BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240614T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T130000
DTSTAMP:20260419T122055
CREATED:20240619T122831Z
LAST-MODIFIED:20241122T110937Z
UID:10005474-1718362800-1718370000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში"
DESCRIPTION:14 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში”. \nკონფერენციაზე სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ კულტის ფორმირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკასა და სტრატეგიას შუა საუკუნეების საქართველოში.\nმოხსენებები შეეხება შუა საუკუნეების საზოგადოებრივ-კულტურული და რელიგიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს\, რომლებშიც გაცხადებულია მმართველის\, წმინდანის\, ხატისა თუ რელიკვიების კულტი.\nმომხსენებელთა მიერ გაანალიზებული იდეები და პრაქტიკა წარმოაჩენს შუა საუკუნეების საზოგადოების რაობასა და კულტურულ-იდეოლოგიურ მიზანდასახულობას. \nიხ. აბსტრაქტი/დღის წესრიგი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 ივნისი\, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-kultis-konstruireba-shua-saukuneebis-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/843397dfb3f26aab11675f3a0085c2e8_83647.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240610T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240610T200000
DTSTAMP:20260419T122055
CREATED:20240606T104459Z
LAST-MODIFIED:20240606T104459Z
UID:10005457-1718046000-1718049600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანგულენოვანი წიგნის LA GÉORGIE À LA CROISÉE DES CULTURES (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. \nწიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ\, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში\, საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით\, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, ჩატარდა ამავე დასახელების კონფერენცია კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures. \nწინამდებარე ნაშრომი უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას\, უხვად არის ილუსტრირებული.\nგარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს. წიგნის შიგნით ასევე შეხვდებით ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ ოთხთავის იშვიათი ხელნაწერის რვა ილუსტრაციას და ვეფხისტყაოსნის ფრანგული თარგმანის ერთ ილუსტრაციას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 1. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrangulenovani-tsignis-la-georgie-a-la-croisee-des-cultures-saqarthvelo-kulturatha-gzagasaqharze-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-BOOK.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240610T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T180000
DTSTAMP:20260419T122055
CREATED:20240607T104036Z
LAST-MODIFIED:20240607T130216Z
UID:10005460-1718040600-1718388000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოციოლოგიის კვირეული
DESCRIPTION:10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს\, 17:00 საათზე. \nილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები\, დოქტორანტები\, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. \nკვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი\, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები\, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა\, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sotsiologiis-kvireuli/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/c5e092f8d7c691653ca77c9ce18c6550_83618-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240528T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240528T170000
DTSTAMP:20260419T122055
CREATED:20240524T091310Z
LAST-MODIFIED:20240524T091310Z
UID:10005454-1716908400-1716915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“ - საჯარო ლექცია
DESCRIPTION:28 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკაში პროფესორ ფილიპ კიმის ორგანიზებით გაიმართება აქცია „წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“. \nლექციაზე ამერიკელი პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ჩვევებსა და ფილოსოფიას\, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. \nდისკუსია გაიმართება „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების“ ფორმატში\, სადაც სპიკერები განლაგდებიან 4 მაგიდასთან (თითოეულ მაგიდასთან – 2 სპიკერი). დისკუსიის მონაწილეები კი შეიკრიბებიან თითოეული მაგიდის ირგვლივ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში მოუსმენენ სპიკერების საინტერესო პრეზენტაციებს\, დაუსვამენ მათ კითხვებს ან გაუზიარებენ კომენტარებს. ამის შემდეგ დისკუსიის მონაწილეები გადაინაცვლებენ მომდევნო მაგიდასთან. მრგვალი “მაგიდის/მუსიკალური სკამების” დისკუსიისთვის განკუთვნილი იქნება 60-90 წუთი\, ხოლო დარჩენილი 30 წუთი კითხვა-პასუხის ნაწილს დაეთმობა. \nსპიკერები: \n\nანჰუა ჩენი ბოსტონი დოქტორობის კანდიდატი\, ჰარვარდის უნივერსიტეტი\nენი შენ ჰუანგი ბოსტონი დოქტორობის კანდიდატი\, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; ფულბრაიტის სტიპენდიანტი\nბამჯუნ პარკი ვაშინგტონი მერილენდის უნივერსიტეტი\, სტომატოლოგია\nჩერისა შანგი ბოსტონი ჰარვარდის უნივერსიტეტი\nჯეი ჰონგ ჩუ ბოსტონი ჰარვარდის უნივერსიტეტი\nჯეს ჩი ფილადელფია ჰარვარდის უნივერსიტეტი\, ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი\nჯონ ვუ ვაშინგტონი დოქტორი\, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი\nლიდია ჰე ვაშინგტონი დოქტორი\, მერილენდის უნივერსიტეტი\nფილიპ კიმი ფილადელფია ჰარვარდი\, ოქსფორდი\, პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 მაისი\, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsarmatebuli-adamianebis-8-chveva-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/web-8-rcheva.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240527T200000
DTSTAMP:20260419T122055
CREATED:20240526T113020Z
LAST-MODIFIED:20240607T113140Z
UID:10005467-1716836400-1716840000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები გაიმართება
DESCRIPTION:27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის  პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები. \nსემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის\, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. \n\n27 მაისი\, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“)\n\nმნიშვნელოვანია\, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ წაკითხული რომან იაკობსონის ტექსტი: \n\nhttps://drive.google.com/file/d/1MLNjDdFvUsivAIviCULJxLFBPMKbqc3x/view?usp=sharing\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \n\n29 მაისი\, 19:00 საათი – „Werther in aller Welt. Goethes Roman als Modell für eine transnationale Perspektive auf Literatur“ („ვერთერი მთელს მსოფლიოში. გოეთეს რომანი ტრანსნაციონალური პერსპექტივიდან“)\n\nსამუშაო ენა: გერმანული \n\nმარკ-გეორგ დერმანი გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (ბერლინი). მისი კვლევის სფეროებია ეპოსის ისტორია\, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ურთიერთმიმართებები\, ლიტერატურა და ისტორია\, ანტიკურობის რეცეფცია ლიტერატურაში\, კულტურის ტრანსფერი ინგლისსა და გერმანიას შორის. \nმომხსენებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Prof. Dr. Mark-Georg Dehrmann — Institut für deutsche Literatur (hu-berlin.de) \nსამუშაო ენები: ინგლისური\, გერმანული \nდრო: 27 მაისი\, 29 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\,  გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-avstriul-bibliothekashi-prophesor-mark-georg-dermanis-sajaro-seminarebi-gaimartheba-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/8b433b9f27c97abe2296934ab1499642_83459.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240527T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240527T190000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240410T091138Z
LAST-MODIFIED:20240411T073436Z
UID:10005416-1716832800-1716836400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ – სტატიების კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტატიების კრებულის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ პრეზენტაცია. წიგნი ინსტიტუტის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორის\, ლუკა ნახუცრიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. \nპრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:  \n\nნატალია ალხაზიშვილი\, „ზიარის“ ხელმძღვანელი\nლუკა ნახუცრიშვილი\, კრებულის სამეცნიერო რედაქტორი\nგიორგი მაისურაძე\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი\nია ერაძე\, კრებულის თანაავტორი\,ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი\nთამთა ხალვაში\, კრებულის თანაავტორი\, ილიაუნის პროფესორი\n\nკრებულის შესახებ \nკრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ\, ისტორიოგრაფიული ტიპის გამოკვლევებისაგან განსხვავებით\, პირველია როგორც ქართულ\, ისე უცხოენოვან აკადემიურ სივრცეში\, რომელიც პირველ რესპუბლიკას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მრავალი სხვა დარგის გადმოსახედიდან აშუქებს\, ესენია: ანთროპოლოგია\, კულტურის კვლევები\, კრიტიკული სამართლის თეორია\, ცნებათა ისტორია\, პოლიტიკური თეორია\, რელიგიის სოციოლოგია\, ხელოვნების ისტორია\, კინომცოდნეობა\, პოლიტიკური ეკონომია\, ლიტერატურათმცოდნეობა\, ლინგვისტიკა თუ იკონოლოგია. \nაქამდე ნაკლებად განხილული მოვლენების\, დოკუმენტების\, ნაწარმოებებისა თუ ინსტიტუციების ანალიზის საფუძველზე პირველი რესპუბლიკის მოკლე სამი წელი წარმოჩინდება არა როგორც რაღაც „არარადან“ აღმოცენებული და უკვალოდ გამქრალი\, არამედ როგორც სამჭედლო\, სადაც იმპერიული პერიოდიდან ნამემკვიდრევი ფორმებისა და შინაარსის გადადნობა\, ახალ ყალიბში გადასხმა მოხდა\, რომელთა ნაწილმა 1921 წლის მერეც განაგრძო გარდაქმნილი სახით არსებობა. \nკრებული დარგობრივი და თემატური მრავალფეროვნების წყალობით პირველი რესპუბლიკით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასაც და სამეცნიერო წრეებსაც ახალი კუთხით დაანახებს დამოუკიდებლობის ხანმოკლე\, მაგრამ უაღრესად დატვირთულ\, პერიოდს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-demokratiuli-respublika-phormisa-da-shinaarsis-dziebashi-statiebis-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/krebuli_web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240523T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240523T140000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240520T080730Z
LAST-MODIFIED:20240520T080730Z
UID:10005448-1716465600-1716472800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შემოქმედებითი ტური საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა“
DESCRIPTION:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე \,\,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 23 მაისს\, 12 საათზე. \nუნივერსიტეტის კორპუსების განლაგება გთხოვთ\,იხილოთ აქ. \nტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის\, გთხოვთ\, ეწვიოთ შემდეგ ბმულს ან\, მოგვმართოთ ელ. ფოსტის საშუალებით: tour.music@iliauni.edu.ge \n\n\nდრო: 23 მაისი\, 12:00 საათი \nტურის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, D 404 აუდიტორია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shemoqmedebithi-turi-sabakalavro-programaze-musika/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/WEB-BANNER-MUSIC-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240520T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240520T120000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240514T084225Z
LAST-MODIFIED:20240514T084225Z
UID:10005446-1716202800-1716206400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნინო იმედაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:20 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის პოლიტიკის მეცნიერება დოქტორანტი ნინო იმედაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „თვალი-თვალის წილ“ ნატო-რუსეთის ურთიერთქმედების და რუსეთის არაერთგვაროვანი ინტერვენციების ახსნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – სერგი კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. №1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nino-imedashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/web-sadisertatsio-metsn-nino-imedashvili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240429T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240430T180000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240429T111756Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005429-1714410000-1714500000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“ – საერთაშორისო ვორკშოპი/ტრენინგი
DESCRIPTION:29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“. \nმარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და  ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის\, ტერასის საექთნო სკოლისა და ოკუპაციური კვლევითი ცენტრის პროფესორია (UAB Escola Universitària d’Infermeria i Teràpia Ocupacional de Terrassa\, EUIT/UAB). \nსალვადორ სიმო\, UVic-UCC კატალონიის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი\, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური ინოვაციების კვლევითი გუნდის კოორდინატორია. მისი კვლევითი სფეროებია: სოციალური ინოვაცია და მეწარმეობა\, ოკუპაციური მეცნიერება/თერაპია და ფსიქიკური ჯანმრთელობა\, ჯანსაღი და ინკლუზიური თემის შექმნა და კვლევითი პროექტების განვითარება. \nვორკშოპები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიებში და მათ დაესწრება პროექტში ჩართული გუნდი\, მათ შორის სტუდენტები და ლაბორატორიებში მხარდაჭერით დასაქმებული პირები. \nმონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები. \n29 და 30 აპრილსა და 1 მაისს\, 17:00-დან 20:00 საათამდე\, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექციები/ტრენინგი ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.  იხილეთ პროგრამა. \nსაერთაშორისო ვორკშოპი ტარდება საქართველო I2Q – ინოვაცია\, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს (CIF-2023-04) ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით. \nპროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის” მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/ მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) შექმნა\, რომელიც გამოყენებული იქნება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის პრაქტიკის სივრცედ. ჰაბის ფარგლებში გაანალიზდება შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაო\, განისაზღვრება შშმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 29-30 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/monatsileoba-da-aghdgena-dasaqmebis-khelshetsqhobith-samushaos-mkhardatcheris-strategiebi-da-sotsialuri-metsarmeoba-saerthashoriso-vorkshopi-treningi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/ac45c1e577359810d2609bf396a32835_83195-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240427T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240427T200000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240425T111835Z
LAST-MODIFIED:20240429T111944Z
UID:10005430-1714244400-1714248000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ივირონი და მისი მხატვრული მემკვიდრეობა“ – პროფესორ ნინო ჭიჭინაძის ონლაინლექცია
DESCRIPTION:27 აპრილს\, 18:00 საათზე\, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ”Iviron and its Artistic Legacy”. \nმომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება\, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას\, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში  ათონსა და საქართველოს შორის  კავშირ-ურთიერთობების თავისებურებები განხილული იქნება ხელოვნების პერსპექტივიდან. \nფორმატი: ონლაინ (შეხვედრა ზუმში) \nრეგისტრაცია: \n\nhttps://ucl.zoom.us/meeting/register/tJYtc-uqqD4rGtE3_jMhKdWq-jZJyfyJKY6c#/registration\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ivironi-da-misi-mkhatvruli-memkvidreoba-prophesor-nino-tchitchinadzis-onlainleqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/82d10112daa197801266b62363e1465b_83199.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T123000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T133000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240425T113025Z
LAST-MODIFIED:20240429T113132Z
UID:10005431-1714134600-1714138200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:\,\,APRILE-IL MESE DELL’AMORE’’ - იტალიური ენის კურსის სტუდენტების ღონისძიება
DESCRIPTION:26 აპრილს\, 12:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას “Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი – სიყვარულის თვე“). \nღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები\, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის\, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე\, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ ფრაზებს ქართული ფილმებიდან). \nღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, ჩაერთონ მინიდისკუსიაში. \nფინალურ ნაწილში სტუდენტები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს. \nღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი. \nსამუშაო ენები: ქართული\, იტალიური \nდრო: 26 აპრილი\, 12:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aprile-il-mese-dell-amore-italiuri-enis-kursis-studentebis-ghonisdzieba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/6218a59b97001b77c6bc7b5e8e4e8c0a_83215.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240424T200000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240419T072535Z
LAST-MODIFIED:20240419T072535Z
UID:10005428-1713985200-1713988800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რაფაელ როგინსკის კონცერტი
DESCRIPTION:24 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის\, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის\, რაფაელ როგინსკის კონცერტი. \nკონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები\, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, A კორპუსი (ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/raphael-roginskis-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/web-musikis-tsentri-raphael-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240326T084304Z
LAST-MODIFIED:20240328T083958Z
UID:10005396-1712336400-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში" – ასოცირებული პროფესორის\, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში”. \nკვლევის მოკლე მიმოხილვა \nკვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი\, არაწრფივი\, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი ფოკუსია ქართველ პროფესორთა მოგონებები\, ცხოვრებისეულ-აკადემიური გამოცდილება\, ასევე მათი წარმოდგენა მომავლის შესახებ დეკოლონიური და პოსტსოციალისტური თეორიული პერსპექტივების გათვალისწინებით. კვლევა დაფუძნებულია ნარატიულ-ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიაზე\, რომელიც მძლავრად წარმოაჩენს ქცევების\, ურთიერთობებისა და დამოკიდებულებათა გაორებას ქართულ აკადემიურ სივრცეში. \nმომხსენებლის შესახებ \nქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო (2024). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ თემებს: აკადემიური იდენტობები და აკადემიური პროფესია\, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცვლილება\, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებთან თანაკვეთა\, კოლექტიური მეხსიერების\, ნარატივებისა და ბიოგრაფიების კვლევა. 2024 წლის მარტიდან ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია განათლების პოლიტიკის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademiuri-identobebis-transphormatsia-da-gaorebis-konphiguratsiebi-qarthul-akademiur-sivrtseshi-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/1web-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240401T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240401T190000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240326T072232Z
LAST-MODIFIED:20240326T072232Z
UID:10005394-1711990800-1711998000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში" - ეკა ჭყოიძის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:1-ელ აპრილს\, 17:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში”. \nათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის\, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის მონასტრის სატრაპეზოში. \nფრესკას ახლავს შესაბამისი წარწერები\, რომლებიც ქართული სამეცნიერო წრეებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. \nმოხსენებაში განხილული იქნება ეს ფრესკა\, მისი წარწერები და მათი მნიშვნელობა\, კახეთის სამეფოს მნიშვნელობა საერთაშორისო კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1-ელი აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-kakhtha-mephis-1518-20-1574-saqtitoro-tsartserebi-athonis-philotheosis-monastershi-eka-tchqhoidzis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/kakhtha-mephe-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T120000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240328T083150Z
LAST-MODIFIED:20240328T083237Z
UID:10005405-1711706400-1711713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ინდური ტაბლა და მისი ენა“ – ანუკა კონტრიძის ვორკშოპი
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. \nანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე\, სინოლოგი. \nინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში\, შრი ლანკაში\, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან\, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ცხოვრობს ქ. მიუნხენში. უკრავს რამდენიმე ბენდთან სხვადასხვა მიმართულებით. წლების განმავლობაში რუმინული ემბიენთ ჯგუფის “Thy Veils” მოწვეული წევრია\, ასევე “Metachronic Rashomon” დისტანციური ტრიოს წევრი რეზო კიკნაძესა და ნიკა დავითაშვილთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია ესწრება ტაბლის დიდოსტატ პანდიტ სვაპან ჩაუდჰურის ყოველწლიურ სემინარებს ბაზელში. დროდადრო მართავს ვორკშოპებს ტაბლის შესახებ თბილისსა და მიუნხენში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A კორპუსი (შიდა ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/induri-tabla-da-misi-ena-anuka-kontridzis-vorkshopi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/MUS-CENTRE-WEBBB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T180000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240319T105148Z
LAST-MODIFIED:20240326T112454Z
UID:10005390-1711555200-1711562400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მე და ევროპა“ ფილმის ჩვენება-დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან\, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას\, თავისუფლებას\, თანასწორობას\, დემოკრატიას. \nღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე\, პოლიტიკის\, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტი რატი ამაღლობელი\, ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე და პროდიუსერი თამარ ქველიძე. \nგიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი\, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა\, საქართველოს რეგიონებში: კახეთში\, რაჭა-ლეჩხუმში\, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე\, თანასწორობაზე\, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – ოთხი ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს. \nსაინფორმაციო კამპანიის „მე და ევროპა“ ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ბლოგების/ვლოგების კონკურსს\, რომლის გამარჯვებულები 11 ივლისს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. \nბანაკის მონაწილეებს შეარჩევენ დისკუსიაში მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებს შორისაც. \n4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები გაივლიან ესპანური და ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მალდიტასა” და „მითების დეტექტორის“ – ერთობლივ\, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს და გაეცნობიან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურისა და მათი ფლაგმანური პროექტის EUvsDisinformation-ის გამოცდილებას. \nგანრიგი იხილეთ ბმულზე. \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/me-da-evropa-philmis-chveneba-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/web-metsn-khel-philmis-chveneba2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240320T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240321T173000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240313T100031Z
LAST-MODIFIED:20240313T100145Z
UID:10005381-1710930600-1711042200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია\, ინოვაცია\, ტენდენციები)“
DESCRIPTION:20-21 მარტს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია\, ინოვაცია\, ტენდენციები)“. \nვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში ჩართული პროფესორებისა და დოქტორანტების დისკუსიის ორგანიზება სასწავლო ფორმატში თანამედროვე ინტერ\, კროს და ტრანსდისციპლინური მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ქართული ფილოლოგიის სპეციალობის ის დაინტერესებული მაგისტრანტები\, რომლებსაც ძველი ქართული მწერლობის შემსწავლელი პროგრამული საგნები დახურული აქვთ მაღალი შეფასებით – A . \nვორკშოპზე იგეგმება \n\nპროექტის  მიგნებებისა და შუალედური შედეგების აპრობაცია სამიზნე ჯგუფთან;\nახალი პრობლემების გამოკვეთა და უკუკავშირის ანალიზი.\n\nსამიზნე ჯგუფი: \nფილოლოგიური მიმართულებისა და ფართო პროფილის ჰუმანიტარი სპეციალისტები\, აგრეთვე დოქტორანტები და მაგისტრანტები. \nვორკშოპზე მოწვეული სპეციალისტები/მომხსენებლები: \n1. ფათი ჰატაიბი\, რაბატის მუჰამედ მეხუთის უნივერსიტეტი\, მაროკო\n2. მზია სურგულაძე\, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი\n3. მაკა ელბაქიძე\, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\n4. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი\n5. ივანე ამირხანაშვილი\,  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\n6. ნესტან სულავა\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხის უნივერსიტეტი\n7. მარიამ ნანობაშვილი\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n8. თამთა ფარულავა\, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\n9. ელენე გოგიაშვილი\, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n10. ალექსანდრე შებორნი\, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები\, რომელთაც 2020-2023 წლის განმავლობაში A შეფასებით დაასრულეს კურსები „ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა (ჰაგიოგრაფია)“ და „ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში.“ ისინი გვესაუბრებიან იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე\, რომელთა გადალახვაც მოუწიათ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის პროცესში. \nპროექტში ჩართული სპეციალისტები: \n\nირმა ყარაულაშვილი\, პროექტის ხელმძღვანელი\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთამარ ლომიძე\, პროექტის კოორდინატორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\nდარეჯან გარდავაძე\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთეა შურღაია\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\nთამთა სურმავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\nფორმატი: \nორდღიანი სასესიო სხდომები – დღეში ორი სესია \nდასწრებით და/ან დისტანციურად \nბმული:https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82027541366 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 და 21 მარტი\, 10:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდღის წესრიგი \nდღე I \n10:30-13:00  სხდომა 1– ძველი ქართული ნარატიული წყაროები: \nა) ქართული ჰაგიოგრაფია – სტერეოტიპი\, რეცეფცია\, თვითრეფლექსია\nბ)  ძველი ქართული მწერლობა\, როგორც ისტორიული წყარო და იდენტობის ინდიკატორი \n14:00-17:00  სხდომა 2 – ძველი ქართული (საერო)მწერლობის რეალური და გამოგონილი გეოგრაფია \nა) ქართული ლექსი vis-a-vis  აღმოსავლური ექსპანსია\nბ) „სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს“ (დ. წერედიანი) \nდღე II \n10:30-13:00  სხდომა 3 – „ვეფხისტყაოსანი“  –  მარადი ტექსტი\,  სინთეზური ესთეტიკა\, თანამედროვე კონცეფცია. \n14:00-17:00  სხდომა 4 – ძველი ქართული მწერლობის სწავლების მეთოდოლოგია და თანამედროვე გამოწვევები. \n17:00-17:30  შემაჯამებელი სხდომა: \nპროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეები შეაჯამებენ გამოთქმულ მოსაზრებებს\, ახლებურ კონცეპტუალურ მიდგომებსა და მეთოდოლოგიას\, მიმოიხილავენ დოქტორანტების მიერ გამოთქმულ სურვილებსა და დასმულ პრობლემებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-dzveli-qarthuli-mtserloba-erovnul-da-globalur-konteqstshi-traditsia-inovatsia-tendentsiebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/9385ff8bc9815d9adde237bdaaf5694f_82776.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T103000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240318T101208Z
LAST-MODIFIED:20240318T101208Z
UID:10005389-1710840600-1710844200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“
DESCRIPTION:19 მარტს\, 09:30 საათზე\, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით\, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის  სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. \nკონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას\,  რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. \nკონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ. \nსოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე წელს 19 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია სოციალური მუშაკებისა და მათი წვლილის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი  პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები\, ასევე პროფესორები და სტუდენები. \nკონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა\, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი. \nკონფერენცია ტარდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივით World Vision საქართველოსთან\, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. \nსამუშაო ენები: ქართული\,ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1\, I კორპუსი\, სააქტო დარბაზის ფოიე \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-sametsniero-praqtikuli-konpherentsia-tsvlilebebi-bavshvtha-da-ojakhtha-sakethildgheod/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/New-New-web-web-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240315T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240315T200000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240313T095824Z
LAST-MODIFIED:20240313T095824Z
UID:10005380-1710529200-1710532800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„არ დამივიწყო“ – ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:15 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნანი მანველიშვილი გამართავს თავისი რომანის „არ დამივიწყო“ პრეზენტაციას. \nწიგნის შესახებ \nრა მოხდება\, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ – დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი\, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა ემახსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას – დედა\, ვიღაცას – შვილი\, ზოგს – მამა და ზოგსაც – სულაც მეზობელი? „არ დამივიწყო“ – პასუხია ამ კითხვაზე. \nრომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველი თანამედროვე საქართველოში ვითარდება\, მთავარი გმირი კი ლენეა\, სტუდენტი გოგონა\, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს\, ბებიისა\, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მისი ამბავი თვალსა და ხელს შუა გაქრა. \nმეორე ხაზი წარსულია – საბჭოთა კავშირი\, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში\, ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში\, ომი და… სიყვარული. \nეს არის ამბავი დავიწყებულებზე. ზოგჯერ ჩვენ ვივიწყებთ\, უფრო ხშირად კი გვივიწყებენ. როგორია იყო დავიწყებული? რას ნიშნავს მარტოობა\, როგორ უნდა ებრძოლო საკუთარ თავს თუ არ გახსოვს\, ვინ ხარ? რა იყო საბჭოთა ტერორი და რა გავლენა ჰქონდა ადამიანებზე? როგორია სიყვარული\, მართლა აძლევს ძალას ადამიანს ბრძოლისთვის? როგორ უნდა იყო ძლიერი ქალი? რატომ მაინდამაინც სენი – დავიწყება? – ეს და სხვა კითხვები გაუჩნდება მკითხველს და პასუხების ძიებას წიგნში ან მის გარეთ დაიწყებს. \nწიგნი 2023 წელს „პალიტრა L-მა“ გამოსცა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ar-damivitsqho-nani-manvelishvilis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/e34174e36768ccf243c5165bde06d19d_82782-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240311T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240311T170000
DTSTAMP:20260419T122056
CREATED:20240308T100228Z
LAST-MODIFIED:20240313T100415Z
UID:10005382-1710176400-1710176400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნინო ბუწაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:11 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგიის“ დოქტორანტი ნინო ბუწაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სოციალური დომინანტობის ორიენტაცია და კოგნიტური სიცხადის მოთხოვნილება\, როგორც BIAS map-ის მოდერატორები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ჯავახიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nino-butsashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/273c1a97782e34d75f96db7ffe43af79_82774.png
END:VEVENT
END:VCALENDAR