BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250718T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250718T120000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250711T105633Z
LAST-MODIFIED:20250711T132940Z
UID:10005790-1752836400-1752840000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ანა ლოლუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:18 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ დოქტორანტი ანა ლოლუა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Between Imperial and Anti-Imperial: The Case of the Georgian State Museum since the Early Bolshevik Period up until the Perestroika („ანტი-იმპერიული და იმპერიული: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ადრეული ბოლშევიკური პერიოდიდან ვიდრე „პერესტროიკამდე“). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nავტორი მიზნად ისახავს ამ ნაშრომით წვლილი შეიტანოს საბჭოთა და რუსეთის იმპერიის კვლევებში ე.წ. არარუსული პერიფერიის პერსპექტივიდან. სამუზეუმო გამოფენების  longue durée ისტორიის ჭრილში  ის აჩვენებს\, რომ საბჭოთა ქართული ნაციონალიზმი იყო როგორ ანტი-იმპერიული\, ასევე იმპერიული მახასიათებლების მატარებელი და ხსნის\, რა როლი ჰქონდათ კურატორებს\, სამუზეუმო ნივთებსა და გამოფენებს ქართველი ერის პარამეტრების ჩამოყალიბებაში. \nდოქტორანტი მიმოიხილავს იმ უჩვეულო შემთხვევებს\, როდესაც ადგილობრივ აქტორებს ჰქონდათ სამუზეუმო ნივთებითა და სივრცეებით გაშუალებული ავტონომიური მოქმედების ველი საბჭოთა ხელისუფლებასთან და კრემლთან მიმართებით. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები ანკე ჰილბრენერი და მარია როდი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:  18 ივლისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის გამზ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-07-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/loluas-sadisertatsio-nashromis-datsva-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250717T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250717T170000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250716T094049Z
LAST-MODIFIED:20250716T094049Z
UID:10005792-1752768000-1752771600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ივლისს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია. \nნომერი ეძღვნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას\, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს. გამოცემის თემატიკა იმდენად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხება\, რომ იგი ერთ-ერთმა თეოლოგიური კვლევების აკადემიამ საზღვარგარეთაც დაბეჭდა და გაავრცელა. \nღონისძიებას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახსნის. დეკანოზი გიორგი წეროძე\, გამოცემის მთავარი რედაქტორი\, ისაუბრებს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ცხოვრებასა და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობაზე. შეხვედრას ექნება დისკუსიის ფორმატი. \nჟურნალში წარმოდგენილია თანამედროვე თეოლოგიის მნიშვნელოვანი ავტორების ნაშრომები\, მათ შორის: \n\nრადუ ბორდიანუ – მართლმადიდებელი რუმინელი მღვდელი და  დუკეინის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი (პიტსბურგი\, აშშ);\nეპისკოპოსი მაქსიმ ვასილიევიჩი – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი დასავლეთ ამერიკაში;\nპანთელის კალაიძიდისი – თეოლოგიის დოქტორი\, ვოლოსის თეოლოგიური სკოლის დირექტორი (საბერძნეთი);\nპოლ მაკპარტლანი – რომის კათოლიკე მღვდელი\, კოლეჯის Mater Ecclesiae რექტორი და წმ. მერის უნივერსიტეტის პროფესორი (ტვიკენჰემი\, დიდი ბრიტანეთი);\nარისტოტელე პაპანიკოლაუ – ფორდემის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი (აშშ)\, მართლმადიდებლური ქრისტიანობის კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელი;\nროუენ უილიამსი – კენტერბერის ყოფილი მთავარეპისკოპოსი (2002-2012)\, გაერთიანებული სამეფო;\nიოანე ქრისავგისი – მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკვანი და ბოსტონის წმინდა ჯვრის თეოლოგიური სასწავლებლის თეოლოგიის პროფესორი  (აშშ).
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-07-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/zghvari_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250714T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250714T200000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250709T071616Z
LAST-MODIFIED:20250709T071616Z
UID:10005789-1752519600-1752523200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:14 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. \n2024 წელს გუნდმა მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველი ადგილი ფესტივალზე „სტუდფესტ 2024“. \nგუნდის წევრებს ჰქონდათ წარმატებული გასტროლები პოლონეთში\, სერბეთში\, ესტონეთსა და საფრანგეთში. \nგუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 14 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/09-07-2025-concert/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250708T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250708T150000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250702T121918Z
LAST-MODIFIED:20250702T132946Z
UID:10005781-1751983200-1751986800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ შოთა აზიკურის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:8 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნისა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი შოთა აზიკური დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Science in Democracy: Constructing the Authority of Science („მეცნიერება დემოკრატიაში: მეცნიერების ავტორიტეტის კონსტრუირება“). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nნაშრომის ფოკუსია ექსპერტული ცოდნის ავტორიტეტისა და მოქალაქეთა ავტონომიის დაძაბული ურთიერთმიმართება. დოქტორანტი იკვლევს\, როგორ უნდა დაეყრდნოს დემოკრატია მეცნიერებას ისე\, რომ არ შეილახოს არც დემოკრატიული პრინციპები და არც მეცნიერების ხარისხი\, აანალიზებს\, თუ როგორ ქმნის თანამედროვე მეცნიერების ვიწრო სპეციალიზაცია ბარიერებს საზოგადოებრივი ჩართულობისთვის და გვთავაზობს ნორმატიულ ჩარჩოს\, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და მის ლეგიტიმურ ინტეგრაციას პოლიტიკურ პროცესებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: \nმიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ კვანტე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიის პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-shotha-azikuris-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/sadisertatsio-nashromis-datsva-NEW.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250707T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250707T110000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250703T132406Z
LAST-MODIFIED:20250703T132514Z
UID:10005784-1751882400-1751886000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:7 ივლისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის\, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის\, ხსოვნას. \nკონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ სტუდენტები. \nდრო: 7 ივლისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \nპროგრამა
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qhoveltsliuri-studenturi-sametsniero-konpherentsia-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/qhoveltsliuri_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250623T190000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250528T074757Z
LAST-MODIFIED:20250623T130445Z
UID:10005761-1750701600-1750705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სერგეი შაროვის საჯარო მოხსენება „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის\, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის\, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. \nპროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების\, მათ შორის ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში ენობრივი ბარიერების დაძლევის გზით. \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. რამდენადაც სათათბირო დემოკრატია უზრუნველყოფს ურთიერთგაგებას დაინტერესებულ მხარეებს შორის\, რთული ინსტიტუციური ენა ხშირად გამორიცხავს ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმებსა და ონლაინ სივრცეებში. სწორედ ამიტომ პროექტი\, რომელიც ხორციელდება ბარსელონის ქალაქის მერიასთან\, Cibervoluntarios-თან\, PIM-სა და ANFFAS-თან თანამშრომლობით\, ფოკუსირებულია სამ კვლევით შემთხვევაზე და მიზნად ისახავს კატალონურ\, იტალიურ და ესპანურ ენებში კომპლექსური ლინგვისტური მოვლენების იდენტიფიცირებას\, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ საზოგადოებისთვის სათათბირო პროცესებში მონაწილეობა. სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკის საფუძველზე პროფ. შაროვი განიხილავს სხვაობას ენის მომხმარებლებსა (მაგ. სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები) და ენის გამოყენებას (მაგ. კომუნიკაციური ფუნქციები) შორის და მის ზეგავლენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სათათბირო დიალოგზე. \nმოხსენების ბოლოს პროფესორი შაროვი აანალიზებს რისკებს\, ერთი მხრივ\, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შექმნისა\, და\, მეორე მხრივ\, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უგულებელყოფის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-05-2025-publicreport/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/khelovnuri-inteleqti-posti-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250613T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250613T190000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250610T075955Z
LAST-MODIFIED:20250610T075955Z
UID:10005770-1749837600-1749841200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის\, თერგდალეულების\, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. \nსაუბარი შეეხება იმ პრინციპებს\, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა\, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს\, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ\, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის მათ  სტრატეგიას. \nშეხვედრის მონაწილენი განიხილავენ თერგდალეულთა მოძრაობის შიდა დაძაბულობასა და გაკვეთილებს\, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების უკეთ გასაგებად და აღსაქმელად. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის პროფესორები გია ნოდია და ბელა წიფურია. \nმოდერატორი – ილიაუნის მოწვეული მასწავლებელი ვალერიან სიხუაშვილი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-paneldiscussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/thergdaleulebi-new-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T130000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250610T092545Z
LAST-MODIFIED:20250610T092643Z
UID:10005772-1749729600-1749733200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
DESCRIPTION:12 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. \nკონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები \nსოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე. \nჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე. \nკონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები\, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. \nკონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. \nკონფერენციის დღის წესრიგის სანახავად გთხოვთ\, მიჰყვეთ ბმულს. \nდრო: 12 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nკონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-conference/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T200000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250530T101347Z
LAST-MODIFIED:20250530T101347Z
UID:10005763-1749060000-1749067200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა „აირჩიე საფრანგეთი“
DESCRIPTION:4 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე\, ჩარიცხვის პროცედურებზე\, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე\, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. \nპრესტიჟული უნივერსიტეტის\, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/30-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/saphrangethi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250530T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250530T170000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250523T114615Z
LAST-MODIFIED:20250523T123920Z
UID:10005759-1748617200-1748624400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ქეთევან ქათამაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:30 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ქეთევან ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „პოლიტიკური რეჟიმის ტრავმის რეპრეზენტაციის მოდელები პერსონაჟთა სიზმრებში: პრესაბჭოთა\, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული პროზის  მიხედვით“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი  –  ცირა კილანავა\, ფილოლოგიის დოქტორი\, ილიას \nსახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-0-2025-thesisdefense/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/sadisertatsio-nashromis-datsva-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250530T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250530T150000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250527T083252Z
LAST-MODIFIED:20250527T083517Z
UID:10005760-1748610000-1748617200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ რუსუდან მირცხულავას ფსიქოლოგიური ტრენინგი „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“
DESCRIPTION:30 მაისს\, 13:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი\, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა გამართავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“. \nტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან არტთერაპიული პრაქტიკის დროს წარმოსახვითი სავარჯიშოების როლსა და მნიშვნელობას. ისინი შექმნიან წარმოსახვით ხატებს და აღმოაჩენენ მათი ინტერპრეტაციისა და გაგების გზებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 მაისი\, 13:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/27-05-2025-training/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/arttherapiis-methodebi-posti-NEW-WEB-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250529T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250529T170000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250522T124108Z
LAST-MODIFIED:20250522T124508Z
UID:10005758-1748530800-1748538000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოკრატული დისკუსია ევროპასა და საქართველოზე
DESCRIPTION:29 მაისს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოკრატული წრის ფორმატის დისკუსია ევროპასა და საქართველოზე. \nსოკრატული წრე წარმოადგენს აკადემიური სემინარის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს\, რომელიც დაფუძნებულია რაციონალურ მსჯელობაზე. აქ არ არსებობს დაპირისპირებული მხარეები\, თუმცა მონაწილეები ერთმანეთის მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ\, სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ერთობლივად ცდილობენ დასკვნების გამოტანას. \nდისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს\, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მოწვეულ სტუდენტებს. \nდისკუსიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და ერთობლივ განხილვაში მონაწილეობა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2-05-2025-discussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/WEB-size-new-sokrate-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250529T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250529T140000
DTSTAMP:20260418T064626
CREATED:20250520T103558Z
LAST-MODIFIED:20250520T103558Z
UID:10005753-1748516400-1748527200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია და სტუდენტური კონფერენცია
DESCRIPTION:29 მაისს\, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია\, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი. \nწიგნის „პოლიტიკა ევროპაში“  ქართული თარგმანის პრეზენტაცია \nწიგნში დეტალურად არის განხილული შვიდი ქვეყნის\, კერძოდ\, დიდი ბრიტანეთის\, საფრანგეთის\, გერმანიის\, იტალიის\, შვედეთის\, რუსეთის და პოლონეთის\, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობასთან\, პოლიტიკური სისტემებთან\, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებთან\, ისტორიულ და თანამედროვე პოლიტიკურ\, სოციო-ეკონომიკურ\, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი საკითხები. წიგნი სთავაზობს მკითხველს ინდივიდუალური პოლიტიკური სისტემების სიღრმისეულ გააზრებას\, ასევე მათ შედარებით ანალიზს\, რაც მას მნიშვნელოვან რესურსად აქცევს როგორც სასწავლო\, ასევე კვლევითი მიზნებისთვის. \nწიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი\, გიორგი გვალია და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი\, ლექტორი გიორგი ოდოშაშვილი. \nწიგნი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. \n\nსტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი \nწიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი თემაზე:\n„ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების\, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები\, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ მოხსენებებს და ვიზუალურ პოსტერებს თანამედროვე ევროპული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე\, მათ შორის ევროკავშირის გლობალურ როლზე ცვალებად საერთაშორისო სისტემაში. \nღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ.  \nდრო: 29 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ.წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-05-2025-conference/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/banner-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250522T200000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250513T123027Z
LAST-MODIFIED:20250515T084456Z
UID:10005742-1747940400-1747944000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ისტორიკოს გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის\, გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია. \nგიორგი ჭკადუამ სამაგისტრო ნაშრომი „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, ალექსანდრე მიქაბერიძის\, ხელმძღვანელობით დაიცვა. ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ სერიაში „ახალი თაობის ისტორიკოსები“. წიგნი გამოცემისთანავე გახდა ბესტსელერი 2025 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე. ამჟამად გიორგი ჭკადუა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე\, რომელიც სიღრმისეულად იკვლევს ვორონცოვის კავკასიაში მეფისნაცვლობის ისტორიას. \nღონისძიებას წარუძღვება პროფესორი ბექა კობახიძე\, ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-bookpresentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/bomzeli_web_new_eng-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250516T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250516T203000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250514T122237Z
LAST-MODIFIED:20250514T125722Z
UID:10005744-1747423800-1747427400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მართული იმპროვიზაცია“ - ელექტროაკუსტიკური ანსამბლის კონცერტი
DESCRIPTION:16 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გიწვევთ ლექციებისა და ვორკშოპების დასკვნით კონცერტზე\, რომელსაც გამართავენ ვორკშოპის „მართული იმპროვიზაცია“ მონაწილე სტუდენტები და პედაგოგები. ანსამბლს უდირიჟორებს კომპოზიტორი და შემსრულებელი დანიელე ლედდა (Daniele Ledda). \nდრო: 16 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-05-2025-concert/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/kontserti_16_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250513T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250513T190000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250513T063223Z
LAST-MODIFIED:20250513T063731Z
UID:10005738-1747159200-1747162800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ აქსელ გოსრის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:13 და 15 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity\, 2023). \nლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს\, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით ინტერესებთან\, შეუძლიათ გამოგზავნონ ერთგვერდიანი ინგლისურენოვანი აბსტრაქტი თავიანთი კვლევის შესახებ. ისინი მიიღებენ უკუკავშირს პროფესორ გოსრისგან. \nდაინტერესების შემთხვევაში წერილი გაუგზავნეთ თამაზ თოხაძეს. \nპროფესორ გოსრის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი სამართალში (B.A. St. Louis and Louvain)\, ასევე გარემოს დაცვის სამართალსა (LL.M.\, University of London\, 1996) და ფილოსოფიაში (PhD.\, 2000\, Louvain\, Dopp Prize 2001). მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია პოლიტიკის ფილოსოფია და ეკონომიკური და სოციალური ეთიკა.  იგი არის სამი წიგნის ავტორი\, მათ შორისაა: “What is Intergenerational Justice?“ (Polity\, 2023)\, “La justice climatique“ (PUF\, 2024\, თანაავტორი P. André) და ხუთი წიგნის რედაქტორი\, მათ შორისაა: “Ageing without Ageism?“ (OUP\, 2023\, თანაავტორი G. Bognar)\, “Institutions for Future Generations“ (OUP\, 2016\, თანაავტორი I. Gonzalez-Ricoy). \nპუბლიკაციების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის  გვერდს Google Scholar-ზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13\, 15 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-06-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/gosri_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250506T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250506T170000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250501T121431Z
LAST-MODIFIED:20250502T070403Z
UID:10005720-1746550800-1746550800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ რავზა ალთუნთაშ ჩაქირის საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:6 და 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის მოწვეული მკვლევარი\, მარმარის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რავზა ალთუნთაშ ჩაქირი სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისთვის წაიკითხავს ლექციებს\, რომლებიც მიზნად ისახავს ისლამურ სამყაროში მოდერნულობისა და დემოკრატიის შესახებ მიმდინარე დისკუსიების გააზრებას. \n\n„ისლამი და მოდერნულობა“ \nმომხსენებელი განიხილავს დებატებს მოდერნულობის შესახებ ისლამურ აზროვნებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისლამური მოდერნისტული მოძრაობის წარმომადგენელთა\, მათ შორის მუჰამად აბდუსა და ფაზლურ რაჰმანის\, კონცეპტუალურ მემკვიდრეობას. ისაუბრებს დინამიკის შესახებ\, რომელიც არსებობს ტრადიციასა და რეფორმას შორის თანამედროვე მუსლიმურ საზოგადოებებში\,  იმსჯელებს  მრავალგვარი მოდერნულობის კონცეფციაზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 6 მაისი\, 17:00-18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, სხდომათა დარბაზი N201/202\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n\n„მუსლიმური დემოკრატიის პოლიტიკური თეორიის შესახებ“ \nგანიხილავს ისეთ თემებს\, როგორებიცაა: მულტიკულტურალიზმი\, სეკულარიზმი\, კონსტიტუციონალიზმი და საზოგადოებრივი სფეროს მოწყობა. წარმოადგენს მუსლიმური დემოკრატიის იდეას\, როგორც პოლიტიკური\, და არა თეოლოგიური\, თეორიის განხილვის საგანს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 მაისი\, 12:00-13:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, სხდომათა დარბაზი N201/202\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n\nმომხსენებლის შესახებ \nრავზა ალთუნთაშ ჩაქირი მარმარის უნივერსიტეტის შუა აღმოსავლეთისა და ისლამური კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორია. 2018 წელს დოქტორის ხარისხი მოიპოვა დარჰემის უნივერსიტეტში. მისი მონოგრაფია „მუსლიმური დემოკრატიის პოლიტიკური თეორია“ (Edinburgh University Press\, 2022) 2024 წელს ითარგმნა არაბულად და გამოიცა კატარის უნივერსიტეტის გამომცემლობაში. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-05-2025-publiclectures/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/chaqiris_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T120000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250422T113743Z
LAST-MODIFIED:20250423T081412Z
UID:10005713-1745920800-1745928000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
DESCRIPTION:29 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy\, Identity and Citizenship). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია\, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს\, მათ შორის\, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება\, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“\, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის\, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან\, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია\, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან:  პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/ormagi_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250426T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250426T180000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250417T081032Z
LAST-MODIFIED:20250417T081032Z
UID:10005710-1745683200-1745690400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანკ თომას გრუბის სემინარი „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft\, Geschichte\, Gegenwart und Literatur). \nპროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა\, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ასევე ინტერ- და ტრანსკულტურულ საკითხებს\, ხოლო მისი ნაშრომები დაკავშირებულია ავტობიოგრაფიულ მწერლობასთან\, ლიტერატურულ ლიმინალურობასთან\, ლიტერატურის შექმნასა და რეცეფციასთან\, სამოგზაურო ლიტერატურასთან\, ლიტერატურის თეორიასა და გერმანისტიკის\, როგორც დარგის\, განვითარებასთან უცხოეთში. \n2003 წელს მან ზაარლანდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გარდატეხა“ და „ერთიანობა“ გერმანულენოვან ლიტერატურაში. 2020 წელს გამოიცა მისი მეორე მონოგრაფია Traumreisen in Märchenländer? Studien zur Reiseliteratur aus der DDR Richtung “Westen“. \nფრანკ თომას გრუბი იყო გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ჯერ გოტებორგის\, შემდეგ – უფსალის უნივერსიტეტში. ამჟამად ხელმძღვანელობს უფსალის უნივერსიტეტის თანამედროვე ენათა ინსტიტუტს.  ქსელის Landeskunde Nord დამაარსებელი და არაერთი ანთოლოგიის (მათ შორის Northern European Studies in Literature\, Language and Culture) რედაქტორია. ასევე აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ. \nვრცლად მომხსენებლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uu.se/en/contact-and-organisation/staff?query=N14-498. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 26 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-04-2025-seminar/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-1-metsn-spikeriani.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T183000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250414T085819Z
