BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T183000
DTSTAMP:20260418T145809
CREATED:20250414T085819Z
LAST-MODIFIED:20250414T085846Z
UID:10005703-1745602200-1745605800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. \nსაქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს\, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას\, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს\, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად\, მოდერნიზაციის\, როგორც პროცესის\, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად\, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების\, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. \nპროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე\, ახალგაზრდა მეცნიერთა  სტატუსით  ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი. \nპროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა. \nღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი\, ია ერაძე\, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-researchroject/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn-khel-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR