BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251010T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251010T170000
DTSTAMP:20260418T031445
CREATED:20251013T075207Z
LAST-MODIFIED:20251013T075207Z
UID:10005832-1760112000-1760115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“ \nმალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში\, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების გასაცემად. ამგვარად\, ფული ადგილობრივ ეკონომიკას აკავშირებდა ტრანსრეგიონულ ქსელებთან. ამ პერიოდის მალაური მუსლიმური ისტორიოგრაფია იძლევა ფასეულ მასალას მონეტარული პრაქტიკებისა და მათი ინტეგრირების შესახებ უფრო ფართო პოლიტიკურ\, რელიგიურ და ეკონომიკურ ნარატივში. მალაური ისტორიული ქრონიკები წარმოადგენს პირველად საკვანძო წყაროებს რეგიონის ფინანსური ისტორიის რეკონსტრუირებისთვის ფართო ისლამურ და გლობალურ კონტექსტში. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი ტატიანა დენისოვა მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისლამის\, მეცნიერებისა და ცივილიზაციის ცენტრის პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტია. მისი კვლევითი ინტერესებია: აღმოსავლური ისტორიოგრაფია\, პირველადი წყაროების შესწავლა\, მალაური სამყაროს ისტორია\, ისლამის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. ავტორია არაერთი პუბლიკაციისა\, მათ შორის: Reflection of Malay Islamic Historiography (2017)\, Collection of Lingga Shari’a Court’s documents (beginning XX c.): the structure of the collection and research methodology (2018)\, Orientation\, Navigation and Seafaring in Malay Islamic Historiography from 14th to 19th centuries (2020). 2023 წელს მისი რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოიცა ნაშრომი Elena Davidovitch\, Numismatica Transoxiana. From 9th to 13th century. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-tatiana-denisovas-sajaro-leqtsia-phinansebi-da-phuli-malai-indoneziis-arqipelagshi-xiii-xix-saukuneebshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/denisovas-sajaro-leqtsia-NEW6.png
END:VEVENT
END:VCALENDAR