BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260611T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260611T180000
DTSTAMP:20260610T085428
CREATED:20260609T070553Z
LAST-MODIFIED:20260609T070553Z
UID:10006055-1781193600-1781200800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ნინო აბესაძის მოხსენება „საფუძველი\, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები"
DESCRIPTION:11 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი\, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“. \nუილიამ ჯეიმსის მიხედვით\, რწმენის შეძენა ზოგჯერ აუცილებელი წინაპირობაა ამ რწმენის სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებისთვის. მსგავსი რწმენების მთავარი მაგალითებია რელიგიური და მორალური რწმენა. \nმომხსენებელი ჯეიმსის პოზიციას საფუძველსა და მტკიცებულებას შორის ახალი განსხვავების შემოტანით დააზუსტებს. აჩვენებს\, რომ\, ჯეიმსის მიხედვით\, ადამიანს მტკიცებულების გარეშე დებულების დაჯერების კარგი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში\, თუ თავად რწმენა რელევანტურ მტკიცებულებას წარმოშობს. \nმომხსენებელი ასევე განიხილავს პირობას\, რომლის მიხედვითაც ეს მიდგომა სარწმუნოა მეცნიერულ კონტექსტში\, თუმცა არ არის დამაჯერებელი რელიგიური რწმენის შემთხვევაში. მეცნიერული რწმენა გულისხმობს საჯაროობას\, შედეგების განმეორებადობასა და თვითშესწორებას\, რაც ბრმა რწმენას ეპისტემურად გადამოწმებადს ხდის. რელიგიური რწმენა კი\, როგორც წესი\, პირად და ტრადიციულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული\, რაც თვითდადასტურების შეცდომის რისკებს აჩენს. შესაბამისად\, ჯეიმსის პოზიცია შეიძლება მართებული იყოს მეცნიერული რწმენების\, მაგრამ მცდარი – რელიგიური რწმენების შემთხვევაში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-nino-abesadzis-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/niusi-thatha-tsophurashvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260616T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260616T170000
DTSTAMP:20260610T085428
CREATED:20260608T101742Z
LAST-MODIFIED:20260608T103025Z
UID:10006051-1781623800-1781629200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ რონალდ გრიგორ სუნის საჯარო ონლაინლექცია „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“
DESCRIPTION:16 ივნისს\, 15:30 საათზე\, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს\, რა გავლენა მოახდინა მეფის რუსეთმა და საბჭოთა „სოციალიზმმა“ ქართული ერის ჩამოყალიბებაზე და სუვერენიტეტისა და მოდერნულობის იმ ზღუდეებზე\, რომლებიც ამ იმპერიებში ცხოვრებამ შექმნა. \nსაჯარო ლექცია ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“. \nვორკშოპის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი\, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი). \nღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით\, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში. \nპროფესორი რონალდ გრიგორ სუნი მიჩიგანის უნივერსიტეტის (University of Michigan) ისტორიის კათედრის საპატიო ემერიტუს პროფესორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის (University of Chicago) ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების ემერიტუს პროფესორია. იგი ცნობილია\, როგორც ამიერკავკასიის\, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული მკვლევარი. \nმოდერატორი – ჰარშა რამი\, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ასოცირებული პროფესორი \nფორმატი: ონლაინლექცია (Zoom) \nსარეგისტრაციო ბმული: Zoom-ზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 ივნისი\, 15:30 საათი (საქართველოს დროით) \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-ronald-grigor-sunis-sajaro-onlainleqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/16-ivnisis-ghonisdzieba-old.new_.fb1_.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260617T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260617T210000
DTSTAMP:20260610T085428
CREATED:20260608T120736Z
LAST-MODIFIED:20260608T121007Z
UID:10006053-1781722800-1781730000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მრგვალი მაგიდა „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“
DESCRIPTION:17 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. \nდღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია\, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად\, როგორც მეტროპოლიებში\, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება\, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას\, ინტელექტუალურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას. საქართველო\, როგორც ეს მის ისტორიაში ხშირად მომხდარა\, დღესაც ერთდროულად გვევლინება\, როგორც განაპირა\, უკიდურესი შემთხვევა და როგორც უფრო დიდი პროცესების ამრეკლავი და გარდამტეხი სარკე. \nაღნიშნულ საკითხებს გეოგრაფიული მდებარეობის\, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ: \n\nჰარშა რამი\, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი\nფლორიან მიულფრიდი\, ანთროპოლოგი\nია ერაძე\, პოლიტიკური ეკონომისტი\n\nმოდერატორი – ლუკა ნახუცრიშვილი \nსაჯარო ღონისძიება ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“\, რომლის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი). \nღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით\, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური (კითხვის დასმა შესაძლებელია ქართულად) \nდრო: 17 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mrgvali-magida-chveni-dghevandeli-momenti-sami-thvalsazrisi-sami-dargidan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/17-ivnisis-ghonisdzieba-old.new_.fb_.png
END:VEVENT
END:VCALENDAR