LAST-MODIFIED:20250414T085846Z
UID:10005703-1745602200-1745605800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. \nსაქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს\, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას\, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს\, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად\, მოდერნიზაციის\, როგორც პროცესის\, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად\, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების\, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. \nპროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე\, ახალგაზრდა მეცნიერთა  სტატუსით  ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი. \nპროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა. \nღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი\, ია ერაძე\, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-researchroject/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn-khel-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250422T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250422T190000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250415T122153Z
LAST-MODIFIED:20250417T130236Z
UID:10005709-1745344800-1745348400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“
DESCRIPTION:22\, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი\, ჟურნალის Philosophy\, Theory\, and Practice in Biology რედაქტორი\, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. \nლექციების თემები: \n\nსაფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური\, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;\nბუნებრივი გადარჩევა\, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის   კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;\nგანვითარების ბიოლოგია\, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.\n\nკურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nრეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ. \nრეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22\, 24\, 25 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-course/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axaliii.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250416T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250416T200000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250407T073353Z
LAST-MODIFIED:20250407T073353Z
UID:10005697-1744830000-1744833600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება  დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია. \nწიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა. \nწიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი და პოლონელი ერების იდენტობისა და ეროვნული დისკურსების ფორმირების თითქმის სამასწლოვანი პერიოდი  განმანათლებლებიდან დღემდე. არსებითად\, ავტორები ორ ქვეყანაში მოდერნულობის ნაციონალურ ასპექტებზე მსჯელობენ. \nჩნდება კითხვა: რატომ პოლონეთი და საქართველო – რა საერთოა ამ ორი ერის თავგადასავალს შორის? \nპასუხი შეიძლება სამგვარი იყოს: \n\nქართული და პოლონური ნაციონალიზმი რუსეთის იმპერიის ჩრდილქვეშ ყალიბდებოდა ორივე ერისათვის\, ძირითადად\, რუსები იყვნენ კოლონიური თუ პოსტკოლონიური „სხვა“;\nჩვენი ეროვნული თავგადასავლის გასაცნობიერებლად შედარებითი მეთოდი შეუდარებელია;\nთანამედროვე ერად ჩამოყალიბებული პოლონური მაგალითი წარმატებულად უნდა შეფასდეს\, საქართველოს კი ამ მხრივ ჯერაც ბევრი განსაცდელი ელის. შესაბამისად\, წიგნის ავტორებს მიაჩნიათ\, რომ საქართველოს ევროპული იდენტობის პერსპექტივები\, ევროპეიზაციის ქართული შუქ-ჩრდილები პოლონური მაგალითის ფონზე უფრო გამოკვეთილად ჩანს და სამომავლო ძალისხმევის ვექტორს აჩვენებს.\n\nნაშრომის შექმნაში წვლილი შეიტანეს კონსულტანტმა ჩარლზ ფერბენქსმა და მკვლევარმა თამარ თოლორდავამ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/07-04-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/tsigni_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250415T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250415T180000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250411T085152Z
LAST-MODIFIED:20250411T090000Z
UID:10005701-1744736400-1744740000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კატრინე ბენდცენ გოთფრედსენის საჯარო მოხსენება „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“
DESCRIPTION:15 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“. \nმომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას\, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია\, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა\, რომელიც აღწევს ყოველდღიურ და პირად სივრცეებში და არღვევს ნათესაურ კავშირებს. ბორდერიზაცია წარმოდგენილია როგორც ინსტრუმენტი\, რომელიც ადამიანებს ყოფს ფიზიკურად\, ბიუროკრატიულად და ემოციურად. \nკატრინე ბენდცენ გოთფრედსენი (Katrine Bendtsen Gotfredsen\, https://mau.se/en/persons/katrine.gotfredsen/) არის მალმოს უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ლექტორი\, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორი. ჩატარებული აქვს ვრცელი ეთნოგრაფიული საველე კვლევები საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და გაურკვევლობას\, რელიგიას\, ისტორიასა და იდენტობას\, მორალს\, ასევე პოლიტიკურ ფორმებსა და პრაქტიკებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-04-2025-anthropology/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250328T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250328T180000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250305T081145Z
