„არ დამივიწყო“ – ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია

15 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნანი მანველიშვილი გამართავს თავისი რომანის „არ დამივიწყო“ პრეზენტაციას. წიგნის შესახებ რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ – დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა ემახსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას – დედა, ვიღაცას – […]

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“

19 მარტს, 09:30 საათზე, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის  სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას,  რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. კონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება […]

ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“

20-21 მარტს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“. ვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში […]

„მე და ევროპა“ ფილმის ჩვენება-დისკუსია

27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, […]

„ინდური ტაბლა და მისი ენა“ – ანუკა კონტრიძის ვორკშოპი

29 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. ანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე, სინოლოგი. ინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში, შრი ლანკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. […]

„ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში” – ეკა ჭყოიძის საჯარო მოხსენება

1-ელ აპრილს, 17:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში". ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის […]

„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში” – ასოცირებული პროფესორის, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა

5 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში". კვლევის მოკლე მიმოხილვა კვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი, არაწრფივი, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი […]

რაფაელ როგინსკის კონცერტი

24 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის, რაფაელ როგინსკის კონცერტი. კონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, A კორპუსი (ეზო), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.

,,APRILE-IL MESE DELL’AMORE’’ – იტალიური ენის კურსის სტუდენტების ღონისძიება

26 აპრილს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას "Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი - სიყვარულის თვე“). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ […]

„ივირონი და მისი მხატვრული მემკვიდრეობა“ – პროფესორ ნინო ჭიჭინაძის ონლაინლექცია

27 აპრილს, 18:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ''Iviron and its Artistic Legacy''. მომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში  ათონსა და […]