BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T120000
DTSTAMP:20260418T163250
CREATED:20250422T113743Z
LAST-MODIFIED:20250423T081412Z
UID:10005713-1745920800-1745928000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
DESCRIPTION:29 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy\, Identity and Citizenship). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია\, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს\, მათ შორის\, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება\, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“\, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის\, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან\, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია\, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან:  პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/ormagi_web_new-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR