდისა და გადასახლების შესახებ. წიგნი აერთიანებს როგორც პირად ისტორიებს, ოჯახისა და სოფლის ცხოვრების […]