BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T180000
DTSTAMP:20260422T062803
CREATED:20240319T105148Z
LAST-MODIFIED:20240326T112454Z
UID:10005390-1711555200-1711562400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მე და ევროპა“ ფილმის ჩვენება-დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან\, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას\, თავისუფლებას\, თანასწორობას\, დემოკრატიას. \nღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე\, პოლიტიკის\, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტი რატი ამაღლობელი\, ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე და პროდიუსერი თამარ ქველიძე. \nგიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი\, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა\, საქართველოს რეგიონებში: კახეთში\, რაჭა-ლეჩხუმში\, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე\, თანასწორობაზე\, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – ოთხი ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს. \nსაინფორმაციო კამპანიის „მე და ევროპა“ ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ბლოგების/ვლოგების კონკურსს\, რომლის გამარჯვებულები 11 ივლისს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. \nბანაკის მონაწილეებს შეარჩევენ დისკუსიაში მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებს შორისაც. \n4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები გაივლიან ესპანური და ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მალდიტასა” და „მითების დეტექტორის“ – ერთობლივ\, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს და გაეცნობიან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურისა და მათი ფლაგმანური პროექტის EUvsDisinformation-ის გამოცდილებას. \nგანრიგი იხილეთ ბმულზე. \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/me-da-evropa-philmis-chveneba-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/web-metsn-khel-philmis-chveneba2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T120000
DTSTAMP:20260422T062803
CREATED:20240328T083150Z
LAST-MODIFIED:20240328T083237Z
UID:10005405-1711706400-1711713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ინდური ტაბლა და მისი ენა“ – ანუკა კონტრიძის ვორკშოპი
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. \nანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე\, სინოლოგი. \nინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში\, შრი ლანკაში\, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან\, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ცხოვრობს ქ. მიუნხენში. უკრავს რამდენიმე ბენდთან სხვადასხვა მიმართულებით. წლების განმავლობაში რუმინული ემბიენთ ჯგუფის “Thy Veils” მოწვეული წევრია\, ასევე “Metachronic Rashomon” დისტანციური ტრიოს წევრი რეზო კიკნაძესა და ნიკა დავითაშვილთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია ესწრება ტაბლის დიდოსტატ პანდიტ სვაპან ჩაუდჰურის ყოველწლიურ სემინარებს ბაზელში. დროდადრო მართავს ვორკშოპებს ტაბლის შესახებ თბილისსა და მიუნხენში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A კორპუსი (შიდა ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/induri-tabla-da-misi-ena-anuka-kontridzis-vorkshopi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/MUS-CENTRE-WEBBB.png
END:VEVENT
END:VCALENDAR