2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰარუტიუნ ხუდანიანი წაიკითხავს მოხსენებას „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“. მომხსენებელი უახლესი გენეტიკური კვლევების გათვალისწინებით წარმოადგენს შეხედულებებს სომეხი ხალხის წარმომავლობის შესახებ. თანამედროვე სომხები არიან მატარებლები წარმომავლობის განსხვავებული, უწყვეტი ხაზისა, […]