LAST-MODIFIED:20250305T081900Z
UID:10005672-1743181200-1743184800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პოლ სალკოვსკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:28 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის კლასიკოსი\, პროფესორი პოლ სალკოვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თანამედროვე კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის აქტუალური საკითხების შესახებ. \nპროფესორი პოლ სალკოვსკი ხელმძღვანელობს ოქსფორდის კლინიკური ფსიქოლოგიის კურსს\,  ასევე ოქსფორდის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს. \nარის ბრიტანული კოგნიტურ-ბიჰევიორალური ჟურნალის “Behavioural and Cognitive Psychotherapy“  რედაქტორი. https://oxicptr.web.ox.ac.uk/people/professor-paul-salkovskis \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს ლონდონის ქინგს კოლეჯისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი ქეთევან ჭანტურია. https://kclpure.kcl.ac.uk/portal/kate.tchanturia.html; www.peacepathway.org \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-pol-salkovskis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250324T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250324T140000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250313T063256Z
LAST-MODIFIED:20250313T063643Z
UID:10005681-1742821200-1742824800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველო და საფრანგეთი\, თბილისი და პარიზი პოეზიაში\, მუსიკაში\, ფილმებში\, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“ − ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:24 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო და საფრანგეთი\, თბილისი და პარიზი პოეზიაში\, მუსიკაში\, ფილმებში\, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“. \nღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, უნივერსიტეტთან არსებული ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა\, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი. \nღონისძიებაში მონაწილეობენ ილიაუნის ფრანგულენოვანი სტუდენტები და საქართველოს 14 საჯარო სკოლის ფრანგული ენის პედაგოგების მიერ მომზადებული ასამდე მოსწავლე. \nსამუშაო ენა: ფრანგული \nდრო: 24 მარტი\, 13.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-03-2025-francophonie/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/phrankophonia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250320T200000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250306T091058Z
LAST-MODIFIED:20250306T091058Z
UID:10005675-1742497200-1742500800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„შუბლის წილი“ – მონოგრაფიის პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მონოგრაფიის „შუბლის წილი“ პრეზენტაცია. \nმონოგრაფიის ავტორია მალხაზ მაყაშვილი\, მეცნიერებათა დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი\, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი\, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე. \nმონოგრაფია დაიწერა სტუდენტებისთვის\, რომლებიც ქცევათმეცნიერებას ეუფლებიან. \nნაშრომში განხილულია თავის ტვინის შუბლის წილის აგებულება და განვითარების თავისებურება\, შუბლის წილის მონაწილეობა ყურადღების\, მეხსიერების\, მეტყველების\, სტრესორზე რეაქციის\, გარემოსთან მისადაგებული ქცევის ორგანიზაციაში. \nგამოცემას ახლავს ილუსტრირებული ლექსიკონი\, რომელშიც განმარტებულია ტექსტში ნახსენები ზოგიერთი ფენომენი და ტერმინი. \nმონოგრაფიის გამოცემის საჭიროება განაპირობა საკითხის შესახებ ქართულ ენაზე თანამედროვე ლიტერატურის არ-არსებობამ. \nფანქრით შესრულებული ილუსტრაციები ეკუთვნის ავტორს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shublis-tsili-monographiis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/maqhashvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250312T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250312T130000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250311T065427Z
LAST-MODIFIED:20250311T065537Z
UID:10005676-1741780800-1741784400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ჰაიატე სოტომეს საჯარო მოხსენება „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“
DESCRIPTION:12 მარტს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ფილოლოგიის დოქტორი ჰაიატე სოტომე\, ცუკუბის უნივერსიტეტის (იაპონია) ასისტენტ-პროფესორი\, ქართველოლოგი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. \nმოხსენების შესახებ \n2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მოხდა საშინელი ბუნებრივი კატასტროფა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 16 000-მდე ადამიანი. ამას დაერთო ცუნამით გამოწვეული ბირთვული ავარია\, რამაც დააზიანა ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური და მის გარშემო 300 კვადრატული კილომეტრი რადიაციული დაბინძურების გამო დღემდე ცხოვრებისთვის სახიფათო ზონადაა გამოცხადებული. იაპონელმა მწერალმა ჰირომი კავაკამიმ კატასტროფიდან ერთ კვირაში გადააკეთა თავისი მოთხრობა „კამისამა“ (იაპ. ღმერთი)\, რომელშიც მაშინდელი დაძაბული ცხოვრების ატმოსფეროსა და რეალობას ასახავს. მოხსენებაზე ჰაიატე სოტომე შეადარებს ორიგინალსა და  გადაკეთებულ მოთხრობას\, ასევე მიმოიხილავს 2011 წლის 11 მარტის შემდგომ შექმნილ ლიტერატურას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 მარტი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-metsn1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250311T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250311T140000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250306T084029Z
LAST-MODIFIED:20250306T084029Z
UID:10005674-1741698000-1741701600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“ - მთარგმნელ პიტერმაკ-მილანის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:11 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარისა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ირლანდიელი მთარგმნელი პიტერ მაკ–მილანი წაიკითხავს მოხსენებას „იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. \nლექცია ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ. \nმომხსენებლის შესახებ \nპიტერ მაკ-მილანი იაპონური პოეზიის ცნობილი მთარგმნელია\, პოეტი\, იაპონური სატელევიზიო არხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტოკიოს\, კიორინისა და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები იაპონიასა და აშშ-ში. თარგმნა „ჰიაკუნინ იშუ“\, კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი (2008)\, „ისე მონოგატარი“ (2016)\, „ასი პოეტის ერთი პოემა“ (2017)\, „მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში“ (2022). მისი პუბლიკაციებია: „იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე“\, „მანიოშუ ინგლისურად“. იაპონურ გაზეთში „ასაჰი“ აქვეყნებს სერიულ პუბლიკაციებს ის სერიას  „ვარსკვლავების ტყე“. პიტერ მაკ-მილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველმა შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულზე „ჰიაკუნინ იშუ“ დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია. არის ფილოსოფიის მაგისტრი\, დოქტორის ხარისხი მინიჭებული მიღებული აქვს ინგლისურ ლიტერატურაში. მაკ-მილანი კომპანია „Tsukinofune Co“-ის დამფუძნებელი და დირექტორია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მარტი\, 13:00 საათი (სავარაუდო ხანგრძლივობა 90 წუთი) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponelebis-stiqiur-ubedurebebthan-brdzolisa-da-gamklavebis-asakhva-iaponur-literaturashi-mthargmnel-pitermak-milanis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250224T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250224T200000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250210T124427Z
LAST-MODIFIED:20250210T141215Z
UID:10005659-1740423600-1740427200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი სილაქაძის წიგნის „თებერვლის ტანკები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება დიმიტრი სილაქაძის „თებერვლის ტანკების“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა „არტანუჯმა“. \nპირველი „რკინის ურჩხული“\, ტანკი\, 1915 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1921 წლის 24 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად თბილისთან ახლოს\, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე\, გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. \nწიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა და უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერების საფუძველზე ნაჩვენებია შეტაკების სურათი და მიკვლეულია ბრძოლის ველი. ავტორი აღწერს იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკასა და ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდებს\, მოგვითხრობს დამოუკიდებელი ქართული არმიის ტანკების ისტორიასა და 1945 წელს ბერლინის აღების მონაწილე ერთი ტანკის გრძელ თავგადასავალს. \nისტორიის დოქტორი დიმიტრი სილაქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევის ვიწრო სპეციალიზაციაა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს ბექა კობახიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-silaqadzis-tsignis-thebervlis-tankebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/silaqadze_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250219T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250219T190000
DTSTAMP:20260418T064627
CREATED:20250217T124700Z
LAST-MODIFIED:20250220T083630Z
UID:10005663-1739988000-1739991600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ასოცირებული პროფესორის თამარ ცხადაძისა და ასისტენტ-პროფესორის თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენებები
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“. \nიგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ\, კერძოდ\, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე. \nასისტენტ-პროფესორი თამაზ თოხაძე წაიკითხავს მოხსენებას „რისკიანი გადაწყვეტილებები და სხვა ადამიანების გათვალისწინების პრობლემა ეპისტემური რელატივიზმისთვის“. \nმოხსენების ძირითადი თემაა რამდენად პრიორიტეტულია სხვების რწმენისა და რისკის მიმართ დამოკიდებულებების გათვალისწინება სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების მიღებისას\, მაგალითად\, როდესაც ექიმი\, პოლიტიკოსი ან ვაქცინის მიმართ სკეპტიკოსი განიხილავს\, იმოქმედოს თუ არა თავისი რწმენის მიხედვით\, როდესაც ამ ქმედებას შეიძლება დიდი შედეგები ჰქონდეს სხვა ადამიანებისთვის (მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის). \nმომხსენებელი  ამ საკითხს განიხილავს ეპისტემური რაციონალურობის არამომთხოვნი (რელატივისტური) გაგების შუქზე. მოხსენების ძირითადი თეზისია\, რომ მორალისა და ეპისტემური რაციონალურობის კავშირის სწორი გაგებისთვის აუცილებელია ეპისტემური რელატივიზმის უარყოფა. მოკლედ მიმოიხილავს გადაწყვეტილების თეორიასა და ეპისტემოლოგიასთან დაკავშირებულ თანამედროვე დებატებს. \nმოცემული მოხსენება არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის – „არბიტრარული რწმენები და რაციონალურობის მოთხოვნები“ – ნაწილი (საგრანტო ხელშეკრულება No:YS-23-320) \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-02-2025-mokhsenebebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/axali-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR