BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241114T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241114T130000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241111T065548Z
LAST-MODIFIED:20241111T065614Z
UID:10005584-1731585600-1731589200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 2023 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. \nგონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის\, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს\, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. \nწელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველები გააკეთებენ არჩევანს იმ ოთხ მწერალს შორის\, რომლებიც გონკურის აკადემიამ კონკურსის მესამე ტურზე შეარჩია: \n\nJean-Baptiste ANDREA\, Veiller sur elle\, Paris\, L’Iconoclaste\, 2023\nÉric REINHARDT\, Sarah\, Suzanne et l’écrivain\, Paris\, Gallimard\, 2023\nGaspard KŒNING\, Humus\, Paris\, L(’)Observatoire\, 2023\nNeige SINNO\, Triste tigre\, P.O.L\, Paris\, 2023\n\nყოველწლიურად კონკურსის ორგანიზებას ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით. \nფორმატი: ჰიბრიდული \nZoom Meeting: https://shorturl.at/BSLiK \n\n\n\nMeeting ID: 816 0125 1699\nPasscode: 508734\n\n\n\nსამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული \nდრო: 14 ნოემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gonkuris-premiis-saqarthvelos-archevanis-laureatis-gamotskhadebis-tseremonia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/webb.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241110T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241110T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241108T093306Z
LAST-MODIFIED:20241108T093648Z
UID:10005582-1731261600-1731261600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი და კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი. \n\n11:00 საათზე პოლონელი შემსრულებლები ევა ლიბხენი და ემილია კაროლინა შიტარში ჩაატარებენ ვორკშოპს. დაინტერესებულ მსმენელს წარუდგენენ ფლეიტისა და ფორტეპიანოს განვრცობილ\, სონორულ შესაძლებლობებს.\n18:00 საათზე გაიმართება კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“.\n\nშესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები\, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის\, ელენე გოგოძის\, სპეციალურად ამ დუეტისთვის შექმნილი ნაწარმოები. \nკონცერტის მიზანია ახალგაზრდა კომპოზიტორების დაინტერესება 1960-იან წლებში პოლონურ მუსიკაში გაბატონებული მიმდინარეობა სინორიზმით. \nსონორისტულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ კომპოზიტორები: კშიშტოფ პენდერეცკი\, ჰენრიკ მიკოლაი გურეცკი\, კაზიმეჟ სეროცკი და ვიტოლდ შალონეკი და სხვები. \nამ მიმდინარეობაში აქცენტირებულია ბგერის წარმოშობა\, მისი ფერი\, ხანგრძლივობა და სონორობა – ყველა ეს კომპონენტი დღემდე ინარჩუნებს დიდ ინტერესს კომპოზიტორებისთვის. \nდრო: 10 ნოემბერი\, 11:00 საათი და 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-da-kontserti-polonuri-sonorizmis-kvaldakval/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/niu-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241031T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241031T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240925T122403Z
LAST-MODIFIED:20240926T061033Z
UID:10005537-1730368800-1730397600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“
DESCRIPTION:31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“. \nკონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. \nკონფერენციის თემები: \n\nქართველური ენების ფონოლოგია\, მორფოსინტაქსი და სემანტიკა;\nქართველური ენები და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება;\nქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები;\nქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია;\nქართველური ენების ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია;\nქართველური ენების კონტაქტ-ლინგვისტიკა და ენობრივი ცვლილებები;\nსაფრთხეში მყოფი ქართველური ენების დოკუმენტირება და აღწერა;\nენობრივი დოკუმენტირების ეთიკური კომპონენტი;\nსაფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და რესურსები.\n\nპროგრამა და აბსტრაქტები იხ. ბმულზე: https://kld.iliauni.edu.ge/programme.html \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი\, 10:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-qarthveluri-enobrivi-mravalpherovneba-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/AB-WEB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241024T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241024T203000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241022T115622Z
LAST-MODIFIED:20241022T123315Z
UID:10005566-1729792800-1729801800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში – საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:24 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში\, საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება. \nკონფერენციის თემებია: დემოკრატიის თეორია\, ცხოველებთან მოპყრობის ეთიკა\, ზიანის პრინციპის ადგილი ნორმატიულ თეორიაში\, ექსპერიმენტული მეთოდები მორალის ფილოსოფიაში. \nმომხსენებლები იქნებიან ილიაუნის ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 ოქტომბერი\, 18:00-20:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-ethikasa-da-politikis-philosophiashi-saerthashoriso-sadoqtoro-sezonuri-skolis-2024-tslis-gamoshvebis-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/new-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241023T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241023T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241022T081813Z
LAST-MODIFIED:20241022T081813Z
UID:10005565-1729710000-1729713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები\, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები\, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“. \nმომხსენებელი შეეხება ჰესიოდეს მიერ აღწერილი კრონოსისა და პრომეთეს (კავკასიურ ტრადიციაში − ამირანის) მითების საფუძველზე სამართლიანობის იდეის საწყისს ბერძნულ მითოლოგიაში და ეცდება უპასუხოს ფილოსოფიურ\, მორალურ და სამართლებრივ კითხვას – სამართლიანობა დამოკიდებულია თუ არა დროზე. \nუფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-iohan-tralaus-sajaro-leqtsia-drois-dasatsqhisi-da-samarthlianoba-berdznul-mithebshi-hesiodes-ghmerthebi-romlebits-shurisdziebas-estsraphvian/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/WEB-BANNER-savle22.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241021T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241021T190000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241022T080342Z
LAST-MODIFIED:20241022T080342Z
UID:10005563-1729533600-1729537200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“
DESCRIPTION:21 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“. \nმომხსენებელი განიხილავს ჰესიოდეს მითებში დროის წარმოშობასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ პრობლემატიკას. ჰესიოდე დროითი ცვლილების\, თვეების\, სეზონებისა და წლების წარმოქმნას უკავშირებს კრონოსის მიერ მამამისზე\, ურანოსზე\, განხორციელებულ ძალადობის აქტს\, შესაბამისად\, დროის წარმოქმნას განიხილავს\, როგორც ძალადობის პრიმორდიალურ აქტს. \nუფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-iohan-tralaus-sajaro-leqtsia-berdznuli-mithebi-da-drois-dasatsqhisi-hesiodes-kronosi-da-drois-aspeqtebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/WEB-BANNER-savle-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241017T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241007T081712Z
LAST-MODIFIED:20241007T081712Z
UID:10005550-1729191600-1729195200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX\, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების\, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის\, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. \nწიგნი იწყება უდი განმანათლებლის\, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით  სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო და მრავალეთნიკური კავკასიური სოფლის ყოფას\, ადგილობრივ კულტურათა ურთიერთგავლენას\, უდიურ ტრადიციებსა და თქმულებებს\, უდიურ თემში ჯერ კიდევ შემორჩენილ სხვადასხვა წეს-ჩვეულებასა თუ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენას. \nმეორე თავი ეთმობა გივი ბეჟანიშვილის მიერ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აზერბაიჯანის უდიურ დასახლებებში\, ნიჯსა და ვართაშენში\, ჩაწერილ ზეპირ ისტორიებს. \nდასკვნით ნაწილში  თავმოყრილია ჩვენს საუკუნეში ალექსანდრე ქავთარაძის მიერ სადოქტორო კვლევაზე მუშაობისას საქართველოში მცხოვრებ უდიებთან ჩაწერილი რამდენიმე ზეპირი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისის დევნის შესახებ. \nწიგნის რედაქტორი\, მთარგმნელი და შემდგენელია ალექსანდრე ქავთარაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ორგანიზაცია \,\,საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი. \nკრებული გამოსცა „კავკასიურმა სახლმა“. \nკრებულს წარადგენენ ალექსანდრე ქავთარაძე და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-udiebi-ethnographiuli-chanatserebi-xix-xx-da-xxi-saukuneebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/udiebi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241016T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241016T190000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240912T095628Z
LAST-MODIFIED:20240912T095628Z
UID:10005519-1729101600-1729105200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ირინა ლობჟანიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ.\, http://manuscript.iliauni.edu.ge/). \nირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს\, კერძოდ\, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO)\, რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი\, პარაკლიტონი\, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საგრანტო კონკურსის (SP-23-685) შედეგს\, MS. Wardr. d. 1 ხელნაწერის გამოცემულ ტექსტს. \nწიგნის რედაქტორები\, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი\, ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე\, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე\, ასევე პარაკლიტონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე. \nშეხვედრის ბმული \nJoin Zoom Meeting ID 824 3872 2663 \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82438722663?pwd=aRHIMmsVQNbjAmDMV0Qmbaa6uhOSNb.1\n\nPasscode: 209768 \nდრო: 16 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. N1) \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-irina-lobzhanidzis-mier-gamotsemuli-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241009T122455Z
LAST-MODIFIED:20241011T100736Z
UID:10005555-1729018800-1729022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“ – არქეოლოგ დიონისე მურელატოსის ონლაინმოხსენება
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი\, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. \nსაბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი\, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა სახელმწიფოს იდენტობის შესახებ. მან ეროვნული ისტორიის უწყვეტობის სამმაგი სქემა შეიმუშავა (ანტიკური\, ბიზანტია და თანამედროვე საბერძნეთი). ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ჩართვა „ნაციონალურ“ ნარატივში საჭიროდ მიიჩნიეს. ბიზანტიური ხელოვნების შესწავლა და მისი ჩართვა ეროვნული წარსულის აღქმაში არსებითი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. 1919-1922 წლებში მცირე აზიაში საბერძნეთ-თურქეთის ომის შემდეგ შენარჩუნებული იყო ისტორიის ტრადიციული აღქმა. ომის შემდგომ სამყაროში\, ცივი ომის დროს\, ბიზანტიის აღქმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალ ველად იქცა. \nფორმატი: ონლაინ \nJoin Zoom Meeting \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86191264222?pwd=FlaauKh9Bw5t4pZrCL9AIB6DzPcFvP.1\n\nMeeting ID: 861 9126 4222 \nPasscode: 688611 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერს\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bizantiuri-dzeglebis-menejmenti-thanamedrove-saberdznethshi-xix-xx-ss-arqeolog-dionise-murelatosis-onlainmokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/murelatosi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241015T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241015T170000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241011T084924Z
LAST-MODIFIED:20241011T084924Z
UID:10005558-1729008000-1729011600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“ – პროფესორ ტატიანა დენისოვას ლექცია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო\, მისი ისტორია და კულტურა“. \nანოტაცია \nსამხრეთ-აღმოსავლეთ აზია\, მალაური სამყაროს ჩათვლით\, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი ნახსენებია სხვადასხვა ისტორიულ წყაროში. \nმალაის არქიპელაგის ისტორიულ განვითარებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ორ უმთავრეს საზღვაო გზის გადაკვეთაზე მდებარე არქიპელაგი ინდოეთისა და ჩინეთის დიდ ბაზრებთან ყოველწლიური მუსონური ქარების სისტემებით იყო დაკავშირებული. \nმალაის არქიპელაგის ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი მდიდარი ბუნებრივი და მინერალური რესურსები\, რაც ქმნიდა გასაყიდი თუ გასაცვლელი პროდუქტების მრავალფეროვნებას. \nრეგიონის მთავარი მახასიათებელია მისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ხასიათი. მას დიდი ხნის წინ ეწოდა ღია სამყარო. „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გახდა ამ ცივილიზაციის მთავარი პრინციპი და მამოძრავებელი ძალა. მთავარი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი\, მალაური სამყარო\, იქცა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის – ინდურის\, ჩინურის\, მუსლიმურის\, ევროპულისა და მალაურის – შერწყმის ადგილად. \nრეგიონის ღიაობა და მრავალფეროვნება ასახულია მალაელთა ისტორიასა და წერილობით მემკვიდრეობაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erthianoba-mravalpherovnebashi-malauri-samqharo-misi-istoria-da-kultura-prophesor-tatiana-denisovas-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/akhali-web-metsn-khel.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241010T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241010T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241001T082426Z
LAST-MODIFIED:20241001T082426Z
UID:10005543-1728586800-1728590400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის ახალი თარგმანების პრეზენტაცია ილიაუნიში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია. \nჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია\, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე\, ნინო ტიკარაძე და ლევან წკრიალაშვილი. \nფრენსის ფუკუიამას „პოლიტიკური წესრიგი და პოლიტიკური დაკნინება“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი დავით აფრასიძე\, მთარგმნელები – დავით აფრასიძე\, ანა მიქაუტაძე\, ნინო ტიკარაძე და თამარ ქუმსიაშვილი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politikis-metsnierebisa-da-saerthashoriso-urthierthobebis-seriis-akhali-thargmanebis-prezentatsia-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/thargmanebi_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241010T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241010T150000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241008T085357Z
LAST-MODIFIED:20241008T085357Z
UID:10005553-1728568800-1728572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა დიდიე ტღებიუკთან\, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს  საქართველოში გაეროს საქმიანობის\, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების\, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ. \nმომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს\, როგორც მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ნაწილს. \nეს მიზნები – სიღარიბის აღმოფხვრა\, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა – გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; მომხსენებელი ასევე შეეხება გლობალურ და ლოკალურ პერსპექტივებს. \nდასასრულს სტუდენტებს\, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუმრებს საშუალება მიეცემათ\, დასვან კითხვები\, გაუზიარონ მოსაზრებები მომხსენებელს და განიხილონ გაეროსა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-didie-tghebiukthan-gaeros-mudmiv-koordinatorthan-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/web-metsn-khel-shekhvedra-didie-tghebiukthan.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241009T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241009T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241007T121606Z
LAST-MODIFIED:20241122T110939Z
UID:10005551-1728468000-1728504000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება\, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. \nისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს\, რომელთა ხელახალი აღმოჩენა\, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები\, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. თუმცა ისტორიული ცვლილებების გამო ზოგიერთი მომენტი/სცენა გამოეთიშა ერთიან პროცესს და ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული რჩებოდა. \nერთ-ერთი ასეთი მომენტია ტფილისის მოდერნიზმი/ავანგარდი (1917-1918) და ფუტურისტული ჯგუფი H2SO4 (1920-იანი წლები)\, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული კულტურული მეხსიერებიდან ამოშალა და ქვეყანა ევროპულ კულტურულ კონტექსტს მოსწყვიტა. პოსტსაბჭოთა ათწლეულებში საქართველომ ეს მემკვიდრეობა დაიბრუნა. H2SO4-ის (1924)\, ფუტურისტული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ასი წლისთავი კარგი საბაბია განსხვავებულ\, თუმცა ურთიერთშედარებად ავანგარდულ კულტურულ გამოცდილებებზე მსჯელობისათვის. \nჩვენ გვესმის მოდერნიზმი და ავანგარდი\, როგორც სხვადასხვა კულტურული მომენტების ერთიანობა. თითოეული ლოკალიზებული მომენტის სპეციფიკა განიხილება მათი ტრანსკულტურული კავშირების ისტორიისა და აწმყოში ტრანსგრესიის პოტენციალის პერსპექტივებიდან. ამ ისტორიების აღსადგენად ჩვენ ვიკვლევთ ქსელებს\, ურთიერთობებს\, ჯგუფებს\, ურთიერთთანამშრომლობას\, რომლებიც უნიკალური მომენტების შესაქმნელად ყალიბდებოდა\, ქრებოდა\, კვლავაც ჩნდებოდა. კვლავ ისმის კითხვები: როგორია ავანგარდის სოციალური ტრანსფორმაციის ძალა; რას გადმოგვცემს კულტურათაშორისი ავანგარდული ალიანსების თეორიული და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების ისტორიები? \nკონფერენცია ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის მიერ; ლიონებურგის ლოეფანას უნივერსიტეტი (გერმანია)\, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \n\nკონფერენციის პლენარული მომხსენებლები/საუბრები: \nგიუნტერ ბერგაუსი\, ბრისტოლის უნივერსიტეტი\, საერთაშორისო ფუტურიზმი და ურთიერთგანაყოფიერება ისტორიულ ავანგარდში. \nხელოვანთა საუბარი: ბეატე ზოენტგენი\, ლოეფანას უნივერსიტეტი ლიონებურგში\, ანუკ ბელუგასთან და მარი ყალაბეგაშვილთან ერთად. \nგია ჯოხაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მანდელშტამიანა: რუსეთისა და საქართველოს კულტურული ისტორიის ფრაგმენტები. \nლექცია/წიგნის პრეზენტაცია. \n\nდეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 9-11 ოქტომბერი \nადგილმდებარეობა: უმაღლესი კვლევების ცენტრი\, გიორგი წერეთლის N3\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, მე-8 სართული\, ოთახი 800
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avangardis-momentebis-gakhseneba-avangardis-stsenebis-shekavshireba-h2s04-is-100-tslisthavisadmi-midzghvnili-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/avangardi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241003T135039Z
LAST-MODIFIED:20241003T135140Z
UID:10005546-1728403200-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლიანა კუპრეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nთანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდრო: 8 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-liana-kupreishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/datsva_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241007T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241007T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240930T071904Z
LAST-MODIFIED:20240930T071904Z
UID:10005542-1728327600-1728331200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:7 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. \nსახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა\, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის\, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის\, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით.  კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით\,  ქართული იდენტობისა და მეხსიერების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევების განხორციელებას და ტრავმის რეპრეზენტაციის თავისებურებათა შესწავლას კულტურული მეხსიერების არტეფაქტებში. \nსახელმძღვანელო შეიქმნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ ფარგლებში. \nპრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის შემდგენლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი\, ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე და დოქტორანტი ნინო ბოკუჩავა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literatura-da-koleqtiuri-mekhsiereba-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241002T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241002T183000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20241001T085615Z
LAST-MODIFIED:20241001T085615Z
UID:10005544-1727888400-1727893800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. \nნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). \nწიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი)\, მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. \nმასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის ნაწილი\, რომელიც თბილისის არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს ეხება\, ასევე მისი ხელმძღვანელობით კვლევითი ჯგუფის მიერ შესწავლილი წარწერები და მოგვიანებით აღმოჩენილი არაბულენოვანი ძეგლები. \nსაარქივო მასალები და წარწერები განხილულია ისტორიულ კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 2 ოქტომბერი\, 17:00-18:30 საათი \nადგილმდებარეობა: გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ოთახი N201/202 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-thbilisis-arabulenovani-epigraphikuli-dzeglebis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/1web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241002T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241002T130000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240925T115133Z
LAST-MODIFIED:20240925T115133Z
UID:10005536-1727870400-1727874000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „იაპონური სამოსი\, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი\, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება”. \nმას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის\, კალიგრაფიისა და ორიგამის შესახებ\, საშუალება ექნებათ\, მოირგონ იაპონური სამოსი\, სპეციალური იაპონური ფუნჯების საშუალებით შეასრულონ კალიგრაფიის ნიმუშები და გააკეთონ ორიგამი (ქაღალდის ფიგურები). \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 2 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-iaponuri-samosi-kaligraphia-da-origamis-khelovneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-iaponia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240920T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240920T160000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240913T084900Z
LAST-MODIFIED:20240913T090636Z
UID:10005526-1726844400-1726848000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „La Géorgie à la croisée des cultures - საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 სექტემბერს\, 15:00 საათზე (პარიზის დროით)\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15\, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის ”La Géorgie à la croisée des cultures”  („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია. \nწიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში\, საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით\, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების კონფერენციის შემდეგ\, რომელშიც კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. \nკონფერენციის მასალები 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures დაიბეჭდა. \nნაშრომი\, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას\, უხვად არის ილუსტრირებული. გარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის  რუსუდან ფეტვიაშვილს\, წიგნშიც მის მიერ შესრულებული „ოთხთავის“ იშვიათი ხელნაწერის რვა და „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანის ერთი ილუსტრაციაა. \nგამოცემა საჩუქრად გადაეცემა საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსულ ფრანგულენოვან ხელოვანებს\, მეცნიერებს\, კულტურის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს\, დაეგზავნება ფრანგულენოვანი ქვეყნების ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს. \nწიგნის თანაავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო ჯავახიშვილი\, მანანა ჯავახიშვილი\, გიორგი სანიკიძე\, თამარ ცოფურაშვილი\, ავთანდილ ოქროსცვარიძე\, ნინო მხეიძე/ელისაბედ ალფაიძე\, თამაზ გაბისონია\, მზაღო დოხტურიშვილი და რომანული ფილოლოგიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული მარიამ ღლონტი. \nმსურველებს შეუძლიათ პრეზენტაციას დაესწრონ ონლაინ: \n\nhttps://us06web.zoom.us/j/82099913205?pwd=N3gZdzK3bu65h08I6XUzpvhFsellaf.1\n\nID de réunion: 820 9991 3205 \nCode secret: 458902
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-la-georgie-a-la-croisee-des-cultures-saqarthvelo-kulturatha-gzagasaqharze-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/prezentatsia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240912T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240913T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240904T050042Z
LAST-MODIFIED:20241122T110938Z
UID:10005515-1726131600-1726250400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“ სემინარი
DESCRIPTION:12-13 სექტემბერს\, 9:00 საათზე\, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“. \nსემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას\, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. ღონისძიების მონაწილე ისტორიკოსები და ანთროპოლოგები ისაუბრებენ ავსტრია-უნგრეთის\, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიათა ქალაქებში ეთნიკურ და რელიგიურ თემთა მრავალფეროვანი გამოცდილების შესახებ. \nგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დასახელებულ თემთა მიერ ურბანული ფუნქციონირებისთვის შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ისტორიას\, მათ ეთნიკურ და რელიგიურ ინფრასტრუქტურას\, სავაჭრო ფორმებსა და მათ რეპრეზენტაციას კერძო მეხსიერებაში. \nზოგიერთი პრეზენტაცია შეეხება იმ თემთა ისტორიას\, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ\, თუმცა თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ურბანულ ცხოვრებაში\, მათი კულტურული\, მხატვრული და არქიტექტურული მემკვიდრეობა კი დღემდე ფასობს და კონცეპტუალურ ინტერპრეტაციას პოვებს თანამედროვე მემკვიდრეებსა თუ გარე დამკვირვებლებში. \nიხილეთ დღის წესრიგი ბმულზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12-13 სექტემბერი\, 9:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, (S507) ავსტრიული ბიბლიოთეკა\, გიორგი წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/themtha-mravalpherovneba-imperiul-sivrtseebshi-da-mathi-natsnobi-da-utsnobi-istoriebi-mekhsiereba-da-thvithorganizatsia-aghmosavleth-evropisa-da-osmalur-imperiatha-urbanul-tsentrebshi-seminari/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/seminari_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240722T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240722T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240722T064712Z
LAST-MODIFIED:20240722T065126Z
UID:10005511-1721667600-1721671200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ფარგლებში გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია. ჟურნალს წარადგენს და განხილვას გაუძღვება გამოცემის მთავარი რედაქტორი\, დეკანოზი გიორგი წეროძე. \nჟურნალის წარდგენისა და განხილვის ორგანიზატორია ლიტერატურული კლუბი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში\, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiur-saganmanathleblo-zhurnalis-zghvari-marthlmadidebloba-da-thanamedroveoba-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/ZGVARI-WEB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240718T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240718T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240712T095603Z
LAST-MODIFIED:20240712T095603Z
UID:10005507-1721318400-1721325600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა – ღია კარის დღე
DESCRIPTION:18 ივლისს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ღია კარის დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვებიან ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პროფესორები : ჯანა ჯავახიშვილი\, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე. მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. \nდამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მიღება-სწავლების\, დასაქმების შესაძლებლობებისა და სფეროების შესახებ\, გაიგებს\, რას სძენს პროგრამა სტუდენტს/კურსდამთავრებულს როგორც პროფესიული\, ასევე პიროვნული ზრდის თვალსაზრისით. \nადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინურია. მასზე სწავლა შეუძლიათ საბაკალავრო ან მისი ტოლფასი საფეხურის განათლების მქონე ფსიქოლოგებს\, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს\, სოციალურ მუშაკებს\, პედაგოგებს\, განათლების მენეჯერებს\, ჟურნალისტებს\, იურისტებს და ა. შ. \nფორმატი: ჰიბრიდული. შესაძლებელია დასწრება ონლაინ მითითებული ბმულით: https://www.facebook.com/events/440665688810682 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 18 ივლისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adiqtsiis-kvlevebis-samagistro-programa-ghia-karis-dghe/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/a1a10934cd20b33bdf704393b6a75a13_84209.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240716T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240716T190000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240711T080119Z
LAST-MODIFIED:20240711T104540Z
UID:10005503-1721152800-1721156400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კახა ლომაიას კრებულის „გამოცდები: წერილები\, ინტერვიუები\, გამოსვლები\, ჩანაწერები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ივლისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კახა ლომაიას წიგნის „გამოცდები: წერილები\, ინტერვიუები\, გამოსვლები\, ჩანაწერები“ პრეზენტაცია. \nკრებული აერთიანებს ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციებსა და გამოუქვეყნებელ მასალებს. \nავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად გამოცემაში შეტანილია წერილები განათლების რეფორმაზე\, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე\, ასევე გამოსვლები გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებზე\, ინტერვიუები და ჩანაწერები. \nკრებულის დანართში შესულია რამდენიმე საერთაშორისო პუბლიკაციის თარგმანი საქართველოს განათლების რეფორმის შესახებ. საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს ასახავს წიგნის ფოტოები\, რომელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. \nსაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ\, 1991 წელს\, ალექსანდრე (კახა) ლომაია იყო საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი (ელჩი) რუსეთში. \n1995-2004 წლებში – ფონდ „ევრაზიის“ (აშშ) საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი და დირექტორი\, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი\, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ (აშშ) რეგიონული დირექტორი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. \n2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად\, 2008-2009 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. \n2014 წლიდან მუშაობს გაეროს შტაბ-ბინაში\, ნიუ-იორკში\, სამთავრობოთაშორისი საქმეების უფროს ოფიცრად\, გაეროს განიარაღების კომისიის მდივნად. \nწიგნი გამოსცა „ინტელექტმა“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 ივლისი\, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kakha-lomaias-krebulis-gamotsdebi-tserilebi-interviuebi-gamosvlebi-chanatserebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/web-tsignis-prezentatsia-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240716T160000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240712T093155Z
LAST-MODIFIED:20240712T093155Z
UID:10005504-1721138400-1721145600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ სოფიკო კოტრიკაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი სოფიკო კოტრიკაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ტრადიცია და სიახლე ქართულ საავტორო სიმღერებში“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – თამაზ გაბისონია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი \nდრო: 16 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-sophiko-kotrikadzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/web-sadisertatsio-metsn-sophiko.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240715T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240715T200000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240709T075208Z
LAST-MODIFIED:20240709T075208Z
UID:10005499-1721070000-1721073600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:15 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. \nგუნდის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 15 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-22-e-semestruli-saangarisho-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/752dca6d1d0c88c3dffb5ff1486b7d11_84173.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240712T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240712T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240704T144052Z
LAST-MODIFIED:20240704T144052Z
UID:10005492-1720803600-1720807200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ მაია დამენიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:12 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ დოქტორანტი მაია დამენია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა (საისტორიო მეხსიერების რევიზია XVII-XVIII საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით)“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nდრო: 12 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-maia-damenias-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/b673401c6b1e116d4e14f1cc4053c262_84097.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240712T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240712T120000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240705T141330Z
LAST-MODIFIED:20240705T141512Z
UID:10005497-1720782000-1720785600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ – შეხვედრა შშმ პირთა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან
DESCRIPTION:12 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში. \nშეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების\, არასამთავრობო ორგანიზაციების\, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი. \nდამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს\, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) განვითარება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის\, როგორც პრაქტიკის ადგილი შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაოს გასაანალიზებლად\, ასევე განისაზღვრება შშმ/სსმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები\, შესაძლებელი გახდება მათი სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა. \nშეხვედრაზე მოხსენებებს წაიკითხავენ პროექტის ხელმძღვანელი და მასწავლებლები\, სტუდენტები ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ. დასასრულს გაიმართება დისკუსია დასაქმების პროცესში შშმ პირთა გამოწვევებისა და მათი მხარდაჭერის მოდელების შესახებ. \nშეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელის „მოდი-ლაბორატორიები“ შექმნა შშმ პირების დასაქმების უფლებათა ადვოკატირებისთვის. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივლისი\, 11:00-დან 15:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115a აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sastsavlo-laboratoriebi-thanabari-uphlebebisthvis-shekhvedra-shshm-pirtha-damsaqmebel-organizatsiebthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/web-metsn-khel-shshm-pirtha.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240710T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240710T163000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240705T100446Z
LAST-MODIFIED:20240705T100446Z
UID:10005493-1720625400-1720629000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლილი გლურჯიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:10 ივლისს\, 15:30 საათზე\, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლილი გლურჯიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „გზის ადამიანები\, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი\, ვიმ ვენდერსი\, ანიეს ვარდა\, შანტალ აკერმანი (კინო\, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე\, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \nდრო: 10 ივლისი\, 15:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-lili-glurjidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/WEB-sadisertatsio.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240627T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240628T173000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240624T080135Z
LAST-MODIFIED:20240624T080135Z
UID:10005478-1719500400-1719595800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
DESCRIPTION:27-28 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. \nკონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: \n\nსოციალურ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე\, კონფერენცია – 15:00 საათზე.\nჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე\, კონფერენცია – 15:00 საათზე.\n\nკონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები\, რომელთაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. \nკონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. \nკონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ\, შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა: \n\nhttps://forms.gle/B43ZvhxrSvSWQXLJA\n\nდრო: 27-28 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsnierebatha-da-khelovnebis-phakultetis-studentur-konpherentsiatha-seria-humanitarul-da-sotsialur-metsnierebebshi/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/konph2_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240626T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240626T120000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240624T090858Z
LAST-MODIFIED:20240624T093215Z
UID:10005479-1719399600-1719403200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის” - პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:26 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი\, პროფესორი ვლადიმირ ბენკო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციას „შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 26 ივნისი\, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shedarebithi-vebkorpusebi-utskho-enebis-stsavlebisa-da-shedarebithi-kvlevebisathvis-prophesor-vladimir-benkos-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/web-metsn-khel-vladimir-benko-akhali.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240617T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240617T180000
DTSTAMP:20260418T213524
CREATED:20240610T110213Z
LAST-MODIFIED:20240610T110213Z
UID:10005469-1718643600-1718647200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში – ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში”
DESCRIPTION:17 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. \nღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური\, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. \n\nმომხსენებლები: \nთინათინ მაგრაქველიძე \n„რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და დაბეგვრის საკითხები 1953-1964 წლებში“ \nელის ბაქრაძე \n„რელიგია და რწმენის თავისუფლება სამცხე-ჯავახეთის სომეხ თემში (პოსტ-საბჭოთა საქართველოს რელიგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში)“ \nრატი ტყემალაძე\, დაჩი ხონელიძე \n„რელიგია და ეროვნულობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ პარტიებში 1892-1917 წლებში“ \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiisa-da-rtsmenis-thavisuphleba-saqarthveloshi-akhalgazrda-mkvlevartha-kvlevithi-proeqtebis-shualeduri-angarishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-F.png
END:VEVENT
END:VCALENDAR