BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241007T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241007T200000
DTSTAMP:20260419T071637
CREATED:20240930T071904Z
LAST-MODIFIED:20240930T071904Z
UID:10005542-1728327600-1728331200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:7 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. \nსახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა\, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის\, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის\, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით.  კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით\,  ქართული იდენტობისა და მეხსიერების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევების განხორციელებას და ტრავმის რეპრეზენტაციის თავისებურებათა შესწავლას კულტურული მეხსიერების არტეფაქტებში. \nსახელმძღვანელო შეიქმნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ ფარგლებში. \nპრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის შემდგენლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი\, ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე და დოქტორანტი ნინო ბოკუჩავა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literatura-da-koleqtiuri-mekhsiereba-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T071637
CREATED:20241003T135039Z
LAST-MODIFIED:20241003T135140Z
UID:10005546-1728403200-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლიანა კუპრეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nთანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდრო: 8 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-liana-kupreishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/datsva_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241009T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241009T200000
DTSTAMP:20260419T071637
CREATED:20241007T121606Z
LAST-MODIFIED:20241122T110939Z
UID:10005551-1728468000-1728504000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. \nისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს\, რომელთა ხელახალი აღმოჩენა\, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები\, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. თუმცა ისტორიული ცვლილებების გამო ზოგიერთი მომენტი/სცენა გამოეთიშა ერთიან პროცესს და ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული რჩებოდა. \nერთ-ერთი ასეთი მომენტია ტფილისის მოდერნიზმი/ავანგარდი (1917-1918) და ფუტურისტული ჯგუფი H2SO4 (1920-იანი წლები)\, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული კულტურული მეხსიერებიდან ამოშალა და ქვეყანა ევროპულ კულტურულ კონტექსტს მოსწყვიტა. პოსტსაბჭოთა ათწლეულებში საქართველომ ეს მემკვიდრეობა დაიბრუნა. H2SO4-ის (1924)\, ფუტურისტული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ასი წლისთავი კარგი საბაბია განსხვავებულ\, თუმცა ურთიერთშედარებად ავანგარდულ კულტურულ გამოცდილებებზე მსჯელობისათვის. \nჩვენ გვესმის მოდერნიზმი და ავანგარდი\, როგორც სხვადასხვა კულტურული მომენტების ერთიანობა. თითოეული ლოკალიზებული მომენტის სპეციფიკა განიხილება მათი ტრანსკულტურული კავშირების ისტორიისა და აწმყოში ტრანსგრესიის პოტენციალის პერსპექტივებიდან. ამ ისტორიების აღსადგენად ჩვენ ვიკვლევთ ქსელებს\, ურთიერთობებს\, ჯგუფებს\, ურთიერთთანამშრომლობას\, რომლებიც უნიკალური მომენტების შესაქმნელად ყალიბდებოდა\, ქრებოდა\, კვლავაც ჩნდებოდა. კვლავ ისმის კითხვები: როგორია ავანგარდის სოციალური ტრანსფორმაციის ძალა; რას გადმოგვცემს კულტურათაშორისი ავანგარდული ალიანსების თეორიული და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების ისტორიები? \nკონფერენცია ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის მიერ; ლიონებურგის ლოეფანას უნივერსიტეტი (გერმანია)\, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \n\nკონფერენციის პლენარული მომხსენებლები/საუბრები: \nგიუნტერ ბერგაუსი\, ბრისტოლის უნივერსიტეტი\, საერთაშორისო ფუტურიზმი და ურთიერთგანაყოფიერება ისტორიულ ავანგარდში. \nხელოვანთა საუბარი: ბეატე ზოენტგენი\, ლოეფანას უნივერსიტეტი ლიონებურგში\, ანუკ ბელუგასთან და მარი ყალაბეგაშვილთან ერთად. \nგია ჯოხაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მანდელშტამიანა: რუსეთისა და საქართველოს კულტურული ისტორიის ფრაგმენტები. \nლექცია/წიგნის პრეზენტაცია. \n\nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 9-11 ოქტომბერი \nადგილმდებარეობა: უმაღლესი კვლევების ცენტრი\, გიორგი წერეთლის N3\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, მე-8 სართული\, ოთახი 800
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avangardis-momentebis-gakhseneba-avangardis-stsenebis-shekavshireba-h2s04-is-100-tslisthavisadmi-midzghvnili-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/avangardi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241010T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241010T150000
DTSTAMP:20260419T071637
CREATED:20241008T085357Z
LAST-MODIFIED:20241008T085357Z
UID:10005553-1728568800-1728572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა დიდიე ტღებიუკთან\, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს  საქართველოში გაეროს საქმიანობის\, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების\, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ. \nმომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს\, როგორც მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ნაწილს. \nეს მიზნები – სიღარიბის აღმოფხვრა\, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა – გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; მომხსენებელი ასევე შეეხება გლობალურ და ლოკალურ პერსპექტივებს. \nდასასრულს სტუდენტებს\, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუმრებს საშუალება მიეცემათ\, დასვან კითხვები\, გაუზიარონ მოსაზრებები მომხსენებელს და განიხილონ გაეროსა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-didie-tghebiukthan-gaeros-mudmiv-koordinatorthan-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/web-metsn-khel-shekhvedra-didie-tghebiukthan.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241010T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241010T200000
DTSTAMP:20260419T071637
CREATED:20241001T082426Z
LAST-MODIFIED:20241001T082426Z
UID:10005543-1728586800-1728590400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის ახალი თარგმანების პრეზენტაცია ილიაუნიში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია. \nჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია\, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე\, ნინო ტიკარაძე და ლევან წკრიალაშვილი. \nფრენსის ფუკუიამას „პოლიტიკური წესრიგი და პოლიტიკური დაკნინება“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი დავით აფრასიძე\, მთარგმნელები – დავით აფრასიძე\, ანა მიქაუტაძე\, ნინო ტიკარაძე და თამარ ქუმსიაშვილი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politikis-metsnierebisa-da-saerthashoriso-urthierthobebis-seriis-akhali-thargmanebis-prezentatsia-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/thargmanebi_web.png
END:VEVENT
END:VCALENDAR