BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T170000
DTSTAMP:20260419T103859
CREATED:20241011T084924Z
LAST-MODIFIED:20241011T084924Z
UID:10005558-1729008000-1729011600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“ – პროფესორ ტატიანა დენისოვას ლექცია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“. \nანოტაცია \nსამხრეთ-აღმოსავლეთ აზია\, მალაური სამყაროს ჩათვლით\, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი ნახსენებია სხვადასხვა ისტორიულ წყაროში. \nმალაის არქიპელაგის ისტორიულ განვითარებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ორ უმთავრეს საზღვაო გზის გადაკვეთაზე მდებარე არქიპელაგი ინდოეთისა და ჩინეთის დიდ ბაზრებთან ყოველწლიური მუსონური ქარების სისტემებით იყო დაკავშირებული. \nმალაის არქიპელაგის ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი მდიდარი ბუნებრივი და მინერალური რესურსები\, რაც ქმნიდა გასაყიდი თუ გასაცვლელი პროდუქტების მრავალფეროვნებას. \nრეგიონის მთავარი მახასიათებელია მისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ხასიათი. მას დიდი ხნის წინ ეწოდა ღია სამყარო. „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გახდა ამ ცივილიზაციის მთავარი პრინციპი და მამოძრავებელი ძალა. მთავარი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი\, მალაური სამყარო\, იქცა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის – ინდურის\, ჩინურის\, მუსლიმურის\, ევროპულისა და მალაურის – შერწყმის ადგილად. \nრეგიონის ღიაობა და მრავალფეროვნება ასახულია მალაელთა ისტორიასა და წერილობით მემკვიდრეობაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erthianoba-mravalpherovnebashi-malauri-samqharo-misi-istoria-da-kultura-prophesor-tatiana-denisovas-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/akhali-web-metsn-khel.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T200000
DTSTAMP:20260419T103859
CREATED:20241009T122455Z
LAST-MODIFIED:20241011T100736Z
UID:10005555-1729018800-1729022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“ – არქეოლოგ დიონისე მურელატოსის ონლაინმოხსენება
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი\, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. \nსაბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი\, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა სახელმწიფოს იდენტობის შესახებ. მან ეროვნული ისტორიის უწყვეტობის სამმაგი სქემა შეიმუშავა (ანტიკური\, ბიზანტია და თანამედროვე საბერძნეთი). ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ჩართვა „ნაციონალურ“ ნარატივში საჭიროდ მიიჩნიეს. ბიზანტიური ხელოვნების შესწავლა და მისი ჩართვა ეროვნული წარსულის აღქმაში არსებითი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. 1919-1922 წლებში მცირე აზიაში საბერძნეთ-თურქეთის ომის შემდეგ შენარჩუნებული იყო ისტორიის ტრადიციული აღქმა. ომის შემდგომ სამყაროში\, ცივი ომის დროს\, ბიზანტიის აღქმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალ ველად იქცა. \nფორმატი: ონლაინ \nJoin Zoom Meeting \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86191264222?pwd=FlaauKh9Bw5t4pZrCL9AIB6DzPcFvP.1\n\nMeeting ID: 861 9126 4222 \nPasscode: 688611 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერს\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bizantiuri-dzeglebis-menejmenti-thanamedrove-saberdznethshi-xix-xx-ss-arqeolog-dionise-murelatosis-onlainmokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/murelatosi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T190000
DTSTAMP:20260419T103859
CREATED:20240912T095628Z
LAST-MODIFIED:20240912T095628Z
UID:10005519-1729101600-1729105200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ირინა ლობჟანიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ.\, http://manuscript.iliauni.edu.ge/). \nირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს\, კერძოდ\, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO)\, რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი\, პარაკლიტონი\, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საგრანტო კონკურსის (SP-23-685) შედეგს\, MS. Wardr. d. 1 ხელნაწერის გამოცემულ ტექსტს. \nწიგნის რედაქტორები\, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი\, ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე\, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე\, ასევე პარაკლიტონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე. \nშეხვედრის ბმული \nJoin Zoom Meeting ID 824 3872 2663 \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82438722663?pwd=aRHIMmsVQNbjAmDMV0Qmbaa6uhOSNb.1\n\nPasscode: 209768 \nდრო: 16 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. N1) \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-irina-lobzhanidzis-mier-gamotsemuli-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241017T200000
DTSTAMP:20260419T103900
CREATED:20241007T081712Z
LAST-MODIFIED:20241007T081712Z
UID:10005550-1729191600-1729195200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების\, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის\, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. \nწიგნი იწყება უდი განმანათლებლის\, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით  სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო და მრავალეთნიკური კავკასიური სოფლის ყოფას\, ადგილობრივ კულტურათა ურთიერთგავლენას\, უდიურ ტრადიციებსა და თქმულებებს\, უდიურ თემში ჯერ კიდევ შემორჩენილ სხვადასხვა წეს-ჩვეულებასა თუ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენას. \nმეორე თავი ეთმობა გივი ბეჟანიშვილის მიერ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აზერბაიჯანის უდიურ დასახლებებში\, ნიჯსა და ვართაშენში\, ჩაწერილ ზეპირ ისტორიებს. \nდასკვნით ნაწილში  თავმოყრილია ჩვენს საუკუნეში ალექსანდრე ქავთარაძის მიერ სადოქტორო კვლევაზე მუშაობისას საქართველოში მცხოვრებ უდიებთან ჩაწერილი რამდენიმე ზეპირი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისის დევნის შესახებ. \nწიგნის რედაქტორი\, მთარგმნელი და შემდგენელია ალექსანდრე ქავთარაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ორგანიზაცია \,\,საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი. \nკრებული გამოსცა „კავკასიურმა სახლმა“. \nკრებულს წარადგენენ ალექსანდრე ქავთარაძე და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-udiebi-ethnographiuli-chanatserebi-xix-xx-da-xxi-saukuneebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/udiebi_web_new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR