BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250224T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250224T200000
DTSTAMP:20260418T145811
CREATED:20250210T124427Z
LAST-MODIFIED:20250210T141215Z
UID:10005659-1740423600-1740427200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი სილაქაძის წიგნის „თებერვლის ტანკები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება დიმიტრი სილაქაძის „თებერვლის ტანკების“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა „არტანუჯმა“. \nპირველი „რკინის ურჩხული“\, ტანკი\, 1915 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1921 წლის 24 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად თბილისთან ახლოს\, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე\, გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. \nწიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა და უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერების საფუძველზე ნაჩვენებია შეტაკების სურათი და მიკვლეულია ბრძოლის ველი. ავტორი აღწერს იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკასა და ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდებს\, მოგვითხრობს დამოუკიდებელი ქართული არმიის ტანკების ისტორიასა და 1945 წელს ბერლინის აღების მონაწილე ერთი ტანკის გრძელ თავგადასავალს. \nისტორიის დოქტორი დიმიტრი სილაქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევის ვიწრო სპეციალიზაციაა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს ბექა კობახიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-silaqadzis-tsignis-thebervlis-tankebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/silaqadze_web_new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR