BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250219T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250219T190000
DTSTAMP:20260418T181800
CREATED:20250217T124700Z
LAST-MODIFIED:20250220T083630Z
UID:10005663-1739988000-1739991600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ასოცირებული პროფესორის თამარ ცხადაძისა და ასისტენტ-პროფესორის თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენებები
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“. \nიგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ\, კერძოდ\, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე. \nასისტენტ-პროფესორი თამაზ თოხაძე წაიკითხავს მოხსენებას „რისკიანი გადაწყვეტილებები და სხვა ადამიანების გათვალისწინების პრობლემა ეპისტემური რელატივიზმისთვის“. \nმოხსენების ძირითადი თემაა რამდენად პრიორიტეტულია სხვების რწმენისა და რისკის მიმართ დამოკიდებულებების გათვალისწინება სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების მიღებისას\, მაგალითად\, როდესაც ექიმი\, პოლიტიკოსი ან ვაქცინის მიმართ სკეპტიკოსი განიხილავს\, იმოქმედოს თუ არა თავისი რწმენის მიხედვით\, როდესაც ამ ქმედებას შეიძლება დიდი შედეგები ჰქონდეს სხვა ადამიანებისთვის (მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის). \nმომხსენებელი  ამ საკითხს განიხილავს ეპისტემური რაციონალურობის არამომთხოვნი (რელატივისტური) გაგების შუქზე. მოხსენების ძირითადი თეზისია\, რომ მორალისა და ეპისტემური რაციონალურობის კავშირის სწორი გაგებისთვის აუცილებელია ეპისტემური რელატივიზმის უარყოფა. მოკლედ მიმოიხილავს გადაწყვეტილების თეორიასა და ეპისტემოლოგიასთან დაკავშირებულ თანამედროვე დებატებს. \nმოცემული მოხსენება არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის – „არბიტრარული რწმენები და რაციონალურობის მოთხოვნები“ – ნაწილი (საგრანტო ხელშეკრულება No:YS-23-320) \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-02-2025-mokhsenebebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/axali-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR