BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250623T190000
DTSTAMP:20260418T100015
CREATED:20250528T074757Z
LAST-MODIFIED:20250623T130445Z
UID:10005761-1750701600-1750705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სერგეი შაროვის საჯარო მოხსენება „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის\, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის\, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. \nპროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების\, მათ შორის ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში ენობრივი ბარიერების დაძლევის გზით. \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. რამდენადაც სათათბირო დემოკრატია უზრუნველყოფს ურთიერთგაგებას დაინტერესებულ მხარეებს შორის\, რთული ინსტიტუციური ენა ხშირად გამორიცხავს ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმებსა და ონლაინ სივრცეებში. სწორედ ამიტომ პროექტი\, რომელიც ხორციელდება ბარსელონის ქალაქის მერიასთან\, Cibervoluntarios-თან\, PIM-სა და ANFFAS-თან თანამშრომლობით\, ფოკუსირებულია სამ კვლევით შემთხვევაზე და მიზნად ისახავს კატალონურ\, იტალიურ და ესპანურ ენებში კომპლექსური ლინგვისტური მოვლენების იდენტიფიცირებას\, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ საზოგადოებისთვის სათათბირო პროცესებში მონაწილეობა. სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკის საფუძველზე პროფ. შაროვი განიხილავს სხვაობას ენის მომხმარებლებსა (მაგ. სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები) და ენის გამოყენებას (მაგ. კომუნიკაციური ფუნქციები) შორის და მის ზეგავლენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სათათბირო დიალოგზე. \nმოხსენების ბოლოს პროფესორი შაროვი აანალიზებს რისკებს\, ერთი მხრივ\, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შექმნისა\, და\, მეორე მხრივ\, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უგულებელყოფის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-05-2025-publicreport/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/khelovnuri-inteleqti-posti-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR