BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260604T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260604T180000
DTSTAMP:20260610T173638
CREATED:20260601T125507Z
LAST-MODIFIED:20260601T125540Z
UID:10006043-1780588800-1780596000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ელენე ლადარიას მოხსენება „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“
DESCRIPTION:4 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ელენე ლადარია ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“. \nსაბჭოთა კავშირში 40-იან წლებში ყალიბდება და მომდევნო ათწლეულებში მყარდება აზრი\, რომ პრაგმატიზმი მტრული იდეოლოგიის გამომხატველი\, კერძოდ „კაპიტალიზმის იმპერიალისტური ფაზის ანგლოამერიკული ბურჟუაზიული“\, ფილოსოფიაა. ცხადია\, საბჭოელთა დამოკიდებულება პრაგმატიზმთან კრიტიკულობას მოკლებული არც 20-30-იან წლებში ყოფილა\, თუმცა ამ პერიოდში კრიტიკა ნაკლებად სწორხაზოვნად გამოიხატებოდა. \nსემინარზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტი\, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული საბჭოთა ტექსტებისა და მათში პრაგმატიზმთან გადაკვეთის ანალიზით აღადგინოს თეორიული დაძაბულობები\, რომლებიც ორ პოზიციას შორის განსხვავების ნაცვლად მათ შორის საშიში სიახლოვითაა გამოწვეული. \nკლასიკურ ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა ფილოსოფიურ თუ სამეცნიერო აზრს შორის ეს სიახლოვე ვლინდება არა მხოლოდ თეორიულ დონეზე (ჭეშმარიტების თეორია\, მეტაფიზიკის უარყოფა)\, არამედ იმაშიც\, რომ ორივე განმსჭვალულია\, ერთი მხრივ\, გეოგრაფიული და ისტორიული თვითრეპრეზენტირების წესით და\, მეორე მხრივ\, მომავალთან დაკავშირებული პოლიტიკური პროექტებით (დემოკრატია და კომუნიზმი); ნაჩვენები იქნება\, რომ ორივე ცდილობს დაფუძნდეს როგორც შედეგი ევროპისგან მოწყვეტისა და ეპისტემოლოგიური კოლონიურობის დაძლევისა\, რაზეც პირდაპირ საუბრობენ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-elene-ladarias/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/philosophiuri-seminari-8646-35-NEW.png
END:VEVENT
END:VCALENDAR